ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუ მატყუებ, დედა! მითხარი, რა მჭირს? შეიძლება რამე დამემართოს?

ხუთი წლის განმავლობაში ბავშვმა იმდენი წამალი დალია, რომ მათგან ერთი პატარა სახლი აეწყობოდა, წამლებში გადახდილი ფულით კი პატარა ლიზი ყველა სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებდა. არადა, წამლები ძვირი არაა - ერთი აბი მხოლოდ 10 თეთრი ღირს; მაგრამ მას დღეში 12 ცალი სჭირდება!
2,304.71 ₾
184
დონორები
შეგროვებულია

ხუთი წლის განმავლობაში ბავშვმა იმდენი წამალი დალია, რომ მათგან ერთი პატარა სახლი აეწყობოდა, წამლებში გადახდილი ფულით კი პატარა ლიზი ყველა სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებდა. არადა, წამლები ძვირი არაა - ერთი აბი მხოლოდ 10 თეთრი ღირს; მაგრამ მას დღეში 12 ცალი სჭირდება!

ის ჯერ ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მიხვდეს, რა სჭირს. ბავშვს კი არა, ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდება იმასთან შეგუება, რომ ავადმყოფივით ექცევიან, როცა არაფერი აწუხებს.

„ნუ დარბიხარ, ნუ დახტიხარ... ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს არ ჭამო, ის არ გააკეთო... და დღეში ათასი წამლის დალევა შეიძლება?“ - უკმაყოფილოდ გვეუბნება ლიზი. – „მითხარი, რა მჭირს? რატომ არ შეიძლება ჩემთვის ის, რაც სხვა ჩვეულებრივი გოგოებისთვის შეიძლება? ისიც კი არ შეიძლება, რომ პრინცესა ვიყო, რადგან ისინი გამხდრები არიან, მე კი არა.“

გოგონა შვიდი წლისაა, აქედან ხუთი წელი მკურნალობს. რას - არ იცის, მაგრამ ახსოვს, რომ წამალი თუ არ დალია, ცუდად გახდება. იცის, რომ მისთვის ბევრი წყლის სმა არ შეიძლება, რადგან მერე ბურთივით იბერება და ისიც იცის, რომ მისთვის არც გაოფლიანება შეიძლება.

მისი დაავადება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს: ორი წლის ასაკში ბავშვმა ხელი იტკინა და ექიმთან წასაყვანი გახდა. ექიმს მისი თვალის უპეები არ მოეწონა და გამოკვლევის შემდეგ, მშობლებს ანალიზების გაკეთება ურჩია. და ჰოი, საშინელებავ! ანალიზებმა ორგანიზმში ცილის დაუშვებელი რაოდენობა აჩვენა. მაშინვე განგაში ატეხეს - მაჩვენებელი დაშვებულ ნორმას 10-ჯერ აღემატებოდა!

– ცირა, მოგვიყევით, რა სჭირს ლიზის?

ცირა: ჩემი საწყალი გოგონა უფალს სულ იმას შესთხოვს, რომ ოდესმე თამაში და სირბილი თავადაც შეძლოს, სხვა ბავშვებივით. იცით, თურმე ბავშვი მძიმე დიაგნოზით დაიბადა, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ორი წლის ასაკში ხელი რომ არ ეტკინა, ალბათ ხელებში ჩაგვაკვდებოდა და ვერასდროს გავიგებდით, რისგან.

– ეგ როგორ გავიგოთ? ბავშვს დაავადების ნიშნები არ აქვს?

ცირა: თუ პროფესიონალი არ ხართ, ვერ მიხვდებით. შეხედეთ! განა იტყვით, რომ ავად არის? პირიქით, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კარგად ნაკვები გოგოა, რომელსაც, ალბათ, ტკბილეული უყვარს. არადა, ჩემი საწყალი გოგონა ჰორმონალური წამლების გამო გასუქდა! ხუთი წლის განმავლობაში 20,000-ზე მეტი აბი აქვს დალეული. წარმოგიდგენიათ, რამდენია?

– რა სჭირს ამისთანა? განკურნებადია? რას ამბობენ ექიმები?

ცირა: ეჰ, ლიზის ნეფროტული სინდრომი აქვს. უბრალო, ადამიანური ენით რომ გითხრათ, სისხლში ცილების დონე ნორმაზე დაბალია! ბავშვს მთელი სხეული უშუპდება და წამლები რომ არ დალიოს, შეიძლება უბრალოდ გაიგუდოს. თურქეთშიც კი გვყავდა, გვეგონა, რომ ჩვენი ექიმები შეცდნენ, რადგან  ერთი შეხედვით ბავშვი კარგად გამოიყურებოდა, არაფერი სტკიოდა, არც სიცხე ჰქონდა და თავსაც მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის პატარა ორგანოებს ამ დროს მზაკვრული დაავადება ანადგურებდა! უფალმა შეგვიწყალა და განვითარებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. ძალიან ჭკვიანი გოგონაა!

ლიზი: იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ სკოლაშიც კი დავდივარ... და ძალიან კარგად ვხატავ. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, ასე რატომ მელოლიავებიან: „ლიზი, ნუ დარბიხარ, ლიზი, ნუ ნერვიულობ... შენ მაგივრად ჩვენ გავაკეთებთ... იცით, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? ძალიან მინდა პლანშეტი! მასში ბევრი თამაშია, რომლებშიც პრინცესებს უნდა ჩააცვა... მაგარი იქნებოდა!

– პლანშეტში კიდევ რას უყურებდი?

ლიზი: პირველ რიგში, ვიდეოებს ლამაზ პრინცესებზე. მერე მეგობარს დავურეკავდი და დიდხანს ვეჭორავებოდი! ოჰ, როგორ მენატრება! მაგრამ კომპიუტერი არ მაქვს და ალბათ არც არასდროს მექნება! ვიცი, რომ მისი ყიდვა არ შეგვიძლია.

– ცირა, რა შემოსავალზე ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ცირა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი ქმრის მშობლების პენსიაა, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ბავშვებს მოვლა სჭირდებათ. ჩემი ქმარი მშრომელი კაცია, მაგრამ ახლა პანდემიის გამო არ მუშაობს. თუმცა სოფელში სამსახურის შოვნა არც პანდემიამდე იყო ადვილი, სამუშაოდ კი სადმე სხვაგან ვერ წავა და ვერ დაგვტოვებს. ლიზის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, მე კი მარტო ვერ გავუმკლავდები.

– რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

ცირა: ძალიან გვჭირდება წამლები და ფული ანალიზებისთვის. სავალდებულოა, რომ ცილების დონე ყოველთვიურად ვაკონტროლოთ, ექიმთან ვიაროთ, ულტრაბგერითი და სხვა გამოკვლევები ჩავიტაროთ... იცით, ეს ყველაფერი რა ძვირია? ეს ჩვენთვის უზარმაზარი თანხაა! საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე აღარაფერს ვამბობ - ძველია, მაგრამ ჯერჯერობით თავის ფუნქციას ასრულებს. აი, გაზქურა არ გვაქვს და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა! სურსათით მეზობლები ან ნაცნობები გვეხმარებიან. მადლობა ღმერთს, რომ წამლები, რომლებსაც ლიზი სვამს, იაფია, თორემ მათხოვრობა მომიწევდა. რას არ გააკეთებ კაცი შენი შვილისთვის!

– ცირა, თქვენს ოჯახს ყოველთვის უჭირდა?

ცირა: არა, რას ამბობთ?! ნორმალურად ვცხოვრობდით, არ გვიჭირდა. ჩემი ქმარიც მუშაობდა... ახლა კი ყველაფერი აირ-დაირია. მშობლებიც მოხუცები არიან, პენსიაზე ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ დახმარებას მაინც ახერხებენ. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოთ! სახლი ძველია, დიდი ხანია არ გარემონტებულა, მაგრამ სახლი ვიღას ახსოვს? ოღონდ ბავშვი იყოს ჯანმრთელი!

– ცირა, თქვენი მშვენიერი გოგონას ამბავს მთელი საქართველო წაიკითხავს. შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ.

ცირა: არ ვიცი, ახლა ისეთი ვითარებაა, ყველა საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე ფიქრობს, მაგრამ მხოლოდ ერთ რაღაცას გთხოვთ - გვერდში დაგვიდექით! უბრალოდ ინფორმაცია გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ლიზის შესახებ. მათ შორის ჯადოქრები ნამდვილად აღმოჩნდებიან! მე ამის მჯერა და ლიზისაც სჯერა!

ლიზი: დიახ, მთავარია გჯეროდეს! აი, მე მჯერა, რომ მალე სხვა ბავშვებივით თამაშს შევძლებ! უბრალოდ ცოტა დახმარება მჭირდება! ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ყველას ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი!

ცირა: სრულფასოვანი გამოკვლევის და მკურნალობის ჩატარება რომ შევძლოთ, ძალიან კარგი იქნებოდა!

***

მეგობრებო, ლიზის ღმერთის სწამს, ღმერთს კი თქვენი! ერთად ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, მთავარია ბევრნი ვიყოთ და სასწაულების ჩვენც დავიჯეროთ!

და აი, ეს არის ჩვენი პასუხი ლიზის მთავარ შეკითხვაზე: „გჯერათ, რომ შევძლებ ისეთივე ვიყო, როგორიც სხვები?“ – „რა თქმა უნდა, საყვარელო, შენ ეს ნამდვილად შეგიძლია! ჩვენ ამის გვჯერა!“

ოჯახის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ, სოფ. გულიანი (ჩოჩხათი).

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ პატარა ლიზის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლიზი ჯიჯეიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

მსგავსი პროექტები: