ეს ბავშვები სამშობლოს, ამაყი საქართველოს დატოვებაზე არც კი ფიქრობენ! ასეთ მდგომარეობაში რატომ არიან?.. ზანაძეების ოჯახში 6 ანგელოზი მუდმივად შიმშილობს! ბავშვებს რომ ვკითხე, არცერთ მათგანს არ ახსოვდა ბოლოს სადილი როდის ჭამეს. მათი საუზმე, სადილი და ვახშამი ხმელი პურია. გმადლობთ, მთელი საქართველოს სახელით მადლობას გიხდით, ოჯახის კეთილო მეზობლებო! თავად შეჭირვებულები, ყოველთვის უწილადებთ საკვებს მშიერ პატარებს. იცოდეთ, სწორედ ასეთი ადამიანები ინახავენ დიდ ქართულ ტრადიციებს. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგცეთ თქვენ და ყველა გულისხმიერ ადამიანს! ჩვენი ფონდი მადლობელია და თქვენ წინაშე ქედს იხრის!