რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

3 თვის ბავშვთან ერთად, ძაღლივით ქუჩაში გამაგდეს

calendar ივლისი 27, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ყველა კაცი ადამიანი არაა! მითუმეტეს ყველას არ აქვს უფლება იყოს მშობელი. ეს ულამაზესი გოგონა, სამი თვის რომ იყო, მამამ სახლიდან გააგდო. ლიზი და მისი დედიკო ქუჩაში დარჩნენ, უსახლკაროდ და უპუროდ. ყველა კარზე აკაკუნებდნენ, პურის ნაჭერს ითხოვდნენ. ღვთის ნებით, კეთილმა ქალმა შეიფარა. ლიზის და თეონას ისტორია სავალალოდ დასრულდებოდა, მათ გზაზე, შემთხვევით ღვთისნიერი ადამიანი – გივი რომ არ გამოჩენილიყო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
3 თვის ბავშვთან ერთად, ძაღლივით ქუჩაში გამაგდეს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ყველა კაცი ადამიანი არაა! მითუმეტეს ყველას არ აქვს უფლება იყოს მშობელი. ეს ულამაზესი გოგონა, სამი თვის რომ იყო, მამამ სახლიდან გააგდო. ლიზი და მისი დედიკო ქუჩაში დარჩნენ, უსახლკაროდ და უპუროდ. ყველა კარზე აკაკუნებდნენ, პურის ნაჭერს ითხოვდნენ. ღვთის ნებით, კეთილმა ქალმა შეიფარა. ლიზის და თეონას ისტორია სავალალოდ დასრულდებოდა, მათ გზაზე, შემთხვევით ღვთისნიერი ადამიანი – გივი რომ არ გამოჩენილიყო. 

არავის აქვს უფლება ეს პატარა გოგონა რომ გააბრაზოს!

„ალბათ, ადამიანმა ჯოჯოხეთი უნდა გამოიაროს, რომ მის ცხოვრებაში რამე კარგი მოხდეს. გივი რომ არ გამოჩენილიყო, მე და ლიზი ვერ გადავრჩებოდით“ – ამბობს თეონა და ღმერთს მადლობას სწირავს. 
– თეონა, ყველაფერი დაწვრილებით გვიამბეთ, ვხედავ, სათქმელი ბევრი გაქვთ. 
თეონა: როცა ყველა ზურგს გაქცევს და შენ ცხოვრებაში შემთხვევით ჩნდება ადამიანი, რომლისთვისაც შენი პრობლემები სულ ერთი არ არის, ეს ღმერთის საჩუქარია. თუ გაინტერესებთ მოგიყვებით, როგორ მოხდა ყველაფერი. 
– ძალიან გვაინტერესებს. ყველას ისტორია უნიკალურია.  ძალიან ვაფასებთ, როცა ადამიანი გვენდობა და გულს გვიშლის. 
თეონა: ადრე გავთხოვდი, ოჯახში ბედნიერი არ ვყოფილვარ. ახლა რომ ვუფიქრდები – ოჯახი არც გვქონდა. მეუღლე სახლში არ მოდიოდა, მე მისთვის ბუტაფორია ვიყავი. მეგონა, ბავშვის დაბადება ყველაფერს შეცვლიდა. მეგონა, ქმარი ოჯახს უფრო ყურადღებით მოეკიდებოდა. მაგრამ თურმე ვცდებოდი. ლიზი დაუნის სინდრომით დაიბადა, მან სახლის გზა საერთოდ დაივიწყა. ოჯახს არ უნდოდა ავადმყოფი ბავშვის მიღება და 3 თვის შემდეგ ჩვენ უბრალოდ გამოგვაგდეს სახლიდან. გვითხრეს: „წადით სადაც გინდათ, აკეთეთ რაც გინდათ. ჩვენ არ გიცნობთ“. აი ასე აღმოვჩნდით მე და ლიზი ქუჩაში.

«როცა გვერდით დედიკოა, არაფრისაც არ მეშინია»

– ახლობლები ან ნათესავები არ გყავთ, ვინც თქვენს დახმარებას შეძლებდა? 
თეონა: არა. მამა ადრე გარდამეცვალა, 6 წლის ვიყავი. ამ დღის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი. ჩვენ სახლში ყოველთვის ტიროდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ბებია გარდაიცვალა. მამაჩემის დედა. ბაბუამ, რომელმაც ჯერ ახალგაზრდა შვილი მიაბარა მიწას და შემდეგ საყვარელი ცოლი, სმა დაიწყო. სახლიდან გადიოდა და იკარგებოდა. მახსოვს, სკოლიდან დაბრუნებული როგორ ვეძებდი მას. ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა სადმე მკვდარი რომ არ მეპოვე. იცით როგორ დამცინოდნენ ბავშვები? მომაძახებდნენ: „ისევ ლოთი, ბინძური ბაბუის საძებნელად დადისო“. დღემდე ეს სიტყვები ყურში ჩამესმის. 
– ეს რა გადაგიტანიათ, ამის წარმოდგენამაც შემზარა.
თეონა: ასეთ დროს ვფიქრობდი, რომ ოჯახს შევქმნიდი და მშვიდად ვიცხოვრებდი ჩემ ქმართან და შვილებთან ერთად. მაგრამ ჩემი დაოჯახება ძალიან ცუდად დასრულდა. 
ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ჩემ გზაზე გივი გამოჩნდა. ჩემი მეორე ნახევარი. მან ლიზისთან ერთად მიმიღო და დღემდე საკუთარი შვილივით უვლის. მართალია ჩვენც ყველაფერი დალაგებულად არ გვაქვს… მის ოჯახს არ უნდოდა ჩვენ რომ დავქორწინებულიყავით. აბა, ვის უნდა ბავშვიანი ქალი რძლად? მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა ამ გამოწვევასაც გაუძლო და ორი გოგონა გაგვიჩნდა. ახლა სამი პრინცესას დედიკო ვარ. ნახეთ, რა საყვარლები არიან, გიჟდებიან ერთმანეთზე. 

ჩვენ სულ ერთად ვართ!

– რამდენია თქვენი შემოსავალი და როგორ ახერხებთ სამი შვილის გამოკვებას?
თეონა: ნახევარი წლის წინ ჩემი ქმრის ბებია გარდაიცვალა. ამის გამო სოციალური დახმარება შეგვიწყვიტეს. რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო, უკვე 6 თვეა შეჩერებულია თანხის დარიცხვა და კიდევ რამდენი ხანი ვიქნებით ასე, არ ვიცი. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ქმრის დღიური ჯამაგირია, ესაც იმ შემთხვევაში, თუ გაგვიმართლა და მან სამსახური იშოვა. დიდ ქალაქებში ჭირს სამუშაოს ნახვა და ჩვენ მიყრუებულ სოფელში, აბა რა იქნება? იმედი მაქვს მალე აღგვიდგენენ სოციალურის, თორემ ასე დიდი ხანი ვეღარ გავძლებთ. 
– ლიზის პენსია არ ეკუთვნის? 
თეონა: ამაზეც შეგვპირდნენ, დაგეხმარებითო, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. ლიზის უკვე მისცეს ინვალიდის სტატუსი და ალბათ პენსიასაც მალე დაუნიშნავენ. 
– ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
თეონა: ყველაზე მეტად საკვების და პროდუქტების ყიდვა გვიჭირს. მაღაზიაში ზოგჯერ ნისიად გვაძლევენ, იციან, როდესაც მეუღლე ხელფასს იღებს, პირველ რიგში ვალებს ისტუმრებს. მაგრამ სულ ასე ხომ ვერ ვიქნებით, არა? 

კანფეტებზე და ტკბილეულზე არც ვოცნებობთ

– თქვენი აზრით, რამდენია საჭირო თვეში, რომ თქვენმა ოჯახმა ნორმალურად იცხოვროს?
თეონა: უი, არც ვიცი. სოციალურს თუ აღგვიდგენენ, ეკონომიურად დავხარჯავდი და ალბათ ვიმყოფინებდით. მთავარია ბავშვები მყავდეს დანაყრებული, მეტი არც მინდა. მთავარია სიყვარულით ვცხოვრობთ და დანარჩენს მოევლება. 

მთელ ოჯახს – დედას, მამას და სამ შვილს ამ საწოლებზე სძინავთ

– პროდუქტების გარდა, ალბათ არის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც თქვენი შემოსავლით ვერასდროს შეიძენთ, მაგრამ ძალიან გჭირდებათ?
თეონა: რა თქმა უნდა! ნახეთ სად გვძინავს. სახლში არაფერი არ გვაქვს. არც მაცივარი, არც გაზქურა. საწოლები იმდენად ძველია, იშლება. თეთრეულიც თაგვების ნაჭამია. 

«დღეს, ხვალ და ზეგაც საჭმელად ფაფა გვექნება»

– გოგონებს რა უნდათ, საწყენია, რომ თავად ვერ გვეტყვიან თავიანთ სურვილებს. 
თეონა: ჩემ კუდრაჭებს ტანსაცმელს ჩუქნიან. კამერა რომ დაინახეს როგორ გაიპრანჭნენ. მათ პამპერსი სჭირდებათ. აქვთ რამდენიმე სათამაშო, რომლებსაც ძალიან ვუფრთხილდებით. თუ ვინმე გვაჩუქებს, შევაკეთებთ, გავრეცხავთ და ვთამაშობთ. 

აი, დედიკოს პრანჭიკელა კუდრაჭა

– ძალიან საყვარლებია რაიან. ძმა ხომ არ უნდათ რომ მოუყვანოთ?
თეონა: რას ამბობთ, კიდევ ერთ ბავშვს ვერ მოვუვლით. აი თუ მეუღლე ნორმალურ სამსახურს ნახავს, მართლა გავაჩენდი კიდევ ერთ შვილს. ბავშვები ხომ ბედნიერებაა, თან თუ დიდ სიყვარულში იზრდებიან.

«კიდევ მოხვალთ ჩემთან? 

***
ჩვენი დახმარება სამ ანგელოზს სჭირდება: 4 წლის ლიზის, 3 წლის ლინდას და 1 წლის სოფიოს. ისინი გაიპრანჭნენ და სტუმრებს ელიან. მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი უკვე აქვთ – მოსიყვარულე და კეთილიი მშობლები. მაგრამ ამის გარდა კიდევ უამრავი რამე სჭირდებათ!
ოჯახს სჭირდება საწოლები, მაცივარი, ტელევიზორი, თეთრეული, საბნები და ლეიბები, და რაც მთავარია – საკვები პროდუქტები და პამპერსი. დარწმუნებულები ვართ, თუ თქვენ მათ ერთხელ მაინც ნახავთ და მათ სიცილს გაიგებთ, ამ პატარებისთვის უფრო მეტის გაკეთება მოგინდებათ. ეს კი უკვე თქვენი გადასაწყვეტია. 
თუ გაგიჩნდათ სურვილი პირადად ინახულოთ და დაეხმაროთ, ეს მათი მისამართია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი შუხუთი. 
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბზეკალავების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს 
სპეციალურ ნომერზე 0901 200 270
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენმა მოსვლამ ისე გაგვახარა, რომ კიდევ ერთი პატარას გაჩენა გადავწყვიტეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         ალბათ, ლიზის, ლინდას და სოფიას ცხოვრებაში არასდროს ენახათ ამდენი ტკბილეული. ჯერ ლაპარაკი არ იციან, მაგრამ მათი აღტაცებული შეძახილები და ჟესტები იოლად მიგვახვედრებს, რამდენად ბედნიერები არიან!

ამ ფოტოზე, ლინდა გვაჩვენებს, რამდენი „პეჩენია“ შეუძლია შეჭამოს ერთ ჯერზე

ციცქნა სოფიამ კი, „ბუბლიკის“ ყველაზე დიდი ყუთი ჩაიგდო ხელთ. აბა, ვინ გაბედავს მისვლას და წართმევას?

ლიზის კი, ფერადი „პეჩენიები“ მოეწონა. მულტფილმიდან გეგონება!

         ბავშებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში, რომლებსაც კანფეტი არასდროს გაუსინჯავთ, სიკეთის ნებისმიერი გამოხატულება არის გზა უკეთესი მომავლისკენ.
– თეონა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ დავწერეთ?
თეონა: დამთხვევაა თუ არა, არ ვიცი (რაც გინდათ ის უწოდეთ), მაგრამ როდესაც თქვენ მოხვედით და დაგვპირდით დახმარებას, მეორე დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს ოჯახს  დიდი სიხარული ეწვევა – ჩვენს გოგონებს ძამიკო ეყოლებათ!
        – რას ამბობთ?! შესანიშნავი ამბავია! როდის ელოდებით პატარას?
         თეონა: თებერვალში საკეისრო კვეთა უნდა გამიკეთონ. უკვე სახელიც მოვიფიქრეთ. მეუღლეს უნდა, რომ მამამისის პატივსაცემად დაარქვას, გვარის გამგრძელებელი გვეყოლება – ტარიელ ბზეკალავა. სამი გოგოს შემდეგ, რა თქმა უნდა, ბიჭი ძალიან გაგვიხარდა – მათი დამცველი.
– ახლა, ალბათ, იმდენი რამე დაგჭირდებათ პატარა ტარიელისთვის…
თეონა: არ თქვათ! მაგრამ ახლა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საჩუქრებისთვის, რომელიც მოგვიტანეთ! მაცივარმა და ღუმელმა ცხოვრება შემიმსუბუქა. ამდენი ტკბილეულის დანახვისას კი, გოგონები სიხარულისგან ჭკუიდან შეიშალნენ! ისიც კი ვიფიქრე, რომ ამდენი გემრიელობები  სრულწლოვანებამდე ეყოფათ.

 „ჩვენს სახლში, ყველაზე ლამაზი ნივთია მაცივარი“

         – ვინმე თუ მოვიდა მათ გასაცნობად?
         თეონა: არა, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი?! ძალიან გვიხარია, რომ გამოგვეხმაურნენ და დაგვეხმარნენ.
– თეონა, გვითხარით, კიდევ რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ? ბავშვი რომ გაჩნდება, საზრუნავიც მოგემატებათ. როგორც ვხედავ, სარეცხი მანქანა არ გაქვთ. ხომ გჭირდებათ?
თეონა: ამაზე ვერც ვიოცნებებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მჭირდება. ალბათ, პატარას პამპერსს ვერ ვუყიდი, სარეცხის ცივ წყალში რეცხვა კი, და თანაც ზამთარში, თავადაც იცით, რა რთულია. დედები გამიგებენ.

 „მალე უნდა შევჭამოთ ყველაფერი, თორემ მერე, ძმაც შეგვეცილება“

– ეტლი ან საწოლი თუ გაქვთ?
თეონა: არა, საიდან?.. ორ საწოლზე გვძინავს. მივმართავ თხოვნით მკითხველებს, თუ ვინმეს აქვს ეტლი ან საწოლი, რომელიც არ გჭირდებათ და შეგიძლიათ, ცოტა ხნით გვათხოვოთ, გპირდებით, უვნებელს დაგიბრუნებთ. ვიცით ნივთების მოფრთხილება. აი, გოგონები რამე გაფუჭებულ სათამაშოს რომ იპოვნიან, რომელიც არავის სჭირდება, გავრეცხავთ, შევაკეთებთ და თამაშობენ. არაფერს აფუჭებენ!
       – ახლა რომ დაგეხმარეთ, არ ნიშნავს იმას, რომ დაგივიწყებთ. ჩვენ ხომ, ჩვენიანებს არასდროს ვტოვებთ! ძალიან ვეცდებით, რომ თქვენი ხვალინდელი დღე, ჯობდეს დღევანდელს. ჩვენი ფონდის ერთგული მეგობრების წყალობით ყველაფერს შევძლებთ და თქვენს გასაჭირს გავუმკლავდებით! ყველაფერი კარგად იქნება, სანამ ღმერთი ადამიანს სხვა ადამიანების ხელით ეხმარება.
თეონა: მართალი გითხრათ, როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვარ, შემეშინდა. ვფიქრობდი: „როგორ შევძლებთ კიდევ ერთი ბავშვის აღზრდას?“ მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენს პრობლემებს სრულიად უცხო ადამიანები გამოეხმაურნენ, დავმშვიდდი. უფლის შემწეობითა და თქვენი თანადგომით შევძლებ, ჩემი შვილები ფეხზე რომ დავაყენო.
***
          მეგობრებო, წინ ჯერ კიდევ გრძელი და ცივი ზამთარია. ბავშვებს არ აქვთ თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. არ აქვთ საჭმელი. მათ დედიკოს კი, არ აქვს სარეცხი მანქანა. ტარიელს, რომელიც გზაშია და მალე, ჩვენი უმშვენიერესი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქე გახდება, არ აქვს არც ეტლი, არც საწოლი, არც ტანსაცმელი. იქნებ, კიდევ ერთხელ შევძლოთ და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დავეხმაროთ ამ უსაზღვროდ თბილ ბავშვებს.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბზეკალავების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ru/projects/finished/918-bzekalav
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს: ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 04
მედიკამენტები,პამპერსები
34.90₾
2022 სექ 04
პროდუქტები
199.94₾
2022 სექ 16
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
910.00₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
290.00₾
2022 დეკ 23
სარეცხი მანქანა
560.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
185.00₾
2023 თებ 21
პროდუქტები
186.98₾

სულ ხარჯები:

2366.82₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
იოსებ კოვზიაშვილი
28.01.2023 20:00:00
₾20.00
თამარ აბაშიძე
28.01.2023 20:00:00
₾5.00
ზურაბი ნანუაშვილი
28.01.2023 20:00:00
₾5.00
გიორგი თავდგირიძე
28.01.2023 20:00:00
₾20.00
მიხეილ კუხიანიძე
28.01.2023 20:00:00
₾5.00
ლაშა ბექაური
28.01.2023 20:00:00
₾2.00
გიორგი ჩინჩალაძე
28.01.2023 20:00:00
₾5.00
ილია ქარაზანაშვილი
28.01.2023 20:00:00
₾10.00
სოფიკო ჩიტიშვილი
28.01.2023 20:00:00
₾10.00
ნოდარი ჩალაძე
28.01.2023 20:00:00
₾1.00
მედეა ჯაფარიძე
28.01.2023 20:00:00
₾10.00
ეკატერინე რაზმაძე
28.01.2023 20:00:00
₾10.00
ლაშა ბექაური
28.01.2023 20:00:00
₾2.00
ლაშა ჩოლოიანი
28.01.2023 20:00:00
₾10.00
შოთიკო ერაძე
28.01.2023 20:00:00
₾2.00
ანჟელა კარდაშიანი
27.01.2023 20:00:00
₾20.00
ტაბატაძე გიორგი
25.01.2023 20:00:00
₾10.00
სომხიშვილი ლევან
25.01.2023 20:00:00
₾3.00
კუხიანიძე მიხეილ
25.01.2023 20:00:00
₾5.00
ნაფეტვარიძე იაკინთე
25.01.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,366.50

190 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,366.50

190 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება