რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„კვამლში გახვეულებს გაგვეღვიძა, სუნთქვა გვიჭირდა. ბავშვები ახველებდნენ, იგუდებოდნენ, შიშისგან ყვიროდნენ. ყველას კარისკენ ვუბიძგებდი გიჟივით. ჩვენს ბინას ცეცხლი ეკიდა! ქუჩიდანაც ჩანდა. ეზოში ყვიროდნენ: „სახლი იწვისო!“ გარეთ რომ ავღმოჩნდით, უცებ მივხვდი, რომ ჩვენთან ერთად ბასილი არ არის. ის ზემოთ დარჩა, ცეცხლში! დაჩოქილი, გიჟივით ვევედრებოდი უფალს: „ღმერთო, ღმერთო! იქ ჩემი შვილია, ოღონდ მოასწრონ მისი გამოყვანა! გემუდარები, გადამირჩინე!“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ძილში გვეკიდა ცეცხლი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
უღიმღამო დერეფანს, თითქოს ქვესკნელში მივყავართ, და არა ბინისკენ
„კვამლში გახვეულებს გაგვეღვიძა, სუნთქვა გვიჭირდა. ბავშვები ახველებდნენ, იგუდებოდნენ, შიშისგან ყვიროდნენ. ყველას კარისკენ ვუბიძგებდი გიჟივით. ჩვენს ბინას ცეცხლი ეკიდა! ქუჩიდანაც ჩანდა. ეზოში ყვიროდნენ: „სახლი იწვისო!“ გარეთ რომ ავღმოჩნდით, უცებ მივხვდი, რომ ჩვენთან ერთად ბასილი არ არის. ის ზემოთ დარჩა, ცეცხლში! დაჩოქილი, გიჟივით ვევედრებოდი უფალს: „ღმერთო, ღმერთო! იქ ჩემი შვილია, ოღონდ მოასწრონ მისი გამოყვანა! გემუდარები, გადამირჩინე!“
მას შემდეგ, დედა ნატალია, დღემდე აზრზე ვერ მოსულა. ბასილის დამწვრობის საშინელი ნაკვალევი დარჩა ორივე ფეხზე. ის დღე ეჯავრება და იმ კოშმარის დავიწყება უნდა. მაგრამ მაინც, ისევ და ისევ უბრუნდება მას. ცეცხლმა შთანთქა ყველაფერი, რაც ნადარაიების ოჯახს გააჩნდა. დარჩა მხოლოდ საშინელი შავი კედლები და საშინელი სიღატაკე.
მერიაზე მეტი გულმოწყალება მეზობლებმა გამოიჩინეს. ცარიელ ბინაში დროებით შეუშვეს საცხოვრებლად. საშინელ სივიწროვეში, წვალობს შვიდი ადამიანი: ბავშვები მარი, ბასილი, ჰერასიმე, ქეთი, გიო და ნატალია და მისი მეუღლე გია. საჭმელს გაზის ბალონზე ამზადებენ, მხოლოდ კარტოფილით იკვებებიან. კიდევ ორი შვილისთვის დასაძინებელი ადგილიც კი ვერ გამოინახა, ხანძრის შემდეგ, ბებიასთან ცხოვრობენ, ოზურგეთში.
მრავალშვილიანი ოჯახი კატასტროფულ მდგომარეობაშია! ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ.
– ნატალია, ამ შენობაში როგორ აღმოჩნდით?
ნატალია: რამდენი წელია უსახლკაროდ ვართ. მერიას მივმართეთ თხოვნით. გვითხრეს: „მიტოვებული შენობა ნახეთ, კარი გატეხეთ, შედით და იცხოვრეთო“. ეს სენაკის სამხედრო ბაზის ოთახებია. აქ ცხოვრობს კიდევ 20 უსახლკარო ოჯახი. მაგრამ, ხანძარმა მხოლოდ ჩვენ დაგვაზარალა.
– ეს როგორ მოხდა? რა იყო ხანძრის მიზეზი?
ნატალია: გაყვანილობა ძველია, არაფრად ვარგა. საერთოდ რამე ვარგა აქ? ღამით გაყვანილობას ცეცხლი წაეკიდა, ყველას გვეძინა. თავიდან, რომ გამეღვიძა, მეგონა ღუმელი ბოლავდა. ჟანგიანი, დაზიანებული ღუმელი გვქონდა – ღამით ბოლავდა ხოლმე. მერე მივხვდი, რომ ვეღარ ვსუნთქავდი, თვალებს ვეღარ ვახელდი კვამლისგან. პანიკაში ჩავვარდი, ბავშვების გაღვიძება დავიწყე.
ბასილი (14 წლის): პირველმა მე გავიღვიძე, ლეკვი წკმუტუნებდა და მეც გამაღვიძა. ეგ ლეკვი ქუჩაში ვიპოვე, ვუვლიდი, მან კი სიცოცხლე გადამირჩინა.
ნატალია: ვაიმე, რის გადატანა მოგიხდა, ჩემო საბრალო ბიჭო! საკუთარი თავი აღარ მახსოვდა, ისეთი არეულობა იყო, მეგონა, ყველა ბავშვმა მოასწრო ჩასვლა. თურმე, ბასილიმ ვერ მოასწრო – კარებს მოეკიდა ცეცხლი. მოვკვდებოდი, რომ ვერ გადაერჩინათ, ნამდვილად მოვკვდებოდი! (თავში იხლის ხელებს) მეუღლე და მეზობლები ზევით აცვივდნენ, სახანძროს და სასწრაფოს მოსვლამდე ჩამოიყვანეს. მერე გვიანი იქნებოდა. ვაიმე, ვაიმე, გვიანი იქნებოდა მერე! (სახეზე იფარებს ხელებს.)
– გახსოვს ის დღე ბასილი?
ბასილი: საშინელი დღე იყო, გახსენება მეჯავრება. საავადმყოფოში ორი თვე ვიწექი. ყველაფერი მტკიოდა.
ნატალია: მაშინ ბავშვიცხრა წლის იყო. რა შიში ჭამა! 2018 წლის 21 თებერვალი ჩვენთვის საშინელი დღე აღმოჩნდა. ბავშვს სახეც ჰქონდა დამწვარი, ტანიც, განსაკუთრებით ფეხები. როგორც მითხრეს, III–IVხარისხი. ჩემი შვილი დამწვრობის ცენტრში დააწვინეს.
მთელი ორი წელი, ჩემი ბიჭი სახლიდან ვერ გადიოდა. მზეზე გასვლა არ შეიძლებოდა. ვასრულებდით ექიმის მითითებას. რა გვექნა, აბა? სკოლა ახლოს არის, მაგრამ იქაც არ შეიძლებდა წასვლა – ხან ვის ვთხოვდი მანქანით წაყვანას, ხან ვის.
მთელს სხეულზე დამწვრობის ნაკვალევი, იმ საშინელ დღეს ახსენებთ
– ბასილ, ახლა როგორ გრძნობ თავს?
ბასილი: ნორმალურად, დავდივარ, დავრბივარ კიდეც. სად მცალია, ჩემს ფეხებზე რომ ვიფიქრო. ჯობია წავიდე და ჩემი ოჯახისთვის ვიშოვო რამე. ჯართს ვეძებ, ვაბარებ, ფულს მაძლევენ. ბიჭებმა ზღვასთან ერთი ადგილი ვნახეთ. იქ ბევრი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. ხან კარგი დღეები მაქვს, ხანაც ვერაფერს ვერ ვპოულობ და ეზოში ვთამაშობ.
ეხლა ჭიდაობაზე ჩავეწერე. ჩემი კლასელი, დათო ჯღერენაია დადის და მეც წამიყვანა. ზოგი ილეთი ვიცი, მაჩვენა.
ბასილი სერიოზულია, თავის ოჯახზე ფიქრობს
– რას ისურვებდი შენი ოჯახისთვის, ბასილი?
ბასილი: ერთი პატარა სახლი გვინდა, ნორმალურად რომ ვიცხოვროთ. და კიდევ, მინდა დედიკომ აღარ იწვალოს და მეზობლებთან არ ირბინოს, როდესაც სარეცხი მანქანა ან გაზქურა სჭირდება. საჭმლის პრობლემა რომ აღარ გვქონდეს.
– გიფიქრია, როგორი იქნება შენი ცხოვრება ათი წლის შემდეგ?
ბასილი: მინდა მქონდეს ნორმალური სამსახური, ნორმალური გოგონა გავიცნო, რომელიც ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ჩემს ოჯახს უჭირს და სახლი არ გვაქვს. მაგრამ, სახლი მაინც აუცილებელია, არ ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
ნატალია: წამოდით, გაჩვენებთ, სად იყო ხანძარი. ერთი წუთით გავხსნი კარებს.
გიო (8 წლის): დე-ე-ე! იქ არ წახვიდე! არ მიყვარს! დე-ე! (წუწუნებს) შენ რატომ მიდიხარ იქ? (მე მეკითხება.) იქ საშინელი ბინაა. კაი, წადი, შეგეშინდება ახლა, წადი, კაი!
ნატალია: არ შეგეშინდეთ. საშიში აღარაფერია, ყველაფერი უკვე დაიწვა. ხედავთ, რა ამბავია აქ?
სწორედ ის საშინელი ბინა
სათამაშო ეულად დევს და კიდევ უფრო ამძიმებს საშინელ შთაბეჭდილებას
მერიამ უპასუხოდ დატოვა რემონტში დახმარების თხოვნა. არც სხვა საცხოვრებელს აძლევენ
მერიამ უპასუხოდ დატოვა რემონტში დახმარების თხოვნა. არც სხვა საცხოვრებელს აძლევენ
ახლა მეზობლის ოთახებში გადავედით. რა თქმა უნდა, მერიასაც მივმართეთ. პირველ რიგში, იქ მივედით. მაგრამ, ვინ მოგვისმინა? აქ რემონტს არ აკეთებენ, არც სხვა ბინას გვაძლევენ. „გეკუთვნით, სიაში ხართო“, – გვეუბნებიან. უკვე ათი წელია, სიაში ვართ, იუბილეს აღნიშვნა შეიძლება. (ამბობს სევდიანი ღიმილით.)
კარადა არ აქვთ, ტანსაცმელი პირდაპირ კედელზე კიდია, როგორც მუშების გასახდელში
– ნატაშა, რას აჭმევთ ამხელა ოჯახს?
ნატალია: კარტოფილს. ჩემი შვილები, ნახევრად კარტოფილისგან შედგებიან.
(ბავშვებს ეს სასაცილოდ ეჩვენებათ)
გიო: დე, მე არ მინდა კარტოფილისგან შევდგებოდე. მინდა ხაჭაპურისგან და შემწვარი ქათმისგან ვიყო.
ჰერასიმე (10 წლის): მეც არ მინდა ვიყო პიურესი. მინდა ვიყო ხინკლის და სარდელის.
ნატალია: ეჰ, ჩვენ მაგის საშუალებას ვინ მოგვცემს? ვიცინით, მაგრამ ნამდვილად ასეა. როგორც კი ავიღებ სოციალურ დახმარებას (940 ლარს), მაშინვე ვყიდულობ ერთ ტომარა კარტოფილს, ერთ ტომარა ფქვილს (100 ლარი) და შეშას (80 ლარი). წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ მერია რაღაცას გვაძლევს. რძეს, ერთ ქათამს, ათ ცალ კვერცხს – თითოს ერთ სულზე.
სამაგიეროდ, დენის და წყლის გადასახადის სოციალური დახმარებიდან ჩამოჭრა, არ ავიწყდებათ. ადრე, სანამ ხანძარი მოხდებოდა, დენის გადასახადს გვაჭრიდნენ, გეგონება, ყველაფერი წესრიგში იყო. არავინ ფიქრობდა უსაფრთხოებაზე. ჩვენს სიცოცხლეზე არავინ ფიქრობდა.
ხუფები რაც არ უნდა ატრიალო, გემრიელი სადილი არ გაჩნდება
გაზი არ გვაქვს. საჭმელს გაზის ბალონზე ან ღუმელზე ვამზადებ. ინტერნეტი არ გაჰყავთ, იმიტომ, რომ საცხოვრებელი არ არის გაფორმებული. როგორც კი ონლაინ სწავლება იწყება, ჰაერში რჩებიან ჩემი შვილები.
– ნათესავებიდან არავინ გეხმარებათ?
ნატალია: მე და გია ერთმანეთისთვის მეუღლეებიც ვართ, ნათესავებიც და მთელი ქვეყანაც. ვინ შევაწუხოთ? ვის აქვს საშუალება, ამხელა ოჯახს რომ დაეხმაროს?
ერთი ნორმალური სკამიც კი არ გვაქვს. ჰერასიმე შეკეთებას ცდილობს
– როგორ მიხვდით, ერთად რომ უნდა ყოფილიყავით? როგორ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
ნატალია: სამკერვალო ფაბრიკაში ერთად ვმუშაობდით, იქ გავიცანით ერთმანეთი. მე დაშორებული ვიყავი მეუღლეს, ისიც…
გია (მეუღლე): ნატაშასთან ლაპარაკიდან გამომდინარე, ჩემთვის გამოვიტანე დასკვნა, რომ კეთილი, თბილი და გამგები ქალია. ოჯახში მთავარი არის ის, რომ საკუთარ დამსახურებებს ხაზი არავინ გაუსვას: „მე ეს გავაკეთე, ან ის გავაკეთე. რომ არ იყოს, ეს ჩემია, ის შენია. მე და ნატაშა ერთმანეთს კარგად ვუგებთ, ჯინიანი არცერთი არ ვართ.
– გია, ნატაშას ექვსი შვილი ჰყავს, ამან არ შეგაშინათ? ექვსივეს ხომ მოვლა სჭირდება.
გია: ახლობლები არ მყავდა, თავს მარტოსულად ვგრძნობდი. პირიქით, ძალიან მინდოდა დიდი ოჯახის ყოლა. ვინმეზე ზრუნვა, და, ჩემზეც რომ ეზრუნა ვინმეს. ტკბილად ვცხოვრობთ. კიდევ ორი შვილი გაგვიჩნდა – გიო (8 წლის) და ქეთი (6 წლის).
– ერთმანეთში არ ჩხუბობენ?
გია: მაჩვენეთ ოჯახი, სადაც და-ძმა არ მაიმუნობს და ერთმანეთს არ აბრაზებს. ჩვეულებრივი ამბავია. მერე კი, უცებ ავიწყდებათ და ეხუტებიან ერთმანეთს. აი, კანფეტების გამო შეიძლება მაგრად იჩხუბონ. იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად ხედავენ.
ცელქი ბიჭუნა არ გეგონოთ, მოკლედ შეკრეჭილი თმით, ეს პატარა, საყვარელი ქეთია. თავი გადაპარსეს, უკეთესი თმა რომ ამოვიდეს
ეს ბავშვები, სიხარულს სრულიად მოკლებულები არიან
– მუშაობის დაწყება თუ გიცდიათ?
ნატალია: რა თქმა უნდა! ოთხი წლის წინ, მე და გია ბათუმის ნაგავსაყრელზე ვმუშაობდით. ჯართს და ბოთლებს ვაგროვებდით. ეს როგორც კი ცნობილი გახდა, მაშინვე მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. იმას, რომ ამ ნაგავსაყრელზე ძალიან დაბალი ანაზღაურება იყო, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხელისუფლება თუ შეიტყობს, რომ რაღაც ორ კაპიკს შოულობ, მაშინვე გსჯიან. რატომ? რისთვის? სხვა ქვეყნებშიც ასე სჯიან მრავალშვილიანებს?
არც ვიცი, ვინ გვიჩივლა, ვინ დაგვაბეზღა? ჩვენი კაპიკიანი ხელფასები ვის არ ასვენებდა? როგორ შეიძლება, ადამიანი ასეთი ბოროტი იყოს.
– ნატაშა, გული მტკივა, რომ გისმენთ. ნუთუ, ახალგაზრდობაში იმაზე ოცნებობდით ნაგავსაყრელზე რომ გემუშავათ? ვერ დავიჯერებ.
ნატალია: შესაძლოა, გული დაგწყვიტოთ, მაგრამ, ბავშვობიდან ასეთი ცხოვრება მაქვს. რა ოცნებები, ძვირფასო? ოთხი წლის ვიყავი, მამა ინფარქტით რომ გარდამეცვალა. დედა ჩაის ფაბრიკაზე შრომით იკლავდა თავს. მარტო გვზრდიდა მე და ჩემს ძმას. იმ სამსახურში დასახიჩრდა, კომბაინში ხელი მოჰყვა და მორჩა.
13 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს და ჩემი ბავშვობაც დასრულდა. დედა გაგიჟდა, ტიროდა, მაგრამ სახლში არ წამიყვანა: „რადგან გათხოვდი, დარჩი“. დიდხანს ვუთმინე მსმელ ქმარს. ცარიელ მჭადს ვჭამდით.
ერთი შვილი ექიმების შეცდომის გამო დავკარგე. სამი თვის ჯანმრთელი ბავშვი – ნემსი გაუკეთეს შეცდომით. იმის მერე შაქარი მაქვს. ოცი წელი გავიდა, მაგრამ, რა დამავიწყებს?..
ფეხში თრომბი მაქვს, მაგრამ არ ვმკურნალობ. (ჩაიქნია ხელი)
– ნატაშა, უფალი თუ გეხმარებათ? გწამთ მისი ძალის?
ნატალია: ხედავ ჩემს ბასილის? შენს კითხვაზე პასუხი სწორედ ეს არის. ჩემი ბიჭი ცოცხალია. უფალმა დაგვინდო. ყველანი დაგვინდო. ხომ შეიძლებოდა, ცოცხლად დავმწვარიყავით. ე-ე-ე-ჰ რამდენჯერ ვიჯექით მშივრები, თავბედს ვიწყევლიდით, და უცებ, ვინმე ღვთისნიერი ადამიანი საჭმელს მოგვაწვდის.
ღმერთმა ქნას, მეც მქონდეს, სიხარულით დავეხმარებოდი ყველას. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. აი, მეზობლებმა ბინა დაგვითმეს.
მარი (16 წლის): ჩვენც ვეხმარებით, რითაც შეგვიძლია. გუშინ, მაგალითად, მეზობლის ბავშვი ცუდად გახდა, მე კი, მას და მის დედიკოს საავადმყოფოში გავყევი სასწრაფოს მანქანით.
– ნამდვილად ზრდასრული ადამიანის საქციელია!
მარი: კი, მაგრამ ჯერ არ ვარ მთლად ზრდასრული, არ მინდა, დიდი რომ ვიყო. (იღიმის.)
– კარგი, და რაზე ფიქრობ, როდესაც თვლი, რომ დიდი ხარ? ან როდესაც ბავშვი გგონია თავი?
მარი: ვფიქრობ, რომ სახლი გვჭირდება და გული ძალიან მტკივა. კიდევ, კულინარიის კოლეჯში მინდა სწავლა. მაგრამ ჩვენთან, ფოთში ასეთი არ არის. საჭმლის მომზადება ძალიან მიყვარს, ნამდვილად ჩემი საქმეა! მინდა, საუკეთესო პროდუქტით გემრიელი საჭმელი რომ მოვამზადო. მაგრამ ახლა, მხოლოდ კარტოფილი, კომბოსტო, ფქვილი და წყალი მაქვს. ჭურჭელიც ძველია და ჟანგიანი. არ ვიშიმშილებდი, მზარეული რომ ვიყო და ჩემი ოჯახის დახმარებასაც შევძლებდი.
მარის უნდა, თანამედროვე სამზარეულოში, კაფეში ან რესტორანში მოამზადოს საჭმელი. მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ძველი ქვაბები და ჟანგიანი ტაფები აქვს.
და ნიჟარაც გაჭედილია
როდესაც არაფერზე ფიქრი არ მინდა, ვეთამაშები ქეთის, გიოს და ჰერასიმეს. ვართობ, ან მუსიკას ვუსმენ. ბავშვობა ნამდვილად ჯობია.
– კიდევ ვის მოსწონს ბავშვობა?
ჰერასიმე: მე!
გიო: მე!
ჰერასიმე: მე დამალობანას და დაჭერობანას ვთამაშობ ეზოში. ვეთამაშები ჩემს კატას, რიჟიკას. ის ეხლა არ გამოვა, იმიტომ, რომ არ გიცნობს, თან ხამსაც არ მოუტანე. კიდევ, ძალიან მიყვარს ზღვაში ბანაობა და თევზის ჭერა.
– ოჰო! დაიჭირე რამე?
ჰერასიმე: ერთხელ, მე და მამას გაგვიმართლა და კობრი დავიჭირეთ. დედამ შეწვა. ისეთი გემრიელი იყო! რიჟიკასაც ვაჭამეთ. იმ დღეს კარტოფილის პიურე არ გვიჭამია! კარგად გავიწვრთნები, ბევრი თევზი რომ დავიჭირო. მაშინ, კარტოფილის ჭამა აღარ მომიწევს.
– გიო, ცურვა იცი?
გიო: არა, არ მინდა! მეშინია წყლის. და ცეცხლის. რაც საშიშია, არ მომწონს. ხანძარზე ლაპარაკიც არ მომწონს.
– და რა მოგწონს?
გიო: დედიკოს გვერდით ჯდომა და ჩახუტება.
– რა გაგიხარდებოდა?
გიო: მობილური ტელეფონი. ჰერასიმეს სათამაშო მანქანა უნდა, დედას კი – სარეცხი. დიდი რომ ვიყო, და ფული რომ მქონდეს, ყველას დავეხმარებოდი.
– დაე ასე იყოს. ახლა კი, ჩვენი ჯერია. ნატალია, რა გჭირდებათ პირველ რიგში?
ნატალია: ჩემს მაგივრად უკვე ბავშვებმა თქვეს – სარეცხი მანქანა. და პროდუქტი. მეტს ვერაფერს გთხოვთ, მერიდება. თქვენი ფონდი, ერთხელ, უკვე ძალიან დაგვეხმარა. და ისევ უარაფროდ ვართ დარჩენილები. ბედი არ გვწყალობს. რითაც შეძლებთ, ძვირფასებო. მადლობას გიხდით, ჩვენი დახმარება გულწრფელად რომ გსურთ.
***
მეგობრებო, მრავალშვილიანი ოჯახი, კინაღამ ცოცხლად დაიწვა! იმის გამო, რომ მრავალი წლის მანძილზე, მათთვის საკუთარი კუთხე არ მოიძებნა. ეს საოცარი ბავშვები, ნათელი სახეებით, ცხოვრობენ საშინელ პირობებში. როგორ შეიძლება ამის ყოველდღიურად ატანა?! ეს შავი დერეფანი, ნახევრად შიმშილი, სივიწროვე, სიცივე, ხანძრის ხელმეორედ გაჩენის შიში! იმედისა და შინაგანი სინათლის შენარჩუნებაში, მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების რწმენა ეხმარებათ. ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. სიმართლე ვთქვათ: ჩვენს გარდა, არავინ არ მიაკითხავს და არ დაეხმარება მათ. გადახედეთ ჩვენს ფოტოებსა და ვიდეორგოლს, მიხვდებით, რამდენი რამ სჭირდებათ, რით შეიძლება მათი დახმარება.
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ოჯახი. მათი მისამართია: ქ. ფოთი, სენაკის ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა.
ყოველჯერზე, როდესაცვინმესდახმარებაშეგიძლიათ, უბრალოდგააკეთეთესდაგიხაროდეთ, რომღმერთითქვენიმეშვეობითპასუხობსვიღაცისლოცვებს!
გამოვიჩინოთგულმოწყალებადადავუმტკიცოთ, რომსასწაულებიხდება! რომმათაცშეიძლებაჰქონდეთსითბო, სიმყუდროვედაბევრისაჭმელი! მათჩვენისჯერათ. იმედსნუგავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენკეთილიხალხიცხოვრობსსაქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
მეგობრებო, თქვენთანკიდევერთითხოვნაგვაქვს – თუკიშეიტყობთ, რომთქვენსნაცნობსანმეზობელსსჭირდებადახმარება, გთხოვთ,გამოიჩინოთგულისხმიერებადაამისშესახებმოგვწეროთელექტრონულმისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენიფონდისანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ნადარაიების ოჯახი).
თანხისჩარიცხვაასევეშეგიძლიათჩვენივებ-გვერდისმეშვეობით.
ასევე, თანხისჩარიცხვაშესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება- მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენუკვედავეხმარეთუამრავგაჭირვებულს. გავუმართოთხელიამოჯახსაც! ვინიცის, იქნებსრულიადუცხოადამიანებისდახმარებაოდესმეთავადაცდაგვჭირდეს?! ცხოვრებახომმოულოდნელობებითარისსავსე!
შესანიშნავისიახლეგვაქვს! ახლაშეგიძლიათჩვენიბენეფიციარებისისტორიებიწაიკითხოთინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/დატელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურნომერზეგანხორციელებულმხოლოდერთზარს კი, ადამიანისსიცოცხლისგადარჩენაშეუძლია: 0901 200 270! დალოცვილებიყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1030.00₾დატოვა:
0.38₾