რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ხუთი ძალიან მშიერი ბავშვი!

calendar ივლისი 5, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„თამაში და სირბილი შიმშილის დავიწყებაში გვეხმარება“, – გვიყვებიან პატარა გვანცა და საბა, რომლებმაც, პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე იციან, რა არის ნამდვილი შიმშილი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„თამაში და სირბილი შიმშილის დავიწყებაში გვეხმარება“, – გვიყვებიან პატარა გვანცა და საბა, რომლებმაც, პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე იციან, რა არის ნამდვილი შიმშილი.

„როცა ძალიან გვშია, დედა ცოტა პურს გვიჭრის და თითოს თითო ნაჭერს გვაძლევს. ზოგჯერ დედიკო და მამიკო საერთოდ არ ჭამენ, რომ ჩვენ ვჭამოთ“, – მოყოლას აგრძელებს 5 წლის გვანცა.

თითქოს ბლოკადაგამოვლილი გოგონას ამბავს ისმენ, როცა პურის თითოეული ნამცეცი ოქროს ფასი იყო; საშინელება კი ის არის, რომ თანამედროვე საქართველოში ასეთი გაჭირვებული ოჯახი ჯერ კიდევ გვხვდება. ბავშვები ასეთ სიღატაკეში არ უნდა იზრდებოდნენ! ისინი შიმშილით არ უნდა იტანჯებოდნენ!

ბრეგვაძეების ოჯახში ექვსი ბავშვია: 17 წლის მონიკა, 10 წლის ლუკა, 9 წლის დავითი, 6 წლის რებეკა, 5 წლის გვანცა და 3 წლის საბა; ასევე, მამა – რამაზი, დედა – ქეთევანი, ბებია – ნატო და ბიძა – ედუარდი. ამ ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელსაც ქოხის გარდა სხვას ვერაფერს უწოდებ, ათი კაცი ცხოვრობს… უფრო სწორად, გადარჩენას ცდილობს!

– ქეთევან, ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

ქეთევანი: საშინლად! უკანასკნელი ძალებით ვცდილობთ გადარჩენას! რაზეა საუბარი, როცა საჭმელი არ გაქვს და სულ იმაზე ფიქრობ, რაზე დაზოგო ფული, რომ პური იყიდო. აი, ასე ვცხოვრობთ! აღარაფერს ვამბობ სახლის პირობებზე, სადაც ცხოვრება კი არა, უბრალოდ ყოფნაც კი საშიშია! აქ ზაფხულშიც კი ცივა და სინესტეა. წვიმა, თოვლი – ყველაფერი თავზე გვეყრება. ფიცრები უკვე დამპალია, ჭერი თითქმის მთლიანად არის ჩამოშლილი, ხის ფიცრები კი ავისმომასწავებლად კიდია საწოლების თავზე – ზუსტად იქ, სადაც ბავშვებს სძინავთ.

– ეს თქვენი სახლია თუ ნაქირავებია?

ქეთევანი: ჩვენი სახლია. ჩემმა ქმარმა საკუთარი ხელით ააწყო ფიცრებისგან. მხოლოდ ორი ოთახი გვაქვს: პირველი მისაღები ოთახივითაა, სამზარეულოც იქვეა, მეორეში კი ყველას ერთად გვძინავს. საპირფარეშო ეზოშია, აბაზანა კი არ გვაქვს – წყალს ვაცხელებთ და მისაღებში, ტაშტში, რიგრიგობით ვბანაობთ. ახლა წყალი მაინც გვაქვს, ოღონდ ეზოში. ადრე წყლის მოსატანად მდინარეზე წასვლა გვიწევდა, რომელიც სახლიდან ნახევარ კილომეტრშია. ბავშვებთან ერთად ბოთლებს ან რაიმე სხვა ჭურჭელს ვიღებდით და მდინარეზე წყლის მოსატანად მივდიოდით… და ახლაც, როცა წყალი იყინება ან რამე ხდება, ისევ მდინარეზე წასვლა გვიწევს.

– სახლში რამდენი ადამიანი ცხოვრობს?

ქეთევანი: სულ ათნი ვართ: ექვსი ბავშვი და ოთხი მოზრდილი (მე, ჩემი მეუღლე, დედამთილი და მაზლი). ჩემი მაზლი ავადაა – ხერხემლის პრობლემები აქვს და ვერ მუშაობს. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს.

– რაზე ცხოვრობთ? შემოსავალი რამდენი გაქვთ?

ქეთევანი: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 670 ლარს. სულ ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი და ეგეც კი ჩამოგვაჭრეს – ადრე 730 ლარს ვიღებდით, მაგრამ მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, შეგვიმცირეს. მინდოდა წავსულიყავი და საჩივარი დამეწერა, მაგრამ მეშინია უფრო მეტი არ ჩამოგვაჭრან…

– ეს თანხა რაზე გყოფნით?

ქეთევანი: თითქმის არაფერზე! ამიტომაც მივმართე თქვენს ფონდს. ეს თანხა სურსათზეც კი არ გვყოფნის! არადა, ოჯახში ათი კაცია, ყველას ჭამა უნდა. მაღაზიაში ყველგან ვალები გვაქვს. დღესაც ვალით ვისადილებთ – საჭმელი მეზობელს ვთხოვე. ბავშვებს ჭამა ხომ უნდათ, არა?! უფროსებს შეგვიძლია მოვითმინოთ, მაგრამ ბავშვებს არ შეუძლიათ! როცა შიათ, ტირიან… და ასე მგონია, თითქოს გულში დანას მიყრიან!

– თქვენი მეუღლე არ მუშაობს?

ქეთევანი: ჩემს მეუღლეს ყველაფერი ეხერხება, მაგრამ აქ სამსახურის შოვნა ძალიან ჭირს, ამიტომ სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე უწევს მუშაობა: ვიღაცას მიწის დამუშავება უნდა, ვიღაცას შეშის დაჩეხვა… და ასე ვცხოვრობთ! ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, რომ ოჯახში ფული შემოიტანოს.

– ქეთევან, მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ქეთევანი: ერთმანეთს, ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვიცნობთ. დედაჩემი აქაურია, ამიტომ ზაფხულში აქ ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე ნათესავებთან. პატარები ერთად ვთამაშობდით, საზაფხულო არდადეგებს მხიარულად ვატარებდით, მერე კი ერთმანეთი შეგვიყვარდა, თუმცა ერთმანეთს გრძნობებში დიდხანს არ ვუტყდებოდით… მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გამოვუტყდით! (უხერხულად იღიმის.) ისეთი შეყვარებულები და ბედნიერები ვიყავით!.. ასე შევქმენით ოჯახი! ერთხელაც კი არ მინანია, რომ ჩემი რამაზის ცოლი გავხდი. შესანიშნავი ქმარი და მამაა! საუკეთესო!

– ნათესავები ან მეგობრები თუ გეხმარებიან?

ქეთევანი: დედაჩემი და ჩემი და-ძმები თავადაც რთულ პირობებში ცხოვრობენ, მამა კი უკვე ორი წელია გარდაცვლილია. მეუღლის მხრიდან – უკვე იცით, რომ ყველანი ერთად ვცხოვრობთ. მეზობლები ძალიან გვეხმარებიან. მათი უზომოდ მადლიერი ვარ! ტელევიზორი, მაგიდა და საწოლები გვაჩუქეს, ზოგჯერ საჭმელს ან ბავშვებისთვის ტანსაცმელს გვაძლევენ. ისინი რომ არა, არც კი ვიცი, როგორ ვიცხოვრებდით!

– სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ქეთევანი: ოჰ, იმდენჯერ მივმართე, რომ უკვე სათვალავი ამერია! აზრი? სულ რაღაცას გვპირდებიან, მაგრამ ერთხელაც არ დაგვხმარებიან…

– შვილებს, ჩვეულებრივ, რას აჭმევთ?

ქეთევანი: ვცდილობ რაიმე კერძები მოვიფიქრო იმით, რაც გვაქვს; მაგრამ ფინანსურად იმდენად გვიჭირს, რომ ყველაზე იაფფასიანი პროდუქტებით ვიკვებებით. იმასაც ხშირად ვალად ვიღებთ, იმიტომ რომ ფული არ გვაქვს.

– ქეთევან, რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?

ქეთევანი: ძალიან გთხოვთ, იქნებ საჭმლით დაგვეხმაროთ! სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა! მთავარია – არ დაუშვათ, რომ შიმშილით მოვკვდეთ! ოჰ, ღმერთო! ღმერთმა ნუ ქნას, რომ დაინახოთ, როგორ იტანჯება თქვენი შვილი შიმშილით… ამის წარმოთქმაც კი არ მინდა! საშინელებაა!

– და მაინც, რა გჭირდებათ სახლისთვის? ვხედავ, რომ ავეჯი და ტექნიკა თითქმის არ გაქვთ.

ქეთევანი: ძალიან გვჭირდება საწოლები. რაც გვაქვს, უკვე ძველია, დაჟანგული და იშლება. ახლა ჩემს დედამთილს ძველ ტახტზე სძინავს, მე, ჩემი ქმარი და ბავშვები სამ საწოლს ვიყოფთ, მაზლი კი იატაკზე წევს… და არც თეთრეული გვაქვს…

ოჯახში ათნი ვართ და სარეცხი არა და არ ილევა, ამ ყველაფრის ხელით რეცხვა კი ნამდვილი წამებაა! უკვე თითებსაც კი ვეღარ ვგრძნობ… კარგი იქნებოდა, სარეცხი მანქანა რომ გვქონდეს… და მაცივარი! კი გვაქვს, მაგრამ გაფუჭებულია. ახლა კარადის ნაცვლად ვიყენებ, რადგან სახლში სხვა ავეჯი არაა, სადაც ჭურჭელს შევინახავდი. მაცივარი კი ძალიან გვჭირდება! ზაფხულში, საჭმელი რომ არ გაფუჭდეს, ცივი წყლით სავსე ტაშტში ვდებ… ნამდვილი ხათაბალაა!

– ღმერთის გჯერათ?

ქეთევანი: რა თქმა უნდა! გადარჩენაში სწორედ რწმენა მეხმარება. მწამს და უფალს ვევედრები, რომ არ დაგვტოვოს. არის მომენტები, როცა სიცოცხლით სიამოვნების მიღება უფრო და უფრო გიძნელდება, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები, რომ უფალს უნდა, რომ მიხაროდეს და ჩემი შვილებისთვის ვცოცხლობდე. ძალას  ეს მაძლევს!

– ქეთევან, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით.

ქეთევანი: ძალიან კარგი შვილები მყავს! ძალიან ჭკვიანები! ისე მეხმარებიან… ძალიან მოხერხებულები და ნიჭიერები არიან! იცით, თქმაც კი არ მჭირდება – თუ სახლში რამე საქმეა გასაკეთებელი, უსიტყვოდ დგებიან და აკეთებენ. სამი უკვე სკოლაში სწავლობს, დანარჩენები კი ჯერ პატარები არიან; მაგრამ ჩვენს სოფელში საბავშვო ბაღი არაა, სხვა სოფელში უნდა წახვიდე, ამიტომ პატარები სახლში სხედან. ჩემი უფროსი გოგონა, მონიკა, ახლა ბებიასთან არის სტუმრად წყალტუბოში, სახლში ამიტომ არაა. კარგად ხატავს და სტილისტობაზე ოცნებობს. სახლში მისი ნახატები კედელზეც კი გვიკიდია. ძალიან ნიჭიერია!

– შეიძლება დანარჩენ ბავშვებს გავესაუბრო? აბა, ჩემო კარგებო, თქვენ შორის ურთიერთობაში ყველაზე გახსნილი ვინ არის?

გვანცა: ალბათ მე. (იცინის.) დეიდა, იცით, რომ მე პრინცესა ვარ? ახლა საშინელ ციხესიმაგრეში ვცხოვრობ, მაგრამ პრინცი გადამარჩენს და ლამაზ სახლში წამიყვანს. იქ ბევრი გემრიელობა და ხორციანი კერძი იქნება. ხინკალი და ძეხვი ძალიან მიყვარს… მმმ… ისეთი გემრიელია!

– ასეთი გემრიელობები ბოლოს როდის ჭამე?

გვანცა: უკვე აღარ მახსოვს. სულ წვნიანებს ან პურს ვჭამთ…

– რებეკა, ჯერ სკოლაში არ დადიხარ. რას აკეთებ ხოლმე მთელი დღე?

რებეკა: დედას ვეხმარები სახლში. ყველაფერს ვაკეთებ: ჭურჭელს და ტანსაცმელს ვრეცხავ, ვალაგებ, ჩემს პატარა ძმას ვუვლი. დედას დახმარება სჭირდება, ამიტომ ვცდილობ დავეხმარო.

დავითი: მეც სულ ვეხმარები! შეშას ვჩეხავ და სახლში შემომაქვს. თუ მამას ან დედას დახმარება დასჭირდა, ყოველთვის მათ გვერდით ვარ! დებსაც ვეხმარები! მე ხომ კაცი ვარ!

– და რაზე ოცნებობ?

დავითი: სათამაშო სატვირთო მანქანა მინდა, მაგრამ დიდი! სათამაშოები არასდროს გვქონია, მე კი ასეთი მანქანით თამაში ძალიან მინდა… ტელევიზორში მაქვს ნანახი…

ლუკა: სათამაშოები ბავშვებისთვისაა! მე უკვე დიდი ვარ და მალე სულ მთლად დიდი ვიქნები. პოლიციელი გავხდები, უდანაშაულოებს დავიცავ და მსოფლიოს ცუდი ხალხისგან გადავარჩენ. შეყვარებულიც მყავს! ცოლად მოვიყვან და სახლში რომ მოვალ, ხაჭაპურებს გამიკეთებს ხოლმე!

***

მეგობრებო, ეს მშვენიერი ხალხი ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ! მოდი ერთად დავეხმაროთ!

ბრეგვაძეების ოჯახის მისამართია: ჭიათურა, სოფ. საკურწე.

ოჯახში ექვსი მშვენიერი ბავშვია 3-დან 17 წლამდე. მათ სჭირდებათ: საკვები, ავეჯი, ტანსაცმელი, სათამაშოები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება, მზრუნველობა და დავეხმაროთ მათ!

გთხოვთ, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ ბრეგვაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000,

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბრეგვაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

ჩემი შვილები სიხარულისგან ხტუნაობენ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
“აბა, საწოლზე პირველი ვინ შეხტება? ვინც დაასწრებს, იმისია! – ყვირის კუდრაჭა და ცელქი გვანცა, და აწყვეტილი გარბის. სამი წლის საბა ცდილობს, რომ დაეწიოს და უფროსი ბავშვებიც კი უკან მისდევენ. გვანცა მალ-მალე იხდის ფეხსაცმელს და საწოლზე ხტუნაობას იწყებს.
– იუჰუუ, რა მაგარია! ჩემი საკუთარი საწოლი მაქვს!
– დედა, შეიძლება ასე მოქცევა? – (საბა დისკენ თითს იშვერს და დედიკოს ეკითხება) აი, ნახე რა მოუვა ამ გვანცას!
– დღეს შეიძლება – იღიმის დედა ქეთევანი, ჩხუბი გულში აზრადაც არ გაუვლია.
– მაშინ მეც მინდა ასე! მეც ვიხტუნავებ.
მეგობრებო, სწორედ ამ ბავშვებზე გიამბეთ პოსტში „ხუთი ძალიან მშიერი ბავშვი!“ დაუჯერებელია, არა?
ჩვენს მკითხველებს ვანახეთ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი: სათამაშოების ნაცვლად ქვები ჰქონდათ, კატლეტის ერთხელ მაინც გასინჯვა კი ოცნებად ჰქონდათ ქცეული. მაშინ, მთელ საქართველოს ცრემლები წასკდა! თითოეულ თქვენთაგანს, გულში ჩაუვარდა მათი სევდიანი, თაფლისფერი თვალები. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ მათი ცხოვრება უნდა შევცვალოთ!

 „ამდენი წელია ვებრძვით სიღატაკეს და შიმშილს, მაგრამ ჩვენი დარდი, გულთან ახლოს მხოლოდ თქვენ მიიტანეთ, – ამბობს ქეთევანი. – საოცრად გახარებულები არიან ჩემი ბავშვები! ეს იყო ჩემი სანუკვარი ოცნება. თქვენ იმედი მაჩუქეთ. გული დამიმშვიდეთ“.
 „შეხედეთ საბას, სარეცხ მანქანაზე ისე დაჯდა, გეგონება, მისი სამეფო ტახტი იყოს! – იცინიან ბავშვები“
 „არასდროს გვქონია ასეთი ლამაზი ნივთი. გადამიღეთ სურათი, რა“
        – ქეთევან, ბავშვები ისე გულიანად მხიარულობენ, თამაშს მოგანდომებენ მათთან ერთად. გაერთონ, ჩვენ კი გავისაუბროთ. როგორც ვხედავ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში. აბა მოგვიყევით!
ქეთევანი: არა უშავს. ამათ იშვიათად თუ ნახავთ, ასეთ გახარებულებს, იგიჟონ, იხმაურონ, იცელქონ. დღემდე, ყველაფერს მოკლებულები იყვნენ. ამდენი წელია, შიმშილს და გაჭირვებას ვებრძვით, ჩვენი დარდი გულთან ახლოს, თქვენს გარდა,  არავის მიუტანია. ახლა კი, ბავშვები ასე უხარიათ! თქვენ იმხელა ბედნიერება აჩუქეთ, სიტყვებით ვერ ავღწერ. ღმერთმა ასმაგად გადაგიხადოთ ეს სიკეთე!
ჩვენს ოჯახში იმედიანმა და ხალისიანმა განწყობამ დაისადგურა. და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო! ამაზე მეტი რაღა ვინატრო, ექვსი შვილის დედამ. მე ხომ, სულ ცოტა ხნის წინ, შიშით ჩავცქეროდი ჩემი მშიერი შვილების ჩაცვენილ, სევდიან თვალებს. თქვენი წყალობით, ახლა საწოლები გვაქვს, მაცივარიც და სარეცხი მანქანაც. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ჩვენთვის, სახლში 200 ლარის პროდუქტის ქონა. დღესასწაულია! თითქოს, ყველა ოცნება აგვიხდა. ღმერთს ვევედრები, მომცეს იმის ძალა და შესაძლებლობა, ყველას სიკეთისთვის სიკეთით რომ გადავუხადო.

 „ძალიან გაგვიხარდა საჩუქრები, აღარ გვინდა, მოწყენილები რომ ვიყოთ!“
– ამ ინტერვიუს შემდეგ, გამოჩნდნენ, თუ არა, თქვენს ცხოვრებაში  ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები,?
ქეთევანი: პირადად გავიცანი ორი მკითხველი  – გვესტუმრნენ, ბავშვებს სათამაშოები მოუტანეს. თითოეული თქვენთაგანის მადლობელი ვარ! მეზობლები, ღმერთმა დალოცოს, ისედაც გვეხმარებოდნენ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს მიმართ ყურადღება გამოიჩინა. არა უშავს, რომ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, ყველაფერი საქმით დამანახეთ. დიდი და თბილი გული გაქვთ, ზრუნავთ მოყვასზე. ღმერთმა დაგლოცოთ!
– ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჩვენს პოსტზე, რამე რეაგირება მოახდინა? ვინმე დაგიკავშირდათ?
ქეთევანი: არა, არავინ. თითქოს არც ვარსებობთ. აქ ერთი მიტოვებული სკოლაა. რამდენი წლის მანძილზე ვითხოვთ, რომ დროებით მაინც შეგვასახლონ ამ შენობაში, სანამ ფეხზე დავდგებით. ჯერ გვატყუებდნენ, რომ საჭიროა მოსახლეობის ხელმოწერები. რომ შევაგროვეთ, გაურკვეველი მიზეზების გამო ისევ უარი გვითხრეს. ახლა კი, არაფერი, არ ვარსებობთ მათთვის.
აქედან გამომდინარე, ფონდის მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა – ერთადერთი შანსია გადარჩენისა.

 „მარტო დავიძინებ!“ – „მეც მარტო დავიძინებ, ჩემს საწოლში!“ – „ფანჯარასთან რომ დგას, ის საწოლი ჩემია!“

 „იუჰუუუ!!! რომ ავხტები, სურათი გადამიღეთ!“

 „რას აკეთებო?! გატყდებაო!“ – „თვითონ კი საწოლზე აძვრა!“ – ამბობს გვანცა
– აქეთ გამოიქეცით! ბავშვებო! სულ ერთი წუთით! საჩუქრებიდან ყველზე მეტად რა მოგეწონათ? რა გაგიხარდათ?
ლუკა: მე, დათუნას და საბას, ბურთი მოგვეწონა ყველაზე მეტად. ახლა ბურთი რომ გვაქვს, ძალიან გვიხარია. ყოველდღე ფეხბურთს ვთამაშობთ. გოგონებმა კი თოჯინები გაინაწილეს, ძალიან ლამაზები არიან. ყველაფერი, რაც გვაჩუქეს, ძალიან მოგვწონს. უკვე ჩვენია ეგ ყველაფერი.
– დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეზე ოცნებობთ. არ მოგერიდოთ, უთხარით ჩვენს მეგობრებს.
ლუკა: კიდევ შეიძლება? მაგარია! მე პულტიანი მანქანა მინდა.
დათუნა: მე ველოსიპედი.
გვანცა: მეც მინდა… ლამაზი ველოსიპედი.
– რა საყვარელი ხარ! გოგონას ხომ ლამაზი ველოსიპედი უნდა ჰქონდეს!
გვანცა: (იღიმის და მორიდებით აგრძელებს): დეიდა, შეიძლება კიდევ რაღაც რომ ვითხოვო? ლუკას და დათუნას, დეკემბერში  აქვთ დაბადების დღე. ნამცხვარი ძალიან გვინდა. თუ ნამცხვარი არ გამოვა, მაშინ ტკბილეული მაინც.
ქეთევანი: ოქტომბერში ჩემი, გვანცას და მონიკას დაბადების დღეები იყო. ბავშვებმა იტირეს, იმის გამო, რომ ტორტი არ გვქონდა. უნდათ ძალიან, ამიტომაც  ახლა გაბედეს და გითხრეს, რომ ძალიან უნდათ, დაბადების დღეზე ნამცხვარი ჰქონდეთ. ძალიან მერიდება. სიტყვები არ მყოფნის, ფონდის მეგობრებმა ჩვენთვის იმდენი სიკეთე გააკეთეს, იმხელა სიხარული გვაჩუქეს. ვერც გავბედავ, კიდევ რამე რომ ვითხოვო. სულ ასე ხომ არ ვიქნებით. როგორმე უნდა გავიჭირვოთ, ერთი ხუთი წელი, მეტი არა. მერე ბავშვები წამოიზრდებიან და მუშაობასაც შევძლებ. სიკეთე ასმაგად დაგბრუნებოდეთ!
– შევაჯამოთ: ბავშვებს უნდათ დისტანციური მართვის მანქანა, ველოსიპედები, ნამცხვარი. ნამდვილად შესაძლებელია მათი სურვილების ახდენა. ამას ხომ ჩვენი მეგობრები წაიკითხავენ. 
გვანცა: ვაშა, ვაშა! მადლობა, დეიდა, თამაშს გავაგრძელებთ, კაი? კარგათ! გავიქეცით! (საბას და რებეკას ეძახის და ერთად გარბიან)
– თქვენი ბავშვები ენერგიისა და სიცოცხლის ხალისის წყაროა. „ენერჯაიზერის“  ელემენტებივით არიან. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ იმედი და ხალისიანი განწყობა დაბრუნდა თქვენს ოჯახში. მაგრამ ფინანსური პრობლემები გადაუჭრელი რჩება და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ფონდის გულკეთილი მეგობრები ხომ არსად გამქრალან. ვუთხრათ, რა არის ამჟამად თქვენი მთავარი პრობლემა. იქნებ, ერთობლივი ძალისხმევით,  შევძლებთ მის გადაჭრაში რომ დაგეხმაროთ?
ქეთევანი: რა გითხრათ… რა დალევს გაჭირვებული ხალხის პრობლემებს. ერთს მოაგვარებ, მეორე გამოჩნდება. მთავარი მაინც სახლი, შეშა და საბნებია. ახლა, როცა ზამთარი მოგვადგა კარს,  შიშით გული მისკდება. ხომ იცით, ეს სახლი ფიცრებისგანაა აშენებული, ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით ააგო. სიცივეს ატარებს. შიგნით ისევე ცივა, როგორც გარეთ. ძალიან ბევრი შეშა გვჭირდება. ხეების მოჭრა კი აკრძალეს. არ ვიცით, რა ვქნათ, როგორ გავათბოთ ბავშვები? ნორმალური სახლი რომ გვქონდეს, დროებით მაინც, ვინმემ რომ დაგვითმოს, იმის აღარ შემეშინდებოდა, რომ ბავშვები ზამთარში გამეყინებიან. ახლა კი, გული მისკდება.
აქვე ახლოს, პატარა სახლი იყიდება, მართალია არც კარი აქვს და არც ფანჯარა. მაგრამ ჩემს მეუღლეს ოქროს ხელები აქვს, ყველაფერს გააკეთებდა… საიდან მოვიტანოთ ამდენი ფული? ზამთარი კი კარს მოგვადგა. არც კი ვიცი, როგორ გავუძლებთ ამ სიცივეებს.
***
ჩვენო კეთილო მეგობრებო! ეს სიტყვები უსათუოდ შეძრავს თქვენს გულებს! დედის სიტყვებია, რომელიც თავის ექვს შვილთან ერთად ფარღალალა ქოხს აფარებს თავს. ძალიან ბევრი სიკეთე გაქვთ გაკეთებული, და მოახერხეთ, ქეთევანის გულში იმედი რომ ჩაგესახათ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მისი გასაჭირი გულთან ახლოს რომ მიიტანოთ. გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ. ბავშვებს ხომ შიმშილსა და სიცივეში ვერ მივატოვებთ?! განსაკუთრებით მივმართავ დედებს, ჩვენ ხომ ვიცით, ამ მძიმე დროში ბავშვების აღზრდა რა ძნელია? ჩვენ ვიცით ბავშვის ცრემლების ფასი! ქეთევანს, რამაზის და მათ პატარებს ცივ ზამთარში ნუ მივატოვებთ! როდესაც გადავწყვეტთ, რომ საკუთარ შვილს ფუნთუშა ვუყიდოთ, გავიხსენოთ, როგორ უბრწყინავთ ამ ბავშვებს თვალები მოლოდინით.
ვაგრძელებთ ბრძოლას ბრეგვაძეების ოჯახის გადასარჩენად! მჯერა თითოეული თქვენთაგანის სიკეთისა და თანადგომის.
ბრეგვაძეების ოჯახის მისამართია: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი საკურცე.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა ბრეგვაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ  თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
           ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ბრეგვაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901 200 270! 
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 16
საწოლი
2000.00₾
2021 სექ 16
პროდუქტები
199.47₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
960.00₾
2021 ოქტ 06
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1484.00₾
2021 ნოე 01
თეთრეული
160.00₾
2022 თებ 21
პროდუქტები
234.96₾
2022 თებ 21
მედიკამენტები
39.80₾
2022 მარ 28
პროდუქტები
62.02₾

სულ ხარჯები:

5140.25₾

დატოვა:

0.05₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
15.03.2022 16:59:34
₾3.00
ბოგვერაძეების ოჯახი
11.03.2022 20:00:00
₾11.00
ნათელაძე ანა
28.01.2022 09:57:00
₾40.00
ჩოლოყაშვილი ნინო
26.01.2022 20:00:00
₾5.00
ზამთარაძე დინა
25.01.2022 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
13.01.2022 20:00:00
₾10.00
ირაკლი ლეჟავა
12.01.2022 20:00:00
₾20.00
ლომსიანიძე ლევან
11.01.2022 20:00:00
₾10.00
ჯიჯელავა გიგა
11.01.2022 20:00:00
₾1.00
მაჩხოშვილი ელენე
11.01.2022 20:00:00
₾1.00
მალხაზ ვარდოსანიძე
10.01.2022 20:00:00
₾10.00
მაკა ლალიაშვილი
09.01.2022 20:00:00
₾10.00
თენგიზ თოფჩიშვილი
09.01.2022 20:00:00
₾100.00
ანა წილოსანი
08.01.2022 20:00:00
₾10.00
ირაკლი დემეტრაშვილი
08.01.2022 20:00:00
₾40.00
სახვაძე ზურაბ
07.01.2022 20:00:00
₾1.00
ზუხბაია ალექსი
05.01.2022 20:00:00
₾50.00
ნიკოლოზი გვენეტაძე
05.01.2022 20:00:00
₾5.00
ლევან კომახიძე
05.01.2022 20:00:00
₾5.00
მარინე მამულია
30.09.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾5,140.30

337 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,140.30

337 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება