ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
იმ ტრაგიკულ დღეს – 2022 წლის 7 ივლისს – ხუთი მცირეწლოვანი შვილის მამამ ვერ შეძლო საყვარელი შვილებისთვის საკვების ფული გამოემუშავებინა. როცა მან სახლის კარები გააღო და დაინახა ბავშვების შიმშილითა და მოლოდინით ანთებული თვალები, არაფერი უთქვამს მათთვის, მწარედ ატირდა და მეორე ოთახში ჩაიკეტა. სწორედ იქ ჩამოიხრჩო თავი… შეუნდე, შეუნდე ცოდვილს, უფალო! ჭეშმარიტება კი ის არის, რომ არაფერია იმაზე საშინელი მოსიყვარულე მშობლისთვის, ვიდრე შიმშილით დატანჯული შვილის ხილვა. ვილოცოთ, მეგობრებო, რათა უფალმა აპატიოს მონას ღვთისას!
ახლავე გადააზიარე, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
ხუთი ბავშვი ეხვევა და ეფერება საყვარელი მამიკოს ცივ საფლავის ქვას… ხვიჩა მწყემსად მუშაობდა. იგი დაუღალავად შრომობდა დილის ხუთის ნახევრიდან გვიან ღამემდე, დამატებით ერთი თეთრი რომ შემოეტანა თავისი პატარებისთვის, მაგრამ ოჯახის გამოსაკვებად ფული მაინც არ ჰყოფნიდა.
საშინელებაა, საშინელება… მრავალშვილიანმა მამამ გაუსაძლის სიღატაკეს ვერ გაუძლო და საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.
სოფიო, ბავშვების დედა (28 წლის): „ახლა როგორ ვიცხოვრო უშენოდ, ჩემო საყვარელო? ვის იმედად დაგვტოვე?.. იცი როგორ გვენატრები? ყოველი დღე უშენოდ – ჯოჯოხეთია!“

ძნელად წარმოსადგენია, რა უბედურება დაატყდა თავს სოფიოს 28 წლის ასაკში: იგი დარჩა მარტოდმარტო ხუთ შვილთან ერთად, საარსებო წყაროს გარეშე – შეიძლება ითქვას ქუჩაში, – ნახევრადდანგრეულ ავარიულ სახლში გატეხილი ფანჯრებითა და ჩამონგრეული სახურავით, რომლიდანაც წყალი ჟონავს, იმავე სახლში, სადაც თავი ჩამოიხრჩო მისმა მეუღლემ – ცხოვრება აუტანლად მტკივნეული და საშიში გახდა. ოჯახი იძულებული გახდა, ქირით გადასულიყო.
სოფიო: „ჩვენ სოციალური შემწეობითა და ბავშვების ობლობის პენსიით ვცხოვრობთ. დედაჩემი მძიმედ ავად არის – მას კიბო აქვს, თვითონაც დახმარება სჭირდება. არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს. აღარ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დახმარებისთვის მივმართოთ ჩერნოვეცკის ფონდის კეთილ ადამიანებს. მე ყოველდღე ვილოცებ ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაგვეხმარება. ღმერთმა დაგლოცოთ!“
როდესაც ფონდის კორესპონდენტი ამ პატარა ანგელოზებთან მივიდა სტუმრად, სახლში პურიც კი არ ჰქონდათ. ბავშვებმა ის, პირველ რიგში, ცარიელ მაცივართან მიიყვანეს – შიგნით არაფერი იდო.
ლიზი (13 წლის): „ჩვენ საჭმელი არ გვაქვს. ხშირად მშივრები ვიძინებთ, მაგრამ ამას არ ვამჟღავნებთ, რომ დედას არ ვატკინოთ გული. ძალიან გვეცოდება და ყველაფერში ვეხმარებით. სახლში გაზქურაც არ მუშაობს და დედიკოს ცხელი საჭმლის მომზადება არ შეუძლია.“
ლიზი: „ჩვენი საწყალი დედიკო ხელით რეცხავს ტანსაცმელს, მას ხომ სარეცხი მანქანა არ აქვს“.
ლიზი: „ჩვენ, ექვს ადამიანს სულ ორი საწოლი გვაქვს, ისინიც ძველი, თითქმის დაშლილებია“.
ექვსი წლის ნია წელს პირველ კლასში უნდა წავიდეს, მაგრამ დედიკოს არ შეუძლია მისთვის არც სასწავლო ნივთების, არც ზურგჩანთის, არც ტანსაცმლის და არც ფეხსაცმლის ყიდვა… ვინ მოამზადებს პატარა პირველკლასელს სკოლისთვის თუ არა ჩვენ? მეგობრებო, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი შვილია! დაეხმარეთ ობოლ ბავშვს!
ქმრის გარდაცვალების შემდეგ სოფიოს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო: თვალებში უბნელდება, თავბრუ ეხვევა, ფეხები უბუჟდება და ხშირად ფეხები ეკვეთება, მაგრამ ახალგაზრდა ქალს ექიმთან მისვლის საშუალებაც კი არ აქვს.
სოფიო საკუთარ თავზე არ ფიქრობს – ოღონდ ბავშვებს არ შიოდეთ. ის ნერვიულობს. მას ეშინია. მას არ უნდა სიკვდილი. მას სურს, რომ იცოცხლოს – თავისი შვილებისთვის!
რით დავეხმაროთ ოჯახს? პირველ რიგში პროდუქტებით. გაზქურა და სარეცხი მანქანა ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა სიცოცხლეს უბედურ ქვრივს. ასევე საჭიროა საწოლები, თეთრეული და რა თქმა უნდა – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები. ბავშვებს არ აქვთ არც მობილური ტელეფონები, არც კომპიუტერები.
თუ მთელი საქართველო გაერთიანდება, ჩვენ შევძლებთ ამ ოჯახისთვის პატარა სახლის შეძენას. არ უნდა დავუშვათ, რომ პატარები ქუჩაში აღმოჩნდნენ!
ამ კეთილ და კარგ ბავშვებს ჯერ კიდევ სჯერათ სიკეთისა და სასწაულების. ისინი – ჩვენები არიან! ისინი – ქართველები არიან!
მათი დედა – მარტოხელა, დაღლილი, მაგრამ მაინც ძლიერი ქალი – უკანასკნელი ძალებით ფეხზე დგას. დაეხმარეთ! ჩვენ ვერ შევუცვლით ბავშვებს მამას, მაგრამ შეგვიძლია მის ნაცვლად ვიზრუნოთ მათზე. მოდით, ასე მოვიქცეთ!
ღვთისნიერო ხალხო! უბედური მამის სული ცათა სასუფეველში მხოლოდ მაშინ იპოვის სიმშვიდეს, როცა ზეციდან დაინახავს, რომ მისი შვილები დაპურებული არიან და თავზე აღარ ჩამოსდით ჭერიდან წვიმის წყალი.
ჟურნალისრტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ ესტუმროთ ოჯახს და პირადად დაეხმაროთ აი მისამართი: ქ. ვალე, ვაჯა ფშაველას ქუჩა, სახლი 1
ახლავე გადააზიარე, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
მეგობრებო , კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუ თქვენ იცით მეზობლის ან ნაცნობის გაჭირვების შესახებ, გააკეთეთ ღვთისნიერი საქმე, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ხომერიკის ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა ExpressPay, TBCpay ტერმინალებიდანაც შეიძლება. განყოფილებაში «ქველმოქმედება» მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და უფრო დაუახლოვდეთ ღმერთს! გააგზავნეთ სმს-ი ნომერზე 97100.
მხოლოდ თქვენს ერთ ზარს სპეციალურ ნომერზე შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901200270! იყავით დალოცვილები!
სულ ხარჯები:
4565.21₾დარჩა:
0₾