რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მოშორდით, არ ატიროთ ჩემი დედიკო!

calendar იანვარი 28, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თორემ მე შენ დარტყმა!“ – იმუქრება ლუიზა. დედას იცავს! ის ხომ დედიკოს საყვარელი გოგოა
კარინა: არა, საყვარელო, მეგობრები არიან, არაფერს გვაწყენინებენ. არ ვიტირებ, გპირდები. დასახმარებლად მოვიდნენ.
ლუიზა: ყველაფერი მესმის! და ვხედავ. გცემთ!
– არავის ვაწყენინებთ, პირობას გაძლევ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მოშორდით, არ ატიროთ ჩემი დედიკო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! 

„მოშორდი, არ ატირო ჩემი დედიკო!
თორემ მე შენ დარტყმა!“ – იმუქრება ლუიზა. დედას იცავს! ის ხომ დედიკოს საყვარელი გოგოა
კარინა: არა, საყვარელო, მეგობრები არიან, არაფერს გვაწყენინებენ. არ ვიტირებ, გპირდები. დასახმარებლად მოვიდნენ. 
ლუიზა: ყველაფერი მესმის! და ვხედავ. გცემთ!
– არავის ვაწყენინებთ, პირობას გაძლევ.
კარინა: ძალიან განიცდის, პრობლემებზე რომ ვიწყებ საუბარს, თვალებში მიყურებს, და ცრემლი თუ შენიშნა, მტრისას…

ოთახში ცივა, ძალიან ცივა. ობის სუნი ასდის ბეტონის კედლებს. აშკარაა, რომ ოთახი დიდი ხანია არ თბება. ტყუპი ბიჭები – სამველი და დათო, საწოლზე სხედან, თბილ საბნებში გახვეულები. ერთმანეთს ათბობენ. ყინვიდან შესულს, მომეჩვენა, რომ სახლში უფრო ციოდა, ვიდრე გარეთ.
         კარინა: ვერ ავაყენე. სკოლაშიც კი ვერ დადიან. არც თბილი ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. მთელი დღე ასე ვსხედვართ, საჭმელიც კი არ გვაქვს.
დათო (13 წლის): გული მტკიოდა, ამ საახალწლო ნაძვის ხეებს და მხიარულებას რომ ვუყურებდი. ჩვენ ხომ, პატარა ნაძვის ხეც კი არ გვქონდა. საჩუქრებზე რომ არაფერი ვთქვა. სურვილი კი მაინც ჩავიფიქრე – ცეკვაზე მინდა სიარული! მაგრამ ფორმის საყიდელი ფული არ გვაქვს. ძალიან ძვირი ღირს, ალბათ, 50 ლარი.
სამველი (13 წლის): მეც ჩავიფიქრე სურვილი – მინდა, რომ სპორტზე ვიარო. კიკბოქსიორი მინდა გამოვიდე! ახალ წელს სახლში არანაირი გემრიელობა არ გვქონდა, ერთი ცალი კანფეტიც კი!
         – და როგორ შეხვდით ახალ წელს?
          კარინა: ჩვეულებრივი დღე იყო: სიცივე, ცრემლი და პური. ტელევიზორიც კი არ გვაქვს, სხვების მხიარულებას მაინც რომ ვუყუროთ.
 „შოთიკომ ოცნების სახლი დახატა, ყველანი ვაკვირდებოდით, სურვილებიც ჩავიფიქრეთ. იქნებ ჩვენ მაინც აგვიხდეს“
          – შენ რა სურვილები ჩაიფიქრე, შოთიკო? შეგიძლია, მეც მითხრა? თუ საიდუმლოა?
           შოთიკო (14 წლის): ჩემი სურვილები ძალიან უბრალოა. გეტყვით, რატომაც არა… ჩავიფიქრე, იმდენი ფურცლები მქონდეს, რომ არასდროს გამომელიოს. კიდევ ფუნჯები და საღებავები. ფერადი ფანქრები… იცით, ახლახან ფურცლები რომ აღარ მქონდა, ორივე მხრიდან მოვხატე ყველა, მერე კი, პატარა ბავშვივით ვტიროდი… ძალიან მინდოდა ხატვა და არაფერი არ მქონდა. ისე შემრცხვა, ამხელა კაცი რომ ვტიროდი. მაგრამ, ცრემლები თავისით მომდიოდა.
   
 „ხატვა ყველაფერს მავიწყებს. ვხატავ ჩემს სამყაროს, ისეთს, როგორშიც ვისურვებდი ცხოვრებას“
         – როდის გაქვს დაბადების დღე, შოთიკო? საახალწლო საჩუქრები არ მიგიღია. იქნებ გაქვს დაბადების დღის სანუკვარი სურვილი?
          შოთიკო: მალე მაქვს დაბადების დღე, 8 მარტს. გამიხარდება, თუ ვინმეს გავახსენდები და დამირეკავს. რამე სახატავ მასალასაც თუ მომიტანენ, უზომოდ ბედნიერი ვიქნები. კიდევ, გამიგია, რომ მხატვრებისთვის არსებობს პლანშეტები, სპეციალური ფანქრით. იქ შეიძება ხატვა და ქაღალდიც არ არის საჭირო. მაგრამ მე ვერც ვიოცნებებ მაგაზე.
– თქვენ რაზე ოცნებობთ, კარინა? ალბათ, როგორც, ჩვენი ბენეფიციარების უმეტესობა, სარეცხ მანქანაზე?
კარინა: არა, ჩვენი დედები და ბებიები ხომ ცხოვრობდნენ როგორღაც სარეცხი მანქანის გარეშე, მეც ვიცხოვრებ! მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, ბავშვებს საჭმელი რომ ჰქონდეთ, ლუიზას კი პამპერსი. ეს არის ჩემი ერთადერთი ოცნება. ვიცი, რომ ბინას არავინ მაჩუქებს, ამიტომაც, იმაზე ვოცნებობ, რაც რეალურია.

 „წარმოიდგინეთ, დედის გულში რა ხდება, როდესაც ბავშვები საჭმელს ითხოვენ, მას კი აღარაფერი აქვს? ფქვილიც კი…“
– ეს რა შენობაა? ქირას იხდით?
კარინა: არა, თვითნებურად დავიკავეთ ეს ოთახები. საშინელებაა, მაგრამ ქირის გადახდის საშუალება არ გვაქვს. სოციალური დახმარება და ლუიზას პენსიაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ვყიდულობ ფქვილს, ზეთს, ლუიზასთვის პამპერსს და ვიხდი კომუნალურ გადასახადებს. თუ მეუღლემ იმუშავა და რამის მოტანა მოახერხა, ბოსტნეულს, ხილს, ხანდახან ხორცსაც ვყიდულობთ.

 „ჩვენს ფილტვებს ობი ჭამს! შეხედეთ, ბავშვები რას სუნთქავენ…“

 „იატაკი? ბეტონი შეიძლება ნებისმიერ წამს ჩაინგრეს“
         – რას ჭამთ?
         კარინა: აი, დიდი ქვაბი მაქვს: „თხელ წვნიანს“ მოვხარშავ ხოლმე, წყალი რომ შეიღებოს და ცოტა გემო რომ ჰქონდეს.

 „წყალში ვყრი კარტოფილს, ბრინჯს ან მაკარონს, რამე ბოსტნეულს, ტომატს… ზეთი თუ გვაქვს, მეფური სადილი გამოდის, თუ არა – დიეტური. ორი დღე უნდა ვიმყოფინოთ. ასე ვცხოვრობთ“
ლუიზა: ლუიზას ვაშლი უყვარს! ღმერთი ვაშლს აჩუქებს ლუიზას! მე დედამ საავადმყოფოში… ნემსი. აღარ მინდა! ვაშლი მინდა!
– ლუიზა, ხედავ, პირობა შევასრულე, არ ტირის შენი დედიკო. გპირდები, ბევრი მეგობარი გეყოლებათ, შენ, შენს დედიკოსაც და ძამიკოებსაც. ისინი ვაშლსაც გაჩუქებენ და ბევრ სხვა საჭირო ნივთსაც.
ლუიზა: ნახე რა მაქვს! დედიკომ მაჩუქა! ღმერთი დალოცავს ყველა კეთილ ადამიანს!

 „ეს ჯადოსნური ფულია. ბევრი ასეთი რომ შევაგროვო, სახლში სითბო იქნება!“

„ორი ცალი ჯადოსნური ფული მაქვს!“
***
      ესეც კიდევ ერთი ისტორია იმედგაცრუებისა და სასწაულების რწმენის! კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც ჩვენს გარდა არავის სჭირდება. ჩერნოვეცკის ფონდში კი, ვიცით, რომ  იმ ოჯახების ცხოვრება, ვის შესახებაც ჩვენ გიამბობთ, ჯადოსნურად იცვლება, თქვენ კი ამ ისტორიებს კითხულობთ და თქვენს მეგობრებს უზიარებთ. ლუიზა მადლობას გეტყვით, ღმერთი კი მის სიტყვებს აუცილებლად შეისმენს! ასეთი ბავშვები ხომ მისი შვილები არიან!
კარინა გრიგორიანის ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. დიდ მადლობას გეტყვიან ყველანი. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მათ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, საწოლები და კომუნალური გადასახადების დაფარვა.
იქნებ, ისეთმა ადამიანებმა წაიკითხონ ეს ისტორია, ვინც შეძლებს ამ ოჯახის ზამთრის ყინვისგან გადარჩენას? იქნებ, შეძლოს ვინმემ და გათბობის საფასურის გადახდა საკუთარ თავზე აიღოს?
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი, სახლი 9/2, ოთახი 52.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ მათ, რომ სასწაულები ხდება, რომ მათთანაც შეიძლება იყოს სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
          გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
           არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კარინა გრიგორიანი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
            დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 თებ 15
მედიკამენტები
50.17₾
2022 თებ 15
მედიკამენტები
69.88₾
2022 მარ 01
პროდუქტები
299.93₾
2022 მარ 22
პროდუქტები
282.01₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
175.00₾

სულ ხარჯები:

876.99₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
08.03.2022 18:35:21
₾10.00
მაისურაძე ამურ
28.02.2022 20:00:00
₾1.00
ზედგინიძე ილია
20.02.2022 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
20.02.2022 18:07:11
₾2.00
კეთილი გული
17.02.2022 06:32:17
₾20.00
კეთილი გული
16.02.2022 21:43:57
₾50.00
მაკა ჩუბითიძე
13.02.2022 20:00:00
₾20.00
ხვთისო ტაბლიაშვილი
10.02.2022 15:31:21
₾20.00
კეთილი გული
10.02.2022 11:28:31
₾20.00
ნესტანი ჯუმუშაძე
09.02.2022 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
08.02.2022 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
08.02.2022 09:00:41
₾44.22
მარტყოფლიშვილი მარი
07.02.2022 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
06.02.2022 13:05:52
₾50.00
გოგიძე ედვარდი
05.02.2022 20:00:00
₾20.00
ლევან ახობაძე
05.02.2022 20:00:00
₾5.00
ოშაყმაშვილი გოჩა
04.02.2022 20:00:00
₾20.00
კონსტანტინე ჩიტიშვილი
04.02.2022 20:00:00
₾1.00
გიორგი სომხიშვილი
04.02.2022 20:00:00
₾20.00
მაჩაბელი თეიმურაზ
03.02.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾876.22

43 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾876.22

43 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება