ეს ღუმელი თუ ჩაქრება, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ეს ღუმელი თუ ჩაქრება, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით!

page info icon
2022 იანვარი 10
page info icon
1777
„იცით, რომ მალე შობაა? შვილები გყავთ? მათთან თოვლის ბაბუა მოვა? კარგად იქცეოდნენ? თქვენც აჩუქებთ რამეს? თოჯინებსაც? კანფეტებსაც? ისეთ კაბებსაც, პრინცესა ელზას რომ აქვს?“ –მოგვაყარა უამრავი დამაბნეველი შეკითხვა 6 წლის ბარბარემ.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,908.53 ₾
( 145 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ეს ღუმელი თუ ჩაქრება, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
 „იცით, რომ მალე შობაა? შვილები გყავთ? მათთან  თოვლის ბაბუა მოვა? კარგად იქცეოდნენ? თქვენც აჩუქებთ რამეს? თოჯინებსაც? კანფეტებსაც? ისეთ კაბებსაც, პრინცესა ელზას რომ აქვს?“ –მოგვაყარა უამრავი დამაბნეველი შეკითხვა 6 წლის ბარბარემ.
 „მეუბნებიან, რომ შობის დღესასწაული ყველასთვის არ არის...“
         კარგად იქცეოდა, სახლშიც და სკოლაშიც. მაგრამ, ალბათ, ისევ დარჩება საახალწლო საჩუქრების გარეშე. შარშანაც არაფერი მიუღია... არც შობას, არც დაბადების დღეზე... ალბათ, ახლა, აღარც დაელოდება. ეცდება ადრე დაიძინოს, მეზობლის ბავშვების მხიარულ ჟრიამულს რომ არ უსმინოს. მასაც ხომ ისე ძალიან უნდა, პირველ იანვარს ეზოში გავიდეს და მეგობრებს აჩვენოს, რა აჩუქეს. დედიკო და მამიკო, სულ ეუბნებიან, რომ კარგი გოგოა. ნანა მასწავლებელიც კი სულ აქებს. ლექსიც ზეპირად ისწავლა. მაგრამ ბარბარემ იცის, რომ არც თოჯინა, არც საწოლის ლამაზი თეთრეული, მისი საყვარელი პრინცესებით, კანფეტიც კი არ ექნება.
ნუთუ, პატარა ბარბარესთვის, დღესასწაული არასდროს დადგება?
- რატომ ფიქრობ ასე, ბარბარე? თოვლის ბაბუას ხომ საჩუქარი, ყველა ბავშვისთვის მოაქვს? 
ბარბარე (6 წლის): არ ვიცი. დედა ამბობს რომ ის ერთია, ბავშვები კი ბევრი. მაგრამ მე ხომ კარგად ვიქცეოდი. ერთი-ორჯერ თუ გავაბრაზე დედიკო, და მორჩა! მაგრამ, სხვა ბავშვებიც ხომ აბრაზებენ?
- მომიყევი, როგორ იქცეოდი, მე თვითონ გადავცემ ყველაფერს თოვლის ბაბუას!
ბარბარე: „ეს ჩემი ძამიკოა, რეზი. წლინახევრისაა. შემიძლია ჩავაცვა. პამპერსის გამოცვლა კი, ჯერ არ გამომდის. მაგრამ, გპირდებით, ვისწავლი.  როდესაც ტირის, შემიძლია დავამშვიდო,“
 „ვუმღერი, ზღაპრებს ვუკითხავ. ის კი „პაჩის“ მეუბნება - ეგ ნიშნავს: „მოდი გაკოცო“
 „კიდევ თოჯინა მყავს, ვითომ ჩემი შვილია. რეზისავით მტირალა კი არ არის, მიჯერებს და არ შია“
 „კიდევ შემიძლია, ღუმელს შეშა რომ შევუკეთო. რომ ჩაქრეს, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით“
- დამარწმუნე, რომ ნამდვილად ძალიან ყოჩაღი სუპერგოგო ხარ! თოვლის ბაბუას შენზე აუცილებლად მოვუყვები.
ბარბარე: ოღონდ მარტო ჩემზე კი არა, ჩემს დედიკოზეც და მამიკოზეც. ისინიც კარგად იქცევიან. რეზიზეც. მშვენიერი ბიჭია, როცა არ ტირის.
 - ბევრი ფული რომ გქონდეს, რას აჩუქებდი მათ?
ბარბარე: დედას საღებავებს ვაჩუქებდი, აი, სახეზე რომ წაისვას და გაიპრანჭოს. ძალიან უხდება, როცა იპრანჭება. მამას ახალ ფეხსაცმელს ვაჩუქებდი. ვნახე, დაეხა. ახალს კი ვერ ყიდულობს, ამბობს, რომ მაგისთვის არ სცალია. „ჯობია, შენ გიყიდო კანფეტი“ - ასე მეუბნება. იცით, როგორ მიყვარს მამიკო? (ჩურჩულით მეუბნება) უფრო მეტად, ვიდრე დედიკო! ერთხელ ბანანი მომიტანა. ხანდახან ჩემთვის კანფეტიც მოაქვს. თავისთვის კი ფეხსაცმელს ვერ ყიდულობს. ჩემს ძამიკოს კი, მანქანას ვაჩუქებდი. სამი ცალი აქვს, მაგრამ ყველა გაფუჭებულია. და კიდევ გიოს გავუკეთებდი რამე საჩუქარს.
- გიო ვინ არის?
ბარბარე: ჩემი „შეყვარებულია“. ძალიან კარგი ბიჭია! ყველასგან გამორჩეული, ვმეგობრობთ. მე გულებს ვუხატავ და ვჩუქნი. ფული რომ მქონდეს, საახალწლოდ საათს ვაჩუქებდი. ვიცი, რომ საათი უნდა.
- მასაც უყვარხარ?
ბარბარე: არ ვიცი, მეუბნება, რომ კარგი გოგო ვარ და ორცხობილას მინაწილებს. ის საუკეთესოა!
 „ბევრი, ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, საჩუქრებს ყველას გავუკეთებდი. დედიკოსაც, მამიკოსაც, რეზისაც და გიოსაც!“
- საქართველოში ყველაზე კეთილი გოგონა ხარ! იცი?
ბარბარე: კი! ვიცი! რომ გავიზრდები, კიდევ უფრო კეთილი გავხდები. ექიმი გამოვალ და ყველას ვუმკურნალებ. კიდევ პრინცესა გავხდები და „მხატველი“.
         - ოჰ! მოასწრებ მერე ამდენ რამეს?
         ბარბარე: რა თქმა უნდა. დილაობით „ვიექიმებ“, მერე დავხატავ. პრინცესა კი სულ ვიქნები!
- პრინცესა-ექიმო, შეიძლება, ახლა შენს დედიკოსაც რომ გავესაუბრო? იქნებ მანაც გაგვიმხილოს სურვილები?
ბარბარე: მისი სურვილი ვიცი. სარეცხი მანქანა უნდა.
          - მადონა, ბარბარე ნამდვილი საოცრებაა! ვფიქრობ, საახალწლოდ, საჩუქრები აუცილებლად უნდა მიიღოს!
          მადონა: ეჰ, მართლაც საოცარი მყავს. მე კი, ძალიან განვიცდი, რომ რასაც იმსახურებს, მისთვის იმის ნახევარსაც ვერ ვაკეთებ. სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარული,  ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენი ერთადერთი სტაბილური შემოსავალი, სოციალური დახმარებაა, 300 ლარის ოდენობით. მეუღლე ყველანაირ სამუშაოს ეჭიდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კაპიკები არაფერში არ გვყოფნის. საკვებშიც კი. რეზი უკვე წლინახევრისაა, და ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე მყავს. არ ჰყოფნის, რა თქმა უნდა.
 „როდესაც შია, ისე მწარედ ტირის, რომ მასთან ერთად მეც მეტირება“
         მადონა: ღმერთმა ნუ ქნას, ავად გახდნენ ბავშვები. წამლებს თუ ვიყიდით, შიმშილობა მოგვიწევს მთელი თვე. ამიტომაც, კეთილ ადამიანებს მხოლოდ საჭმელს ვთხოვ. პროდუქტი გვჭირდება ყველაზე მეტად. ვაიმე, ნეტავ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიქნებოდი, ბავშვებმა, ზამთარში მაინც, სრულფასოვნად რომ იკვებონ.
- მადონა, თქვენ ხომ, საწოლებიც კი არ გაქვთ. არანაირი ტექნიკა არ გაგაჩნიათ!
მადონა: კი, სამწუხაროდ ასეა. სარეცხ მანქანასა და მაცივარზე ვოცნებობ. საწოლებიც აღარ ვარგა. არც არის ჩვენი. ამ სახლში ნაცნობმა შეგვიშვა, დროებით. როდესაც ქირა ვერ გადავიხადეთ,  ბინის პატრონმა გამოგვყარა, და ბავშვებით დავრჩით ქუჩაში. კეთილმა ადამიანმა, აქ ცხოვრების უფლება მოგვცა, სანამ ფეხზე დავდგებით. მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი გამოგვდის. ჩემი მეუღლე, დღე და ღამე ეძებს სამსახურს, ნებისმიერ შემოთავაზებაზე თანახმაა, მაგრამ... ახლა კი, ყველაფერი ისე გაძვირდა, რომ საკვების თანხის გადადებაც კი ვერ მოვახერხეთ
 „ამ საწოლებზე ყველას ერთად გვძინავს. მაგრამ, საკუთარი ჭერი რომ გვქონდეს, მზად ვარ, იატაკზეც კი დავიძინო“
ბარბარე: მე კი ვოცნებობ, საკუთარი საწოლი მქონდეს, „ელზა და ანას“ ბალიში და საბანი. დედა მეუბნება, რომ ასეთები მხოლოდ მულტფილმში არსებობს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ აქვთ სხვა გოგონებს.
მადონა: გეყოფა ბარბარე, დეიდას ნუ აწუხებ.
- შევაჯამოთ, როგორც მივხვდი, თქვენ გჭირდებათ სარეცხი მანქანა, მაცივარი და საწოლები.
მადონა: პირველ რიგში პამპერსი და საკვები გვჭირდება. დანარჩენი კი, როგორც გამოვა.
- გამათბობელი თუ გაქვთ?
მადონა: შეშის ღუმელი. ის გვათბობს და საჭმელსაც ზედ ვამზადებთ. გაზი გვაქვს, შემოყვანილია. მაგრამ ოჯახმა, ვინც აქ ჩვენამდე ცხოვრობდა, ვერ გადაიხადა და გათიშეს. იმხელა დავალიანებაა, ცხოვრების ბოლომდე ვერ დავფარავთ. 400 ლარი! წარმოგიდგენიათ?! არასდროს მინახავს ამხელა თანხა! თქვენ თუ შეგიძლიათ, გაზის დავალიანების დაფარვა? გაზი და გაზქურა რომ გვქონდეს, ჩვენი ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა.
 „შეშის გარეშე, ბავშვები გაიყინებიან და მშივრები დარჩებიან“
***
მეგობარო, ბარბარე საშობაო სასწაულს ელის! ელის სწორედ შენგან, ვინც ამ სიტყვებს კითხულობ. მან იცის, რომ ჩერნოვეცკის ფონდიდან მოსულ დეიდას, მისი სურვილები უბრალოდ არ ჩაუწერია. იცის, რომ ჩერნოვეცკის ფონდიდან მოსული დეიდას, დაპირებები ტყუილი არ არის, რომ ასეთ კარგ გოგონას, ყველა ნატვრა უნდა აუხდეს. დეიდამ იცის, რომ ჩერნოვეცკის ფონდს ყველაზე მაგარი მეგობრები ჰყავს, რომ უფრო მაგრები არიან, ვიდრე თოვლის ბაბუა. მათ ხომ, მხოლოდ საახალწლოდ კი არა, არამედ, წლიწადის ნებისმიერ დროს შეუძლიათ საჩუქრების ჩუქება! შეუძლიათ, მოაკლონ საკუთარ შვილებს, მაგრამ აუცილებლად დაეხმარონ ბარბარეს და მის ძამიკოს! 
ხომ შეგვიძლია, ამ მშვენიერი ბავშვებისთვის პატარა სასწაული რომ მოვახდინოთ?
         სარდალაშვილების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. ძალიან მადლობელი იქნებიან ყველაფრისთვის. პირველ რიგში კი, სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლები. და, რა თქმა უნდა, საჩუქრები ბარბარესთვის და პატარა რეზისთვის - სათამაშოები და ტკბილეული. თქვენი აზრით, მათი სურვილები არარეალურია?
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბარბარეს, რომ სასწაულები ხდება! რომ შესაძლებელია, მასაც ჰქონდეს ისეთივე ლამაზი დღესასწაული, როგორიც სხვებს აქვთ! მას ჩვენი სჯერა! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
          გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სარდალაშვილების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help