პროექტის რეპორტი აბა, თუ იპოვით ექვს ბავშვს ბნელ, გაუბედურებულ ქოხში? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

აბა, თუ იპოვით ექვს ბავშვს ბნელ, გაუბედურებულ ქოხში?

page info icon
2022 აპრილი 14
ეს ხომ, სახლიც კი არ არის, სახლის ჩონჩხია, რომლის თითოეულ ძვალსაც გაარჩევთ. გარე კედლებისგან, მხოლოდ ხის ფიცრები დარჩა. ეს ქოხი იმდენად განადგურებულია, რომ მისი ნებისმიერი ნაწილის მომტვრევა ხელით არის შესაძლებელი. შიგნით კი, დღისითაც შუქი უნდა აანთო, ერთმანეთი რომ დაინახო, იმდენად ბნელა. ამიტომაც, მუდმივად ანთია ორი მბჟუტავი ნათურა. ცოტა ხანს ასე რომ იჯდები, და თვალი რომ მიეჩვევა, ბინადრების სახეების გარჩევას მოახერხებ. ცხრა ადამიანი ცხოვრობს - ექვსი ბავშვი და სამი ზრდასრული. ამ სიბნელეში და სივიწროვეში.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,253 ₾
( 112 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: