ყველა კაცი ადამიანი არაა! მითუმეტეს ყველას არ აქვს უფლება იყოს მშობელი. ეს ულამაზესი გოგონა, სამი თვის რომ იყო, მამამ სახლიდან გააგდო. ლიზი და მისი დედიკო ქუჩაში დარჩნენ, უსახლკაროდ და უპუროდ. ყველა კარზე აკაკუნებდნენ, პურის ნაჭერს ითხოვდნენ. ღვთის ნებით, კეთილმა ქალმა შეიფარა. ლიზის და თეონას ისტორია სავალალოდ დასრულდებოდა, მათ გზაზე, შემთხვევით ღვთისნიერი ადამიანი – გივი რომ არ გამოჩენილიყო.