რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

საქართველოში ჯერ კიდევ დარჩნენ ნამდვილი გმირები! მარტოხელა მამა სამ მცირეწლოვან შვილს ზრდის, აქედან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა, რომელსაც მამა საკუთარი ხელით უცვლის პამპერსებს, ტაშტში აბანავებს. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ საბრალო კაცს არჩევანის გაკეთება უწევს — 2 წლის შვილს უყიდოს ფაფა თუ 5 წლისას — წიწიბურა? 7 წლის ანტონს ბრინჯი უყიდოს თუ 2 წლის დავითს პამპერსი? სახლში საპირფარეშოც კი არაა. საშინელება!!! საშინელება!!! მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ მათ დასახმარებლად!

შეხედეთ ამ საბრალო ძმებს, რამხელა სევდაა მათ კეთილ თვალებში. ბავშვებმა ფონდის კორესპონდენტის, მათთვის უცხო დეიდას, დანახვაზე დაიმორცხვეს, მერე კი მათმა პატარა გულებმა თითქოს იგრძნეს, რომ ეს „უცხო დეიდა“ იმიტომ მივიდა მათ სახლში, რომ ძმების ისტორია მთელი საქართველოსთვის ეამბნა.

აი, ასე იწყება და ასე მთავრდება მერაბიშვილების ოჯახში ყოველი დღე. „სადილად“ მხოლოდ პური და ჩაია. იშვიათად კი წვენიც. ეს მაშინ ხდება, როდესაც საბრალო მამის დღიური შემოსავალი „მაღალია“ — ანუ 15 ლარი, დაახლოებით 5 დოლარი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, საბრალო კაცი მძიმე ტომრებს ეზიდება, რომ დღის ბოლოს 5 დოლარი აიღოს და შვილებს სახლში პური, ნახევარი კილო მაკარონი და იშვიათად წვენი მიუტანოს ან იაფასიანი კანფეტით გაახაროს ბავშვები.

40 წლის ახალგაზრდა კაცის გული დარდისგან დამძიმებულია. სისხლის შედედების (თრომბის) გამო 2-ჯერ გაიკეთა ფეხზე ოპერაცია. ახლაც ესაჭიროება მედიკამენტები და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, მაგრამ გმირი მამა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ფულს დასახარჯად ვერ იმეტებს და უკანასკნელ კაპიკებს 2 წლის დავითის პამპერსისთვის აგროვებს.

შემოწირულია

₾20,048.23

დონორი

1337

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

6 წლის ემილი და 5 წლის ელენე, როგორც ძაღლი გამხმარ ძვალს, ისე „ღრღნიან“ ხმელი პურის ნატეხს. საბრალო ბავშვს ხმელი პურის ჭამისას კბილიც კი მოსტყდა. ნუთუ პატარა ანგელოზებმა ეს დაიმსახურეს? ისინი ხომ ღვთიური სინათლე არიან ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ სახელმწიფო რას აძლევს მათ?! ღვთისნიერო ადამიანებო, ბავშვების ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

მთელი დღის ნაშიმშილარი ბავშვები ძილის წინ პურის ნატეხს ჭამენ. უფრო სწორად, არა, ამას ჭამა არ ჰქვია! ბავშვები წვალობენ, რომ იქნებ ერთი ლუკმა რამენაირად მოაკბიჩონ ამ ხმელ პურს. 6 წლის ემილი და 5 წლის ელენე მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახის შვილები არიან. საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვებს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურ დახმარებას იღებენ ამ სახელმწიფოსგან, რაც ბავშვების ცხოვრების საშუალო დონესაც კი ვერ უზრუნველყოფს. ზამთრის ყინვაში საბჭოთა კავშირის დროინდელ ტაშტში ბანაობისას ემილი და ელენე გაცივდნენ, ახველებთ და მაღალი სიცხე აქვთ. ბავშვებს ერთი წყვილი თბილი ტანსაცმელიც კი არ აქვთ. ასეთი თხელი მაისურები აცვიათ თებერვლის თვეში. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

შემოწირულია

₾10,834.78

დონორი

746

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 2 of 2 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!