დაუსრულებელი ტანჯვაა ელზას ცხოვრება. სქოლიოზის მძიმე ფორმით არის დაბადებული. მისი ხერხემალი იმდენად არის გამრუდებული, რომ მუდმივი ტკივილისგან ქალს თვალთ უბნელდება, ფილტვები ეკეტება და თავისუფლად ამოსუნთქვას ვერ ახერხებს.
უზარმაზარი კუზი ძილის, სუნთქვისა და სიარულის საშუალებას არ აძლევს
ელზა (41 წლის): „ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ. გუშინ თვალი ვერ მოვხუჭე! ღმერთს რა შევცოდე ასეთი, რომ დაბადებიდან ასე ვიტანჯები? ამხელა ტანჯვა რით დავიმსახურე?“
მიუხედავად ხერხემლის ტკივილისა, ელზას ძველ, დანგრეულ ტახტზე სძინავს. მთელი ღამე ტკივილებისგან კვნესის. წამლები არ შველის, ექიმთან წასასვლელი ფული კი არ აქვს. შშმ პირის და დედის პენსია არის მისი ერთადერთი შემოსავალი. მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის მკურნალობისთვის.
ელზა: „შეიძლება მოვკვდე, წამალი დროულად თუ არ მივიღე. ვფიქრობ, ჯოჯოხეთში მოხვედრისაც კი არ მეშინია სიკვდილის შემდეგ, რადგან აქ უკვე გამოვცადე!“
ამ საბრალო ქალს დიაბეტიც აქვს. არ აქვს სისხლში შაქრის დონის საზომი ჩხირები, არც მედიკამენტები, არც მათი შეძენის საშუალება. ორიოდე დღის წინ ელზას გული წაუვიდა და კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს. ალბათ, გესმით, ეს რასაც ნიშნავს. ყველაზე დიდი საშინელება მოხდება მაშინ, თუკი ერთხელაც კომაში ჩავარდება და ვეღარასოდეს გაიღვიძებს.