რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
უკვე მესამე თვეა, ქეთევანი და მისი შვილები იქექებიან ნაცარში, ეძებენ, იქნებ ხანძარს წარსული ცხოვრებიდან ერთი კოვზი, ერთი თეფში მაინც გადაურჩა, მაგრამ ამაოდ – ცეცხლმა ყველაფერი შთანთქა! 2023 წლის თებერვალში, მხოლოდ ერთმა ნაპერწკალმა უსახლკაროდ დატოვა მაზიაშვილების ოჯახი და პრობლემები შეჰმატა მათ ისედაც შეჭირვებულ ცხოვრებას. ექვსი ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა. მათი წარსული ტკბილი ცხოვრებისაგან კი, დარჩა მხოლოდ გადაბუგული კედლები და ფერფლი.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
უკვე მესამე თვეა, ქეთევანი და მისი შვილები იქექებიან ნაცარში, ეძებენ, იქნებ ხანძარს წარსული ცხოვრებიდან ერთი კოვზი, ერთი თეფში მაინც გადაურჩა, მაგრამ ამაოდ – ცეცხლმა ყველაფერი შთანთქა! 2023 წლის თებერვალში, მხოლოდ ერთმა ნაპერწკალმა უსახლკაროდ დატოვა მაზიაშვილების ოჯახი და პრობლემები შეჰმატა მათ ისედაც შეჭირვებულ ცხოვრებას. ექვსი ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა. მათი წარსული ტკბილი ცხოვრებისაგან კი, დარჩა მხოლოდ გადაბუგული კედლები და ფერფლი.
„ამ ოთახში იყო საძინებელი… ახლა კი, ასე გამოიყურება, როგორც გამოქვაბული!“
– ქეთევან, გვიამბეთ თქვენს დღევანდელ ცხოვრებაზე. დავითი ოთახებს მაჩვენებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა!
ქეთევანი: ჩვენი სახლისგან არაფერია დარჩენილი. არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღე. სხვა სოფელში, ნათესავის გასვენებაში ვიყავით ყველანი წასული. გიორგიმ ჩვენთან ერთად წამოსვლა არ მოისურვა, თქვა, რომ ცუდად გრძნობდა თავს. სახლში დარჩა, მე კი, მთელი დღე ცუდი წინათგრძნობა არ მასვენებდა. გიორგი ხომ, მიუხედავად თავისი ასაკისა და სიმაღლის, პატარა ბავშვივით არის. (შენიშვნა: გიორგი გონებრივად ჩამორჩენილია. 15 წლის არის.)
მეზობელმა რომ დამირეკა, მაშინვე ვკითხე, გიორგი თუ იყო კარგად. „გიორგი ცოცხალია, მაგრამ…“ – მხოლოდ ეს სიტყვები გავიგონე. რომ ჩამოვედით, სახლი ჯერ კიდევ იწვოდა… გიორგი მეზობელთან იყო. ღმერთო, მადლობა იმისთვის, რომ ის მაშინ სახლიდან გამოიყვანე! შვილი გადამირჩინე! კიდევ ორიოდე წამიც და შესაძლოა, ვეღარც მოეხერხებინა გამოსვლა, სახურავი თავზე დაემხობოდა და დამარხავდა ჩემს ბიჭს იმ ნახშირის გროვაში! ჩვენს მდგომარეობას სიტყვებით ვერ აღვწერ. ტირილიც კი აღარ შემიძლია. ვერც კი წარმოიდგენთ, იმ სახლში, ყოველი ნივთი, ყოველი წვრილმანი ჩვენთვის რამდენად ძვირფასი იყო. ამდენი წლის განმავლობაში ვაგროვებდით ფულს, ვაწესრიგებდით იქაურობას, 2014 წელს სესხიც კი ავიღეთ და ჩვენი საკუთარი ხელით გავაკეთეთ ყველაფერი…
– უკვე დაადგინეს ხანძრის მიზეზი?
ქეთევანი: გიორგი ამბობს, რომ შესცივდა და გაზქურა აანთო, ალბათ, გამართულად არ მუშაობდა. საღამოს კი, მეზობელმა დაუძახა და ეზოში გავიდა, როგორც ჩანს, ცეცხლი წამებში მოედო ყველაფერს. რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? აღარაფერი იცვლება. სახლი აღარ გვაქვს, გიორგი კი ცოცხალი გადარჩა – ეს არის მთავარი. ღმერთმა შვილი გადაგვარჩინა, ახლაც, ის დაგვეხმარება, რომ შიმშილითა და სიცივით არ დავიხოცოთ.
– ახლა სად ცხოვრობთ?
ქეთევანი: მთავრობამ 200 ლარად ბინა გვიქირავა და 5 000 ლარი გამოგვიყო სახლი რომ გადავხუროთ. მაგრამ, არაფერში გვყოფნის ეს თანხა. როგორც კი, უფლისა და თქვენი დახმარებით, შეგროვდება საჭირო თანხა, მაშინვე დავიწყებთ სახურავისა და კედლების შეკეთებას. სოციალური შემწეობაა ჩვენი შემოსავალი. მე დამლაგებლად ვმუშაობ, თვეში 200 ლარს მიხდიან, მეუღლე კი, სოფელში ეხმარება ყურძნის კრეფაზე, მაგრამ იშვიათად. ისიც კაპიკებს შოულობს. სახლის აშენების კი არა, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს, ხანდახან.
„აღარაფერი დაგვრჩა. ეს ყველაფერი მოგვიტანეს კეთილმა მეზობლებმა და მეგობრებმა“
გიორგი (15 წლის): იცით, მე ჩემი საკუთარი ოთახი მქონდა. ყველას იქ ვემალებოდი. მერე კი, აღარაფერი დარჩა. ზღაპრების წიგნებიც მქონდა… მიყვარს ზღაპრები „კომბლე“, „კონკია“, დედიკო მიკითხავდა ხოლმე. მეც ვკითხულობდი, ხანდახან.
„აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე. იქნებ, რამე ვიპოვო?“
– წარსული ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
ნიკოლოზი (11 წლის): არ ვიცი… ჩემი ოთახი მენატრება. ძალიან მენატრება. ბურთი და ტელეფონი. კარგი ბურთი მქონდა.
– რაზე ოცნებობდი მაშინ? როგორ წარმოგედგინა შენი ცხოვრება?
ნიკოლოზი: მე ხომ, ფეხბურთელობა მინდოდა… ახლა, უკვე აღარ ვიცი, ვინ გამოვალ. მეგონა, ფეხბურთზე სიარულს დავიწყებდი. რომ, დედიკო მიყიდიდა ბუცებს და ფორმას, და ყველაზე მაგრად ვითამაშებდი.
„კარგი იქნებოდა, მეთქვა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს მოვიტეხე ფეხი. ახლა, ხიდან ჩამოვვარდი როგორ უნდა ვთქვა? ეს ხომ, სირცხვილია!“
– ფეხზე რა დაგემართა?
ნიკოლოზი: არავის უთხრა… ხიდან ჩამოვვარდი. უკეთესი იქნებოდა, ფეხბურთის თამაშის დროს მომეტეხა ეს ფეხი, მაგრამ არა უშავს… ექიმმა თქვა, რომ მალე მომირჩება, უბრალოდ, ცოტა ხანს უნდა ვიწვე… ჩემთვის კი, უსაქმოდ წოლა ყველაზე ძნელია. ტელევიზორიც კი არ გვაქვს, რამე საინტერესოს რომ ვუყურო… ასე ვწევარ მთელი დღე და ვუყურებ ჭერს!
„ფანქრები და ფურცლებიც კი აღარ გვაქვს, რამე რომ დავხატოთ“
– ხანძრის მერე, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
ნიკოლოზი: მახსოვს, როგორ გვეხმარებოდა მთელი სოფელი. როგორ გვამშვიდებდნენ, გვჩუქნიდნენ ტანსაცმელს. მოჰქონდათ თბილი საბნები! ყველა ისეთი გულკეთილია! გავიზრდები, მუშაობას დავიწყებ და ყველას გადავუხდი ამ სიკეთისთვის! მეც მინდა, რონალდუსავით ყველას რომ დავეხმარო. ის ღარიბი იყო, მაგრამ მერე, მილიონერი გახდა და ყველას, ვისაც უჭირს ეხმარება!
„აქ ელაგა ბავშვების ტანსაცმელი. ახლა კი, მხოლოდ ფერფლია დარჩენილი“
ქეთევანი: რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით. ყველას მადლობას ვუხდი, ვლოცულობ მათთვის და თქვენი დახმარებითაც მინდა გადავცე მადლობა! ყველანი წაიკითხავენ ჩვენს ისტორიას, მინდა ყველას სათითაოდ ვუთხრა, რომ მიყვარს!
– ქეთევან, თქვენი აზრით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? ზამთარი როგორღაც გადააგორეთ, ამჟამად რა არის თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა?
„ღმერთო, კარგი საწოლები კიდევ ოდესმე გვექნება?“
ქეთევანი: თანხა გვაქვს, სახურავი რომ გადავხუროთ, გლობალურ რამეებს, ხომ ვერ მოვითხოვ? იქნებ, ჭურჭლით, ტანსაცმლით და საწოლებით დაგვეხმაროს ვინმე… ბავშვებს ძალიან სჭირდებათ პლანშეტები და სასკოლო ნივთები.
ნიკოლოზი: კიდევ, ველოსიპედი! ბურთი! და ბუცები!
ქეთევანი: თუ კი, უფლის დახმარებით შევძლებთ, სახლი რომ გადავხუროთ, კარ-ფანჯარა დაგვჭირდება. აღარაფერს ვამბობ საკვებ პროდუქტზე, სირცხვილია, ადამიანებისთვის ხელებში ყურება…
დავნებდეთ, თუ ვცადოთ ყველაფრის ნულიდან დაწყება? დაგვეხმარებით? ჩვენ ამას მარტო ნამდვილად ვერ შევძლებთ
* * *
მეგობრებო, მაზიაშვილების ოჯახმა დაკარგა ყველაფერი. მათი სახლი, ნივთები, ყველაფერი, რაც მძიმე შრომის ფასად მოაგროვეს წლების განმავლობაში, ხანძარმა შთანთქა. აღარაფერი აქვთ. ცოლ-ქმარი ღია ცის ქვეშ დარჩა შვილებთან ერთად, ცხოვრობენ ოთახში, სადაც ძლივს ეტევიან. ეხმარებიან მეზობლები, ახლობლები, მაგრამ სინდისი არ მისცემთ უფლებას, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების სიკეთით დიდხანს რომ ისარგებლონ. მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ!
მაზიაშვილები ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, ყველაზე ელემენტარული ნივთებიც კი, ისინი ხომ, ფაქტობრივად ნულიდან იწყებენ ცხოვრებას. უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჭურჭელი, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, საწოლები, მაგიდა, სკამები და პლანშეტები ბავშვებისთვის. კიდევ არის ერთი განსაკუთრებული თხოვნა: ველოსიპედი, ბურთი და ბუცები!
შეგიძლიათ ოჯახი მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაზიაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ცამდე ბედნიერია ნიკოლოზი! მას აცვია ფორმა კვარას ნომრით!
კვარაცხელიას ფორმა რომ მაცვია, უფრო სწრაფად დავრბივარ და გოლები გამაქვს, – ამბობს ნიკოლოზი. – იმიტომ გთხოვეთ ასეთი ფორმა, რომ მომეგო ხოლმე. ინტერნეტიანი ტელევიზორი კი, იმიტომ მინდოდა, რომ კვარადონას ყველა თამაშისთვის მეყურებინა და არაფერი გამომრჩენოდა.
– გიჟდება, ისე მოსწონს თავისი ფორმა, ბუცები და ბურთი, – ღიმილით ამბობს დედა, ქეთევანი. – ჩვენ ხომ, სახლი დაგვეწვა და უარაფროდ დავრჩით იმ ხანძრის მერე. სრულიად გავკოტრდით.
მეორადი ნივთებიც ძალიან გაგვახარებდა, თავი როგორღაც რომ გაგვეტანა. მაგრამ, ფონდის მკითხველები ხომ, სულ სხვანაირები არიან! ჩვენი დიდსულოვანი ადამიანები! გაზქურაც, მაცივარიც, საწოლებიც მივიღეთ საჩუქრად!.. სულ ახალთახალი! ჩემს შვილსაც აუხდინეს ოცნება…
ნიკოლოზი მარტო ვარჯიშობს. რას იტყვით, ფეხბურთის სექციაში ხომ არ შეგვეყვანა? ნახეთ, როგორ მოსწონს!
მედეა (14 წლის): თქვენი გვერდი დიდი ხნის წინ გამოვიწერე. იცით? „ფეისბუქის“ გვერდზე ფონდის ყველა ისტორიას ვკითხულობდი, განვიცდიდი, მერე კი მიხაროდა, რომ ეხმარებოდით. მაგრამ გეფიცებით, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ პროექტში მონაწილეობას ჩვენც თუ მივიღებდით. არა, პრობლემები კი იყო, მაგრამ სახლი და საჭმელი მაინც გვქონდა. ხანძრის მერე კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ყველანი ძალიან ვდარდობდით და სულ გვეტირებოდა. ფონდზე დედას მე შევახსენე. მინდოდა, დაგვხმარებოდით და თქვენი მხარდაჭერა ჩვენც გვეგრძნო.
– გამოგვივიდა, მერე?
მედეა: კი, ნამდვილად, საუკეთესოები ხართ! ადრე, შორიდან გიყურებდით, მერე ეს საშინელება შეგვემთხვა და აი, თქვენი სიყვარულის გარემოცვაში აღმოვჩნდით. ისე თბილად და კარგად ვართ, თქვენი მკითხველები უზომოდ გულკეთილი ადამიანები არიან! ძალიან მაკლდა ასეთი თბილი სიტყვები, ყოველდღე ვკითხულობდი, რა კომენტარებს წერდნენ ადამიანები პოსტზე და განწყობაც უკეთესი მქონდა.
აი, მაგალითად, ახალ საწოლზე რომ ვწვები, მაშინვე მეძინება ხოლმე. ისეთი მყუდრო, თბილი და ფაფუკია და თანაც, ყოველთვის მახსენდება, რომ სიყვარულით გვაჩუქეს. თანაც, გრძელია, კარგად ვეტევი და აღარ მიწევს მოკუნტულს ძილი. მანამდე, ბავშვის პატარა საწოლებზე გვეძინა, ვარდებოდა, რომ დაწვებოდი. დედა და ჩვენი უმცროსი ძმაც ძლივს ეტეოდნენ იმ ძველ საწოლზე. სულ ნაპირზე იწვა, ეშინოდა, არ გადმოვარდნილიყო.
ნიკოლოზი: „სანამ ჩემი და არ არის, შემიძლია ცოტა ხნით წამოვწვე.“
ქეთევანი, დედა: ჩემს 4 წლის დავითს, აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და მარტო ვერ იძინებს. ახლაც ერთად გვძინავს, მაგრამ გამოძინებულები ვდგებით ხოლმე.
დედა, ქეთევანი, საწოლის ნაპირზე აღარ წვება. მას და დავითს თავისუფლად სძინავთ ახალ საწოლზე.
მედეა: ნაქირავები სახლია, ჩვენი არ არის და აქ ბევრი რამ არ დაგვხვდა, იმიტომ, რომ მხოლოდ 200 ლარს ვიხდით. ზაფხულში თბილ წყალს ვსვამდით და ხანდახან, ამჟავებული სადილიც გვიჭამია ხოლმე. მაცივარი ხომ, არ გვქონდა. თქვენ კი გვაჩუქეთ და ჩვენი წამებაც დასრულდა. უბრალო ცივი წყალი ისე მენატრებოდა, სიხარულისგან ვხტუნაობდი!
მედეა: „შემიძლია წყალი თქვენც მოგართვათ, უკვე გაცივდა. და საერთოდაც, შემიძლია საყინულეში ნებისმიერი საჭმელი გავყინო.“
მედეა: „ნიკოლოზი უყურებდა ტელევიზორს, ამიტომაც არის ფეხბურთის ამდენი ვიდეო Youtube-ის საძიებო ველში.“
– ჩვენი მკითხველებიდან, ვინმე პირადად თუ გაიცანით?
ქეთევანი: ვიცოდით, რომ თქვენი მკითხველები სტუმრობდნენ ოჯახებს და ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩვენთანაც მოვიდნენ. თბილისიდან ჩამოვიდნენ ცოლ-ქმარი და მათი პატარა გოგონა. ძალიან გულთბილი და საყვარელი ოჯახი. გოგონა მაშინვე გაიქცა ჩემს დათოსთან სათამაშოდ. მაგრამ, მას ხომ უჭირს ბავშვებთან ურთიერთობა…
ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, ჩვენმა სტუმრებმა იმდენი რამ ჩამოგვიტანეს: ქათამი, ძეხვი, მაკარონი, წიწიბურა, ზეთი, კანფეტი… იმ დღესვე მოვამზადე ჩახოხბილი ჩვენს ახალ გაზქურაზე. პურიც სახლში გამოვაცხვე. ვახშმის დროს კი, ჩვენს სტუმრებზე ვსაუბრობდით, რომლებსაც ჯანმრთელობას, სიხარულს და კეთილდღეობას ვუსურვებთ მთელი გულით.
„ახალ გაზქურაზე წვნიანიც მალე მზადდება. პურიც ძალიან გემრიელი ცხვება ახალ ღუმელში!“
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თქვენს მკითხველს. თქვენს ფონდს რომ მივმართეთ, უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით, სოციალური შემწეობაც შეჩერებული გვქონდა იმის გამო, რომ შევიცვალეთ რამდენიმე ბინა. უბრალო შვრიის საყიდელი ფულიც კი არ გვქონდა…
ბოლომდე მოგენდეთ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძენით. გაჭირვებით დატანჯულ, დაბნეულ ადამიანებს კი, ეს ძალიან სჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში იზრდება ოთხი ბავშვი. თქვენ გვაჩუქეთ ეს უსაფრთხოების შეგრძნება, თანადგომა და ბედნიერება. ჩემი მეუღლისა და შვილების სახელით უდიდეს მადლობას გიხდით!
– ნიკოლოზ, პირველად რომ ჩამოვედით გადასაღებად, სიარული გიჭირდა, ფეხი ტრავმის შემდეგ ჯერ ბოლომდე არ გქონდა მორჩენილი. ახლა აღარ გტკივა, რომ ურტყამ ბურთს?
ნიკოლოზი (11 წლის): არა, რა მტკივა! ნახე, რა ნომერი მაწერია ზურგზე – 77! ამ ფორმას როგორ შევარცხვენ? კვარაცხელიას არასდროს არაფერი სტკივა და არასდროს იღლება. მეც ვცდილობ, ასეთი ვიყო.
ნიკოლოზი: „ჩემპიონის ნომერი მაწერია ზურგზე. რა უფლება მაქვს, დავიღალო ან ვიწუწუნო?!“
ითვლის: „21, 22, 23…“
– ეს ფორმა ძალიან გიხდება! არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ყოველგვარ წარმატებას და ყველანაირი მიზნის მიღწევას გისურვებ. ქეთევან, ამჟამად რა მდგომარეობაშია თქვენი დამწვარი სახლი? ადგილობრივი ხელისუფლება რამით თუ დაგეხმარათ, პროექტის მსვლელობის დროს?
ქეთევანი: ჩვენი სოფლის გამგეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნებართვით, გვაძლევს კარ-ფანჯარას, რომელიც დარჩა სკოლის შენობის რემონტის მერე. სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარება მივიღეთ – 400 ლარი. მაგრამ, ამით ვერ წავალთ შორს. უამრავი პრობლემაა: საჭმელი მკურნალობა…
ამჟამად ძალიან მაღელვებს ჩემი 4 წლის შვილის მდგომარეობა, აუტიზმი აქვს. უარაფროდ დავრჩით იმ ტრაგედიის მერე და ვერ ვმკურნალობთ. თბილისში, კარგ ექიმთან მისი წაყვანის საშუალება არ გაგვაჩნია. დღემდე ვერ ლაპარაკობს, მთელი დღე უაზროდ იქნევს ხელებს.
თუ ვინმე მოისურვებს და დაგვეხმარება ამ მხრივ, მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები მისი. არ ვიცი, როდის შევძლებთ კვლავ ფეხზე დადგომას, მაგრამ ამჟამად, მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი სახის დახმარებისთვის.
მაზიაშვილების ოჯახში, ჯანმრთელობის პრობლემა ორ ბავშვს აქვს: უფროსი, გიორგი გონებრივად ჩამორჩენილია, უმცროსს კი – დავითს, აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს. ოჯახს, ამჟამად, საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია. მხოლოდ ის ნივთები აქვთ, რაც ჩვენ ვაჩუქეთ. უბრალოდ, თქვენთვის შესრულებული სამუშაოს შედეგის გაზიარება გვსურდა, მაგრამ ამ ისტორიაში წერტილის დასმა ჯერ ადრეა. შემდგომი დახმარება უბრალოდ საჭირო კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოების შეგრძნებას, სითბოს და სიყვარულს ჩუქნით.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
4440.00₾დატოვა:
0.22₾