რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

რატომ არის ბედი ასეთი სასტიკი?!

calendar აგვისტო 23, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მწუხარება, უბედურება, სიღარიბე, ტკივილი, სულიერი ტანჯვა – ამ ოჯახის გახსენებისას სწორედ ასეთი ფიქრები გიჩნდება. ამ საწყლებს ნამდვილად ბოროტი ბედი სდევს თან. სხვაგვარად მთელი ეს უბედურება და ტანჯვა როგორ ავხსნათ?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მწუხარება, უბედურება, სიღარიბე, ტკივილი, სულიერი ტანჯვა – ამ ოჯახის გახსენებისას სწორედ ასეთი ფიქრები გიჩნდება.

ამ საწყლებს ნამდვილად ბოროტი ბედი სდევს თან. სხვაგვარად მთელი ეს უბედურება და ტანჯვა როგორ ავხსნათ?

ან იქნებ საგვარეულო წყევლაა?

ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცის…

იქიდან დავიწყებ, რომ ახალგაზრდა ქალმა, ინგამ, ძალიან ბევრი რამ გადაიტანა ცხოვრებაში და ცოტა დაუჯერებელიც კია, რომ ერთ ადამიანს ამდენი სიმწარე ხვდა წილად.

ქალი იძულებულია, რომ სამი შესანიშნავი შვილი სრულიად მარტომ, ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე აღზარდოს და გაზარდოს. მისი ქმარი ახლა ციხეშია, სადაც რაღაც სისულელის გამო ამოჰყო თავი. ნათესავებმა ქალზე უარი თქვეს და საერთოდ არ ეხმარებიან. მისი მამა, რომელმაც დედა მოკლა, ციხიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, მაგრამ ინგას მასთან ურთიერთობა არაფრის დიდებით არ უნდა და ეს გასაგებიცაა… ასე რომ, მას, საკუთარი თავის გარდა, აღარავის იმედი აღარ აქვს.

ცხოვრება საშინელ ქოხში უწევთ, საჭმელი არაფერი აქვთ და ისღა დარჩენიათ, რომ საკვები მზრუნველ ხალხს სთხოვონ. ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვები არც სკოლაში დადიან და არც საბავშვო ბაღში; თუმცა ხატია, გაბრიელი და გიორგი ჭკვიანი ბავშვები არიან და სწავლა ძალიან უნდათ. მათი დედა კი დარდისგან განადგურებულია. მას საშინელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა, მაგრამ მისი შვილები კიდევ უფრო უარეს პირობებში იზრდებიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ინგას ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია და მთელ დროს შვილებთან ერთად ატარებს. გარშემო ყველაფერი ძალიან სამწუხარო და სავალალო სანახავია.

გვინდა მზრუნველ ადამიანებს დახმარება ვთხოვოთ, რადგან ოჯახს ყველაზე ჩვეულებრივი და ყველა ადამიანისთვის ჩვეული საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კი არ აქვს.

ღმერთო, დაეხმარე ამ ღარიბ და ტანჯულ ხალხს!

„დღეს შევჭამთ?“

ინგა: არც კი ვიცი, ჩემი სამწუხარო ამბავი საიდან დავიწყო. ალბათ უბედურ ვარსკვლავზე გავჩნდი. მოგიყვეთ, როგორ მეშინოდა სკოლიდან სახლში დაბრუნების, მამაჩემს რომ არ შევჩეხებოდი? მოგიყვეთ, როგორ მოკლა მამამ დედაჩემი ეჭვიანობის ნიადაგზე, მერე კი დედის ნათესავებმა ჩვენი სახლი ნანგრევებად როგორ აქციეს და სოფლიდან როგორ გამომაგდეს? თუ მოგიყვეთ, პირველი ქმარი ხელებში როგორ ჩამაკვდა, როცა ორსულად ვიყავი? ან ჩემი მეორე ქმარი რაღაც სისულელის გამო ციხეში როგორ ჩასვეს? ან როგორ შიმშილობენ ჩემი შვილები?

საკმარისია, ინგა! ძალიან გთხოვთ, აღარ გააგრძელოთ! კი მაგრამ, ეს ყველაფერი თქვენ შეგემთხვათ?

