რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
– თვალცრემლიანი ამბობს დედა, ნინო.
– დე, მალე დღესასწაული მოდის… არ იტირო, რა, – ამშვიდებს მას გოდერძი. ბარბარე კი დედას თავზე ეფერება.
– მალე… – ოხრავს ნინო.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ბავშვებო, დღესაც მარტო პური გვაქვს…
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
– თვალცრემლიანი ამბობს დედა, ნინო.
– დე, მალე დღესასწაული მოდის… არ იტირო, რა, – ამშვიდებს მას გოდერძი. ბარბარე კი დედას თავზე ეფერება.
– მალე… – ოხრავს ნინო.
დღესასწაული – ეს ის დღეა, როდესაც ნინოს მოხუცი მშობლები, თავიანთი მწირი პენსიით, თვეში ერთხელ ცოტაოდენ ყველს ან ქათამს ყიდულობენ შვილიშვილებისთვის, – ბარბარესთვის და გოდერძისთვის. ტყუპები მათ ცოტაოდენ ფულს სთხოვდნენ პენსიიდან, ნაყინისთვის და კანფეტებისთვის, თვითონ კი დედის საჩუქრისთვის აგროვებდნენ; მაგრამ არ გამოუვიდათ, ამიტომ თავადაც ძალიან დამწუხრებულები არიან.
აი, ასეთ სიღარიბეში ცხოვრობს ნინო შვილებთან ერთად და სამწუხაროდ, მათი ბედი არავის ანაღვლებს! მას მხოლოდ კეთილი მეზობლები ეხმარებიან, რომლებსაც არც თვითონ აქვთ დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ბავშვებს თავიანთ წილ პურს მაინც უზიარებენ.
პატარა მიწური, დამპალი ავეჯი, დაბზარული კედლები, მჟონავი სახურავი… მაგრამ სახლში ყველაზე დიდი საშინელება ეს კი არა, ცარიელი მაცივარია… და ბავშვების თვალები, რომლებიც სულ შიგნით იყურებიან იმ იმედით, რომ რაღაცას იპოვიან.
„ცუდი ამბავი გვაქვს: დედას დაბადების დღეზე საჩუქარს ვეღარ ვჩუქნით.“
„მალე დედას დღესასწაული აქვს. დიდი ხანია მისთვის ფულს ვაგროვებთ, – ბებოს კანფეტებისთვის და ნაყინისთვის ვთხოვდით, მაგრამ არ ვჭამდით… მაგრამ დედიკოს საჩუქრისთვის მაინც ვერ შევაგროვეთ.“
– და რის ჩუქება გინდოდათ მისთვის?
ბარბარე (7 წლის): ლამაზი სამაჯურის.
გოდერძი (7 წლის): და ლამაზი ფეხსაცმლის. რაც ახლა აცვია, მახინჯი და დახეულია.
ბარბარე: და თხუნელის…
– რატომ თხუნელის?
გოდერძი: ზაზუნას გულისხმობს. სულელი!
ბარბარე: სულელი შენ თვითონ ხარ!.. იცით, თუთიყუშს რას ეძახის? ბუს! ეს ორი ერთმანეთში როგორ უნდა გერეოდეს?
„ჩვენ ახლა სურვილებს მოვიფიქრებთ, შენ კიდევ ჩაიწერე.“
ნინო: ბავშვებო, გეყოთ ახლა, დეიდა ნუ დატანჯეთ! ჩემთან ლაპარაკი აცადეთ!
– მოდი ჯერ დედათქვენს დაველაპარაკები, მე კი თქვენს სურვილებს ჩავიწერ, კარგი?
ბარბარე: კარგი, ოღონდ არ დაგავიწყდეს! გრძელი სია მაქვს!
გოდერძი: არაფერიც! გრძელი სია მე მაქვს! შენ კიდევ თოჯინა გინდა, რომელიც იფსამს! ჰა-ჰა-ჰა!
– ოჰ, რა ცელქები არიან! მათთან ერთად ალბათ არ იწყენთ, არა?
ნინო: არ თქვათ! თუ ახმაურდნენ, მტრისას! განსაკუთრებით გოდერძი… მას დაბადებიდან გულის პრობლემები ჰქონდა და ძალიან ვანებივრებდი. მისთვის ნერვიულობა და გადაღლა არ შეიძლება. აქტიური თამაშის დროსაც კი ქოშინი ეწყება.
„მე ყველაზე ძლიერი კაცი ვარ და არაფერი მტკივა!“
– მკურნალობა ხომ არ სჭირდება?
ნინო: ღვთის წყალობით, სერიოზული არაფერია, უბრალოდ ყოველწლიურად გამოკვლევები სჭირდება; მაგრამ იმის ფულიც კი არ მაქვს, რომ ექიმთან წავიყვანო. თვეში 380 ლარით რის ყიდვა შემიძლია? მხოლოდ ყველაზე იაფფასიან პროდუქტებზე მყოფნის.
ბარბარე: იცით, რა კეთილი ბებო მყავს? ქათამი გვაჩუქა! ისეთი გემრიელი იყო…
ნინო: რომ არა ჩემი მშობლები, ალბათ დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით შიმშილით… უკვე მოხუცდნენ და თავადაც ავად არიან, მთელი მათი პენსია წამლებზე იხარჯება, მაგრამ თვეში ერთხელ ბავშვებს მაინც ანებივრებენ. ხან ქათმის ხორცი მოაქვთ, ხან ყველი და მაგ დღეს ნამდვილი დღესასწაული გვაქვს! მაგრამ როცა ფული საერთოდ არ მაქვს, მაღაზიაში პურს ვითხოვ… კეთილი მეზობლები მყავს; იციან, რომ თვის ბოლოს სოციალური დახმარებიდან კაპიკი აღარ მრჩება და ბავშვებს სადილზე თავისთან ეპატიჟებიან ხოლმე. ვფიქრობ, ასეთი კეთილი მეზობლები მხოლოდ საქართველოში არიან.
„ბავშვები დღესაც მშრალ საჭმელზე მყავს, რადგან სახლში მარტო პურია.“
– მარტოხელა დედა ხართ?
ნინო: დიახ. ქმარმა მიმატოვა… ზოგჯერ ბავშვებისთვის ფულს მიგზავნის ხოლმე… საშინელი ხასიათი ჰქონდა, ბავშვებს ძალიან ცუდად ექცეოდა… სჯობს მარტო იყო, ვიდრე ურჩხულთან ერთად ცხოვრობდე… რა თქმა უნდა, ნახევრად მშივრები ვართ.
– მუშაობა არ შეგიძლიათ?
ნინო: ხანდახან ვმუშაობ – სახლებს ვალაგებ ან თხილის მოსაკრეფად მივდივარ. დედას ორ ბავშვს ვერ ვუტოვებ, ამიტომ ერთი თან მიმყავს ხოლმე.
– გეხმარებათ?
ნინო: როგორ გითხრათ… უფრო ხელს მიშლის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
„აი, ველოსიპედის მსგავსი რაღაც უცნაური სათამაშო ვიპოვეთ!“
გოდერძი: ეეე, რას ამბობ?! რკინის ნაჭრების პოვნაში და ზიდვაში ხომ გეხმარები?! ახლა დეიდა იფიქრებს, რომ ურჩი ვარ და ჩემს სურვილებს აღარ ჩაიწერს.
„სულ რაღაცას ვაკეთებ, დედა კი ამბობს, რომ ვაფუჭებ და ვხმაურობ.“
– არა, რას ამბობ?! მოდი ჩემს ჯადოსნურ ბლოკნოტში ახლავე ჩავიწერ!
გოდერძი: და ჯადოსნური რატომაა?
– ნახე, რამდენი ჩანაწერია! ეს სულ ბავშვების სურვილებია. ესენი უკვე ახდა, ესენი კი მალე ახდება, – როგორც შენები. ასე რომ, მოდი!
აი, ასე გამოიყურება სურვილების ნამდვილი ჯადოსნური ბლოკნოტი და არა ისე, როგორც თქვენ წარმოგედგინათ!
გოდერძი: მაშინ ჩაიწერე და მერე გადავამოწმებ. კითხვა ვიცი. საწოლი – ეს ერთი! საკუთარი საწოლი და დედიკოსთვის ტელეფონი მინდა. მეორე – საზამთრო, ნესვი, სოსისი, კარაქი და ველოსიპედი! ყველაფერი ჩაიწერე?
– ჰო, მაგრამ რაღაც უცნაური სურვილები გაქვს…
გოდერძი: თქვენ ჩემი დის სურვილები არ გინახავთ. ალბათ სიცილით მოკვდებით!
ბარბარე: ფუ, რა საზიზღარი ხარ!.. ახლა ჩემს სურვილებს გეტყვი! ახლა ჩაიწერ თუ მერე?
„მე მხოლოდ ორი სურვილი მაქვს.“
– ახლა ჩავიწერ. რომ იფსამს, იმ თოჯინაზე ამბობდი რაღაცას…
ბარბარე: უი, მართლა შეიძლება? ეგეთი თოჯინაა: წყალს რომ დაალევინებ, მერე იფსამს. ისეთი სასაცილოა! მაგრამ ლამაზი ფეხსაცმელებიც მჭირდება და ნაყინიც მინდა… საწოლი ჩემთვისაც შეიძლება? და პრინცესებიანი საბანი… ჩემი ძმისთვის კი – სპაიდერმენიანი, თორემ ისევ ვერ გავიყოფთ და ვიჩხუბებთ.
„ჩემს დას კი ვაბრაზებ, მაგრამ სხვას მისი წყენინების უფლებას არ მივცემ!“
– ხშირად ჩხუბობთ ხოლმე? რა ვერ გაგიყვიათ?
ბარბარე: დედას ვერ ვიყოფთ… და ვერაფერსაც ვერ ვიყოფთ…
გოდერძი: დედა მარტო ჩემია! მის გამო უკვე ვიჩხუბეთ და მე მოვიგე!
„დედა ჩემია!“ – „არა, მარტო ჩემია!“
ნინო: და ასე გრძელდება მთელი დღე…
– ნინო, ახლა თქვენი ჯერია! ამ ჯადოსნურ ბლოკნოტში თქვენს სურვილებსაც ჩავიწერ…
ნინო: ვერც კი ვიჯერებ… ნახეთ, ბავშვებს როგორ უხარიათ! ისინი თქვენი მოსვლით უკვე გაახარეთ. წარმომიდგენია, რა დაემართებათ, ერთი სურვილი მაინც რომ აუხდეთ! ყველაზე აუცილებლით დავიწყებ – ეს, რა თქმა უნდა, სურსათია! ბავშვებისთვის საწოლებიც ძალიან გვჭირდება. ტელევიზორიც შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა… და ღუმელი ან პურის საცხობი ღუმელი. გაზი არ გვაქვს, ამიტომ, ფული ეკონომიის მიზნით, პურს მე თვითონ ვაცხობ; მაგრამ ყოველ ჯერზე ღუმელის დანთება ძალიან მოუხერხებელია, არც შეშაა იაფი… და თუ შეიძლება, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც დავამატო, – ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.
განა ბავშვებს ასეთ საწოლზე უნდა ეძინოთ?!
– ყველაფერი ჩავიწერე. ახლა ამის შესახებ ყველა კეთილ ქართველს მოვუყვებით და თქვენს ცხოვრებაში სასწაულები მოხდება!
***
აი, კიდევ ერთი უიმედობით სავსე ამბავი დასრულდა! ვინ შეამჩნევს ამ უბედურ ოჯახს? ვინ იზრუნებს მათზე? ახლა თუ მერე? საკითხავი აი, ეს არის!
ოჯახს ყველაფერი სჭირდება: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, ტელევიზორი, ღუმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საწოლები ბავშვებისთვის. გვჯერა, რომ ეს ამბავი საჭირო ადამიანებამდე მიაღწევს. ამის დიდი იმედი გვაქვს! ბავშვების გულწრფელი სურვილები ხომ ფონდის ჯადოსნურ ბლოკნოტში ჩავიწერეთ!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ იმით, რომ უფალი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!
მათი მონახულება და დახმარება პირადად შეგიძლიათ მისამართზე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. სუფსა, ღრმაღელე.
მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ, ამიტომ ნუ დააღალატებთ ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინო მაყიშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დალოცვილები ყოფილიყავით!
კარგი, აღარ მოგეფარები! ჩვენი ახალი ელექტროღუმელი!
ბარბარე, მგონი შენზე უფრო დიდი და მძიმეა!
„ვითომ კინოში ვართ, სახლში კი არა! ის უშველებელია!“
ახლა ამ რაღაცას ავაწყობთ
„დედა, წაიკითხე, რა, სად უნდა მივამაგროთ“
„ხაჭოს დესერტი ისეთი ცივია, პირი გამეყინა!“
სულ ხარჯები:
2922.94₾დატოვა:
0₾