ბაღლინჯოები შეგვხრავენ, ან შიმშილით დავიხოცებით - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ბაღლინჯოები შეგვხრავენ, ან შიმშილით დავიხოცებით

page info icon
2022 აგვისტო 23
„წამოდი დავიძინოთ“ - ამ სიტყვების გაგონებისას სამი წლის ანასტასიას ისტერიკა ემართება. დედას ეხვეწება, ლოგინში არ ჩააწვინოს იმიტომ, რომ ავი მგლის, „ბუას“, ან ურჩხულის კი არა, საკუთარი საწოლის ეშინია ამქვეყნად ყველაზე მეტად. „იქ რაღაც არის, დიდი კბილები აქვს და მკბენს. მერე კი, ძალიან ბევრს ვტირი,“ - გვეუბნება შეშინებული გოგონა და საწოლისკენ იშვერს თითს.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,421.03 ₾
( 109 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ბაღლინჯოები შეგვხრავენ, ან შიმშილით დავიხოცებით
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„საშინელი მონსტრები მკბენენ, უზარმაზარი კბილები აქვთ“
        „წამოდი დავიძინოთ“ - ამ სიტყვების გაგონებისას სამი წლის ანასტასიას ისტერიკა ემართება. დედას ეხვეწება, ლოგინში არ ჩააწვინოს იმიტომ, რომ ავი მგლის, „ბუას“, ან ურჩხულის კი არა, საკუთარი საწოლის ეშინია ამქვეყნად ყველაზე მეტად. „იქ რაღაც არის, დიდი კბილები აქვს და მკბენს. მერე კი, ძალიან ბევრს ვტირი,“ - გვეუბნება შეშინებული გოგონა და საწოლისკენ იშვერს თითს.
 „არ მინდა დაძინება, იმ ცუდმა ხოჭოებმა რომ შემჭამონ?“
სვეტლანა: ძველ ლეიბში ბაღლინჯოები ბუდობენ. ვერაფრით მოვაშორე. უკვე რამდენიმე თვეა, სავარძელში გვძინავს. ანასტასიას ვერაფრით ვაწვენ ლოგინში. ახლახან, საშინლად დაკბინეს...  გონი ბავშვის შეჭმა უნდოდათ მწერებს...
          - და რატომ არ გადააგდებთ?
სვეტლანა: მაშინ, მთლიანად უნდა გადავყარო ლოგინებიც და საწოლიც. მერე, სად დავიძინოთ? ვცდილობ გავანიავო, გავაშრო, მაგრამ მათი დახოცვა შეუძლებელია. თითქოს, დღითიდღე მრავლდებიან. სად დავიძინოთ, რომ გადავაგდო? ვერაფერს გადავყრი.
 „ლეიბი რომ გადააგდონ, ამ ზამბარებზე მოუწევთ ძილი“
        - მესმის, არ გაქვთ იმხელა შემოსავალი, რომ რამე ახალი იყიდოთ.
         სვეტლანა: მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, სრულიად მარტონი დავრჩით მე და ჩემი ძმა. დედა 7 წლის წინ დავკარგეთ. მაშინ 16 წელი შემისრულდა, ჩემი ძმა კი, მხოლოდ 11-ის იყო. არავინ გვყავს ახლობელი. ხან ერთი მეზობელი შეგვიფარებდა, ხან მეორე. ხანდახან, ნათესავებიც გვაკითხავდნენ. არც კი ვიცი, როგორ გაგვქონდა თავი ამ წლების მანძილზე. ეს ოთახიღა შემოგვრჩა და ის ნივთები, რაც აქ დევს. სხვა არაფერი გაგვაჩნია. დახმარებას ვიღებთ - 150 ლარს. მაგრამ, არაფერში გვყოფნის. სანამ ანასტასია გამიჩნდებოდა, მაღაზიაში ვმუშაობდი. მისი მამაც იქ გავიცანი.
 
„ანასტასია საუკეთესოა, რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია. თუმცა, მამამისს სურდა, რომ ბავშვი მომეშორებინა“
         - შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით რომ გიამბოთ?
         სვეტლანა: ეჰ, ასეა, როდესაც ზღაპრების გჯერა, როდესაც არავინ გყავს, ვინც აგიხსნის, რომ ათასნაირი ადამიანი არსებობს და ყველას არ უნდა ენდო. როგორ მაკლია ჩემი დედიკო... როდესაც მაღაზიაში ვმუშაობდი, დედა უკვე აღარ მყავდა. იქ, ახალგაზრდა ბიჭი მოდიოდა ხოლმე, რომელმაც ჩემს მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ძალიან მომწონდა. მერე კი, გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ბავშვის მოცილება მომთხოვა, მაგრამ ვერ შევძელი. ასე გაჩნდა ანასტასია. რა თქმა უნდა, 20 წლის ასაკში, დედობა ძალიან გამიჭირდა, მორალურადაც და ფიზიკურადაც. როდესაც არავინ გიდგას გვერდში, და ყველა მხოლოდ თითს იშვერს შენკენ და გკიცხავს.
 
„ანასტასია - მხოლოდ დედიკოს პრინცესა“
         - მაგრამ თქვენ ახლა ეს პატარა პრინცესა გყავთ და ვფიქრობ, არაფერს ნანობთ.
         სვეტლანა: რას ამბობთ?! ანასტასია საუკეთესოა, რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია. უბრალოდ ვერაფერს ვაძლევ, ბაღლინჯოებით სავსე საწოლის გარდა. (ტირის.)
- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება შევამსუბუქოთ?
სვეტლანა: გემუდარებით, პირველ რიგში საწოლი და თეთრეული გვიყიდეთ. კიდევ, ძალიან გვჭირდება კარადა. ძველს ყველაფერს გადავყრი, ყველაფერს დავაწკრიალებ და მშვიდად დავიძინებ მაინც.
სვეტლანა ცდილობს ამ პატარა ოთახში სიმყუდროვე და სისუფთავე შეინარჩუნოს. მაგრამ, ლამისაა შეხრან საზიზღარმა ბაღლინჯოებმა
- და პროდუქტი, ან საყოფაცხოვრებო ნივთები?  პატარასთვის პამპერსი არ გჭირდებათ?
სვეტლანა: არა, ანასტასია პამპერსის გარეშე გავზარდე. ჩემთვის ეს უზარმაზარი ხარჯია. ამის საშუალება ნამდვილად არ მქონდა. უაზრო ფულის ყრაა. რა თქმა უნდა, ძალიან გვჭირდება პროდუქტი. სოციალური სასადილო ძალიან გვშველის. მაგრამ ბავშვი ვერ იღებს ვერც ხილს, ვერც რძის ნაწარმს. აი, ჩემი ძმა  ჯართს რომ ჩააბარებს და დიშვილისთვის ხილს მოტანს ხოლმე, ისეთი ბედნიერია! სიგიჟემდე უყვარს ბიძამისიც და ხილიც.
        - შეგიძლიათ, თქვენი სახლი დაგვათვალიერებინოთ?
       სვეტლანა: სახლი - ხმამაღალი ნათქვამია. ეს ოთახი მშობლების დანატოვარია. თავადაც ხედავთ, რა დღეშია. იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, გადავტიხროთ და საპირფარეშო ცალკე რომ იყოს. უნიტაზი პირდაპირ ოთახში გვიდგას.
წარმოდგენაც კი რთულია, რა არის ამ ფარდის უკან 
ფარდით გამოყოფილი საპირფარეშო, პირდაპირ ოთახში! ოდესმე გინახავთ ასეთი რამ?
- სტოპ! რა თქვით ახლა?
სვეტლანა: დიახ, არ მოგესმათ. საპირფარეშო ფარდით გვაქვს გამოყოფილი. თუ არ იცით, ვერ მიხვდებით. აი, ნახეთ. კედლის აგების, ან კარის დაყენების საშუალება არ გვაქვს. რანაირად, 150 ლარით? კიდევ, კომუნალური, პროდუქტი... ჯვარი სწერია ბავშვს წამლები დასჭირდეს!.. აი, გუშინ ანასტასიას სიცხემ აუწია, წამლის საყიდელი ფული კი, არ მქონდა. მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება.
 
„რაზე უნდა იოცნებო, როდესაც შვილისთვის სიცხის დამწევს ვერ ყიდულობ“
- უბრალოდ შოკში ვარ... მსგავსი არაფერი მინახავს. ჩემი აზრით, საწოლების გარდა, საპირფარეშოც მოსაწესრიგებელია.
სვეტლანა: შესაძლებელია?
- კეთილი ადამიანებისთვის შეუძლებელი არაფერია. იქნებ კიდევ გაქვთ რამე ოცნება, რომელიც აუხდენელი გგონიათ?
სვეტლანა: არც კი ვიცი. მართალი გითხრათ, არასდროს მიოცნებია, ახლაც არ მაქვს ესეთი ჩვევა. ვერასდროს გეტყვით, მე რა მინდა. ალბათ, არაფერი. ახლა, მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რომ ჩემს შვილს საჭმელი ჰქონდეს, ჩავაცვა და სუფთა ლოგინში დავაძინო. სულ ეს არის! სხვა არაფერზე ვოცნებობ.
- იქნებ გსურთ, რომ ჩვენს მკითხველს მიმართოთ? ახალგაზრდა მარტოხელა დედებს რას ეტყოდით?
სვეტლანა: არა, არაფერი მაქვს სათქმელი... დღეს ისედაც ბევრი ვისაუბრე. ზოგადად, არ მიყვარს ლაპარაკი... ერთს გეტყვით: „ფრთხილად იყავით და ყველას არ ენდოთ! და გაუფრთხილდით მშობლებს...“
 „რა ვქნა? რა გავაკეთო, ჩემი შვილი ბედნიერი რომ იყოს?“
- კარგი, სვეტლანა, ჩვენ ვთხოვთ თქვენს მაგივრად. თქვენი საცხოვრებელი პირობების და პრობლემების შესახებ, მთელი საქართველო შეიტყობს! ჩათვალეთ, რომ უკვე უამრავი მეგობარი გყავთ!
სვეტლანა: ღმერთმა ქნას! მართალი გითხრათ, აღარ მჯერა, რომ შეიძლება, რაღაც კარგი მოხდეს ჩემს ცხოვრებაშიც. ხანდახან მეჩვენება, რომ ზოგიერთი ადამიანი, გაჩენილია ტანჯვისთვის, არ აქვს ბედნიერების უფლება. მე არ მაქვს... მაგრამ, ჩემი გოგონა ბედნიერი უნდა იყოს!
***
         ისტორიას აქ დავასრულებთ. შეუძლებელია ამ ტკივილის და საშინელების სიტყვებით გადმოცემა. სურათებიც ვერ გადმოსცემს. შეგიძლიათ ოჯახი პირადად მოინახულოთ. მათი მისამართია: რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. კორპუსი 10ბ, ბინა 3.1. მაგრამ, გაფრთხილებთ: თუ სუსტი ნერვები გაქვთ, მოერიდეთ ამ სანახაობას!
სვეტლანას და მის ულამაზეს გოგონას, არა მხოლოდ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ისინი უნდა გადავარჩინოთ! თორემ, უსათუოდ დაიხოცებიან ნელი სიკვდილით.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ გადავარჩინოთ ისინი!
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სვეტლანა და ანასტასია)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!


აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help