ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი შვილის - მარიამის კვება შემიძლია ძუძუთი! სოციალურ სასადილოს ყველაფერი სჯობს!

2021 სექტემბერი 28       1418
შორენას, ორშვილიან უბედურ დედას, გახუმრება უნდოდა, მაგრამ ხუმრობა ცრემლებით დასრულდა.
2,467.8 GEL
160
დონორები
შეგროვებულია

რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი შვილის - მარიამის კვება შემიძლია ძუძუთი! სოციალურ სასადილოს ყველაფერი სჯობს!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

 შორენას, ორშვილიან უბედურ დედას, გახუმრება უნდოდა, მაგრამ ხუმრობა ცრემლებით დასრულდა.

„ჩვენი პური ყველაზე გემრიელია... მაგრამ დღეს ცოტა ძნელი ჩასაკბეჩია, გუშინ უფრო რბილი იყო.”

ეს დადგმული ფოტო არაა! ბავშვებისთვის ნამდვილად არ გვითხოვია, რომ იატაკზე დამსხდარიყვნენ და პური ეჭამათ. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად მივედით, 2 წლის მარიამი და 8 წლის გიორგი კუთხეში თაგვებივით ისხდნენ, პატარა თითებით პური ჰქონდათ ჩაბღუჯული და ღრღნიდნენ... თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ოჯახს ფული პურზეც კი არ ჰყოფნის! სხვა პროდუქტებზე უკვე აღარაფერს ვამბობთ. თქვენ თვითონ დაითვალეთ: სოციალური დახმარება - 320 ლარი. აქედან 170 ლარს დედა ოთახის ქირაში იხდის, დარჩენილი 150 ლარი კი თავის გასატანად უნდა ეყოთ! და ჰყოფნით კიდეც... საარსებო პურზე... და პატარა გაზის ბალონის დასატენად, რომელიც გაზქურაცაა, გამათბობელიც და აბანოც.

„შვილების და ამ გაზის ბალონის გარდა, საკუთარი სხვა არაფერი გამაჩნია. ისიც თუ გაფუჭდა, ალბათ ვეღარ გადავიტან!” - შორენამ გახუმრება სცადა, მაგრამ ეს სიტყვები რამდენიმე დღე დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. შვილები და გაზის ბალონი - აი, რა დაიმსახურა ქართველმა ქალმა იმის გამო, რომ ის მარტოხელა დედაა საქართველოში!

შორენა: ვაი! ცოტა უხერხულად გამოვიდა... უბრალოდ ძალიან მშივრები არიან... ტრანსპორტი რომ აღარ დადის, სასადილოდან საჭმელი ვეღარ მომაქვს... არადა, იქამდე 2 საათის გზაა. ერთხელ ფეხით ვცადეთ წასვლა, - მარიამი ხელში მეჭირა, გიორგი კი ხელჩაკიდებული მიმყავდა, - მაგრამ იქამდე ვერაფრით მივაღწიეთ. ძალიან დავიღალეთ... ამიტომ ახლა ერთადერთი, რისი ყიდვის საშუალებაც გვაქვს, - პურია. ვცდილობ ყველაზე იაფი ვიყიდო.

და სასადილოში რას იღებთ ხოლმე?

შორენა: რა ვიცი, სხვადასხვა სახის წვნიანი აქვთ; კვირაში ერთხელ ხორცსაც გვაძლევენ; ზოგჯერ სოსისიც აქვთ. ბავშვებს სოსისი ძალიან უყვართ! დღეს ბოლო მაკარონი მოვხარშე. ერთი მუჭა გამოვიდა... ჰოდა, მოდიან და ჩიტებივით კენკავენ...

აი, მათი მთელი დღის საჭმელი - სულ არაფერს კი სჯობს! მაკარონი მათთვის სამეფო საკვებია... თორემ გამხმარი პურით შეიძლება კბილები მოიმტვრიო!

მაკარონი, პურის მერე, ყველაზე საყვარელი საჭმელია

  შორენა, გადარჩენას როგორ ახერხებთ?