ინგა: ეს ყველაფერი არ არის! ჩემი ამბის მოსასმენად არც დრო გეყოფათ და არც მოთმინება; თუმცა მე თქვენთვის ამის გამო არ მომიმართავს… უბრალოდ, ახლა ჩემს შვილებს მართლა არაფერი აქვთ საჭმელად. ვერც ბინის ქირას ვიხდი და მეშინია, რომ მალე აღარ ვიქნებით და ჩვენი მამიკოს ციხიდან გამოსვლასაც ვეღარ მოვესწრებით.

უკვე ავირიე… მოდი ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვიყევით, – თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ!

ინგა: შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობა არ მქონია. მამაჩემს საშინელი ხასიათი ჰქონდა და დედა მისგან ყოველთვის გვიცავდა, დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა. ის განათლებით პედაგოგი იყო და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ უნდა მესწავლა და ჩემი მომავალი მე თვითონ უნდა შემექმნა. სიმართლე გითხრათ, სკოლიდან სახლში დაბრუნების მეშინოდა, რადგან ვიცოდი, რომ შინ დიდი ჩხუბი და დავიდარაბა დამხვდებოდა.

პირველად 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. 2008 წელს სოფლიდან დამირეკეს, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ და მითხრეს, სასწრაფოდ ჩამოდიო. გულმა მაშინვე ცუდი მიგრძნო. დედას ვერაფრით ვუკავშირდებოდი და გზაში ყველანაირი საშინელება წარმოვიდგინე: დედა ცუდადაა, დედა საავადმყოფოში წაიყვანეს, შეიძლება მანქანამ დაარტყა, შეიძლება წაიქცა, შეიძლება, შეიძლება…

მაგრამ როცა ჩავედი და სახლში შევედი, დედა სისხლის გუბეში იწვა, მამა კი არსად ჩანდა… სახლთან ხალხი ირეოდა. მითხრეს, რომ დედა მამაჩემმა მოკლა… აღარ დავიწყებ იმის აღწერას, რა გადავიტანე… დედის დაკრძალვის შემდეგ მისმა ნათესავებმა სახლი მიწასთან გაასწორეს და მითხრეს, რომ მათი არსებობა საერთოდ დამევიწყებინა, – თითქოს მეც ამ მკვლელობის თანამონაწილე ვიყავი… ვინ იცის, იქნებ ვიყავი კიდეც…

„ვიწროდ ვართ, მაგრამ თავზე ჭერი მაინც გვაქვს.“

მოდი ცოტა ხანი სული მოვითქვათ, ინგა… თუ გიჭირთ, აღარ გავაგრძელოთ.

ინგა: არა, არა, რადგან დავიწყეთ, გავაგრძელოთ კიდეც. დასამალი არაფერი მაქვს. რამდენი წელი გავიდა, მე კი ამ შოკიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ. მამა 12 წლით ჩასვეს. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ ქმარი ხელები ჩამაკვდა მენინგიტისგან. (თავის ტვინის ანთება – რედ.) მუცელიც მომეშალა… სამ თვეში ყველა დავკარგე, ვინც კი მიყვარდა.

რამდენი წლის იყავით? ცხოვრება როგორ გააგრძელეთ?

ინგა: 21 წლის ვიყავი. ხუთი წელი ვგლოვობდი, მერე კი ზურაბი გავიცანი. სიმართლე გითხრათ, ოჯახის შექმნის მეშინოდა, მაგრამ როცა ხატია დაიბადა, ვიგრძენი, რომ ისევ ცოცხალი ვიყავი. მერე გაბრიელი გაჩნდა. რამდენიმე წელი მართლა კარგად იყო ყველაფერი. ახლა 34 წლის ვარ და დამიჯერეთ, ვიცი, რომ იმაზე საშინელი რაღაცებიც არსებობს, ვიდრე ახლობლების დაკარგვაა.

ვერ დავიჯერებ, ინგა. ამაზე საშინელი რა უნდა იყოს?

ინგა: შიში ცოცხალი ადამიანების გამო… აი, რა არის უფრო საშინელი! ბავშვების გამო ძალიან მეშინია. მშივრები არიან და დარწმუნებული არ ვარ, რომ ხვალ მათ გამოკვებას შევძლებ. ხუთი დღის წინ, მონასტერში, მათთვის საკვები ვითხოვე. ხუთი კილოგრამი მაკარონი მომცეს. შეფუთვას შიშით ვუყურებ, რადგან გვითავდება. ხუთი დღის განმავლობაში ბავშვები მხოლოდ მაკარონს ჭამდნენ და წინააღმდეგობაც კი არ გაუწევიათ. გუშინ ხატიამ პური მომთხოვა. ცარიელი პური, წარმოგიდგენიათ?! საცხობში წავედი სათხოვნელად. ორი პური მაჩუქეს. ნეტა განახათ, როგორ გაუხარდათ. „დედამ პური მოიტანა, ვაშა-ა-ა!“ – ყვიროდნენ. დღეში რამდენჯერმე ათვალიერებენ ხოლმე თაროებს, სადაც სურსათს ვინახავ, როცა გვაქვს. აინტერესებთ, რამე ხომ არ გაჩნდა. ბავშვობა კი არა, კოშმარია…

„იქნებ კარადაში სურსათი გაჩნდეს? ფოკუსების მკეთებლებს ხომ გამოსდით?!“

„დე, ადრე აქ პური იდო. კიდევ როდის გაჩნდება?“

ბავშვებმა ნორმალურად ბოლოს როდის ჭამეს?

ინგა: აღარც კი მახსოვს… ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს. ჩემი ქმარი ხელოსანია, – მშენებლობაზე მუშაობდა. ამ პანდემიის დროს კი სამსახური დაკარგა. სოციალური დახმარება ქირაზე და კომუნალურ გადასახადებზე ძლივს გვყოფნიდა, ბავშვები კი შეჩვეულები იყვნენ, რომ მამა მათ ანებივრებდა. სამსახურის შემდეგ, მათთვის რაღაც გემრიელი ყოველთვის მოჰქონდა, მაგრამ მას მერე, რაც უმუშევარი დარჩა, პურის ყიდვის შესაძლებლობაც კი აღარ გვქონდა… და მან ყველაზე დიდი საშინელება ჩაიდინა – მაღაზიიდან სურსათი მოიპარა… არ გეგონოთ, რომ ვამართლებ. ნახევარი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. კვირაში ერთხელ პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო… მაგრამ მერე გვითხრეს, რომ პანდემიის გამო მისვლა საჭირო აღარ იყო და დამატებით შეგვატყობინებდნენ, როდის უნდა მისულიყო. აღარ შეგვატყობინეს. მერე კი მოვიდნენ და გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს. უკვე ორი თვეა ზის, ჩვენ კი, პირდაპირი მნიშვნელობით, სიკვდილისთვის ვართ განწირულები. სამ შვილთან ერთად, უფულოდ, როგორ ვიცხოვრო?

დამხმარე არავინ გყავთ?

ინგა: როგორც გითხარით, დედა აღარ მყავს. მამა ციხიდან ახლახან გამოვიდა, მაგრამ მისი დანახვაც კი არ მინდა. დედის ნათესავებმა ზურგი გვაქციეს. მარტოები ვართ. ჩვენი ერთადერთი ხსნა სოციალური დახმარებაა, 260 ლარის ოდენობით. ამ ოთახში 150 ლარი უნდა გადავიხადო, დარჩენილი თანხა კი რაზე უნდა გვეყოს, იქნებ მასწავლოთ? შვილების გამო ძალიან ვნერვიულობ. ასეთი კვების გამო შეიძლება ავად გახდნენ. ალბათ ქუჩის კნუტებსაც კი უფრო მრავალფეროვანი რაციონი აქვთ.

ალბათ ბავშვები გემრიელ საჭმელზე ოცნებობენ…

ხატია (7 წლის): არა! მე მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ – მინდა, რომ ცხენი მყავდეს… და ძაღლი, კატა, ბაჭია და თუთიყუში…

ალბათ ზოოპარკის დირექტორობაზე ოცნებობ, არა?

ხატია: არა, საიდან მოიტანეთ? ექიმი უნდა გავხდე! ვიცი, რომ კარგ ფულს აკეთებენ. დედა ამბობს, რომ ექიმებთან ვერ წავა, რადგან ფული არ აქვს. გამოდის, ექიმები ბევრ ფულს შოულობენ.

ხატია შვიდი წლისაა. მას სწავლა უნდა, მაგრამ სკოლაში სიარული არ შეუძლია. დედამ ვერ დაარეგისტრირა, რადგან სახლში არც კომპიუტერი აქვთ და არც ინტერნეტი

იცი, რომ ექიმი რომ გახდე, კარგად უნდა ისწავლო? ალბათ სკოლაში ფრიადოსანი ხარ, არა?

(ხატია გაჩუმდა და დედას გახედა.)

ინგა: ხატია სკოლაში არ დადის. ეს წელი ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. უამრავი ბინა და რაიონი გამოვიცვალეთ. სკოლაში ვერ დავარეგისტრირე, ვერც პატარები მივიყვანე საბავშვო ბაღში. ახლა ძალიან ჭკვიანი უნდა იყო და კომპიუტერი და ინტერნეტი უნდა გქონდეს, რომ ბავშვები ბაღში და სკოლაში დაარეგისტრირო, მაგრამ ჩვენ ტელეფონიც კი არ გვაქვს. ვერც იმაში ვერკვევი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

„მძიმე ბავშვობა მქონდა, მაგრამ მგონი ჩემს შვილებს უარესი აქვთ…“

უბრალოდ წარმოუდგენელია! ეს ხომ არანაკლები პრობლემაა, ვიდრე შიმშილი?!

ინგა: ვიცი, მაგრამ დამხმარე არავინ მყავს, გვერდში არავინ მიდგას. თითქოს ამ უზარმაზარ სამყაროში დავიკარგე და ვეღარაფერს ვაკეთებ. რა განათლებაზეა საუბარი, როცა ბავშვები მშივრები არიან და იცი, რომ ხვალ, ზეგ და მაზეგ ფული არ გექნება, რომ პური იყიდო?! მეზობლებისთვის თხოვნა კი უკვე გერიდება, მაღაზიაშიც ვალები გაქვს… თუ მეც წავიდე და მოვიპარო?!

ბავშვები ცარიელ მაკარონზე იზრდებიან!

ხატია: გინდა, მეც დაგელაპარაკო? დედას ნუ დაუჯერებ, რომ მშივრები ვართ! ჩვენ მაკარონი გვაქვს! იცი, რა გემრიელია? თან თეთრი! შეგიძლია ან ცხელი ჭამო, ან ცივი. შეწვაც შეიძლება, მაგრამ ახლა ზეთი არ გვაქვს. გუშინ კი დედამ პური მოიტანა და გემრიელი იყო.

„დე, მაკარონი კიდევ რამდენი დღე გვეყოფა?“

პური და მაკარონი გემრიელია? 

ხატია: ძალიან! საზამთროც გემრიელია. ისეთი ტკბილია, როგორც შაქარი!

კიდევ რისი ჭამა გიყვარს ყველაზე მეტად? 

ხატია: მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ, კარგი? მაგალითად, სკოლაში სიარული მინდა! ყველა დადის და მეც მინდა. ერთი მეგობარი მყავს, ანანო. ისიც დადის.

„ცოცხალი მაიმუნი შეიძლება?“

ბევრი მეგობარი გყავს?

ხატია: კი, ძალიან ბევრი!

რამდენი? რა ჰქვიათ?  

ხატია: ხომ გითხარით? ანანო.

მაგრამ წეღან თქვი, რომ ბევრი გყავს.

ხატია: ანანო ბევრი მეგობარია. ძალიან კეთილია და სულ რაღაცას მჩუქნის ან თავის შოკოლადს მიზიარებს. სათამაშოებსაც მჩუქნის. კარგი გოგოა. შენც ხომ არ გყავს შენი ანანო?

„მგონი დედა ისევ ჩვენზე ლაპარაკობს. მან თქვა, რომ მისი კნუტები ვართ.“

რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ მას ანანო კი არა, ქეთი ჰქვია.

ხატია: არა უშავს, ცუდი სახელი არაა.

გაბრიელი თუ დაგველაპარაკება? თორემ გვიყურებს და ჩუმად არის…

გაბრიელი (5 წლის): მე გაბრიელი ვარ, გამარჯობა! ყველი მიყვარს. ძაღლი მეც მინდა, როგორც ხატიას, მაგრამ ცოცხალი. არაცოცხალი უკვე მაქვს.

და გიორგის რა უნდა? რომ შეეძლოს, რას იტყოდა?

ხატია: მას ლაპარაკი არ შეუძლია. მარტო ტირილი შეუძლია და ყველაფერს გვართმევს.

„გიორგი ყველაფერს გვართმევს, მაგრამ დედა არც კი უჯავრდება.“

ჰო, ეტყობა, რომ ცელქია. დედა რას ამბობს – ყველაზე ურჩი ვინ არის?

ხატია: დედა დამჯერია და ამბობს, რომ ჩვენ მისი კნუტები ვართ… მაგრამ ცელქობა ყველას გვიყვარს. ჩვენ ხომ ბავშვები ვართ?!

„აქ მოდი, სურათს მეც გადაგიღებ. ჩემი კამერა უფრო მაგარია!“

მულტფილმების ყურება თუ გიყვართ?

ხატია: რა ვიცი… ტელევიზორი რომ გვქონდეს, ვუყურებდით. ეს იშვიათად აჩვენებს…

ამ ტელევიზორს მხოლოდ ამ საბრალო ოჯახის ანარეკლის ჩვენება შეუძლია. ის დიდი ხანია, რაც აღარ მუშაობს.

***

მეგობრებო, გულწრფელად გვითხარით, ამაზე უარესი ამბავი ოდესმე მოგისმენიათ? ეს ტელევიზორი მხოლოდ ოჯახის უბედურებას აჩვენებს. მათ არაფერი აქვთ. ა-რა-ფე-რი! დედა იმასაც კი ვერ ბედავს, რომ ტელევიზორი ან სარეცხი მანქანა ითხოვოს, რაც მათ მართლა ძალიან სჭირდებათ. ის მხოლოდ სურსათს და ტანსაცმელს ითხოვს ბავშვებისთვის. „დანარჩენი – თქვენი შეხედულებისამებრ“, – ამბობს ქალი. ინგამ ისიც კი არ იცის, რა ითხოვოს. ის სასოწარკვეთილია! ჩვენ ამ ოჯახის დახმარებისკენ კი არა, მათი გადარჩენისკენ მოგიწოდებთ! ისინი ცარიელ მაკარონზე დიდხანს ვერ გაძლებენ…

ინგას და მისი მშვენიერი „კნუტების“ მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, ქსოვრელის ქ. №15

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

  ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლაგვილავების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

      თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 30
სარეცხი მანქანა
599.00₾
2021 ოქტ 08
პროდუქტები
338.81₾
2021 ოქტ 08
მედიკამენტები,პამპერსები
236.88₾
2021 ოქტ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾
2021 ნოე 01
პროდუქტები
64.85₾
2021 ნოე 12
პროდუქტები
80.00₾

სულ ხარჯები:

1629.54₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ივანიძე გელა
10.11.2021 20:00:00
₾20.00
კლდიაშვილი რამაზი
10.11.2021 20:00:00
₾10.00
წიქარიძე მარიამ
10.11.2021 20:00:00
₾10.00
ოლეგი ბლიაძე
10.11.2021 20:00:00
₾10.00
კახაძე მარად
10.11.2021 20:00:00
₾10.00
სულავა გიორგი
10.11.2021 20:00:00
₾10.00
ჭელიშვილი ზვიადი
10.11.2021 20:00:00
₾10.00
რუსუდან კიკვაძე
03.10.2021 20:00:00
₾50.00
მარინე მამულია
30.09.2021 20:00:00
₾5.00
ოშაყმაშვილი გოჩა
29.09.2021 20:00:00
₾3.00
ირინე თოხაძე
27.09.2021 20:00:00
₾1.00
მევლუდი შალვაშვილი
21.09.2021 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
20.09.2021 20:00:00
₾1.00
აბრამიშვილი ნიკა
20.09.2021 20:00:00
₾10.00
მანუკიანი ერნესტ
18.09.2021 20:00:00
₾10.00
მანანა ბეჟიტაშვილი
18.09.2021 20:00:00
₾10.00
ირინე თოდაძე
17.09.2021 20:00:00
₾20.00
მარიამი აბრამიშვილი
16.09.2021 20:00:00
₾1.00
გოგა ჯახია
16.09.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი შალამბერიძე
15.09.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,629.00

121 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,629.00

121 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება