რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ასეთი რამ როგორ შეიძლება?“ – იფიქრებთ თქვენ. მზია ძამუკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი კარგად იცის. ის პირველად 9 წლის ასაკში მოკვდა, როცა დაბრმავდა. სამყარო გაუჩინარდა. ბავშვობა დასრულდა და დასრულდა სიცოცხლეც. მზიამ თავისი ოცნებები დამარხა და დაიტირა, მერე კი სხვა ცხოვრებისთვის აღდგა, – მარადიულ წყვდიადში. ცხოვრებას ხელის შეხებით სწავლობდა: სიარულს, კითხვას, ადამიანების ცნობას… სწავლობდა იმას, თუ როგორ არ სდომებოდა დიდი სიხარული… თუმცა ბოროტი დედინაცვალი-ბედი მისთვის სიყვარულის, დედობის სიხარულის და ბედნიერების მიცემას არც კი გეგმავდა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ასეთი რამ როგორ შეიძლება?“ – იფიქრებთ თქვენ. მზია ძამუკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი კარგად იცის. ის პირველად 9 წლის ასაკში მოკვდა, როცა დაბრმავდა. სამყარო გაუჩინარდა. ბავშვობა დასრულდა და დასრულდა სიცოცხლეც. მზიამ თავისი ოცნებები დამარხა და დაიტირა, მერე კი სხვა ცხოვრებისთვის აღდგა, – მარადიულ წყვდიადში. ცხოვრებას ხელის შეხებით სწავლობდა: სიარულს, კითხვას, ადამიანების ცნობას… სწავლობდა იმას, თუ როგორ არ სდომებოდა დიდი სიხარული… თუმცა ბოროტი დედინაცვალი-ბედი მისთვის სიყვარულის, დედობის სიხარულის და ბედნიერების მიცემას არც კი გეგმავდა.
როგორც ჩანს, ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ დედამიწაზე უწევს ჯოჯოხეთის ყველა წრის გავლა. მზია უკვე დაბერდა, მაგრამ მისი ტანჯვა ისევ გრძელდება. უსინათლობას ახლა მარტოობა და შიმშილიც დაემატა. „ნელი სიკვდილით ვკვდები“, – ამბობს მზია. – „შიმშილით და იმით, რომ ყველამ დამივიწყა.“
ნუთუ მას ახლა მაინც არ მივცემთ იმას, რასაც იმსახურებს და მის დღეებს სიყვარულით, მხარდაჭერით და მზრუნველობით არ გავაფერადებთ?!
„არ ვიცი, ამდენი განსაცდელი რატომ მერგო?“
– მზია, თქვენი ცხოვრების და პრობლემების შესახებ მოგვიყევით, ჩვენ კი თქვენი ხმის გამაძლიერებელი გავხდებით და ამ ამბავს მკითხველთა დიდ აუდიტორიას მივაწვდით, რომ მათ თქვენი დახმარება შეძლონ.
მზია: მძიმე რეალობის წინაშე სრულიად მარტო ვარ… ბრმა, უამრავი დაავადებით, მარტოხელა და ღარიბი… ბოლო პერიოდი ნახევრად ვშიმშილობ. დედაჩემის სიკვდილის შემდეგ მგონია, რომ აღარავის ვჭირდები. დედა ერთი წლის წინ გარდაიცვალა, ხანგრძლივი ავადმყოფობის და სამი ინსულტის შემდეგ. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. დედა ჩემთვის მთელი სამყარო იყო, მისი თვალებით ვხედავდი ყველაფერს. სულ რაღაცას მიყვებოდა, მასწავლიდა და მაკვირვებდა. საწყალი დედაჩემი… ღმერთმა აცხონოს მისი სული! ჩემი გადამკიდე ძალიან გაწამდა. ძალიან დიდი დარტყმა მიიღო, როცა გაიგო, რომ სამუდამოდ დავბრმავდი…
– ეს როგორ მოხდა, მზია? მხედველობის შენარჩუნების შანსი საერთოდ არ იყო?
მზია: ექიმებს მიზეზი დროულად რომ ეპოვათ, დღეს ალბათ დაგინახავდით. ამ ყველაფრის მიზეზი თავში კისტა აღმოჩნდა, რის გამოც მხედველობა სწრაფად გამიუარესდა. მშობლებმა დაუყოვნებლივ რუსეთში წამიყვანეს, ბურდენკოს კლინიკაში, სადაც ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ დავაგვიანეთ. საშინელმა დიაგნოზმა განაჩენივით გაიჟღერა, – თვალის ნერვის ატროფია. ჩემი ბავშვობა 9 წლის ასაკში დასრულდა და უკუნეთმა დაისადგურა…
– საწყალი პატარა მზია. როგორია ამ ყველაფრის გადატანა 9 წლის ბავშვისთვის? გუშინ მთელი სამყარო შენი იყო, დიდი იმედები და ოცნებები გქონდა… და უცებ ყველაფერს გართმევენ და სიბნელეში გისვრიან…
მზია: ის პატარა გოგო ძალიან შეშინებული იყო. იატაკზე საათობით ვიწექი და ვტიროდი… და ვერავინ მამშვიდებდა. მშობლებს გული უკვდებოდათ, მე კი ვერაფრით ვხვდებოდი: რატომ? რისთვის? 1965 წლის ხუთ ოქტომბერს სკოლაში თვალხილული უკანასკნელად წავედი. მას შემდეგ წინ სულ სხვა ცხოვრება მელოდა.
– რა გახსოვთ იმ საშინელ დღემდე, სანამ მხედველობას დაკარგავდით?
მზია: ერთიჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით: დედა, მამა, მე და ჩემი უმცროსი ძმა. მშობლები ბევრს მუშაობდნენ, ცდილობდნენ ჩვენთვის რაც აუცილებელი იყო, ყველაფერი მოეცათ. ცნობისმოყვარე და გულღია ბავშვი ვიზრდებოდი, ბევრს ვსეირნობდი, ვკითხულობდი… რაღაც მომენტში უარესად დავიწყე სწავლა. როგორც არ უნდა მეცადა, თანაბრად ვეღარ ვწერდი; კითხვის დროს მალე ვიღლებოდი; თავი მისკდებოდა, თვალები მეწვოდა და მეცრემლებოდა. მშობლები ძალიან განიცდიდნენ, ექიმები კი კონკრეტულს ვერაფერს ამბობდნენ… ეს დასასრულის დასაწყისი იყო, – გარდაუვალი სიბრმავის მომასწავებელი.
მთელი ეს წლები ბავშვობის მოგონებები დამყვება თან: ყველა სახე, რომელიც მინახავს, ადგილები, სადაც ვიყავი… უკანასკნელი ნათელი კადრები ქობულეთში გატარებული არდადეგებია, სადაც ბებიაჩემმა წამიყვანა: ზღვა განთიადისას, მშვიდი და გამჭვირვალე, ფერადი კენჭები სანაპიროზე, თოლიები… ბევრი მზემოკიდებული ადამიანი, ქოლგები, შეზლონგები… ცხელი, მარილიანი სიმინდი სანაპიროზე, გემები, რომლებიც ბათუმისკენ მოცურავდნენ, საღამოს კი მორთულ-მოკაზმული მოაგარაკეები ბულვარზე… ზღვა ზრდასრული ადამიანის თვალებით არ მინახავს.
– ის ისეთივე უსასრულოა, როგორიც თქვენს ბავშვობაში, მზია…
მზია: კარგია, რომ ეს პატარა ბედნიერება მაინც დამამახსოვრდა.
– თქვენი ცხოვრება მერე როგორ წარიმართა?
მზია: მშობლებს ჩემი თელავის №3 საჯარო სკოლიდან თბილისში, ავლაბრის უსინათლოთა სპეციალიზებულ სკოლაში გადაყვანა მოუწიათ. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს ახალ ვითარებასთან შეგუება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ იყო. შეჩვევა მეც გამიჭირდა: მეგობრები, ძველი მასწავლებლები – ყველა თელავში დარჩა. ყველაფერს თავიდან ვიწყებდი, როგორც პირველკლასელი: ბრაილის შრიფტს ვსწავლობდი, ხმებს ვუსმენდი, ხელის შეხებით გადავადგილდებოდი. ეჰ, რა ჯიუტი ვიყავი თავიდან და მერე კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს!.. ჩემთან ერთად დაბადებიდან უსინათლო ბავშვები სწავლობდნენ და მეგონა, რომ მათგან განსხვავებული ვიყავი. მე განსხვავებული ისტორია მქონდა, მე ხომ სულ ცოტა ხნის წინ ვხედავდი?! ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა დედა, როგორი ტალღები იყო ზღვაზე, როგორი იყო მზის ჩასვლა… მათ კი არ იცოდნენ. ისინი მე ვერასოდეს გამიგებდნენ… მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გავიაზრე, რომ მეც ისეთივე ბრმა ვიყავი, როგორიც ჩემი თანაკლასელები და ჩვენ შორის არანაირი განსხვავება არ იყო… და მორჩა, – უნდა შევგუებოდი, რომ ეს ყოველთვის ასე იქნებოდა!
ცხრა წლის ასაკში მზიას ბრაილის შრიფტის სწავლა მოუწია, რომ კითხვა ისევ შესძლებოდა
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება ძალიან მინდოდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. წითელი დიპლომი მაქვს. მერე უსინათლოთა კავშირში ვმუშაობდი, ასევე, ადგილობრივ რადიოში „კვანძი“ მთავარ რედაქტორად. წლების შემდეგ, როცა რადიო დაიხურა, კულტურის ცენტრში ლიტერატურულ წრეს ვხელმძღვანელობდი. სამსახურს მაშინ დავანებე თავი, როცა დედა ავად გახდა და ჩაწვა. მინდოდა მასთან ერთად ცოტა მეტი დრო გამეტარებინა, რადგან ძმის და მამის გარდაცვალების შემდეგ ისღა დამრჩა, – ერთადერთი ახლობელი ადამიანი.
– მზია, ნათესავები გყავთ?
მზია: შეიძლება ასეც ითქვას. (ოხრავს.) ფორმალურად მყავს, მაგრამ ჩემთან ურთიერთობა აღარ აქვთ. მე მათ არაფერში ვჭირდები. წელიწადში ერთხელ მოვალეობის მოხდის მიზნით მირეკავენ. არანაირი მხარდაჭერა და დახმარება. აღარც ველოდები. არც არავის ვადანაშაულებ. მესმის, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მოხუცი, ბრმა ქალის სახით თავისტკივილი არავის სჭირდება. მაგრამ ძალიან მწყინს, რომ საყვარელმა ძმისშვილმა, ჩემი ძმის ერთადერთმა გოგომ დამივიწყა. აღარც მოდის, აღარც მირეკავს, ჩემთან ურთიერთობა აღარ უნდა. აი, ასე დავრჩი მარტო! საკუთარი ოჯახის შექმნა ვერ შევძელი და არასასურველი, ყველასგან დავიწყებული, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს მარტოობაში, შიმშილში და სიცივეში ვატარებ. ეჰ, ნეტა ადამიანს ასეთი სიბერე რაში სჭირდება? სატანჯველად?
დიდი ხანია სახლის ძველ ტელეფონზე აღარავინ რეკავს
– მზია, ნეტა იცოდეთ, რა მტკივნეულია ასეთი მწარე სიტყვების მოსმენა! რამხელა სასოწარკვეთამდე მიდის ხალხი! მართალია, ნათესავებიც არ იქცევიან კარგად, მაგრამ სუსტი ადამიანების საჭიროებებზე ზრუნვა ხომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა?! მათგან რაიმე სახის დახმარებას თუ იღებთ?
მზია: რაღაცას კი ვიღებ, მაგრამ ამ თანხაზე ცხოვრება როგორ შეიძლება?! პენსია 250 ლარი მაქვს, წელიწადში ერთხელ კი მერიისგან 100 ლარი მერიცხება წამლებისთვის. იმის იქით, – რაც გინდა, ის გიქნია! ეს 250 ლარი საჭმელზე, კომუნალურებზე და წამლებზე უნდა გადავანაწილო. რა ვიცოდი, რომ სიბერეში ვალებში ვიქნებოდი ან მაღაზიაში სურსათის თხოვნა მომიწევდა? მეშინია ცუდი არაფერი დამემართოს. ჩემი დიაბეტის გადამკიდე, ჩემთვის შიმშილი არ შეიძლება, საშიშია. მე კი მშიერი ხშირად ვარ. ახლა სახსრების ტკივილიც დამემატა, წნევებიც მითამაშებს. ექიმთან ვარ წასასვლელი, მაგრამ შესაძლებლობა არ მაქვს. თქვენ მოგმართეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილი ადამიანები დამეხმარებიან…
პური, კიტრი და პამიდორი – აი, ჩემი ერთი დღის მენიუ!
– მზია, ადამიანთა სიკეთის გჯერათ?
მზია: მჯერა, მაგრამ ყველა ერთნაირად კეთილი არ არის. (ოხრავს.) ბოლო წლებში ჩემი ახლობლებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ძალიან მწყინს, რომ ბედის ანაბარა მიმატოვეს… მაგრამ უფლის მადლობელი ვარ, – ჩემ გვერდით საუკეთესო მეზობლები არიან. ნათესავების მაგივრობას ისინი მიწევენ. მიუხედავად იმისა, რომ მაკას, სედას და ლაურას თავისი ოჯახები ჰყავთ და ბევრი საზრუნავი აქვთ, დროს ჩემთვისაც პოულობენ. ერთი დასალაგებლად მოდის, მეორე ნაგავს ყრის, მესამეს სასეირნოდ გავყავარ… ასეთი მზრუნველობისთვის და სიყვარულისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ!
იყო შემთხვევა, როცა აფთიაქში წამლისთვის ფული აღარ მეყო და უცნობმა ახალგაზრდა კაცმა მიყიდა… თქვენც იმ იმედით მოგმართეთ, რომ კეთილი ადამიანები დამეხმარებიან. თქვენ იმდენი გულისხმიერი მკითხველი გყავთ… სულ მარტო ვარ, დაკარგულივით. აღარ ვიცი, სად წავიდე ან ვის მივმართო, ვინ დამეხმარება? მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს. ხომ დამეხმარებით, არა?
– რა თქმა უნდა! ჩვენი მკითხველები აუცილებლად დაგეხმარებიან. აი, ნახავთ! და თქვენს ყველა წყენას სიყვარულით და ყურადღებით განკურნავენ.
მზია: ღმერთმა ქნას! თორემ ერთმა ადამიანმა რამდენს უნდა გაუძლოს? ეჰ… მწარე ხვედრი მარგუნა ბედმა…
– მზია, რა გეხმარებათ და რა არ გაძლევთ იმედის დაკარგვის საშუალებას? მორწმუნე ხართ?
მზია: რწმენა რომ არა, განა აქამდე მოვატანდი სულს? როცა ადამიანს ასეთი უბედურება შეგემთხვევა, დიდ სასოწარკვეთაში ვარდები. რწმენის წყალობით თავმდაბლობა და სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე, შევძელი საკუთარი თავი მიმეღო და მადლობელი ვყოფილიყავი იმ ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მქონია, მაქვს და მექნება. რა თქმა უნდა, მე სხვა ბედზე ვოცნებობდი. ავადმყოფობამ ყველა ოცნება დამიმსხვრია, ყველაფერს ხაზი გადაუსვა. სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდი, მაგრამ ვიპოვე ძალა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. ღმერთმა დამლოცა, როცა საუკეთესო, გულისხმიერი და მზრუნველი მშობლები მაჩუქა. მათ სიყვარულით ბნელი გზა გამინათეს. ყველაზე რთულ დღეებში ვგრძნობდი, რომ ღმერთი ჩემთან იყო!
„ყველასგან დავიწყებული, სიცოცხლის ბოლო დღეებს მარტოობაში ვატარებ.“
– ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? რას სთხოვდით ჩვენს მკითხველებს?
მზია: როგორც ხედავთ, ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ. ფული საჭმელზეც კი ძლივს მყოფნის, წამლებზე და მკურნალობაზე აღარაფერი მრჩება… ვნერვიულობ და ძალიან განვიცდი. არ ვიცი, ზამთარს როგორ გადავიტან. კომუნალური გადასახადები გაორმაგდება და საჭმელზე აღარაფერი დამრჩება.
ტელევიზორზე ვოცნებობ. ჰო, არ გაგიკვირდეთ! მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულებებს ვერ ვხედავ, ძალიან მინდა გადაცემებს, ფილმებს და კონცერტებს მაინც მოვუსმინო. ყოველგვარ სიხარულს მოკლებული ვარ. ძალიან მოწყენილი ვარ, სულ მარტო, ტელევიზორი კი მძიმე ფიქრებისგან ყურადღებას გადამატანინებდა. არც წყლის გამაცხელებელი (ავზი) მაქვს. ჭურჭელს გაყინულ წყალში ვრეცხავ, – ჩემი სახსრების გადამკიდე! მაცივარი მეზობელმა სედამ მათხოვა და ასე გამაქვს როგორღაც თავი… ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი ვიქნები! მეზობელ მაკას ჩემი ტანჯვის ყურება უკვე აღარ შეეძლო და მირჩია თქვენთვის მომემართა. ახლა მთელ იმედებს თქვენზე ვამყარებ. გევედრებით, დამეხმარეთ! ძალიან გთხოვთ! გვერდს ნუ ამივლით!
***
გესმით, მეგობრებო?! გესმით, რამდენი მწუხარება, შიში და ტკივილია ამ მოკრძალებულ მომართვაში?! მზიამ იმდენი რამ გადაიტანა!.. მას ზედმეტად ბევრი ტანჯვა ერგო წილად! მარტოხელა და სნეული მზია ძამუკაშვილი ნახევრად შიმშილობს. ის ყველამ დაივიწყა და მიატოვა. მას თავის მოვლა დღითიდღე უფრო და უფრო უჭირს, რადგან მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება, ფული კი საჭმელზეც კი არ ჰყოფნის. ჩვენ შეგვიძლია მას ის მივცეთ, რაც ასე ძალიან სჭირდება: საჭმელი, წამლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა… და ისიც, რაც დიდი ხანია არ ჰქონია: სიხარული, სიყვარული და ყურადღება.
მოდი ეს იმედი მას ახლავე, დღესვე მივცეთ!
მზიას პირადად გაცნობა და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სახლი 12ა.
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მზია ძამუკაშვილის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მზია ძამუკაშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
„ასე მოვდივარ, ხელს ვკიდებ და ვეფერები ხოლმე“
ხმოვანი წნევის აპარატი, ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა
ცხელი წყალი რადგან მაქვს, ახლა აღარაფრის მეშინია
სულ ხარჯები:
2042.00₾დატოვა:
20.73₾