  შორენა: ვერანაირად... ზოგჯერ მგონია, რომუკვე მოვკვდი. წარმოიდგინეთ, გასაყიდიც კი არაფერი მაქვს, რომ იმაში მაინც ვიყო დარწმუნებული, რომ რამე თუ მოხდა, ბავშვებს საჭმელი მაინც ექნებათ. ჩემს სახლში ერთადერთი ფასეული - პატარა გაზის ბალონია. საჭმელსაც მასზე ვამზადებ, წყალსაც მასზე ვაცხელებ დასაბანად და ზოგჯერ მისი საშუალებით ვთბებით კიდეც. როცა გაზი თავდება და ფული აღარ მაქვს, რომ დავტენო, აი, მაშინ იწყება ნამდვილი უსაშველობა... სოციალურ დახმარებამდე დღეებს ვითვლი ხოლმე.

ოდესმე თუ გიცხოვრიათ ისე, რომ მომავალი დღის შიში არ გქონოდათ?

  შორენა: ალბათ როცა პატარა ვიყავი. გიორგის გაჩენის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. მე კი კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა, მაგრამ ჩემი შვილები რას იტყვიან? რას გაიხსენებენ? სათამაშოებს, რომლებიც დედამ ნაგავსაყრელიდან მოუტანა? თუ დახეულ ტანსაცმელს, რის გამოც მათ გამუდმებით დასცინიან? მათ ხალხთან ურთიერთობაც კი არ იციან, - ეშინიათ.

  რის გაკეთება გინდათ მათთვის?

  შორენა: გიოს 8 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 8 წლის გახდა. ისე მინდოდა მისთვის ეს დღე რამენაირად მაინც გამეფერადებინა... მაგრამ არ გამომივიდა. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ არ ვუთხრა, რომ დღეს მისი დაბადების დღეა-მეთქი. ბევრი ვიტირე... წარმოვიდგინე, როგორ ვუხდიდი დაბადების დღეს ცენტრში, როგორ ულოცავდნენ საყვარელი მულტფილმების გმირები, როგორ შემოჰქონდათ ტორტი, როგორ აქრობდა სანთლებს, მერე კი ჩემთან მორბოდა და მეუბნებოდა: „საუკეთესო დედა ხარ, მადლობა!“ სულ ეს არის, რაზეც ვოცნებობ. 

  და მარიამის დაბადების დღე როდის არის?

  შორენა: მარიამი ზამთრის გოგო მყავს, - 30 იანვარს 3 წლის გახდება... უი! ახლა რაღაცას გეტყვით, ოღონდ სწორად გამიგეთ, რა... არ ვიცი, იქნებ ამას არც უნდა ვამბობდე, მაგრამ... მარიამს დღემდე დედის რძეს ვაჭმევ, როცა შიმშილისგან ტირის. სხვა გამოსავალი არ მაქვს...

(შორენა ატირდა… ჩვენ კი დიდხანს ვისხედით და ვდუმდით. დედას, რომელიც მშიერ შვილებს უყურებს, - მათ, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარს და რომელთა სიცოცხლეზეც თვითონ არის პასუხისმგებელი, - სულიერ ტკივილის ვერანაირი სიტყვები ვერ შეუმსუბუქებს.)

შორენა, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: კარგი ქენით, რომ ჩერნოვეცკის ფონდს მიმართეთ. თქვენი ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. ხომ გჯერათ, არა?

შორენა: სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი, რის უნდა მჯეროდეს. როცა ბავშვები საკუთარ მამას არ სჭირდება, სრულიად უცხო ადამიანებს როგორ უნდა ვთხოვო, რომ ერთი ნაჭერი პური საკუთარ შვილებს მოაკლონ და ჩემებს გაუზიარონ?! მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. ყველას წინაშე მუხლებზე ვდგავარ და გევედრებით, - შვილები გადამირჩინეთ!

  გვითხარით, სურსათის გარდა კიდევ რა გჭირდებათ?

  შორენა: საფენები, ბავშვებისთვის ტანსაცმელი... მაგრამ მთავარი მაინც სურსათია...

  სახლში რაიმე ტექნიკა გაქვთ?  

  შორენა: გაზის ბალონი მაქვს.

  – შორენა, ეგ ტექნიკა არაა! სარეცხ მანქანაზე, მაცივარზე და გაზქურაზე გეკითხებით...

შორენა: არა, სარეცხი მანქანა არ მაქვს. მაცივარი მაქვს, მაგრამ ბინის მეპატრონისაა და სიმართლე გითხრათ, მასში შესადებიც არაფერი მაქვს. წამოდით, გაჩვენებთ! და რატომ მეკითხებით? თქვენ რა, შეგიძლიათ სარეცხი მანქანა მაჩუქოთ?

ბავშვები დღეში ასჯერ აღებენ მაცივარს იმ იმედით, რომ მასში რაღაცას მაინც იპოვიან

შორენა, ჩვენი ფონდის სტატიებს ყველაზე კეთილი ქართველები კითხულობენ. ისინი თქვენი ოჯახის შესახებაც შეიტყობენ და როგორ ფიქრობთ, ბედის ანაბარა მიგატოვებენ? არა, რა თქმა უნდა!

შორენა: თქვენს „ფეისბუქ“ გვერდზე ბევრი ბედნიერი სახე მინახავს, მაგრამ არა მგონია, ასეთ ბედნიერებას მეც ვიმსახურებდე... ღმერთმა დაგლოცოთ!

***

  სამწუხაროდ, ბავშვებთან საუბარი ვერ მოვახერხეთ. მათ ორიოდე სიტყვა გვითხრეს, ისიც - დედის მეშვეობით. მარიმ დედას ყურში ჩასჩურჩულა, რომ თოჯინა და ჭურჭელი უნდა, გიორგი კი მანქანაზე ოცნებობს... და მორჩა! ბავშვების სურვილები ამით დასრულდა.

  შიში - აი, რა ავსებს დედის, პატარა მარის და გიორგის ცხოვრებას! ქალი ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბოს... მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოსდის. ფული სად იშოვოს? ან რა ქნას? მას მხოლოდ ერთი იმედი აქვს - დახმარება ხალხს სთხოვოს და მათ იმედად იყოს.

მეგობრებო, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ და დაეხმარეთ ამ საბრალო, მშიერ ბავშვებს. მათ სჭირდებათ: საკვები, საფენები, სარეცხი მანქანა, გაზქურა და ტანსაცმელი. შეგიძლიათ ოჯახი პირადად გაიცნოთ. აი, მათი მისამართი: ზაჰესი, ნიკო კეცხოველის ქ. №40.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

გთხოვთ ჩვენი პოსტის დასასრული ყურადღებით წაიკითხოთ! უბედურება ცარიელ ადგილზე არ ჩნდება - ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. დავითაიების ოჯახს ღირსეული დამცველი რომ ჰყავდეს, ადგილობრივი და უფრო მაღალი თანამდებობის პირების სახით, ისინი ასე არ გაწამდებოდნენ; მაგრამ მათი დეპუტატი პარლამენტში, ლევან კობიაშვილი, რომელიც იფიცებოდა, რომ საქართველოს ევროპულ ქვეყნად აქცევდა, ფონდის მიმართვას ერთხელაც კი არ გამოხმაურებებია, თუმცა თვითონ დიდი ხანია ევროპელებზე უკეთესად ცხოვრობს! აი, ისიც - წარმატებული და ბედნიერი, „ნამდვილი ქართველი პატრიოტი“!

  ჩვენ მისი ელბაქიძეების, სიხარულიძეების და ნაყოფიების ოჯახებთან დაკავშირება ვცადეთ. გვინდოდა მისთვის მათი მდგომარეობის მთელი სიმძიმე დაგვენახებინა და მასში თანაგრძნობის უნარი გაგვეღვივებინა, რომ დახმარების სურვილი გასჩენოდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. ბატონ ლევანს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სიბრალულის და თანაგრძნობის უნარი, უბრალოდ არ გააჩნია და მათ ძებნას აზრიც აღარ აქვს. მეგობრებო, თქვენ ამ ოჯახებისთვის ყველაფერი გააკეთეთ, რასაც გული გკარნახობდათ, ყოველგვარი დეპუტატის მანდატის გარეშე... თუმცა, ჩვენ ხომ არ ვიცით, არა? იქნებ მძიმე სახელმწიფო სამუშაო დროებს შორის შესვენებებზე ბატონი დეპუტატიც გამხმარი პურის ქერქს ღრღნის? იქნებ მას თავად სჭირდება ჩვენი დახმარება?

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დავითაიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: