პროექტის რეპორტი გულო, არ გაჩერდე, იმუშავე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გულო, არ გაჩერდე, იმუშავე!

page info icon
2021 ივნისი 24
page info icon
2420
თვენახევრის განმავლობაში 18 ოპერაცია და 18 ნარკოზი გაუკეთდა. ფილტვები ნაწილ-ნაწილ ამოაჭრეს - ჯერ ერთი, მერე მეორე... ახლა ფილტვის მეოთხედიღა დარჩა. მან 18 სიკვდილი გადაიტანა, მაგრამ სიცოცხლეს ყოველ ჯერზე უბრუნდებოდა. ის ახლა ცოცხალია, თუმცა დრო შეზღუდული აქვს. მან ეს იცის... მისმა მშობლებმაც იციან... მაგრამ ეყოთ ძალა, რომ ამ სინამდვილეს შეჰგუებოდნენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,639 ₾
( 1,010 დონორი )
დასრულებულია
მადლობა ყოველი ახალი დღისთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „დედა, ნუთუ ჩემთვის არის ეს ყველაფერი? გთხოვ, მომეხმარე ლოგინიდან წამოდგომაში! ჩემი მოპედი უნდა ვნახო! - ირაკლის თვალები ბედნიერებით უელავს - გული კი როგორც ძრავი ისე მუშაობს! მოუსმინე, დედა. ნუ გეშინია! ეს სიხარულის მღელვარებაა“.
უფალო შეგვეწიე! 
 „ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა ახლა საწოლიდან წამოხტომა და მოპედით თქვენთან ერთად გასეირნება!“
ერთი წლის წინ, ირაკლიმ საკუთარი განაჩენი გაიგო - ერთბაშად ორი საშინელი დიაგნოზი, არანაირი იმედი. ერთი წლის მანძილზე თვრამეტი ოპერაცია გადაიტანა. როგორ უჭირს სუნთქვა! ფილტვები ვერ უძლებს... რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გიამბეთ ირაკლის ისტორია: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/746-adeishvili/. ამ ბიჭს კიდევ რამდენი დღე გაუთენდება, არავინ იცის.
რამდენსაც უფალი ინებებს, რამდენსაც გული... მაგრამ ის იბრძვის! ამ ქართველი ყმაწვილის ოცნებები დღეს რომ ახდა, სწორედ თქვენი და თქვენი თანადგომის დამსახურებაა. „გული - პატარა, სათუთი ყულაბაა. ყულაბა, რომლიდანაც ყოველდღიურად საზრდოობს სიცოცხლე. თქვენ კი მას ავსებთ! - თვალცრემლიანი ამბობს თამილა, ირაკლის დედა. - ავსებთ დადებითი ემოციებითა და ბედნიერებით. დიახ, მან იცის, რომ ვერ გამოჯანმრთელდება... იცის, რომ მისი დღეები დათვლილია, მაგრამ მე მადლობელი ვარ თითოეული მისი ღიმილისთვის, ბედნიერების გამომხატველი სიტყვისთვის და ახალი დღისთვის!“
„მინდა ბედნიერი ვიყო. მინდა ვიყო თქვენთან ერთად. დავტკბე ჩემი ოცნებით. რამდენი კარგი ადამიანი არსებობს! - ამბობს ირაკლი. - მადლობელი ვარ დახმარებისთვის და თანადგომისთვის, თითოეული კეთილი სიტყვისთვის! ტექნიკა გვაჩუქეს, ჟანგბადის ბალონი, თანხა გადმოგვირიცხეს, მთავარი ის არის, რომ მე და ჩემი ოჯახი მარტო აღარ ვართ“.
სახლის ეზოში ახალი ელექტრო მოპედი დგას - ირაკლის ოცნება... იყო ოცნება. ახლა კი, რეალობაა და ეს თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო! სტიმული იმისა, რომ მოიკრიბოს ძალა, რათა ერთ დღეს საჭესთან დაჯდეს და გაქროლდეს მზის შესახვედრად! „ყოველ დილით, ჩემი შვილი გარეთ გაყვანას მთხოვს. მოპედს უყურებს და ოცნებობს. მისი თვალები ციცინათელებივით ანათებს, ჩემი კი ცრემლით ივსება. ბედნიერებისგან ვტირი, ჩემი შვილი ხომ ისე იშვიათად იღიმის...“
ირაკლიმ პირობა დადო, რომ იბრძოლებს და აუცილებლად გამოკეთდება! იბრძოლებს იმისთვის, რაც ყველაზე ძვირფასია - სიცოცხლისთვის! ხალხის ყურადღება და თანადგომა კი ყველაზე ძლიერი იარაღია მომაკვდინებელ სენთან უთანასწორო ბრძოლაში. იქნებ სასწაული მოხდეს? იქნებ გადარჩეს?.. უშველე, ღმერთო!
- თამილა, ვიცით, რამდენად მძიმეა თქვენთვის ეს განაჩენი და რამდენად მნიშვნელოვანია თანადგომა. გვიამბეთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ფონდმა დაწერა თქვენი გასაჭირის შესახებ?
თამილა: ახლა ირაკლი, ყველას შვილია, და არა, მხოლოდ ჩემი... მთელი საქართველოს შვილია! მე მას სიცოცხლე ვაჩუქე... ახლა კი თქვენ, მცირედი დახმარებითაც, ყოველდღიური ყურადღებით და სითბოთი, სიცოცხლეს უხანგრძლივებთ, ამყარებთ რწმენას და მის გულში იმედის ნაპერწკალს ანთებთ! სწორედ ამ გულზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე! გმადლობ, უფალო, ჩემს შვილს რომ არ ტოვებ. გმადლობ, რომ კეთილ ადამიანებს გვიგზავნი!
იცით, რომ ირაკლის თვრამეტი ოპერაცია აქვს გადატანილი. ერთდროულად ვებრძვით ორ დაავადებას - პნევმატორაქსსა და პნევმოსკლეროზს. მას სუნთქვა უჭირს. ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რადომდე გაუძლებს გული... ვიბრძვით... ხომ გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული დადებითი ემოცია? ეს განწყობა ხალხისგან მოდის, რომელიც მასზე ზრუნავს... ერთგვარი ჯაჭვია... როდესაც თავისი საოცნებო მოპედი დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ვერასდროს გაატარებს, მისი თვალები ციცინათელებივით აინთო, სტიმული მიეცა. სახლიდან გაყვანას ყოველდღე მთხოვს, უყურებს მოპედს, რომელიც ეზოში დგას. ელის მდგომარეობის გაუმჯობესებას...
ეს მოპედი ერთგვარი გამოწვევაა, რათა ირაკლიმ შეინარჩუნოს სიცოცხლის წყურვილი და ნამდვილი მეომარივით შეებრძოლოს დაავადებას
ირაკლი: ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა ჩაფხუტი დავიფარო და გავქროლდე! მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეზოში ჩემი საოცნებო მოპედი მელოდება. ამდენი ადამიანი შეწუხდა ჩემს გამო. ვიცი, უფალი არ მიმატოვებს. ჩემთვის ყველა ლოცულობს, მამა ნაუმიც ლოცულობს. ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ლოცვა და სიკეთე.
- ირაკლი, ყველას გვიყვარხარ და მხოლოდ ის გვინდა, რომ გამოჯანმრთელდე. მხურვალედ ვლოცულობთ შენთვის! ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა დაგირეკათ, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?
თამილა: დღე არ გავა ისე, რომ ვინმემ არ დაგვირეკოს, არ მოგვიკითხოს. სრულიად უცნობი ადამიანები რეკავენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. სამწუხაროდ არ ვიცი გვარები, ხშირად არც მეუბნებიან. თუმცა, სიკეთეს გვარი არა აქვს... (თამილა ცრემლებს ვერ იკავებს)
თქვენი ფონდის თანამშრომლები - დავითი, ნანა - ხშირად გვიკავშირდებიან, გვეკითხებიან, როგორ არის ირაკლი, რა გვჭირდება. მინდა ვახსენო ერთი ემიგრანტი ქალბატონი - მაიკო ბელიჯანაშვილი. მისი უზომოდ მადლობელი ვარ ყურადღებისთვის! სოციალური ქსელის მეშვეობით დაგვიკავშირდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ. მეგობრებიც შეუერთდნენ: ია ჩიტაშვილი, ია ჩოჩიშვილი, მამუკა გაჩეჩილაძე. დიდი მადლობა თქვენ!
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ია ჩოჩიშვილს. არა ერთხელ გაგვიწია დახმარება. ეს ღვთისნიერი ქალბატონი სიკეთეს უსაზღვროდ თესავს. შვილი კიბოთი უკვდებოდა, ის კი სხვის შვილებზე მაინც ზრუნავდა! ამიტომაც უფალი დაეხმარა და შვილი გადაურჩინა! მისმა შვილმა დაამარცხა კიბო!
კიდევ, ძალიან მინდა ერთი უცნობი სათნო ქალბატონის პოვნა. დაახლოებით 60 წლისაა, ნათელი სახით. კლინიკაში მოვიდა, დაიჩოქა და მხურვალედ ლოცულობდა ირაკლისთვის. მამხნევებდა: „გამაგრდი, დედიკო...“ ყველანაირად დაგვიდგა მხარში, მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა. ღმერთმა დალოცოს. მხოლოდ მისი სურათი მაქვს და ძალიან მინდა გავიგო მისი ვინაობა.
გამუდმებით ვლოცულობ... უფალო, ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფე შვილები! რა უნდა იყოს იმაზე მტკივნეული, ვიდრე ფიქრი იმაზე, რომ ის ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვარს, ხელიდან გეცლება...
 (თამილა ჩუმდება, რომ არ ატირდეს. სიჩუმის რამდენიმე წუთის შემდეგ, ძალა მოიკრიბა და გააგრძელა.)
ასევე, ძალიან დაგვიდგა მხარში ემიგრანტი მაია სამხარაძე, რომელმაც კლინიკაში, ოპერაციის დროს თავისი შვილი და რძალი გამოაგზავნა... არა ერთხელ დაგვეხმარნენ აუცილებელი ნივთებითა და პროდუქტით. მათ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ!
ვერასდროს დავივიწყებ თქვენს სიკეთეს! რამდენმა ადამიანმა ჩარიცხა ჩემი ბიჭისთვის თანხა. თქვენ ყველამ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი გასაჭირი. ამიტომაც ვამბობ, რომ ირაკლი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ თითოეული თქვენთაგანის შვილია, ჩემო კეთილო ადამიანებო. თქვენ ხართ ჩვენი ძალა. თქვენმა სიყვარულმა, ტკივილსა და სასოწარკვეთილებას გადაგვარჩინა.
ირაკლი: ბევრი უფროსი მეგობარი შევიძინე. მაგრამ ჩემს თანატოლებს არ უნდათ ჩემთან მეგობრობა. ალბათ ფიქრობენ, რა აზრი აქვს, მაინც მოკვდებაო...
- ძალიან გთხოვ, არ თქვა ასე. მჯერა, რომ ცდები. მოდი შენს ახდენილ ოცნებაზე ვისაუბროთ. აღარ ვიკითხავ, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა გაგიხარდა... 
 „ჩაფხუტს რომ ვიფარებ და თვალებს ვხუჭავ, წარმოვიდგენ ხოლმე, ჩემი მოპედით როგორ დავქრივარ...“
ირაკლი: რა თქმა უნდა, მოპედი! უზომოდ გამიხარდა. მაგრამ პლანშეტიც კარგია...
- შემპირდი, რომ სოციალურ ქსელში იაქტიურებ. კარგი? თორემ როგორ უნდა გიპოვონ ახალმა მეგობრებმა, თუ „ფეისბუქის“ პროფილი დახურული გაქვს?
ირაკლი: გპირდებით! (იღიმის) მაგრამ ყოველთვის არ მაქვს საუბრის თავი. პლანშეტის გამოყენება უფრო შემეცნებითი თვალსაზრისით მინდა გამოვიყენო, ინფორმაცია გავიგო... მოკლედ, ვეცდები. სხვა საჩუქრებისთვისაც დიდი მადლობა - ტექნიკისთვის და ავეჯისთვის. გმადლობთ, რომ იზრუნეთ ჩემს დედიკოზე.
 „მიყვარს ინტერნეტში მოგზაურობა, იქ ტკივილს ვივიწყებ, დროებით მაინც...“
 „წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ... არ ვარ ავად... საკუთარი ოთახი მაქვს ნათელ ფერებში შეღებილი. იქ კი თქვენი ნაჩუქარი ავეჯი დგას. ახალი მეგობრები მსტუმრობენ. ვერთობით, ბევრს ვსაუბრობთ, ვიცინით“
თამილა: იცით რა ტკბილი ბიჭია? სულ ფიქრობს ჩემზე. სანამ ჯანმრთელად იყო, სულ მეხმარებოდა, მხარში მედგა.
ერთხელ, პრობლემების გამო, ჩემი დაბადების დღე დამავიწყდა. პატარა ირაკლი, სანამ მაცილებდა, ათასჯერ მკითხა: „დედიკო, მალე მოხვალო“ მე კი ცოტა მწყრალად მივუგე: „მოვალ, სად წავალ“. როდესაც სახლში დავბრუნდი, მაგიდაზე ულამაზესი ტორტი დამხვდა (ტირის.) თურმე მეზობლისთვის პროდუქტი მიუტანია და უთხოვია: „დღეს დედიკოს დაბადების დღეა, მინდა სიურპრიზი გავუკეთო“. მან კი უარი ვერ უთხრა და დაეხმარა.
ადეიშვილების ოჯახმა, სახლისთვის უამრავი საჩუქარი მიიღო თქვენგან, თქვენ ყველანაირად შეეცადეთ მათი ცხოვრების შემსუბუქებას. ირაკლი და თამილა გრძნობენ თქვენს მხარდაჭერას და უზომოდ მადლობლები არიან
- რა თბილი ისტორიაა, თან რა კარგად მოუფიქრებია ყველაფერი. თამილა, ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
თამილა: პირველი ოპერაციის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტისგან მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მივიღეთ 200 ლარის ოდენობით. (ირაკლი სამტრედიაშია დაბადებული.) სულ ეს არის.
- თამილა, ვიცით, რომ ავადმყოფობასთან საბრძოლველად კიდევ ბევრი რამ გჭირდებათ.
თამილა: ყველაფერი, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, ფასდაუდებელია და ძალიან მნიშვნელოვანი! გმადლობთ თითოეული საჩუქრისთვის, თანადგომისთვის, თანაგრძნობასა და სიყვარულისთვის! მაგრამ, რას ვიზამთ, საჭიროებებს რა გამოლევს. მთავარი პრობლემა - საცხოვრებელია, საცხოვრებელი პირობები, მას შემდეგ, რაც სახლი დავკარგე... დაფინანსების გარდა, ოპერაციისთვის კიდევ 70 000 ლარი დაგვჭირდა. ასე უცებ, საიდან მოვიტანდი? სახლი ბანკში ჩავდე და სამწუხაროდ, დავკარგე. ახლა, ნათესავებთან ერთად ვცხოვრობთ, რაიონის ცენტრიდან შვიდ კილომეტრში. ცუდი გზა არის, ჩვენ კი სასწრაფო დახმარება ძალიან ხშირად გვჭირდება. რეანიმობილი ვერ მოდის სწრაფად.
გარდა ამისა, ცამეტნი ვცხოვრობთ პატარა ფართში. ირაკლის კი, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მითუმეტეს, ამ პანდემიის პირობებში. ავადმყოფმა ბავშვმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. არ ვიცი, იქნებ გამოჩნდეს კეთილი ადამიანი, რომელსაც სახლი ექნება რაიონულ ცენტრთან, საავადმყოფოსთან ახლოს და დროებით დაგვითმოს? სანამ ფეხზე დავდგებით, სანამ გამოვჯანმრთელდებით... (ტირის)
ირაკლის წაყვანა მინდა  ყინწვისის ტაძარში, მინდა მისი გადარჩენისთვის ვილოცო. მისმა მადლმა, ჩემი ბიჭი უკვე ერთხელ გადაარჩინა... მამა ნაუმი, ყინწვისიდან იაშვილის კლინიკაში ფეხით ჩამოვიდა. მისმა მხურვალე ლოცვამ და შუამდგომლობამ, ბოლო, მეთვრამეტე ოპერაციის შემდეგ, ირაკლი გონს მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად გათიშული იყო. სასწაულის იმედი ისევ მაქვს...
გთხოვთ, ჩვენო ბიჭო, გამაგრდი!
***
ჩემო კეთილო ადამიანებო, ფონდის ერთგულო მეგობრებო! როგორც თამილამ თქვა, ირაკლი უკვე მხოლოდ მისი კი არა, არამედ ჩვენი შვილიც არის!.. ვიცით, როგორ გეტკინათ გული, ეს შემზარავი ისტორია პირველად რომ წაიკითხეთ. რამდენი ცრემლი დაღვარეთ! დახმარება, იმ წამსვე, სასწრაფოდ გაუწიეთ. უფალს ევედრებოდით მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას.
ჩვენი ბიჭი ცოცხალია! ჩვენი ირაკლი განაგრძობს ბრძოლას, და ჩვენი დახმარება, მისთვის აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი. მის გვერდით, მისი დედაა, თამილა, ის ავადმყოფობას არ დანებდება და ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს. ბრძოლას ვაგრძელებთ. რაც შესაძლებელია, ყველაფერი გავაკეთოთ ირაკლისთვის.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ადეიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   
       
         


მსგავსი პროექტები: