უკვე მესამე თვეა, ქეთევანი და მისი შვილები იქექებიან ნაცარში, ეძებენ, იქნებ ხანძარს წარსული ცხოვრებიდან ერთი კოვზი, ერთი თეფში მაინც გადაურჩა, მაგრამ ამაოდ – ცეცხლმა ყველაფერი შთანთქა! 2023 წლის თებერვალში, მხოლოდ ერთმა ნაპერწკალმა უსახლკაროდ დატოვა მაზიაშვილების ოჯახი და პრობლემები შეჰმატა მათ ისედაც შეჭირვებულ ცხოვრებას. ექვსი ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა. მათი წარსული ტკბილი ცხოვრებისაგან კი, დარჩა მხოლოდ გადაბუგული კედლები და ფერფლი.