ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ერთი კანფეტის გამო, მზად არიან ერთმანეთი დახოცონ!

page info icon
2022 მარტი 16
page info icon
586
მათი სახლის სახურავი სულ ხავსით არის დაფარული, კედლებზე იმხელა ღრიჭოებია, რომ შეიძლება „ბუა“ შემოძვრეს და ბავშვები შეაშინოს. „ქარის დროს ასე წუის: „იუუ-იუუუ“. დედა გვეუბნება: კარგად თუ არ მოვიქცევით, თავისთან წაგვიყვანთო“. - ყვება ხუთი წლის ბარბარე და კედლებზე ღრიჭოებს გვაჩვენებს. ის და მისი შვიდი წლის ძმა პაპუნა, ცდილობენ კარგი ბავშვები იყვნენ, არ იტირონ, როდესაც დედას მათთვის საჭმელი არ აქვს. აი პატარა ელენე კი, რომელიც მალე ორი წლის გახდება, სულ ტირის და ტირის... ბავშებს ეშინიათ: უცებ, ბუა რომ ვერ მიხვდეს, ვინ ტიროდა და ყველანი ერთად რომ წაიყვანოს? მათ გარეშე, დედიკომ რა უნდა ქნას? მათ რა უნდა ქნან მის გარეშე?
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,634.72 ₾
( 141 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ერთი კანფეტის გამო, მზად არიან ერთმანეთი დახოცონ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „არ იტირო პატარავ, კეთილი დეიდები და ბიძიები დაგეხმარებიან, რომ გაიღიმო, მათთვის კი, ეს ყველაზე დიდი ჯილდო იქნება!“
       მათი სახლის სახურავი სულ ხავსით არის დაფარული, კედლებზე იმხელა ღრიჭოებია, რომ შეიძლება „ბუა“ შემოძვრეს და ბავშვები შეაშინოს. „ქარის დროს ასე წუის: „იუუ-იუუუ“. დედა გვეუბნება: კარგად თუ არ მოვიქცევით, თავისთან წაგვიყვანთო“. - ყვება ხუთი წლის ბარბარე და კედლებზე ღრიჭოებს გვაჩვენებს. ის და მისი შვიდი წლის ძმა პაპუნა, ცდილობენ კარგი ბავშვები იყვნენ, არ იტირონ, როდესაც დედას მათთვის საჭმელი არ აქვს. აი პატარა ელენე კი, რომელიც მალე ორი წლის გახდება, სულ ტირის და ტირის... ბავშებს ეშინიათ: უცებ, ბუა რომ ვერ მიხვდეს, ვინ ტიროდა და ყველანი ერთად რომ წაიყვანოს? მათ გარეშე, დედიკომ რა უნდა ქნას? მათ რა უნდა ქნან მის გარეშე?
 „სახლის სახურავი ხავსით არის დაფარული, კედლებში კი იმხელა ღრიჭოებია, რომ შეიძლება „ბუა“ შემოძვრეს და ბავშვები შეაშინოს“
 „ზამთარში ბავშვები რომ არ გაიყინონ, კედლებზე ძველი, გაცვეთილი საბნები ჩამოკიდეს“
           კართან ნინო შემოგვეგება, მოგვიბოდიშა, რომ სახლში საშინელება ხდება. არც კარადები აქვთ, არც ნორმალური ავეჯი, დასაჯდომი ადგილიც კი არ არის. იატაკზე ბეტონი, ფიცრის კედლებზე ქაღალდი არის გაკრული, ალბათ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. სახლი კი არა, ავაზაკების ქოხია. პირდაპირ იატაკზე, პარკებში ჩალაგებული ტანსაცმელი დევს, ჭურჭელი კი რაღაც ფიცრებზე ალაგია. სად არის აქ სამზარეულო, სააბაზანო, ან საძინებელი, რთული გამოსაცნობია.
 „ბავშვები ასეთ იატაკზე დადიან. როდესაც ცივა, არ აქვთ გათბობის საშუალება, დედა უბრალოდ ლოგინიდან ადგომის უფლებას არ აძლევს და საბანში თბილად გაახვევს ხოლმე“
         - ნინო, როგორ აღმოჩნდით აქ?
         ნინო: მესმის თქვენი გაოცება, რთული წარმოსადგენია, რომ აქ ბავშვები ცხოვრობენ. ეს ჩემი მშობლების სახლია, ისინი ავად არიან. გაპარტახებულია და დიდი ხნის გაურემონტებელი. ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ასე, მათხოვრებივით, არასდროს ვყოფილვართ. როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, 19 წლის ვიყავი, ის კი - 33. მეგონა, ყოველთვის და ყველაფრისგან დამიცავდა, ლამაზ ოჯახს შევქმნიდით, ზღაპრული ცხოვრება გვექნება. ხომ იცით, გოგონები ყოველთვის ამაზე ოცნებობენ.
- როდის მიხვდით, რომ თქვენს ზღაპარს არ ეწერა ახდენა?
ნინო: სამწუხაროდ, ძალიან მალე. ძალიან მშვიდი იყო, მაგრამ, რომ დალევდა ირგვლივ ყველაფერს ლეწავდა. მხოლოდ მე კი არა,  საკუთარ მშობლებს, ბებიასაც კი ურტყამდა. ისინი ჩემს დაცვას ცდილობენ, ამის გამო კი, უარესად ბრაზდებოდა. მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დარტყმას მთლიანად მე ვიღებდი საკუთარ თავზე. მაგრამ, როდესაც პაპუნასაც შეეხო ხელით, მივხვდი, რომ ასეთი ოჯახის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა.
 „მე არასდროს არ დავარტყამ ჩემს დას და დედიკოს. არც სხვა გოგონებს“
         - და მშობლებთან დაბრუნდით...
         ნინო: დიახ, წელიწადზე მეტია, რაც წამოვედი. არ მეგონა,  მშობლები თუ მიმიღებდნენ, საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვთ. ძლივს ახერხებენ თავის გატანას, მხოლოდ მამას პენსიით არსებობენ, მეც დავემატე, შვილებთან ერთად... ელენე მაშინ სამი თვის იყო. ბავშვებს ჭამა ხომ უნდათ, რას გაწვდები ერთი პენსიით? მაგრამ, თავზე ჭერი გვქონდა, შუაღამისას არავინ არ ღრიალებდა და ეს მმატებდა სიცოცხლის ძალას. სოციალური დახმარების მისაღებად დიდხანს ვიბრძოლე. ახლა, ფქვილის მომარაგებას მაინც ვახერხებთ. თანაც, ძალიან კეთილი მეზობლები გვყავს. მაგალითად დღეს, ბავშვებს ნახევარი დედალი მოუტანეს, მათ კი ამის გამო, კინაღამ დახოცოს ერთმანეთი. დიდი ხანია ასეთი გემრიელობა არ უჭამიათ.
         პაპუნა (7 წლის): იცი, რა უსამართლოები არიან ეს გოგონები? ბარბარემ თავის ნაჭერი შეჭამა, და ახლა მე მართმევს! არ მივცემ, მეც მინდა. აი, სულ ასეა.
         ბარბარე (5 წლის): შენ, შენი კანფეტი რომ არ მომეცი? არ გახსოვს? გგონია დამავიწყდა? ვიღაცამ აჩუქა, მაგან კი, სულ მარტომ შეჭამა. დაავიწყდა, რომ და ჰყავს.
- შენ შენს ძმას ყველაფერს უნაწილებ?
ბარბარე: მაგას არ უყვარს! აი, სათამაშო პიპია რომ მქონდეს - ვათხოვებდი. შოკოლადს - არ მივცემ! იცი რა მინდა მე? ყველაფერი შოკოლადის რომ იყოს! ხეებიც, სკამიც, მთელი საჭმელი შოკოლადის რომ იყოს.
- მაშინ ალბათ ნამდვილად გაუნაწილებდი შენს ძმას შოკოლადს, ხო?
 „მინდა, გარშემო ყველაფერი შოკოლადის რომ იყოს! ხეებიც, სკამიც, და მთელი საჭმელი შოკოლადის რომ იყოს“
         ბარბარე: არა! მაგან მაწყენინა! არაფერს არ გავუყოფ!
         - რით გაგაბრაზა ასე ძალიან?
          ბარბარე: თავისი ქათამი არ მომცა... მე ხომ მაგაზე მეტად მიყვარს ქათამი. წუწკი!
          პაპუნა: აი, ხედავთ?! ასე უსამართლოდ იქცევა სულ!
 „კანფეტების გამო რამდენიც არ უნდა მეჩხუბოს, მაინც მიყვარს. ის ხომ პატარაა“
         - მგონი, თქვენ ხუმრობით ჩხუბობთ. ყველაზე ცელქი ვინ არის? დედიკოს ვინ აბრაზებს ხშირად?
 პაპუნა და ელენე ერთხმად: ელენე!!! სულ ბღავის! 
„ელენეს შია და ამიტომაც, სულ ტირის...“
         - რატომ, ნინო? იქნებ აწუხებს რამე?
          ნინო: ან შიმშილისგან ტირის, ან სიცივისგან. სულ ხელში უნდა. ამის გამო, უფროსებს ყურადღებას ვაკლებ და ეჭვიანობენ.
 „ბავშვები მაწანწალებს არ უნდა ჰგავდნენ. ბავშვობა უნდა ჰქონდეთ“
        - ესე იგი, თქვენი მთავარი პრობლემა არის შიმშილი?
         ნინო: დიახ, ერთადერთი, რის თხოვნაც მინდოდა, არის პროდუქტი. ფქვილი, ბურღულეული. კიდევ რას აქვს შენახვის დიდი ვადა? ზეთი, კონსერვები. მუდმივი შიში რომ არ მქონდეს, ბავშვები მშივრები  რომ დარჩებიან. ხომ ხედავთ, იჩხუბეს ქათმის ერთი ფრთის გამო, ეს ნორმალურია? და კანფეტი? სახაზავით ვზომავ და ისე ვუნაწილებ. ღმერთმა ნუ ქნას, ნაკლები შეხვდეს რომელიმეს. ბავშვები ასე არ უნდა ცხოვრობდნენ. მათ აქვთ ბავშვობის უფლება.
 - კიდევ რაზე ოცნებობთ?
ნინო: იცით როგორია, როდესაც სამი პატარა შვილი საჭმელს გთხოვს: „დედა, პური მაინც გამოაცხვე. პატარა ქერქი მაინც მომეცი, დედა...“ დედას კი, არც ფქვილი აქვს, არც გუშინდელი პური. ნამდვილი ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, სწორედ ეს არის! კი, ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ჩემმა შვილებმა არასდროს იჩხუბონ საჭმლის გამო...
პაპუნა: რა კარგი ოცნებაა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმდენი გემრიელი საჭმელი უნდა გვქონდეს, რომ არ ვიჩხუბოთ! და არასდროს არ უნდა გამოგველიოს!
***
         სამი შვილის დედას, ნინო კვარაცხელიას, რთული ბედი აქვს. ის მარტო დარჩა, სამ შვილთან ერთად. მიზერული სოციალური დახმარება კი იმაშიც არ ჰყოფნის, ბავშვებს ელემენტარული პირობები რომ შეუქმნას. მისი შვილები - ელენე, ბარბარე და პაპუნა - ცხოვრობენ საშინელ, დაობებულ ქოხში, რომელიც მთლიანად არის დამპალი. მორყეულ საწოლებზე სძინავთ და მუდამ აკლიათ საჭმელი. არ აქვთ არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი. თქვით, მეგობრებო, ნუთუ ასეთ პირობებში უნდა იზრდებოდნენ ქართველი ბავშვები?
         მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. ძალიან მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის: პროდუქტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ელემენტარული ტექნიკაც კი არ გააჩნიათ - არც სარეცხი მანქანა, არც მაცივარი. ბავშვებს კი, სწავლისთვის პლანშეტი სჭირდებათ.
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დარჩელი.
       ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინო კვარაცხელია).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
 ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!


აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: