რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ! დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო!

calendar თებერვალი 28, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

«აი, გავხდები ჰალკი და ვნახოთ, სათამაშოებს როგორ არ გვათხოვებენ! ყველას ვცემ, ვინც მე და ჩემს ძმებს გვაწყენინებს! ნახე, როგორ კუნთებს „გავიზრდი“» – ბრაზობს მალხაზი. ეზოში, მეზობლის ბავშვებმა ისევ არ ათხოვეს ველოსიპედი. მის ძმას კი, პულტიანი მანქანა არ მისცეს. ბიჭუნას უბრალოდ ხელში უნდოდა მისი დაჭერა. ისინი ხომ, არასდროს, არაფერს არ აფუჭებენ. „ბოროტი“ ბავშვები კი, ეუბნებიან: „საკუთარი სათამაშოები უნდა გქონდეთ!“ მაგრამ, 6 წლის რამაზის, 5 წლის მალხაზს და 3 წლის გრიგოლს სათამაშოები კი არა, ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ბავშვებს
ჩვენთან თამაში არ უნდათ!
დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო!

კეთილოადამიანო,
დაუყოვნებლივგააზიარეესპოსტი!
დაეხმარეშენსმეგობრებსაცმონაწილეობამიიღონღვთისნიერსაქმეში!

«აი, გავხდები ჰალკი და ვნახოთ,
სათამაშოებს როგორ არ გვათხოვებენ! ყველას ვცემ, ვინც მე და ჩემს ძმებს გვაწყენინებს!
ნახე, როგორ კუნთებს „გავიზრდი“» – ბრაზობს მალხაზი. ეზოში,
მეზობლის ბავშვებმა ისევ არ ათხოვესველოსიპედი. მის ძმას კი, პულტიანი მანქანა არ მისცეს. ბიჭუნას უბრალოდ
ხელში უნდოდა მისი დაჭერა. ისინი ხომ, არასდროს, არაფერს არ აფუჭებენ. „ბოროტი“ ბავშვები
კი, ეუბნებიან: „საკუთარი სათამაშოები უნდა გქონდეთ!“ მაგრამ, 6 წლის რამაზის, 5 წლის
მალხაზს და 3 წლის გრიგოლს სათამაშოები კი არა, ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ.

„იმ ბავშვებმა თქვეს: „ჩვენს სათამაშოებს ხელი
არ მოკიდო!“ და მალხაზმა სცემა. დედა კი გვეჩხუბა, ცემა არ შეიძლებაო! იმიტომაც ვტირი“

პატარა ბიჭუნას ეს ცხარე ცრემლი, დედისთვის ყველაზე საშინელი სასჯელია.
მზად არის, თავის შვილებთან ერთად იტიროს. მაგრამ, რას უშველის ამით?

თამარა: აი რა ვქნა, მითხარით?! ბავშვებს ეზოში აღარ ვუშვებ, გული რომ აღარ ეტკინოთ.
ყოველთვის ტირილით მოდიან. საკუთარი სათამაშოები არ აქვთ. რა სათამაშოებზე შეიძლება
ლაპარაკი, როდესაც, საჭმელიც კი არ გვაქვს?


რა არის თქვენი საარსებო წყარო?

თამარა:
სოციალური დახმარება – 600 ლარი და ჩემი პენსია – 100 ლარი.

– რამდენი წლის ხართ თამარა?
რომელ პენსიაზე საუბარი?

თამარა: მე-3 ჯგუფის ინვალიდი ვარ.
მენჯ-ბარძაყის სახსარი მაქვს დაზიანებული. სამი თვის რომ ვიყავი, დედას ხელიდან გავუვარდი.
ჩემი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. როდესაც, შველა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, ვერ მიმკურნალეს.
მერე, რომ გავიზარდე, კი გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ, აზრი აღარ ჰქონდა. მერე გავთხოვდი,
შვილები მეყოლა და საკუთარ თავზე საერთოდ ვეღარ ვფიქრობ. ტკივილგამაყუჩებელს ვყიდულობ
და ცოტა ხნით მავიწყებს ტკივილს. მხოლოდ ამის მერე, შემიძლია რაღაცის გარეცხვა, ან
მომზადება.

„ჩემი სარეცხი მანქანა ეს არის. ბავშვების დასაბანადაც
ამ სათლში ვაცხელებ წყალს“

თამარა: პანდემიამდე, დროებით სამუშაოებზე მტკივანი ფეხითაც
დავდიოდი. ვალაგებდი სახლებს და ბაღებს. მეუღლე კი, ამ დროს ბავშვებთან რჩებოდა. ჩემზე
უკეთესად უვლიდა მათ. ის ძალიან კარგი ადამიანია.

არც მე, არც ჩემს მეუღლეს, არანაირი შრომა არ გვეთაკილება. მზად არის ეზოები
ხვეტოს, მშენებლობაზე იმუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა მასაც არ უწყობს
ხელს. ყველას მივმარავთ, ვთხოვთ, დაგვასაქმონ, მაგრამ უშედეგოდ…

 „ჩვენი შვილები, ჩვენი სიყვარულის ნაყოფია, და თუ ჩემზე ვინმე იტყვის,
თუ ვერ ინახავს, რას აჩენდაო, უნდა ეშინოდეთ უფლის!“

– დიდი სიყვარულით საუბრობთ მეუღლეზე, ეს ხომ
დიდი იშვიათობაა.

თამარა:
ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა, მას შემდეგ,
განუყრელები ვართ. ვოცნებობდით, საკუთარი პატარა სახლი გვქონოდა ნაკვეთით, ძროხა და
ქათმები გვყოლოდა. მაგრამ, მამამთილთან ერთად ბინაში დავსახლდით და დავრჩით. მეუღლე
სამსახურს ვერ შოულობს, სოციალური დახმარებითა და ჩემი პენსიით კი, მით უმეტეს, როდესაც
ამხელა კომუნალური გადასახადების დაფარვა გვიწევს, რამის დაგროვება შეუძლებელია. წამლებსაც
კი ვერ ვყიდულობ.

– ამ თანხით რის ყიდვას ახერხებთ?

თამარა: 90 ლარი – გაზის გადასახადი, 40 ლარი
– დენის, 80 ლარს ვუხდი მასწავლებელს, რომელიც რამზის სკოლის მერე ამეცადინებს. ჩემმა
შვილებმა, უნდა ისწავლონ კარგად. ამ უკუნეთი სიბნელისთვის თავის დაღწევას, მხოლოდ ასე
თუ შეძლებენ. ვყიდულობთ ერთ ტომარა კარტოფილს, ფქვილს, ზეთს, რომელიც ყოველთვე ძვირდება.
თუ დაგვრჩა რამე, შესაძლებელია კიდევ რაღაც საკვების ყიდვა.

„დე, მხოლოდ შვიდი ცალი კარტოფილი დაგვრჩა. მშივრები
დავრჩებით ხვალ“

მალხაზი (5 წლის): დედა ამბობს, მართლა ჰალკი
თუ მინდა გავხდე, კარტოფილი უნდა ვჭამო და უგემური ფაფა. მართალია?

– და რატომ გინდა გახდე
ჰალკი?

მალხაზი: კუნთები რომ გამეზარდოს.
მაშინ, ყველას მოვერევი, ვინც მე და ჩემს ძმებს სათამაშოებით არ გვათამაშებს. ჩვენ
კი, მხოლოდ შვიდი ცალი კარტოფილიღა დაგვრჩა… როგორ უნდა მომემატოს ძალა?

„არ იტირო, ყველას ვცემ, ვინც გაწყენინა და მანქანით
არ გათამაშა…“

– იცი, ვფიქრობ, კარგია, ძალიან ძლიერი რომ გინდა
გახდე. მაგრამ, სხვების ცემა, არ არის მაინცდამაინც კარგი საქციელი. იქნებ ჯობდეს,
საკუთარი სათამაშოები რომ გქონდეს და არავისთან ჩხუბი არ მოგიწიოს? როგორ ფიქრობ?

მალხაზი: ვფიქრობ, არ არის ცუდი აზრი. მაგრამ, საიდან უნდა მქონდეს?

– იცი, რამდენი კეთილი ადამიანი
ცხოვრობს საქართველოში? უბრალოდ, მათ არ იციან, რომ სამტრედიაში ცხოვრობენ ასეთი საყვარელო
ბიჭები, რომლებსაც არ აქვთ სათამაშოები. მე  კი, მოვუყვები თქვენზე, სურათებს ვაჩვენებ, და ისეთ
სათამაშოებს მოგიტანენ, როგორსაც მოისურვებთ.


„მოიცა, ეხლა ლამაზად დავსხდებით. გრიგოლ, რამაზი,
მოდით, ვაჩვენოთ ყველას, რა მაგრები ვართ“

გრიგოლი (3 წლის): „მათლა მოიტანენ“? „კოკა-კოლასაც“
მოიტანენ“? „ახალ ტელსაც“? დედამ გვითლა, ლომ ახალი წელი იქნება, მაგლამ ალ იყო!

რამაზი (6 წლის): ახალ წელს საჩუქრებს ეძახის.
იმდენი იტირა, თოვლის ბაბუმ არაფერი რომ არ მოგვიტანა.

– ხოდა, უთხარით ყველას,
რაზე ოცნებობთ?


გრიგოლი (3 წლის): «„კოკა-კოლა“ მინდა და „მანანა
პიპია“»

მალხაზი (5 წლის): „მე მინდა მქონდეს კუნთები,
პულტიანი მანქანა და ველოსიპედი. ყველას ვანახებდი სწრაფად სიარული როგორ უნდა! და
აღარ დამჭირდებოდა სხვის ველოსიპედი!“

რამაზი (6 წლის): პულტიანი მანქანა, მეც
გამიხარდებოდა. ვიცი, მალხაზი, თავისას არ მათხოვებს. შეიძლება, ჩემთვისაც, ცალკე?
კიდევ სათამაშო პისტოლეტი მინდა, პლანშეტი, ბევრი კარტოფილი, წვნიანი, ლობიო და ტორტი!
მგონი, ბევრი გამოვიდა…

– დაბადების დღეზე გინდა ტორტი?

რამაზი (6 წლის): საერთოდ, ყოველდღე შემიძლია ვჭამო, მაგრამ  ჩემი დაბადების დღეც მალე მოდის… და ჰალკიანი
ტორტი მინდა! შევჭამ და ჩავიფიქრებ, რომ ისეთივე ძლიერი ვიყო! თორემ მალხაზი ჩემზე
პატარაა, მე კი ვერ ვერევი! ის ყველაზე ღონიერია ჩვენს ეზოში!

– ახლა კი, დედიკოს ჯერია.
თამარა, გვითხარით, რაზე ოცნებობთ?

თამარა: ნებისმიერი დედა ოცნებობს
მხოლოდ იმაზე, კარგი შვილები რომ გაზარდოს. ჩემი ოცნებაა, კარტოფილის ასე დათვლა აღარ
მოუწიოთ. რომ, აღარ მკითხონ: „საჭმელი ხვალ აღარ გვექნება?“ ერთი დღე მაინც, მინდა,
გავატარო ტკივილის გარეშე. რომ არ მიჭირდეს ყოველი ნაბიჯის გადადგმა. მინდა, მეუღლემ,
სამსახური რომ ნახოს ბოლოს და ბოლოს. ვიცი, რომ თქვენს პოსტებს ძალიან ბევრი ადამიანი
კითხულობს. იქნებ, ვინმემ მოახერხოს და დაასაქმოს თამაზი? ძალიან მშრომელი და პატიოსანია.
ეზო რომ მქონდეს, გთხოვდით, ერთი ძროხა და ქათმები მაჩუქოთ. აღარ მექნებოდა საკების
პრობლემა! ისე კი, არანაირი ტექნიკა არ მაქვს: არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა,
არც ტელევიზორი. მაგრამ ეს როგორ გთხოვოთ, როდესაც ბავშვები შიმშილობენ?

***

რამაზის, მალხაზს და გრიგოლს,
საჩუქრები არასდროს მიუღიათ. მათი დედიკო კი, თამარა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების
მანძილზე, საშინელ ტკივილს ითმენს. ყოველთვე თანხას უხდის მასწავლებელს, რომ მისმა
შვილმა კარგად ისწავლოს და მიაღწიოს ყოველგვარ წარმატებას. როგორ გაიმეტებს რამეს საკუთარი
თავისთვის, როდესაც იცის, რომ სახლში საჭმელი არ არის. ის ნამდვილი ქართველი დედაა!

თქვით, მეგობრებო, ნუთუ ასე უნდა იცხოვრონ ბავშვებმა? წარმოგიდგენიათ,
თუ გაბოროტდნენ, როგორები გაიზრდებიან? წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება მათი მომავალი,
თუ დაეხმარებით.

თამარას და მის შვილებს ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. მადლობელი
იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის: პროდუქტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნებისმიერი
ტექნიკა, რომელიც დედას ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: სამტრედია, წერეთლის ქ. ბინა 2ა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ, თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ  ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თამარა ახობაძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!

ყველაზე ბედნიერი ქართველი დედამიწაზე – 3 წლის გრიგოლი! ეს კი თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო!
 კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

   ,,გრიგოლ!  გრიგოლ!“ – ეძახის დედა სამი წლის გრიგოლს. გრიგოლი არ სჩანს… გვინდა რომ  გავესაუბროთ, გავიგოთ თუ როგორ მოეწონა სოფო დეიდას გამოგზავნილი ველოსიპედი ან ნათია დეიდას ნაჩუქარი მანქანა… მაგრამ სად არის გრიგოლი?
   ,,შეხედეთ, ისევ აბაზანის კართან  დგას!“ – ეღიმება დედას – ,, თქვენმა ფონდმა რაც ეს ლამაზი აბაზანა გაგვიკეთა, გრიგოლი  სულ ,,ჭუპა-ჭუპას“ გაიძახის და ამ კარს არ სცილდება. არც არის გასაკვირი! ხომ გახსოვთ ჩვენი ძველი აბაზანა? თუმცა იმას აბაზანას ვერც დავარქმევდით… ჩამოშლილი კედლები, გაფუჭებული ჟანგმოდებული ონკანი… რომ იცოდეთ, როგორი წვალებით ვაცხელებდით წყალს… ბავშვები სულ მიცივდებოდნენ… არ მომბეზრდება იმ ადამიანებისთვის მადლობის გადახდა, ვინც ჩემი ოჯახის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა… დიდიან-პატარიანად ძალიან გახარებულები ვართ!“ 

,,ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ!“

   თამარ ახობაძე სამ ვაჟთან და მეუღლესთან ერთად სამტრედიაში მამამთილის ბინაში ცხოვრობს. ბინა საწილოა. მარტო მათ არ ეკუთვნით. თამარი მესამე ჯგუფის ინვალიდია, მას მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემა აწუხებს. მუშაობა არ შეუძლია. თუმცა მაინც ეძებს სამსახურს. მეუღლეც უმუშევარია.  დღიურ სამუშაოს თუ გადააწყდება სადმე და მძიმე, ფიზიკური შრომით თუ გამოიმუშავებს მცირედს. სამ შვილს კი ბევრი სჭირდება…
    ჩვენმა ფონდმა ახობაძეების ოჯახის შესახებ პოსტი 28 თებერვალს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/843-akhobadze/
თამარ, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა პოსტი გამოაქვეყნა და ყველა ერთგულ მეგობარს მოუწოდა, დახმარებოდნენ თქვენს არაჩვეულებრივ ვაჟკაცებს.
თამარი: ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ასეთი კომფორტული აბაზანა გვექნებოდა. მოუშვებ ცხელ წყალს – მოდის, კი, ბატონო! გამწოვი გინდა? კი, ბატონო! ყველაფერი ლამაზია, ახალი და მოხერხებული. ჩემს უფროს  ბიჭს – რამაზს დავესესხები სიტყვებს: ,,ბანაობა ასეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა!“  წყალს ძლივს ვაცხელებდი დაჟანგული ,,ვედრით“ ან ,,ტაშტით“, მერე ,,კრუშკით“ ვასხამდი სიცივისგან აკანკალებულ ბავშვებს. სამივე მიცივდებოდა. მოკლედ, ძალიან ვწვალობდით. ამ კუთხით დავისვენეთ!

,,მარტო პატარა გრიგოლს კი არა, მეც არ მინდა გამოსვლა ჩვენი ახალი აბაზანიდან…“

თამაზი (თამარის მეუღლე): მადლობა პროდუქტისთვის, რომელიც გამოგვიგზავნეთ. იმ პერიოდში მე ძალიან შეუძლოდ ვიყავი. ჩემი შვილები შიმშილს ებრძოდნენ. ჩვენზე არც დავიჩივლებდი – მე და თამარი შიმშილთან დიდი ხანია ,,ვმეგობრობთ“. შვილების მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა მოგვემართა თქვენთვის. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ქართველებო, თქვენ ნამდვილად გადაგვარჩინეთ! ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ჩვენს შესახებ კიდევ ერთხელ წაიკითხავს, იქნებ რაიმე მუდმივი სამუშაო გამოინახოს ჩემთვისაც. არ შემიძლია,  სულ ასე ვითხოვო დახმარება.  სამსახური იქნებოდა ყველაზე დიდი ხსნა ამ გაჭირვების დასამარცხებლად.

იმედი მაქვს ეს პრობლემაც მალე მოგვარდება და თქვენ შეძლებთ იშრომოთ თქვენი შვლების კეთილდღეობისათვის.

თამაზი: ჩემი პრობლემა ის არის, რომ ყოფილი პატიმარი ვარ. ეს დიდი ხნის წინ იყო. მოვიხადე ბატონო, ჩემი სასჯელი და ახლა  პატიოსანი შრომით მინდა ვემსახურო ოჯახს და ქვეყანას. საქართველოში სამსახურის შოვნა ისედაც ჭირს, ჩემნაირებს კი ისე უყურებენ… ზოგჯერ ძალიან დამამცირებელია ეს ყველაფერი…
კარგად მესმის თქვენი. როგორც სჩანს, ეს სტიგმა ისევ არსებობს!
თამარი: მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გვაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ორივე სიხარულით ვიმუშავებთ. ოღონდ კი ვინმემ დაგვასაქმოს. მინდა, ჩემს შვილებს საკვები მივცე, განათლება მივცე. მინდა, რომ მათ არასოდეს სცხვენოდეთ საკუთარი თავის.
ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ვინ გამოგეხმაურათ? ვინ მოგინახულათ?
თამარი: მონახულებით არავინ, თუმცა ყოველთვის მოხარულები ვართ სტუმრის. ისე კი ძალიან დიდი პატივი გვცა ორმა ქალბატონმა – სოფო ერაძემ და ნათია ცირეკიძემ თავიანთი საჩუქრებით. უფალმა გაახაროს ეს ორი დიდებული ადამიანი, როგორც ჩემი პატარები მათ გაახარეს. გამოგვიგზავნეს ტკბილეული, სათამაშოები…
 მალხაზი (არ აცდის) : მე ველოსიპედი მომეწონა, მაგრამ ხანდახან ვჯდები, როცა რამაზი სწავლობს. გრიგოლის ველოსიპედი კი ,,პატარა მაქვს!“
როგორც მივხვდი, შენ და რამაზს  ერთი ველოსიპედი ვერ გაგიყვიათ… 
მალხაზი: არა, როგორ ვერა, მაგრამ ხანდახან არ მათხოვებს ხოლმე. მე კიდევ მაგის გამო ჰალკი უნდა გავმხდარიყავი, ძუნწი ბავშვები რომ გამელახა. აბა, ახლა ჩემს ძმას ხომ არ გავლახავ?
რამაზი: როგორ არ ვათხოვებ. ამას თვითონ უნდა, სულ რომ ჰქონდეს და მეც ხომ მინდა?
სხვა სათამაშოებიც ხომ გაჩუქეს, ბავშვებო?
 მალხაზი: დიახ, ტკბილეულიც… და ძალიან გემრიელიც იყო. მე ყველაზე მეტი შევჭამე. დიდი მინდა გავიზარდო… ყველაზე დიდი და ღონიერი. 

,,ზუსტად ასეთი ორცხობილა მინდოდა, დედას რომ ეყიდა ჩემთვის, მას კი ფული არ ჰქონდა…“

თამარი: თქვენმა ფონდმაც უამრავი ნუგბარი მოგვიტანა. შემოტანილი არ ჰქონდათ რომ ეძგერნენ ბავშვები… ღმერთო, როგორ შემრცხვა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ… ვეძახდი სამივეს, მაგრამ სად ესმოდათ?!  ყურსაც არ იბერტყავდნენ… 

,,დეიდა, თქვენც გაგასინჯებთ, ოღონდ სულ არ შეგვიჭამოთ…“

რას იზამთ, ბავშვები არიან… ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული!
თამარი: კი, მაგრამ ჩემს შვილებს იმდენი ხანი არ ეჭამათ, ვერ შეძლეს თავის შეკავება…

,,ისეთი გემრიელია, ნეტა სულ არ გათავდეს…“

მალხაზ, წელს სკოლაში მიდიხარ, გიხარია?
მალხაზი: ბაღი დავამთავრე, ზეიმიც მქონდა, ლექსები ვთქვი და ბევრი ტაში დამიკრეს. სკოლაში უფრო ბევრ ლექსს ვისწავლი და დედიკოს გავახარებ. რამაზისაც ვაჯობებ. 
სკოლაში  რომ ივლი, შენც გაკვეთილები გექნება მოსამზადებელი და მერე როცა შენ იმეცადინებ, რამაზი ინავარდებს ველოსიპედით. (მეღიმება)
მალხაზი: გინდათ, ჩუმად გითხრათ? რამაზის ბურთი უყვარს. მას თუ ბურთს უყიდით, ველოსიპედზე მე ვიკატავებ.
გრიგოლ, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად?
გრიგოლი: ოლი პიპია… ეთი მანანა…
თამარი (მითარგმნის): გრიგოლმა პატარა მანქანა და ველოსიპედი მიიღო ნათიასგან და სოფოსგან. ისე დახტოდა… ყვიროდა… სიხარულისგან კისკისებდა – ,,ჩალთე, ჩალთეო…“
თამარ, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე დახმარების მიზნით?
თამარი: საერთოდ არავინ. არაერთხელ დავწერე განცხადება ერთჯერად დახმარებაზე, მაგრამ სულ უარია. ახლა სასწრაფო ოპერაციაც მჭირდება. მიჭირს სიარული. გამაყუჩებლებს ვსვამ, რომ ვიარსებო… არც ოპერაცია მიფინანსდება. მაინცდამაინც უნდა წავიქცე? ღმერთმა არ ქნას! ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდები! არ ვიცი, ასე როდემდე ვიცოცხლებ…
    ფონდის ერთგული მეგობრების წყალობით ჩვენ შევძელით  გარკვეულწილად დავხმარებოდით ამ არაჩვეულებრივ ოჯახს. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო თითოეული მათგანისთვის, მაგრამ მათ კიდევ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა.  ყველაზე მთავარი კი მაინც თამაზის დასაქმებაა!  ბიზნესმენებო, მეწარმეებო, ვინც ამ სტატიას კითხულობთ, დაუკავშირდით ამ ადამიანებს, იქნებ კიდევ ერთი ოჯახი იხსნათ შიმშილისგან და თქვენც შეიძინოთ კარგი თანამშრომელი. 
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ახობაძეების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მარ 22
პროდუქტები
150.05₾
2022 აპრ 20
სანტექნიკა
2201.80₾
2022 აპრ 20
მეტალოპლასმასის კარი
390.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
570.00₾
2022 ივლ 19
პროდუქტები
68.21₾

სულ ხარჯები:

3380.06₾

დატოვა:

0.59₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ზუხბაია ალექსი
29.07.2022 20:00:00
₾50.00
'მარიამ ბოლქვაძე
29.07.2022 20:00:00
₾10.00
'ზურაბ შაიშმელაშვილი
28.07.2022 20:00:00
₾1.00
'ირაკლი გაბაიძე
28.07.2022 20:00:00
₾10.00
ხევსურიანი ლავრენტი
05.05.2022 20:00:00
₾50.00
საბა ანთაური
05.05.2022 20:00:00
₾5.00
ი/მ შორენა რობიტაშვილი
05.05.2022 20:00:00
₾10.00
თეა თირქია
05.05.2022 20:00:00
₾100.00
ლია მაჭავარიანი
29.04.2022 20:00:00
₾5.00
გიორგი კირიაკიდი
29.04.2022 20:00:00
₾5.00
დავით ალავიძე
29.04.2022 20:00:00
₾5.00
დავით ზორიკოვი
29.04.2022 20:00:00
₾30.00
თამარი ჯიაძე-აბაშვილი
29.04.2022 20:00:00
₾14.00
თამარ გიუნაშვილი
29.04.2022 20:00:00
₾10.00
ი/მ თემურ გიორგაძე
29.04.2022 20:00:00
₾2.50
გურამ ფარეშიშვილი
29.04.2022 20:00:00
₾1.00
ლევან ხოკერაშვილი
29.04.2022 20:00:00
₾5.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
29.04.2022 20:00:00
₾0.10
ალიევა ზინა
29.04.2022 20:00:00
₾5.00
ხალილოვა ალბინა
28.04.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,380.65

173 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,380.65

173 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება