პროექტის რეპორტი მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო!

page info icon
2022 თებერვალი 7
page info icon
1844
საქართველოში, მარტოხელა დედობა განაჩენია! მდგომარეობა ორმაგად საშინელია, როდესაც პატარა შვილებს მარტოდ ვერ დატოვებ, რომ იმუშავო. პროდუქტი კი იმდენად გაძვირდა, რომ მიზერული სოციალური დახმარება არაფერში გყოფნის. „როდესაც ფული გამომელევა, მათხოვრად ვარ ქცეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ხან მაღაზიაში ვიხვეწები პროდუქტს, ხან მეზობლებთან“, - ამბობს დედა ნათია, და დარცხვენილი, სახეზე იფარებს ხელებს. ბავშვებს ყოველდღე ებოდიშება, რომ არ გამოსდის კარგი დედობა. განა ასეთი ცხოვრება უნდოდა მათთვის, როდესაც უფალს სთხოვდა, შვილი ეჩუქებინა მისთვის!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,366 ₾
( 137 დონორი )
დასრულებულია
«ტორტუკა თუ დამსვრის, ახალი სარეცხი მანქანა ყველაფერს გარეცხავს“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„როდესაც მიხარია, მინდა თვითმფრინავივით ფრენა“

 მარიამი ფუმფულა ნამცხვარს ჰგავს, რომელსაც შაქრის პუდრი აქვს მოყრილი! მისი შეჭმა მოგინდება! და ამ გემრიელ, პატარა გოგონას, არასდროს ჰქონია ტკბილეული, რომელზეც ამდენს ოცნებობდა. სამაგიეროდ, უამრავი სიმწარე ჰქონდა: არანაირი სათამაშოები, არანაირი მულტფილმები, არანაირი ტანსაცმელი, და არც ნორმალური დასაძინებელი ადგილი. თქვენს გარეშე, მას ეს ყველაფერი არ ჰქონდა! გავიხსენოთ, როგორ ცხოვრობდა შერმადინების ოჯახი:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/834-shermadini/

 სამაგიეროდ, ახლა მარიამს იმდენი ნამცხვარი აქვს, შოკოლადითა და მარმელადით, რომ შეუძლია დიდ სათამაშო ძაღლსაც კი აჭამოს. აჭამოს რა, „პეჩენია“ მაინც მარიამის ულამაზეს პირში აღმოჩნდება ხოლმე. ახლა, მან გაიგო ტორტის გემო, და იცის როგორ დაისვაროს მისი კრემით პაწაწინა ხელები. იცის, რას ნიშნავს თბილი და მყუდრო საწოლი. იცის, ვინ არიან ფიქსიკები, ბემბი და რაპუნცელი - ტელევიზორიდან.

 მისმა ძმამ კი, ირაკლიმ, პატარა სპაიდერმენი გაიცნო და იმედი აქვს, რომ მალე, დიდიც ესტუმრება.

 სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მამიკოს სიყვარულსა და ყურადღებას ვერ ვაჩუქებთ. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ამ ორი ბავშვისთვის, რომელსაც ნათია სრულიად მარტო ზრდის. მადლობას გიხდით სიყვარულისთვის, სითბოსთვის და დადებითი ემოციებისთვის, რომელიც გაუზიარეთ შერმადინების ოჯახს.

 - ნათია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

 ნათია (დედა): თვითონ პოსტი არ მინახავს, ახლა ინტერნეტი არ გვაქვს, მაგრამ, ვნახე მკითხველთა რეაქცია. ისეთი ამბავი ატყდა ჩვენს გარშემო - ზარები, მნახველები, დახმარება. ყველაფერი ერთად! ესე იგი, ისე უამბეთ მათ ჩვენი ამბავი, რომ ხალხი მაშინვე მიხვდა, რა მდგომარეობაშიც ვიყავით და როგორ გვიჭირდა. ძალიან დიდი მადლობა!

ისეთი ბედნიერები არიან ბავშვები, უხარიათ ახალი ტანსაცმელი, სახლში ახალი ნივთები, თოჯინები, მანქანები. მარიამს ოცნება აუსრულდა, ზუსტად ისეთი ტორტი მიიღო, როგორიც უნდოდა! კრემით მორთული, ხილის. ირაკლი აღფრთოვანებულია ტელევიზორით, ბოლო დროს, ზედმეტიც კი მოუვიდა ყურება. (იღიმის.) თავისთავად, მათ ასეთ კმაყოფილებს და გახარებულებს რომ ვხედავ, მეც ბედნიერი ვარ! ბავშვების გამო მოგწერეთ. ვიცი, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლიათ თქვენს მკითხველებს. ჩემს შვილებს კი, ეს ძალიან სჭირდებოდა.


„კიდევ, იმიტომ მომწონს ტელევიზორი, რომ ყველანი ერთად ვიკრიბებით“


 - ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

ნათია: აბსოლუტურად ყველას, მინდა მადლობა ვუთხრა. ყველას გულკეთილობას ძალიან ვაფასებ და ყველანი მიყვარხართ! გორიდან, კარგი ბიჭები გვესტუმრნენ, ჩამოგვიტანეს სათამაშოები და პროდუქტი. უზომოდ გაახარეს ბავშვები, თვალები უბრწყინავდათ. არაჩვეულებრივმა ქალბატონმა თინამ, ემიგრანტმა გერმანიიდან - გამოგვიგზავნა ტანსაცმელი და სხვადასხვა გემრიელობები... ყველა საოცარია, ოქროს გულის მქონე ადამიანები! კიდევ,  ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა მოგვინახულა - მოგვიტანეს საბნები და ლეიბები, ახლა, რბილად და თბილად გვძინავს. არასდროს დამავიწყდება ყურადღებიანი და საოცარი ლია სერგეევა, მან გვაჩუქა საბნები, საბნის პირები და ზეწრები. და კიდევ, ერთი ძალიან გულთბილი ქალბატონი - მირანდა აბაკელია, რომელმაც პროდუქტი მოგვიტანა. ბაღში კი, მშობლებმა ჩვენთვის თანხა შეაგროვეს და საჭირო ნივთები მოგვიტანეს... ამდენი რამის, ამდენი მზრუნველობის შემდეგ, უანგარო სიკეთის როგორ არ უნდა მჯეროდეს?! ყველანი მიყვარხართ, ხალხო, ყველას გლოცავთ!



 „ტორტუკამ რომ დამსვაროს, შენ ყველაფერს გარეცხავ, არა დედიკო?“

 - ნათია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?

 ნათია: ისინი, მხოლოდ ნერვებს თუ მოგიშლიან. არაფერს ველოდი და არაფრის იმედი მქონდა. მართალიც ვიყავი. რა დახმარება? პირიქით, ხანდახან, სოციალურად დაუცველებს პროდუქტს რომ დაურიგებენ, ჩვენ ვავიწყდებით, და მერე, დიდი ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ, გვაძლევენ.

 - რას ნიშნავს მკითხველთა დახმარება და თანადგომა პირადად თქვენთვის? 

 ნათია: თქვენი სიკეთე გადამდებია. (იღიმის.) ბავშვებმა დაინახეს ამხელა ყურადღება, ამდენ ადამიანს ჩვენი დახმარება რომ უნდოდა, ყველა ჩვენს გადარჩენას რომ ცდილობდა. ახლა, კარგად იციან, რომ საქართველოში, ყველა ეხმარება ერთმანეთს. განსაკუთრებით ირაკლიმ, ის უფროსია, ყველაფერს ამჩნევს. და აი, მან დაინახა, რომ ყველას ადარდებს სხვის გასაჭირი. ჩვენთან სხვაგვარად არ ხდება. ჩემი შვილიც მეუბნება: „დედა, რომ გავიზრდები, მეც დავეხმარები სხვებს. კარგი საქმეა, მომეწონა.“

„გასინჯე, რა გემრიელია, მერე, შენ თვითონაც მომთხოვ!“

 - მითხარით, ბავშვებო, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? როგორ ითამაშებთ ახლა?

 ირაკლი: მარის ძალიან მოეწონა თოჯინები, როგორც იქნა, გახარებულია და იცინის. ისე სასაცილოდ თამაშობს ხოლმე (იღიმის.) რასაც თვითონ აკეთებს, მისმა თოჯინებმაც იგივე უნდა გააკეთონ. დასაძინებლად რომ დაწვება, ყველას დააწვენს, დააფარებს და აკოცებს. მარი რომ ჭამს, ყველა მისი სათამაშოც სადილობს. თქვენს შოკოლადებს აჭმევს. (იღიმის.)

 მარიამი: უკვე ჩემი შოკოლადებია ეგენი.

 ირაკლი(დას აკოცა და ისე გაუშვა ხელი.) მერე ამბობს: მე, ყველზე მეტად ტელევიზორი მომწონს. ახლა, ჩვენს სახლში აღარ არის ისეთი მოწყენილობა, როგორც ადრე. კიდევ მანქანები მაჩუქეს და სათამაშო სპაიდერმენი. სპაიდერმენის დიდ ფორმას თუ მომიტანენ, ხომ არ იცით? რა კარგი იქნებოდა...

მარიამი(ექაჩება ძმას ტანსაცმელზე.): ირაკლი, ჩემი ტორტიც უთხარი!

ირაკლი: კი, ვეტყვი. ორჯერ მოგვიტანეს ტორტი. მარი სულ იხსენებს, როგორი გემრიელი და ლამაზი იყო. დედამ ისეთი ნაჭერი მისცა, მორთულობით და კრემის დიდი ყვავილით. მარიამი რომ გაეხარებინა. მას ხომ ყველაზე მეტად უნდოდა ტორტი. ცოტა კი დაისვარა კრემით. მერე დედიკომ მისი ზედა ახალ სარეცხ მანქანაში გარეცხა. ახლა, იქ რეცხავს ყველაფერს, რაც დაისვრება.

 (მარიამი გვაჩვენებს ზედას, რომელიც აცვია.)

 ირაკლი: კი, ეს დასვარა (იღიმის.) მაგრამ უკვე აღარაფერი ეტყობა.

„ყველაფერს რასაც მე დავსვრი, ის რეცხავს!“

„აღარ შია, ვაჭამე უკვე!“

 - ესე იგი, ჩვენი მარი ტირილს გადაეჩვია და კმაყოფილია ყველაფრით.

 ნათია (ამოიოხრა.): ბაღში სიარული არ უნდა, ისტერიკაში ვარდება და გაუჩერებლად ტირის. ამბობს, რომ ყველას მამები აკითხავენ. ეს არის მისი ტირილის მიზეზი. არ მინდა, ძალა რომ დავატანო. ბავშვებს მამის გარეშე ძალიან უჭირთ. ამის გამო, ორივე ნერვიულობს. არ გვინდა ამაზე საუბარი, გული არ ეტკინოთ. 

 „მარიამ, მოდი დავატოლოთ, ეს კოშკი შენზე მაღალია?“

 - იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენი ფონდის მეგობრებს თქვენი დახმარება შეუძლიათ?

 ნათია: დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. თქვენ უკვე ყველაფერს გიყვებით... ირაკლის გლანდები აწუხებს, საბუთები უნდა მოვაწესრიგო, რომ ოპერაცია ჩაუტარდეს.

 ახლახან, ჩვენს გაზქურას ცეცხლი წაეკიდა. ძალიან შეგვეშინდა. კიდევ კარგი, მეზობელი შემოვარდა, ტილო დააფარა და ცივი წყალი გადაასხა. საბედნიეროდ, ცეცხლი სხვას არაფერს გადაედო, მაგრამ, გაზქურა აღარ გვაქვს. ეს პრობლემაა, არ ვიცი, საჭმელი როგორ მოვამზადო. თუ შეიძლება, რამე რომ მოხერხდეს... მე თვითონ, ალბათ, ვერაფერს ვიზამ. 

 ყოველდღე, უფლის წინაშე მადლობას გიხდით.

***

მეგობრებო, ნათია დახმარების თხოვნით, ვერავის მიმართავს სხვას. მხოლოდ ჩვენთან ჰპოვა ნდობა და მხარდაჭერა, ჩვენთან ის გულახდილია, როგორც ახლობელ ადამიანებთან. გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია ამ პატარა, ლამაზი ოჯახისთვის, რომელსაც სიღატაკე ძირს უთხრის და ცდილობს, რომ დააუძლუროს.
             გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, პატარა მარიამისთვის და ირაკლისთვის, რომლებსაც ახლა ღრმად სწამთ სიკეთისა და სიყვარულის, და უნდათ, ქველმოქმედები რომ გამოვიდნენ. დამეხმაროთ ამ დიადი მიზნის მიღწევაში! დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს იმაში, რომ ძალა მოიკრიბონ და გადალახონ ყველა სირთულე.
           თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
            ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
              სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
             მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
            თქვენი სიკეთე - იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
           კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
      ჩვენი ფონდის ანგარიში: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
            თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/834-shermadini/
             თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).         
            შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - 0901 200 270
            ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!




მსგავსი პროექტები: