რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცხოვრება ღია ცის ქვეშ, ვირთხებთან ერთად!..

calendar ნოემბერი 30, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„კარგ ამინდში, ჩემი საწოლიდან ვარვსკვლავებით მოჭედილ ცას ვხედავ“ – გვეუბნება 11 წლის გიორგი. და ეს არარის ხუმრობა. მეც შემომთავაზა: წამოწექი და შეხედეო. მართალია ახლა არ არის ღამე და ცაზე ვარვსკვლავები არ ჩანს, მაგრამ ამის წარმოდგენა შემიძლია. იმ წუთიდან, რაც ამ სახლში შემოვდგი ფეხი, ხვრელებს ვითვლი ჭერსა და იატაკზე.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ცხოვრება ღია ცის ქვეშ, ვირთხებთან ერთად!..

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე
შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!

მას შია და სცივა. და ვირთხები აშინებენ

„კარგ ამინდში, ჩემი საწოლიდან ვარვსკვლავებით მოჭედილ ცას ვხედავ“ – გვეუბნება 11 წლის გიორგი. და ეს არარის ხუმრობა. მეც შემომთავაზა: წამოწექი და შეხედეო. მართალია ახლა არ არის ღამე და ცაზე ვარვსკვლავები არ ჩანს, მაგრამ ამის წარმოდგენა შემიძლია. იმ წუთიდან, რაც ამ სახლში შემოვდგი ფეხი, ხვრელებს ვითვლი ჭერსა და იატაკზე. 

ერთი ხვრელი იმხელაა, რომ დიდი ადამიანიც თავისუფლად
ჩაეტეოდა

ამას კი ძველი კარები დააფარეს. საშინელება…

ამ ხვრელიდან კი, ახლახან ვირთხა ჩამოვარდა პირდაპირ
ოთახში

აქედან კი, წყალი ჩამოდის წვიმის დროს

ამ ხვრელიდან
კი, რომელიც ძველი ქვაბის თავსახურით დაფარეს, ოთახში ვირთხები შემოდიოდნენ. კი არ
მოიპარებოდნენ, ან მოძვრებოდნენ, არამედ შემოდიოდნენ, როგორც საკუთარ სახლში. არცაა
გასაკვირი. მრავალი წლის მანძილზე, ეს სახლი სწორედ მათი საკუთრება იყო. სწორედ ამ
ვირთხების სახლში, ორი წლის წინ, მოუწია ამ ოჯახს „საცხოვრებლად“ გადმოსვლა.

სახლი კი არა, საწამებელი კამერაა!

მას შემდეგ,
რაც ორი წლის წინ, ოჯახის უფროსმა სამსახური დაკარგა, თბილისში ბინის ქირის გადახდა
ვეღარ შეძლეს. გადაწყვიტეს საცხოვრებლად სოფელში გადასვლა, მშობლიურ სახლში. სახლი,
რომელშიც უკვე მრავალი წლის მანძილზე არავინ ცხოვრობდა, გაპარტახდა, აქ ვირთხებმა,
მაწანწალა ძაღლებმა, საქონელმა, ქარმა და ობმა დაიდეს ბინა! არცერთი ფანჯარა არ იყო
მთელი.

მადონა: როდესაც ზღურბლს გადავაბიჯე
და მივიხედ-მოვიხედე, შემეშინდა. შეტრიალება და გაქცევა მომინდა. მაგრამ გასაქცევი
არსად მქონდა. დავიწყეთ ამ კოშმარში ცხოვრება. ბავშვის დასაწვენი ადგილიც კი არ იყო.
მერე კეთილმა ადამიანებმა საწოლიც გვაჩუქეს, და მაგიდაც. მხოლოდ შიშველი კედლები დაგვხვდა,
ისიც შელახული. ზოგან ხვრელი, ზოგან ღრიჭო… მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე დაუღალავად
შრომობს, ყველანაირ სამუშაოს ეჭიდება, ეს კაპიკები პატარას საკვებსა და პამპერსშიც
კი ძლივს გვყოფნის.

 „ჩვენს ოჯახში რომ გაჩნდა, რა დააშავა? ნუთუის იმსახურებს შიმშილობას?“

– სამსახურის შოვნა, ახლა, დიდ ქალაქებშიც რთულია, და სოფელში ალბათ მით უმეტეს.

მადონა: დიახ, ძალიან რთულია! ხანდახან ჩემი მეუღლე მთელი თვე სახლშია. ისე კი, ვინმეს შეშას თუ დაუჩეხავს, ან ყანის აღებაში მიეხმარება. აი, ეხლა მაგალითად, მეზობელს ღობის დადგმაში ეხმარება.
– სანამ ამ სახლში გადმოსვლა მოგიწევდათ, თბილისში კარგად ცხოვრობდით?
მადონა: თავზე არ გადაგვდიოდა, იქ საკუთარი ბინა არ გვქონდა. ქირით ვცხოვრობდით, მაგრამ ადამიანური ცხოვრებისთვის გვყოფნიდა შემოსავალი. მეუღლე ავტომექანიკოსად მუშაობდა, მე კი ცელოფნის პარკების საწარმოში. პანდემიის დროს, მეუღლის სახელოსნო გაკოტრდა. ვიფიქრეთ, რომ სოფელში ქირის გადახდა მაინც არ მოგვიწევდა. სიმართლე გითხრათ, ქირა უბრალოდ ვეღარ გადავიხადეთ. ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ სოციალური დახმარება პროდუქტშიც კი არ გვყოფნის.

ალბათ, ქვის ხანის ადამიანებიც კი უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ 
– აი, ვუყურებ ამ საშინელებას, ამ ღრიჭოებს, ამ ხვრელებს… საერთოდ, როგორ ათბობთ სახლს?
მადონა: თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, აქ ბავშვებთან ერთად ყოფნა როგორია. ამ ნაგებობის გათბობა შეუძლებელია. მხოლოდ ღუმელთან ახლოს თბილა. ვსხედვართ ასე გვიანობამდე, და მერე ტანსაცმლიანად ვწვებით ლოგინში. ერთმანეთს ვეხუტებით და ვიძინებთ. თუ წვიმს, ძილზე ფიქრიც კი ზედმეტია. ვეძებთ ადგილს, სადაც წყალი ნაკლებად ჩამოდის. ბავშვები ისეთი დათრგუნულები არიან. სულ ვპირდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, სინამდვილეში კი, მდგომარეობა უარესდება. დახმარების თანხიდან, რამდენიმე ლარის გადადებასაც კი ვერ ვახერხებთ, ცემენტი რომ ვიყიდოთ და ხვრელები ამოვავსოთ. ცემენტს თუ ვიყიდით, ფქვილის გარეშე დავრჩებით, შესაბამისად მშივრები. ვცდილობთ ერთმანეთის გამხნევებას, მაგრამ არ გამოგვდის.

მხოლოდღუმელთანახლოს შეიძლებაგათბე. ისარისგადამრჩენელი

საერთოდარავინგეხმარებათ?

მადონა:დედაჩემი 80 წლისაა. მამადიდიხნისწინდამეღუპა, მეუღლესაცმშობლებიდიდიხანიააღარჰყავს. ჩვენიმეზობელი, ციცო, ჩამოსვლისდღიდანმხარშიმიდგას. დასავითმყავს! როდესაცშიშიდადაბნეულობაშემატყო, მოგვიტანალოგინები, საბნები, ესსაწოლებიცკიმანმოგვცა. აქდასაძინებელიადგილიცარიყო! უკვეგითხარით, რომყველაფანჯარაჩალეწილიდაგვხვდა. ხოდა, მისმამეუღლემ, ხმისამოუღებლად, მოვიდადაშუშებიჩასვა. გარდაამისა, ბავშვებისთვისრძესმაძლევდნენ. იმედიმაქვს, დადგებაისდღე, როცაუფალიმომცემსშესაძლებლობას, სიკეთისთვის, სიკეთითრომგადავუხადო. მემგონი, ასეთირამ, მხოლოდსაქართველოშიშეიძლებამოხდეს. თავადაცხომხელმომჭირნედცხოვრობენ, მაგრამმაინცეხმარებიანმეზობლებს!

სანამ ამ საწოლებს გვაჩუქებდნენ, ყველას იატაკზე გვეძინა!
– დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ?
მადონა: ვთხოვე, სახურავის შეკეთებაში მაინც დაგვხმარებოდნენ, მაგრამ მივიღე პასუხი, რომ ახლა არ აქვთ არანაირი საშუალება, ბიუჯეტში ფული არ არის, განცხადებაც კი არ მიიღეს. ახლა, სახურავის შეკეთება – მთავარი პრობლემაა. არც კი ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, მთლიანად დამპალია სახლი.
გიორგი (11 წლის): აი, მუშაობა რომ შემეძლოს, ჩვენს სახლს კანფეტად ვაქცევდი! არ გჯერა?

„დედა ამბობს, რომ ოქროს ხელები მაქვს. მაგრამ ამ ხელებს ჯერ მხოლოდ პატარა საქმეების კეთება შეუძლიათ. აი, რომ გავიზრდები…“
– მჯერა, დღეს გაკვირდებოდი, როგორ ალაგებდი ეზოს, როგორ უვლიდი პატარა დაიკოს, შეშა რა ლამაზად დააწყვე. თანაც კარგად სწავლობ, ვფიქრობ, ათოსანიც კი ხარ.
გიორგი: მე შემიძლია, კარგად რომ ვისწავლო. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს, მეადვილება. მაგრამ აქ არ გამომდის მეცადინეობა. არც ტელეფონი გვაქვს, არც კომპიუტერი. მე და ნინი გაკვეთილებს ვერ ვესწრებით. მინდა მალე გავიზარდო!
– შენი აზრით, დიდი როცა ხარ, კარგია?
გიორგი: ზუსტად ვიცი, რომ კი! დიდებს მუშაობა შეუძლიათ. მე კი მამა შეშის დაჩეხვის უფლებასაც არ მაძლევს. აი, რომ გავიზრდები, მექანიკოსი გამოვალ, მანქანებს შევაკეთებ, ჩემთვისაც ვიყიდი მანქანას! თან უბრალოს კი არა, BMW – ს!

 „გავიზრდები და ჩემს დას BMW-თი გავასეირნებ ხოლმე. იქნებ მაშინ მაინც აღარ მეჩხუბოს!“
– გოგოებს გაასეირნებ ხოლმე?
გიორგი: არა! მხოლოდ ჩემს დას! ეს გოგოები, ყველა უცნაურები არიან. გამარჯობას ეტყვი, ან ყვავილს აჩუქებ, ისინი კი, ან ჩაგარტყავენ, ან თმაზე მოგქაჩავენ. ამიტომაც არ ვმეგობრობ მათთან.
ნინი (14 წლის): ხო, ჩემთანაც კი არ მეგობრობს. რა რთულია ამ პატარა ბავშვებთან ურთიერთობა!

„ხატვა მიყვარს. იქ შემიძლია დავხატო ჩემი სამყარო. იქ ყველა სახლი ლამაზია და საჭმელი ყველას აქვს“
– კარგი, პატარა ბიჭებზე აღარ ვისაუბროთ. მომიყევი, რაზე ოცნებობ?
ნინი: აქ რაც გადმოვედით, აღარ მაქვს სურვილები. ყველა ჩემი ოცნება, ქალაქში დარჩა. დედა სულ მეუბნება, რომ ეს დროებითია, რომ თავს გავიტანთ, მაგრამ, საშინელებაა, როცა გძინავს და წვიმის წვეთები გეცემა.
– შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?
ნინი: არც კი ვიცი. ყველაფერს შევცვლიდი დედას, მამისა და დის გარდა… გიორგის ხასიათსაც კი შევცვლიდი, ოღონდ არ უთხრათ, თორემ ეწყინება.

 „ხანდახან ბავშვები ძალიან ბოროტები არიან, ისეთ რამეს გეტყვიან, რომ ტირილი გინდება. ბევრჯერ თითი გაუშვერიათ და უთქვამთ, რომ ღარიბი ვარ“
 – კარგი, ერთი რამ მაინც დამისახელე, რაც გაგახარებდა.
ნინი: ხატვა მიყვარს. როცა ვხატავ, ჩემს სამყაროში ვარ. მინდა, რომ სახატავი მასალები ყოველთვის მქონდეს. და კიდევ ტელეფონზე ვოცნებობ!
– ხედავ, თურმე, ყველა ოცნება ქალაქში არ დაგრჩენია…
ნინი: ეს იმდენად არარეალურია, რომ ვერც ჩავთვლი ოცნებად. ისე ვთქვი. ვიცი, რომ არ ამიხდება.
– აი, ვნახოთ!
ნინი: არა, ჩემთვის არაფერი არ მინდა. ჯობია, სახურავის შეკეთებაში მოგვეხმაროთ. მორჩა, ბოდიში, უნდა გავიდე…

 „ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა. დედამ გასულ წელს ხელი მოიტეხა. მე კი ძალა არ მყოფნის, რომ დედასავით კარგად გავრეცხო“
მადონა: იცით, ნინი ძალიან განიცდის, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ. ერთხელ, თანატოლებმა დასცინეს, იმის გამო, რომ სოციალური დახმარებით ვარსებობთ. ნუთუ ეს სასაცილოა? თითსაც იშვერდნენ, ამბობდნენ, რომ გიორგი მათი მამა არ არის. ამის შემდეგ ძალიან ჩაკეტილი გახდა და ყოველ წვრილმანზე ტირის. ბავშვები, ხანდახან, დაუნდობლები არიან. ჯერ ხომ ვერ ხვდებიან, რამხელა ტკივილის მიყენება შეიძლება სიტყვით.
– მადონა, რაზე გყოფნით სოციალური დახმარება? საერთოდ რით იკვებებიან ბავშვები?
მადონა: ვცდილობ, როცა დახმარებას ავიღებ, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვიყიდო. ბავშვები ისედაც ყველაფერს  მოკლებულები არიან. წვნიანები, კარტოფილი, მაკარონი – ძალიან მოკრძალებული მენიუ გვაქვს. იცინონ, ვისაც ეცინება. მათთვის არ გვცალია, გადარჩენისთვის ვიბრძვით.
მაცივარი არ გვაქვს. დასანანია, მეუღლეს ამ სადილის ფულს იმხელა შრომის ფასად შოულობს, და ერთ ღამეში ფუჭდება ყველაფერი.
– მითხარით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
მადონა: აბსოლუტურად ყველაფერი. ნორმალური ჭურჭელი, ნორმალური კოვზიც კი არ გვაქვს სახლში! პროდუქტი, პამპერსი, ხარჯებს საერთოდ ვერ ვუმკლავდებით. ბავშვებს კი აუცილებლად სჭირდებათ კომპიუტერი, ან ტელეფონი, სასწავლო პროცესში ჩართვა რომ შეძლონ. ერთი წლის წინ, ხელი მოვიტეხე, და სარეცხის რეცხვა ჯოჯოხეთურ სატანჯველად მექცა. სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი – ჩვენთვის ეს ყველაფერი, მიუწვდომელი ფუფუნებაა. მაგრამ! უპირველეს ყოვლისა, მასალა გვჭირდება სახურავის შესაკეთებლად, ღრიჭოების და ხვრელების ამოსავსებად. ასეთ პირობებში, ზამთარს ვერ გადავიტანთ.

ეს საშინელი ხვრელები სანამ დაზამთრდება, რომ არ ამოივსოს, ეს ოჯახი შეიძლება სიცივისგან დაიხოცოს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის! შეიძლება უბრალოდ გაიყინონ!
გიორგი: ძალიან მინდა, ჩვენი სამეცადინო კუთხე რომ გვქონდეს, და, კომპიუტერიც, რა თქმა უნდა. კიდევ, პულტიანი მანქანა მჭირდება! გოგოებს კი კანფეტები უნდათ. განსაკუთრებით მარიამს, ძალიან უყვარს. მაგრამ, დიდი ხანია არ უჭამია..

 „როცა ძალიან გცივა, შეგიძლია ქათამს ჩაეხუტო, 
– მადონა, რას ეტყოდით მათ, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს?
მადონა: მე პირადად, თითქმის ყველა ისტორია მაქვს წაკითხული თქვენს გვერდზე, გული მისკდება, გარშემო ამდენ გაჭირვებას რომ ვხედავ… მხოლოდ ერთ რამეს ვიტყოდი: „ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! ყველა, ვინც მძიმე წუთს გაჭირვებულს მხარში ამოუდგა, ყველა, ვინცა პირჯვარს მაინც გადაიწერს და ლოცვას იტყვის, რომ წაიკითხავს… ესეც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს!“
***
ეს ოჯახი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სურათები ვერ გადმოსცემს, რამდენად აუტანელ პირობებში იზრდებიან პატარა მარიამი,  11 წლის გიორგი და 14 წლის მარიამი. სახლი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე ენგრევათ! და ამ ნაგებობის გათბობა შეუძლებელია! მხოლოდ ღმერთმა უწყის, ეს უცოდველი ბავშვები ამ ზამთარს როგორ გადაიტანენ… ეს ხომ ჩვენზე და თქვენზე არის დამოკიდებული, მეგობრებო!
მათი დედა, მადონა, სასოწარკვეთილია, ოჯახს სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერი. ნებისმიერი სახის დახმარება გაუხარდებათ: პროდუქტი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, სრულიად უბრალო და ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები. ბავშვებს კი აუცილებლად სჭირდებათ კომპიუტერი, რათა სკოლის პროგრამას საბოლოოდ არ ჩამორჩნენ.
ასევე შეგიძლიათ ეს ოჯახი გაიცნოთ პირადად და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა საქარა.
აუცილებლად გააზიარეთ პოსტი, რათა მუმლაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მუმლაძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

რამდენი ხანია ასეთი ბედნიერები არ ვყოფილვართ!
მალე დავასრულებთ სახლის მშენებლობას და ყველას დაგპატიჟებთ სტუმრად!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „აივანზე უზარმაზარი ყუთები დაინახეს თუ არა, ბავშვები გიჟებივით გაცვივდნენ ოთახიდან“ – აღფრთოვანებული მიყვება მადონა  –  ,,მთელმა ოჯახმა, საჩუქრებს სიცილ-კისკისით წრე შემოვარტყით, როგორც საახალწლო ნაძვის ხეს… მართლაც საოცარი დღე გაგვითენეთ! გმადლობთ!“     
თხუპნია ლურჯთვალა მარიამი ტკბილეულით ძალიან ბედნიერია…
          „დიდი ხანია თქვენი საიტის გამომწერი ვარ. ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი თქვენს კეთილ საქმეებს. სანამ ასეთ დღეში ჩავვარდებოდი, მეც მიმიღია მონაწილეობა ქველმოქმედებაში, მაგრამ ახლა, თავად გავხდი დასახმარებელი… ჰოდა, უფალმა კეთილი ადამიანები მეც გამომიგზავნა… თქვენი ფონდი, ყველა ღატაკის მხსნელია. კიდევ ბევრი კარგი საქმე გაგეკეთებინოთ!“ – ამბობს მრავალშვილიანი დედა და თან, სიხარულის ცრემლებს ვერ მალავს.
         მადონა ონაშვილი-მუმლაძე სამი შვილის დედაა. მას ძალიან უჭირს. განსაკუთრებით, ცუდი საცხოვრებელი პირობების დაძლევა გახდა ოჯახის უმთავრესი პრობლემა. რომ აღარაფერი ვთქვათ საკვებზე, ტანსაცმელსა და საოჯახო ტექნიკაზე. დაზიანებული შენობა, დამსხვრეული სახურავით, ხვრელებით იატაკსა და კედლებზე, დაუპატიჟებელი სტუმრების – ვირთხების, ტარაკნების და ქვეწარმავლების  თავშესაფრად იქცა.
           ჩვენმა ფონმა მუმლაძეების შესახებ პოსტი 2021 წლის 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/805-mumladze/

,,ჩვენი მადლიერება და სიხარული მინდა ყველას გაგიზიაროთ!“

         – მადონა, გვიამბეთ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ფონდმა თქვენი გაჭირვების შესახებ, სტატია გამოაქვეყნა? 
        მადონა: ყველაზე მეტად, იცით, რა მიხარია? სარეცხი მანქანა! რატომ? ჩემს ნინის რომ აღარ დავტანჯავ! რეცხვაში მეხმარებოდა. მე ხელით ვრეცხავდი, ისიც ხელით  ავლებდა სუფთა წყალში. გგონიათ, მსიამოვნებდა მისი დახმარება?! მაგრამ, ხედავდა, ასე რომ ვწვალობდი და გული არ უთმენდა. 5 ადამიანის სარეცხი, თანაც სოფელში, ცოტა არაა. მით უფრო, თუ პატარა ბავშვი გყავს ოჯახში.

,,ჩემი ნომერ პირველი დამხმარე შენ გახდები, მეგობარო!“

          ნინი (14 წლის) : დედა არ მავალდებულებდა, მაგრამ რომ ვხედავდი, როგორ წვალობდა… მარიამიც პატარაა. (უმცროს დას გულისხმობს.) მას დიდი ყურადღება სჭირდება. მისი დაძინებისას, ბევრი საქმე უნდა მოესწრო დედას. ამიტომ, რეცხვაში ყოველთვის  ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო.
         მადონა: კარგი რა ნინი, შენ ყველაზე კარგი შვილი ხარ! შენს გახეხილ მაჯებს რომ ვხედავდი, გული მტკიოდა. ახლა, ეს მანქანა ერთი ქალის მოვალეობას შეასრულებს  ჩვენს ღარიბ ოჯახში და შენც უფრო მეტი დრო დაგრჩება წიგნებისათვის. 
გაზის წყლის გამათბობელიც, ფასეული საჩუქარია ჩვენთვის, ახლა, ცხელი წყალიც გვექნება! მაცივარი კი, დაგვეხმარება, ცხელ ზაფხულში, ისედაც სიმწრით ნაშოვნი საჭმელი არ გაგვიფუჭდეს.

,,მაცივარო, ნეტა, რომ  გამოგაღებ, ტკბილეულით სავსეს გნახავდე!“

,,რამხელა ფუფუნებაა – ცხელი წყალი გვექნება!“

         – ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ:  ვინ  დაგეხმარათ, ვინ განუგეშათ, ვინ დაგამახსოვრათ თავი? 
         მადონა: თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, დაგვიკავშირდა ერთი არაჩვეულებრივი გოგონა – სალომე თარხნიშვილი, რომელმაც საკვები შეუძინა ბავშვებს. ასევე გვესტუმრა ოთხი ახალგაზრდა ბიჭი. მათი არც სახელები ვიცი, არც გვარები, მაგრამ კეთილშობილება შუბლზე ეწერათ! დედა, რამდენი რამე მოგვიტანეს! თითქმის ერთი თვის სამყოფი საკვები, სარეცხი საშუალებები: ჭურჭლის ჟელეები, ფხვნილები… 
         გიორგი (11 წლის) : ეს ჭიქებიც იმ ბიჭებმა მოგვიტანეს. (ლამაზ ჭიქებს მაჩვენებს.) კიდევ, ჩემს პატარა დაიკოს სათამაშოები მოუტანეს. 

„გამომართვი, იცი, რა გემრიელია? ჭამით ვერ გაძღები!“

       მადონა: მინდა, გადავუხადო დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი! თქვენი პოსტის წყალობით, ჩვენი ამბავი ჩვენმა შორეულმა ნათესავებმაც შეიტყვეს. გვესტუმრა დათო ფართლაძე – ძალიან კეთილი ადამიანი და მოგვიტანა ათი ტომარა ცემენტი. ამ ცემენტით, ამოვავსეთ ის ხვრელები, საიდანაც ვირთხები და ქვეწარმავლები გვსტუმრობდნენ. ქვის იატაკი გვაქვს. აბა, საიდან იმის საშუალება, რომ ხის იატაკი, ან ლამინატი დავაგოთ? მთავარია, ხვრელები აღარ არის და ბავშვები უსაფრთხოდ დაიძინებენ.
         – თუმცა ქვის იატაკი ძალიან ცივია და ზამთარში რთულია ოთახის გათბობა…
          მადონა: მაგას ვინღა ჩივის. უფრო მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე, სახურავია, რომელიც შეკეთებას თუ დაექვემდებარება, ეგეც არ ვიცი… წყალი საშინლად ჩამოდის. ახლა წვიმიანი პერიოდი მოდის და გულები გვისკდება…
         – ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ, ან რაიმეთი თუ დაგეხმარათ?
         მადონა: დიახ! არჩევნებამდე სახურავის შეკეთება ვითხოვე, მითხრეს, იანვრამდე მომეცადა. იანვარში კი, უარით გამომისტუმრეს – შესაბამისი ქულები (სოციალურად დაუცველთა შეფასების ქულებს გულისხმობს.) არ გაქვთო. ვერ ვხვდები, ქულები რად უნდა სახურავს, საიდანაც ჩემს შვილებს აწვიმთ და ათოვთ. ჩემი მეუღლე,  სახლში თითქმის არ არის, დღედაღამ გადაბმულად მუშაობს, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ და პური მაინც რომ გვქონდეს. იგი ძალიან მშრომელი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია. ის რომ არა, საერთოდ რა გვეშველებოდა… მაგრამ, მაინც ვერ ვახერხებთ ნორმალურად ცხოვრებას. როგორ უნდა შევაკეთოთ ეს საზიზღარი სახურავი?! 
          თუმცა, არ დავუკარგავ იმ ფაქტს, რომ თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, სამსახური შემომთავაზეს. დამლაგებლის ვაკანსია გამოჩნდა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი – როგორ მინდა ისევ  ვიმუშაო…  მაგრამ მარიამს, ჯერ ვერავის ვუტოვებ, ის პატარაა. ბაღის ასაკის არ არის. გიორგისაც ყურადღება სჭირდება, გაკვეთილების მომზადებაში დახმარებაც…  თან ჩემი მუშაობის შემთხვევაში, სოციალურ დახმარებას მოგვიხსნიან და ეს ძალიან ცუდი მიდგომაა, ჩემი აზრით. როცა ღატაკ ადამიანს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, სოციალური დახმარება უნდა დაუტოვონ.
         – საინტერესოა, საჩუქრებიდან, გიორგის რა მოეწონა ყველაზე მეტად? 
          გიორგი: მე ტკბილეული მომეწონა, ძალიან გემრიელი იყო. ხშირად გვესტუმრეთ და ტკბილეული წამოგვიღეთ ხოლმე, მე ჩაიზე დაგპატიჟებთ, ლამაზი ჭიქებით დავლიოთ!

 ტკბილეული, მარიამს ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს…

         – აუცილებლად. ჭიქებიც ძალიან მოგეწონა, გატყობ… 
         გიორგი: ველოსიპედიც რომ ვინმეს ეჩუქებინა, გამეხარდებოდა. აქ ყველა ბავშვს ველოსიპედი აქვს, მე კი არ მაქვს. ნეტა, ვინმე გამომეხმაუროს და შემისრულოს ეს ოცნება. მართლა, ძალიან მინდა.
          აი, ნინის ტელეფონი უნდა. მასწავლებელი რაღაცეებს ავალებს, ინტერნეტში მოსაძიებელს და დედას ტელეფონით ვერ ახერხებს ხოლმე. მე კი ველოსიპედიც მეყოფა. ო-ო-ო-ო, როგორ ძალიან მინდა-ა-ა-ა…
        – ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ ბავშვებს? არანაირი გაჯეტი არ აქვთ?
        მადონა: კომპიუტერი ან ტელეფონი სჭირდებათ, მაგრამ მაგას როგორ ვითხოვ… სახლში ტელევიზორიც კი არ გვაქვს…  ონლაინ გაკვეთილებსაც, ხშირად ვერ ესწრებოდნენ… ამ პანდემიამ, ყველანაირად უკან დაგვწია…
           და მაინც, ჩემი უმთავრესი საზრუნავი და სადარდებელი სახლის სახურავია. ნეტა, წვიმა არ ჩამოგვდიოდეს… უფლის და კეთილი ადამიანების წყალობით, ამ გაჭირვებასაც გადავლახავთ, მჯერა! 
          – ხშირად ლოცულობთ? ტაძარში დადიხართ?
          მადონა: რა თქმა უნდა, უფლის მწამს!  ვლოცულობ!  თან იცით, რას დავაკვირდი? როდესაც ძალიან, ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდები და უფალს ვთხოვ დახმარებას, ის ყოველთვის გამომიგზავნის ხოლმე კეთილ ადამიანებს.
          10 წლის წინ, როდესაც ჩემი პირველი მეუღლე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით. გიორგი მაშინ სულ ციცქნა იყო და ავად გვყავდა. ის, გულის ღია სარქველებით დაიბადა. სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა ექიმთან რეგულარული ვიზიტები. მე კი, ფული არ მქონდა. ჰოდა, ვილოცე! მხურვალედ ვლოცულობდი, რომ ჩემი გიორგი კარგად მყოლოდა. ამ დროს, გაისმა ტელეფონის ზარი. ჩემი გარდაცვლილი მეუღლის თანამშრომელმა დარეკა. მან, მეორე დღესვე მოგვაწოდა ყველა ვიზიტის სამყოფი თანხა. 
          ასე მოხდა ახლაც… თქვენი თავი უფალმა გამომიგზავნა, ჩემო კეთილო ადამიანებო. კიდევ ერთხელ გადაგიხდით უდიდეს მადლობას!  უფალს ყოველთვის შევთხოვ – იმდენი შესაძლებლობა მოგცეთ, სხვა უამრავი გაჭირვებულიც რომ გაახაროთ და გააბედნიეროთ.
         მეგობრებო, თქვენი დახმარებით, კიდევ ერთ ოჯახს გავუთენეთ ბედნიერი და ლამაზი დღე. თუმცა, მათი პრობლემები, ამით არ დასრულებულა. მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და დახმარება. იმედია, შევძლებთ, ჩვენი საჩუქრებით, კიდევ გავუხაროთ გულები ნინის, გიორგის და პატარა მარიამს. ყველა ბავშვი იმსახურებს, იზრდებოდეს ნორმალურ, ადამიანურ პირობებში, არ სციოდეს და ჰქონდეს საკვები!
***
           თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
          სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
          მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: მუმლაძეების ოჯახი).
    თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის    მეშვეობით:
    https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/805-mumladze/
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
          მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 იან 13
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1173.00₾
2022 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
480.00₾
2022 თებ 17
გაზის წყლის გამაცხელებელი
390.00₾
2022 მარ 01
პროდუქტები
351.95₾
2022 ივლ 21
პროდუქტები
272.00₾

სულ ხარჯები:

2666.95₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
სანიკიძე სოსო
18.07.2022 20:00:00
₾8.00
მამისეიშვილი ლაურა
18.07.2022 20:00:00
₾5.00
მამაგულაშვილი ილია
18.07.2022 20:00:00
₾0.50
ლურსმანაშვილი თინათინ
18.07.2022 20:00:00
₾1.00
კუჭავა გრიგოლ
18.07.2022 20:00:00
₾5.00
ბახუტაშვილი ნონა
18.07.2022 20:00:00
₾3.00
არჩვაძე გიორგი
18.07.2022 20:00:00
₾10.00
ვენერა კოჭლამაზაშვილი
18.07.2022 20:00:00
₾1.00
თამარი თუთარაშვილი
17.07.2022 20:00:00
₾1.00
თამარი თუთარაშვილი
17.07.2022 20:00:00
₾1.00
ნანა მეტრეველი
17.07.2022 20:00:00
₾1.00
დავითი ტყეშელაშვილი
17.07.2022 20:00:00
₾5.00
შავლიძე ქეთევან
17.07.2022 20:00:00
₾5.00
ი/მ ხატია ზედელაშვილი
16.07.2022 20:00:00
₾5.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
16.07.2022 20:00:00
₾0.50
ირინე საბანაძე
14.07.2022 20:00:00
₾10.00
შმაგი გოგილაშვილი
14.07.2022 20:00:00
₾2.00
კახა შანიძე
14.07.2022 20:00:00
₾5.00
ვახტანგ აკოფიან
14.07.2022 20:00:00
₾10.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
14.07.2022 20:00:00
₾0.50

შემოწირულია:

₾2,666.00

176 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,666.00

176 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება