რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩაფერფლილი ოცნებები. არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა!

calendar ოქტომბერი 19, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ჩაფერფლილი ოცნებები.

არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„ოთახებში, დღემდე, ხანძრის და დედის ცრემლების სუნი დგას.“

ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება…

„ყველაზე მეტად გიტარაზე და პიანინოზე მწყდება გული“, – ამბობს 14 წლის ბიძინა. ის ამ ინსტრუმენტებზე იმდენ ხანს ოცნებობდა, იმდენ ხანს ევედრებოდა დედას, მიყიდეო… და როგორც იქნა, მისი ოცნება ასრულდა! პირადი ოთახი, პიანინო, გიტარა… კარადაში ქართული ცეკვების ფორმა კიდია, მისი საყვარელი წიგნების თაროების გვერდით კი მისი სიგელები იწონებენ თავს… მერე ერთი ნაპერწკალი და ყველაფერი ფერფლად იქცა!

ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდა, მათი ლამაზი სახლი კი, – ოცნება, რომლისკენაც წლები მიდიოდნენ, – რამდენიმე წუთში ჩაიწვა. მათი წარსული ცხოვრებიდან მხოლოდ საშინელი დამწვრის სუნი და დანახშირებული კედლები დარჩა. „აქ ჩემი საწოლი იდგა… აქ ვმეცადინეობდი…“ – ნანგრევებს შორის მიმატარებს კახაბერი. ბიჭი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ოცნება შეიძლება ხელმეორედ ასრულდეს. ის ხომ საკუთარ ოთახზე ორი წლის ასაკიდან ოცნებობდა?!

„აქ კი ყველანი ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან და ვჭამდით… დედა ისეთ გემრიელ კუბდარს გვიცხობდა… მაგრამ ახლა ნორმალური მაგიდაც კი არ გვაქვს… და უგემურ საჭმელს ვჭამთ“, – დანანებით ამბობს პატარა გეგი.

რამდენიმე წუთში კახბერიძეების ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მათ მხოლოდ ბანკის ვალები და მოგონებები დარჩათ.

„ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენც ამ სახლთან ერთად დავიწვით. ვერავინ გვამჩნევს, თითქოს მოჩვენებები ვიყოთ. დილიდან საღამომდე ოფიციალური პირების კარებზე მილიონჯერ ვაკაკუნებ, მაგრამ ვერც კი გვამჩნევენ, დაგვივიწყეს… ძველი კარ-ფანჯარა ვთხოვე, რომ არ გავყინულიყავით, მაგრამ არც კი მომისმინეს. სამაგიეროდ ახლა, როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, მაშინვე აგიტატორები გამოჩნდნენ!“

ზინაიდა, მოგვიყევით, რა მოხდა?

ზინაიდა: მიმოიხედეთ გარშემო! ვცხოვრობთ სახლში, სადაც ყველაფერი ბოლომდე ჩაიწვა! ეს 2021 წლის თებერვალში მოხდა. ის საშინელი დღე არასდროს დამავიწყდება: ბიჭები ეკლესიაში, წირვაზე იყვნენ, – მორჩილები არიან და მღვდელს ეხმარებოდნენ. მეც მათთან ერთად ვიყავი, ჩემი ქმარი კი სამსახურში იყო. ჩემმა მაზლმა დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა. როცა უკან მოვირბინეთ, სახლისგან უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი…

– ხანძრის მიზეზი თუ დაადგინეს?

ზინაიდა: გვითხრეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა. სახლი ახალი გარემონტებული იყო და ალბათ ხელოსნებმა რაღაც არასწორად გააკეთეს, არ ვიცი… ღმერთო, შენთვის მადლობის თქმით არასდროს დავიღლები, რომ იმ დღეს სახლიდან გაგვიყვანე და გადაგვარჩინე! იქ რომ ვყოფილიყავით, ალბათ თავსაც ვერ დავაღწევდით, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი… ცრემლები დამიშრა, უკვე ტირილიც აღარ შემიძლია. ვერც კი წარმოიდგენთ, – ამ სახლში ყოველ ნივთთან თუ წვრილმანთან რაღაც მოგონება გვაკავშირებს. ჩემი ბიჭების პირველ თმას და პირველ მაისურსაც კი ვინახავდი… ყველაფერი ჩემი და ჩემი ქმრის ხელით იყო შექმნილი. ამ სახლში იმდენი შრომა, სიყვარული და სითბო, იმდენი ფული ჩავდეთ…

რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ საშინელ შენობაში შეიძლება ოჯახი ცხოვრობდეს. არადა, მათ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ…

  – რა მდგომარეობაში იყო თქვენი სახლი ხანძრამდე?

  ზინაიდა: მერფის კანონის შესახებ გსმენიათ? რამდენიმე წელი ფულს ვაგროვებდით, რომ სახლში რემონტი გაგვეკეთებინა. გვინდოდა, რომ ბიჭებს ყველაფერი ჰქონოდათ. მათ ყველაფერი საუკეთესო დაიმსახურეს, – ფრიადოსნები არიან, უფროსი ცეკვავს, შუათანა დიდ იმედებს იძლევა სპორტში, უმცროსი კი უბრალოდ ყველაზე კეთილი ადამიანია… ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, ოთახები გავარემონტეთ, ავეჯი და ტექნიკა ვიყიდეთ… მოიცა, ფოტოებს გაჩვენებთ! ეჰ, რა ბედნიერები ვიყავით!.. ეს ბედნიერება მხოლოდ ფოტოზე დარჩა…

„ეს ბიჭების ოთახია. საწყლებს ისე უხაროდათ… „როგორც იქნა, ჩვენც ადამიანებივით ვიცხოვრებთ“, – ამბობდნენ ისინი.“

  – რა საშინელებაა! ვერაფერი გადაარჩინეთ?

ზინაიდა: მხოლოდ ჩემი გოგონას სურათი. როცა გარდაიცვალა, ძალიან პატარა იყო და მისი სურათი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს სურათი ისე გადაარჩინეს, თითქოს ნამდვილი ბავშვი ყოფილიყო – ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდნენ!  

„ჩვენი დაიკო ყველაზე ლამაზია.“

  ზინაიდა, სესხის დაფარვაც თუ გიწევთ, რაზე ცხოვრობთ?

ზინაიდა: ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა – 550 ლარი. ჩემი ქმარი ხის მჭრელად მუშაობს, მე ზოგჯერ სასტუმროებს და ბინებს ვალაგებ. აბა, რა ვქნათ? ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, ბანკში 750 ლარი უნდა ვიხადოთ.

რას ამბობთ?! იმ ნივთების საფასურს იხდით, რომლებიც უკვე აღარ არსებობს?

ზინაიდა: დიახ და ამას რომ ვაცნობიერებ, გული ძალიან მტკივა. ამ თანხით სამშენებლო მასალები, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ვიყიდეთ, ბიჭებს ოთახი მოვუწყეთ, კომპიუტერი, გიტარა, ცეკვის და ძიუდოს ფორმები ვუყიდეთ… ეჰ, რა ბედნიერები ვიყავით! მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კვირა… ყველაფრის გამოყენება ვერც კი მოვასწარი. ბანკს ვევედრებოდი, რომ გადახდის პირობები ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ან ვალი ჩამოეწერა, მაგრამ როცა საქმე ფულს ეხება, ადამიანები რობოტებად იქცევიან ხოლმე. არანაირი სიბრალული, არანაირი თანაგრძნობა…

  კახაბერი (13 წლის): იცით, ყველაზე მეტად რა მენანება? ჩემი ოთახი! ისეთი მყუდრო და ლამაზი იყო… კიდევ კარგი, ფორმის გადარჩენა მაინც შევძელით… თუმცა ახლა სპორტზე მაინც ვერ დავდივართ, ფული არ გვაქვს. წამოდით, განახებთ, რა მაგარი ფორმა მქონდა!

„როცა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები, ამ ფორმას შევხედავ და ვიტყვი: „რა ყოჩაღი ვიყავი, რომ სპორტი არ მივატოვე!“

  ვაა, რა ლამაზია! შეგიძლია ჩაიცვა? მინდა მომავალ ჩემპიონს შევხედო!

  კახაბერი: უბრალო ჩემპიონს კი არა, ოლიმპიურ ჩემპიონს! როგორც ბექაური! ის ჩემი კუმირია! მეც მისნაირი გავხდები! მიხდება? გულწრფელად მითხარი!

„მკერდზე საქართველოს დროშა ჩემთვის დიდი სიამაყეა!“

  – რა სიმპათიური ხარ! ძალიან გიხდება! გოგოები შენზე ალბათ გიჟდებიან, არა?

  კახაბერი: ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს. ჯერ პატარა ვარ. მარტო ძიუდო და მათემატიკა მიყვარს. აი, ჩემს ძმას კი ერთი გოგო მოსწონს!

„ჯერჯერობით, ჩემთვის პირველ ადგილზე სპორტია და მერე – გოგოები…“

  ბიძინა: ახლა ვიღაცას მოხვდება-ა-ა! ნუ უჯერებთ!

  შენს ჩემპიონ ძმას ემუქრები? მოერევი?

ბიძინა: მასთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ რომ მოვინდომო, შეიძლება მოვერიო კიდეც. მეც ძლიერი ვარ. მართალია, არ ვვარჯიშობ, მაგრამ უკვე 9 წელია ცეკვაზე დავდივარ. ძალა მეც მაქვს! და ბევრი ჯილდოც მაქვს! სიმღერაც შემიძლია! ხედავთ, რა მაგარი ვარ?!

ამბობდი, რომ სახლში შენი ოცნება დაიწვა…

ბიძინა: ეჰ.. ჩემი გიტარა და პიანინო დაიწვა.არადა, იმდენი ხანია მინდოდა… მაგრამ არა უშავს, მალე საკუთარ ფერმას გავაკეთებ და სახლს ისევ გავარემონტებთ!

და შენი ფორმა არ დაიწვა?

ბიძინა: არა, რაც კარადაში იდო, გადარჩა: ჩვენი დიპლომები და ნახატები, ფორმები და რამდენიმე მაისურიც… ვხედავ გაინტერესებთ. განახოთ?

  – აბა რა!

„ისეთი თეთრი აღარაა, როგორც ხანძრამდე, ახლის საყიდლად კი ჯერ ფული არ გვაქვს.“

  ნამდვილი ქართველი ჯიგიტი ხარ! ძალიან გიხდება!

ბიძინა: ნახე, როგორი ვიყავი კონცერტზე! დედამ სურათი გადამიღო. ცეკვაზე ვგიჟდები! მალე გამოსვლა გვექნება. როდის, – არ ვიცი. მოხვალ?

„როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ საქართველოს სახელი ცეკვით გავუთქვა?

აბა, რას ვიზამ?! განა შეიძლება, რომ ასეთი სიმპათიური ბიჭის სანახავად არ მოვიდე?! ახლა კი მომიყევი, ფერმის მოვლას როგორ აპირებ?

  ბიძინა: შეხედე, – შინაური ცხოველების შესანახად შენობა რომ მქონდეს, 15 ღორს მოვუვლიდი. ადრე უნდა ადგე – 7 საათზე, აჭამო და სასეირნოდ გაუშვა. სანამ სეირნობენ, საღორე უნდა დაალაგო. მერე, როცა სახლში დაბრუნდებიან, ისევ უნდა აჭამო. ხანძრამდე ერთი ღორი მყავდა, რომელმაც 10 პატარა გოჭი გააჩინა. იცით, რა საყვარლები იყვნენ? მაგრამ ხანძრის დროს დაიწვნენ…

   – და გეგი რატომ არაფერს გვეუბნება? სათქმელი არაფერი გაქვს?

  გეგი (11 წლის): მშია… დედა ადრე გემრიელ საჭმელებს გვიკეთებდა, მაგრამ ახლა – ვეღარ…  თბილი ფეხსაცმელიც მჭირდება…

ბიჭებს მთელი ფეხსაცმელიც კი არ აქვთ, სხვისი გამონაცვალი აცვიათ

ბიჭები ეკლესიაში მსახურობენ. მათი რწმენა რომ არა, დღეს ალბათ ცოცხლებიც არ იქნებოდნენ… საკუთარ სახლში ცოცხლად ჩაიწვებოდნენ

  ზინაიდა, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ზინაიდა: დასამალი და სასირცხვილო რა მაქვს? ყველამ იცის, რა მდგომარეობაში ვარ. ჩემთვის კი არა, ბავშვებისთვის ვითხოვ. მათ იატაკზე სძინავთ. იმის თქმა უფრო ადვილია, რაც არ გვჭირდება, რადგან ხანძრის შემდეგ ყველაფერი დავკარგეთ. ვინაიდან მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება არაფრით გვეხმარება, მხოლოდ კეთილი ხალხის იმედად ვართ. აგერ, ტანსაცმელი მეზობლებმა შეგვიგროვეს; როგორც შეეძლოთ, ისე გვეხმარებოდნენ… მაგრამ სულ მათ რომ ვთხოვო დახმარება, უხერხულია…

ვფიქრობ, როცა ჩვენი მკითხველები თქვენს ოჯახს გაიცნობენ, თქვენს დახმარებას აუცილებლად მოისურვებენ. დარწმუნებული ვარ! ასეთ შესანიშნავ ბიჭებს გასაჭირში ნამდვილად არ მივატოვებთ! ჰოდა, მოდი მათ კეთილი საქმეების კეთება გავუადვილოთ!

  ზინაიდა: პირველ რიგში, სამშენებლო მასალები გვჭირდება, რომ ერთი ოთახი მაინც მოვიყვანოთ როგორმე წესრიგში. სურსათიც გვჭირდება და კომპიუტერიც, – ონლაინ გაკვეთილებისთვის. არც ინტერნეტი გვაქვს და არც დენი, მაგრამ ამას როგორმე მივხედავთ. ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, ავეჯი, ტექნიკა… ღმერთო, ჩვენ ყველაფერი გვჭირდება. ყველანაირი სახის დახმარება წაგვადგება. მხოლოდ თქვენი სიკეთის იმედი მაქვს!

„ადგილობრივი ხელისუფლება კარის შეკეთებაშიც კი არ დამეხმარა, ახლა კი ამავე კარზე მიკაკუნებენ, რომ ხმა მათ მივცე!“

***

  მეგობრებო, კახბერიძეების ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მათი სახლი, ქონება, ყველაფერი, რაც წლების მანძილზე მძიმე შრომით შეიძინეს, ცეცხლმა შთანთქა. მათ აღარაფერი დარჩათ. ცოლ-ქმარი, სამ შვილთან ერთად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა და ახლა ისინი დამწვარ შენობაში ცხოვრობენ. როდემდე უნდა ისუნთქონ ბავშვებმა ეს სუნი? სანამ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ? მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ!

კახბერიძეების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება და ყველაზე ელემენტარული ნივთები ესაჭიროება, რადგან მათ ცხოვრების დაწყება, რეალურად, თავიდან უწევთ. პირველ რიგში, მათ სჭირდებათ: საკვები, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, საწოლები, მაგიდები, მაცივარი, ტელევიზორი და პლანშეტები ბიჭებისთვის.

მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: მესტია, უშბის ქ. №42

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კახბერიძეების ოჯახი).

  თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

ვაშა-ა-ა! ახლა უკვე შევძლებთ, ონლაინ გაკვეთილებს რიგრიგობით მაინც დავესწროთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
       „გინდათ, ჩვენი ახალი პლანშეტი გაჩვენოთ? იცით, რა მაგარია?! კარგი მონაცემები აქვს!  თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავინახე“ – მეუბნება გახარებული ბიძინა. მერე  „გაჯეტს“ მაჩვენებს, თან დიდი სიფრთხილით უწმენდს ეკრანს. პატარა კახბერიძეებს უხარიათ, რომ ამის შემდეგ აღარ ჩამორჩებიან სწავლას და რიგრიგობით მაინც შეძლებენ, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს.
       „აქამდე, სულ ვაცდენდით, როდესაც ონლაინი გვქონდა…“ – სახე მომენტალურად  ეღუშება შუათანა ძმას – კახაბერს.  პატარა გეგი კი, უხმოდ იღიმის და ასე, მოკრძალებით გამოხატავს მადლიერებას. 

„ახლა, ონლაინ გაკვეთილებს აღარ გავაცდენთ და სწავლას არ ჩამოვრჩებით“

       ბიჭები ბედნიერები არიან მიღებული საჩუქრებით, რაც პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა, ფონდის ერთგულო და კეთილო მეგობრებო!
     ერთი წლის წინ, კახბერიძეების მრავალშვილიან ოჯახს უბედურება მოულოდნელად დაატყდა თავს. მშობლების – ზინაიდას და კახას თვრამეტი წლის უმძიმესი შრომის შედეგი, ერთიანად ჩაყლაპა ცეცხლმა. ალში გაეხვა მთელი სახლი და ქარმა ნაცრად გაფანტა ოჯახის მყუდრო, მშვიდი ცხოვრება… დატოვა მხოლოდ შავი კედლები, სიცივე, შიმშილი და გაჭირვება… ჰო, კიდევ… კიდევ ბანკის კრედიტები, რომელსაც არავინ იცის, როდის ექნება ბოლო… 
        ბოროტი გველეშაპის პირიდან გადმოსული ცეცხლის შემდეგ, აქამდე, ბიძინას, კახაბერს და გეგის ერთხელაც არ გაუღიმიათ…   
        ჩვენმა ფონდმა, კახბერიძეების ოჯახის შესახებ პოსტი,  გასული წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
        ახლა, უკვე ძალიან გახარებულები და ბედნიერები დაგვხვდნენ, ბავშვებიც და მშობლებიც. გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ხომ მთავარი იმის დანახვაა, რომ ისინი მარტონი არ არიან?!  და თუ ბევრი ადამიანი უანგაროდ დაუდგებათ გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება!                                                                                         
       – ზინა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
      ზინა (მრავალშვილიანი დედა): იცით, თქვენ ვინ ხართ? ყველაზე ტკბილი მეგობრები! თქვენც, და ყველა ის ადამიანიც, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა… თქვენ ჩვენი სულის ნაწილები გახდით. მერე რა, რომ ზოგიერთი ანონიმად დარჩა? მერე რა, რომ ზოგის სახელი არ ვიცი?.. მე მაინც ვილოცებ თქვენზე.  ვილოცებ ყველა იმ ლოცვაზე გულწრფელად, რაც კი ოდესმე  წარმომითქვამს!
       ჩვენი ცხოვრება იმედით შეიცვალა. ეს იმედი დღითიდღე ღვივდება. მიყვარხართ, მეიმედებით. 
       – ალბათ, ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ… ვინ დაგიდგათ გვერდით და ვინ როგორ შეგიმსუბუქათ მდგომარეობა?
       კახა (ზინაიდას მეუღლე): პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენს ფონდს უძვირფასესი საჩუქრებისთვის, მრავალჯერ სტუმრობისთვის. სარეცხი მანქანა, ჩემი მეუღლისთვის ყველაზე მნიშვნელობანი „სასწრაფო დახმარება“ იყო. ისედაც იმდენს შრომობს – სასტუმროებს ალაგებს, წვალობს. დღეს და ღამეს ასწორებს. კიდევ, სახლში უამრავი საქმე… ძალიან მეცოდებოდა, ხელით უწევდა რეცხვა. ახლა, შრომა შეუმსუბუქდება. 

„დედას ჩვენც მივეხმარებით, ბიჭებიც ეხმარებიან თავიანთ დედიკოებს!“

         ზინა: კახაც ბევრს შრომობს, შეშას უჩეხავს ხალხს. შრომაში გავატარეთ მთელი ცხოვრება. ხანძარმა კი, ერთიანად წაგვართვა ყველაფერი. მართალია, ჩვენი შემოსავალი მწირია, მაგრამ თვრამეტი წელი ვცდილობდით წელში გამართვას და აი, რით დასრულდა ყველაფერი. ახლა, ბანკში მიდის ყოველი თეთრი… სოციალური დახმარებაც კი… არადა, რა უნდა ვჭამოთ? სად უნდა ვიცხოვროთ? ამ შავ დამწვარ კედლებში რთულია ბავშვების გაჩერება. სუნთქვაც კი რთულია. (ტირის.)
        კახა (ამშვიდებს.): კარგი ზინა, ხომ ხედავ, რამდენი ადამიანი დაგვიდგა გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება…
ბავშვებისთვის ყველაზე კარგი „სასწრაფო დახმარება“ ეს, რა ჰქვია…
       ბიძინა (14წლის): პლანშეტი, მამი…
       კახა: ხო, პლანშეტი იყო! ვერ ახერხებდნენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას. სულ აცდენდნენ. არადა, კარგი ბავშვები არიან, კარგად სწავლობენ. ცოდვაა ამათი ჩამორჩენა, მაგრამ რა უნდა გვექნა?! თავს ზემოთ ძალა არ იყო…
       კახაბერი (13წლის): ახლა რიგრიგობით ვესწრებით. ვისაც უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილი აქვს, ის იყენებს. არ ვჩხუბობთ. სკოლაში გვასწავლეს: „ერთი თხილის გული, ცხრა ძმამ გაიყო.“ საღამოობით კი, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს ვთამაშობთ, ან საინტერესო ამბებს ხმამაღლა ვკითხულობთ.
       ზინა: სხვანაირი ბავშვები არიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი.   გარდაცვლილი დის – მეგის სურათს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს,  ყოველდღე ეფერებიან და კოცნიან.

„რამდენი ტკბილეულია-ა-ა-ა… რაც მთავარია, გეგის ეს უხარია ყველაზე მეტად!“

       კახა: არ შემიძლია ის ადამიანები არ ვახსენო, რომლებმაც თქვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაგვირეკეს, გვინახულეს, ხელი გაგვიმართეს. რვა ემიგრანტი საბერძნეთიდან გაერთიანდა, დალი ჭეიშვილის მეთაურობით დაგვეხმარნენ თანხით. ამ საქმეში ჩაერთო ასევე ემიგრანტი –  გოჩა კახაბრიშვილიც და  მათ ერთობლივად შეგვიძინეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. გამოგვეხმაურა ერთი უცნობი მამაკაცი თბილისიდან, რომელმაც ორი შიდა კარი გვაჩუქა. უბრალოდ, უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა მათი ტრანსპორტირება, მაგრამ, იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით მალე ჩამოვიტანთ. უცნობი ქალბატონი – ქვის საწარმოს ხელმძღვანელი შეშფოთდა ჩვენი მდგომარეობით და სამშენებლო ქვიშა გამოგვიგზავნა. თბილისიდან გვესტუმრა ექიმი ცოლ-ქმარი და ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აჩუქეს ბავშვებს. ცეცხლმა ხომ ყველაფერი წაგვართვა, თითქმის შიშვლები დავრჩით… თქვენი ფონდის წარმომადგენლები, ხომ არასდროს გვსტუმრობენ ტკბილეულის და პროდუქტის გარეშე. დიდი მადლობა ამისთვის ყველას.
   

    ზინა: უამრავმა ადამიანმა დამირეკა. უცნობი ქალბატონი ბიძინას გიტარას დაჰპირდა, ალბათ, გამოუგზავნის. ეს ინსტრუმენტი მისთვის ძალიან საყვარელი ნივთი იყო, ცეცხლმა ისიც ნაცარტუტად აქცია. რამდენი ხანი მეხვეწებოდა ბიძინა, გიტარა მეყიდა მისთვის. ძლივს შევძელი და რად გინდა? ცეცხლმა ჩაყლაპა!  გარდა ამისა, ფორტეპიანოც დაიწვა. ბიძინას არცერთი ინსტრუმენტი არ დარჩა. მას ძალიან უყვარს ცეკვა და სიმღერა. ცეკვაზე ახლაც დადის. მასწავლებელი თანხას არ გვახდევინებს. ისიც შეშფოთებულია ჩვენი მდგომარეობით. დიდი მადლობა ყველა ასეთ გულისხმიერ  ადამიანს! ერთი ქალბატონი სენაკიდან გამომეხმაურა და ბიჭებისთვის ჩანთებს დაგვპირდა. გაახარებს უფალი! ალბათ, როგორც კი შეძლებს, მოგვაწვდის.

        – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს, თუ დაგეხმარნენ რაიმეთი?
       კახა: დიახ, დაგვეხმარნენ. 300-ლარიანი ვაუჩერი გამოუყვეს ბავშვებს საკანცელარიო ნივთების შესაძენად. სკოლისთვის ერთი რვეულიც კი აღარ ჰქონდათ ბიჭებს, ჩვენ კი, ფული არ გვქონდა ამ ნივთების შესაძენად. სოციალურმა სამსახურმაც გამოგვიყო ერთჯერადად 300 ლარი პროდუქტისთვის. მაგრამ, ეს ხომ ძალიან მცირეა? მაინც მადლობლები ვართ. 
        – ბიჭებო (მივმართავ ბავშვებს.), თქვენ რა საჩუქარი გაგეხარდათ ყველაზე მეტად?
         ბიძინა: პლანშეტი და სარეცხი მანქანა. პლანშეტი იმიტომ, რომ გაკვეთილებს აღარ გავაცდენთ. ონლაინ გვიტარდება და ჩვენ ვერ ვესწრებოდით აქამდე.

„მიდი, მიდი, ჩქარა გახსენი, რამდენი საჩუქრებია…“

        კახაბერი: სარეცხი მანქანა იმიტომ, რომ დედა გვეცოდებოდა, ცივ წყალში რომ ხელით რეცხავდა. კიდევ… კიდევ პლანშეტი სუპე-ე-ე-ე-ერ!

„ზუსტად ასეთ პლანშეტზე ვოცნებობდით!“

        გეგი: სულ დაღლილი დედიკო გვყავს. მე გამეხარდა ის, რომ ჩემს დედიკოს გაეხარდა… კიდევ ტკბილეული გამეხარდა. სახლი რაც დაგვეწვა, მამა ტკბილეულს ვეღარ გვყიდულობს… მაქსისაც შია. 
      – გეგი, მაქსი ვინ არის?
      გეგი: ისეთი ჭკვიანი ცუგაა, კარგი ადამიანები რომ მოდიან, არ უყეფს, კუდის ქიცინით ხვდება. მაგ დროს კარგ ხასიათზეა. მხოლოდ მაშინ ტიროდა, ჩვენი სახლი რომ დაიწვა და ჩვენც რომ ვტიროდით. (გარბის და მაქსს ეძახის, უნდა რომ გამაცნოს.)

„არ მოიწყინო, მაქსი! აუცილებლად შენც ყველაფერი კარგად გექნება!“

     – ზინა, ვიცი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, თქვენი საჭიროებები გაცილებით მეტია! იქნებ გვითხრათ, ამ ეტაპზე, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
     ზინა: ჩემი სურვილი ერთია, იქნებ მომეხმაროთ, კეთილო ადამიანებო, რომ  ერთი ოთახის მოწესრიგება მაინც შევძლო ბიჭებისათვის. მთელ ოჯახს, ერთ გაშავებულ ოთახში, სუნში და აუტანელ პირობებში გვძინავს. მე და კახა გავუძლებთ, ამისთანებისთვის გაგვიძლია?! მაგრამ ბავშვები მეცოდებიან –  ჯანმრთელობა ხომ შეერყევათ ამ სუნში?! 
      კახა: ბანკის კრედიტი რომ არ გვქონდეს, კიდევ არაფერს ვითხოვდით. ათჯერ მეტს ვმუშაობთ, ვიდრე ვმუშაობდით. მთელი დღის განმავლობაში, მე და ჩემი მეუღლე მართლა არაადამიანურ ჯაფას ვტოვებთ დღიურ სამუშაოებზე. მაგრამ რა? მთელი თანხა, სოციალურ დახმარებასთან ერთად, ბანკში მიდის, იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე აღარ გაგვაჩნია. ჩემი სურვილი იყო, ბანკებს გაეთვალისწინებინათ ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ, ფუჭი აღმოჩნდა ყოველგვარი თხოვნა-მუდარა. ამიტომ, ისევ თქვენი თანადგომის იმედიღა დაგვრჩა… ნუ მიგვატოვებთ. ხელი გამოგვიწოდეთ! მადლი და კეთილი საქმე არ დაიკარგება…
***
       ჩემო კეთილო ადამიანებო, თუ თქვენ ადგილზე მოინახულებთ ამ ოჯახს, არ მგონია, გული არ აგიჩუყოთ იმ სიტუაციამ, რაც იქ დაგხვდებათ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რა რთულია, გამოეთხოვო იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდი და ელოლიავებოდი. გამოეთხოვო და უყურო, როგორ ანადგურებს საშინელი სტიქია შენს საყვარელ სახლს, ნივთებს და რჩები ქუჩაში, თითქმის შიშველი… ყველას ღმერთმა გაშოროთ მსგავსი, რაც ამ ოჯახმა გადაიტანა. ბავშვები ახლა ოცნებობენ ცეკვის ფორმებზე, სპორტულ აღჭურვილობაზე, ტანსაცმელზე, საკვებზე, ტკბილეულსა და იმაზე, რომ გაკვეთილებს დაესწრონ… და კიდევ იმაზე, რომ მათ ოთხფეხა მეგობარ მაქსისაც ჰქონდეს საჭმელი. იქნებ შევძლოთ, ერთიანი ძალებით, ცოტათი მაინც გავუუმჯობესოთ მათ პირობები.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კახბერიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 დეკ 03
სარეცხი მანქანა
750.00₾
2021 დეკ 07
პლანშეტი
350.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
325.00₾
2021 დეკ 31
პროდუქტები
200.60₾
2022 აპრ 11
პროდუქტები
169.98₾
2022 ოქტ 06
პროდუქტები
120.13₾

სულ ხარჯები:

1915.71₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'შოთა თათოშვილი
04.10.2022 20:00:00
₾5.00
მერაბ ხარაბაძე
30.08.2022 20:00:00
₾50.00
'არჩილი მეფარიშვილი
29.08.2022 20:00:00
₾1.00
'ბერიკა მემანიშვილი
28.08.2022 20:00:00
₾1.00
ცომაია თორნიკე
26.08.2022 20:00:00
₾2.00
'ზურაბ შაიშმელაშვილი
22.08.2022 20:00:00
₾1.00
'გიორგი თურმანიძე
22.08.2022 20:00:00
₾10.00
ზუხბაია ალექსი
21.08.2022 20:00:00
₾50.00
ირაკლი ახრახაძე
28.02.2022 20:00:00
₾100.00
ხვთისო ტაბლიაშვილი
10.02.2022 15:27:22
₾20.00
ლია მეფარიშვილი
27.01.2022 20:00:00
₾1.00
ივანე ჯანელიძე
29.12.2021 20:00:00
₾50.00
ოშაყმაშვილი გოჩა
06.12.2021 20:00:00
₾5.00
ბირკაძე თამთა
26.11.2021 20:00:00
₾10.00
ასათიანი ნინო
18.11.2021 20:00:00
₾2.00
გიორგი შალამბერიძე
17.11.2021 20:00:00
₾5.00
ბაჩანა არაჩაშვილი
17.11.2021 20:00:00
₾5.00
ქეთევან ჯავახიშვილი
16.11.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი ღამბაშიძე
16.11.2021 20:00:00
₾50.00
დავით დუმბაძე
16.11.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,915.00

128 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,915.00

128 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება