რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

136 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

136 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

გაჭირვებულები

დედას ყველაზე ნაზი და ლამაზი ხელები აქვს

„იცით რა არის ყველაზე მტკივნეული? როცა შენკენ თითს იშვერენ და დაგცინიან, მასხარად გიგდებენ… ზურგსუკან კი არა, პირდაპირ თვალებში გიყურებენ და შეურაცხყოფას ისე გაყენებენ, რომ გული უფრო მეტად გეტკინოს. მეეზოვის შვილს, ბინძურს, მათხოვარს მეძახიან, თითქოს მეეზოვეობა სირცხვილი იყოს… დიახ, დედაჩემი ქუჩებს ჰგვის, მაგრამ მე ამას უღირს საქმედ არ მივიჩნევ! და როცა გავიზრდები, დიდზე დიდი თანამდებობაც რომ მქონდეს, ცუდი ადამიანების ჯინაზე, ცოცხს ავიღებ და მას დავეხმარები!“ – მიყურებენ ამქვეყნად ყველაზე სევდიანი, ყავისფერი თვალები – ცრემლების ორი უძირო ტბა…
12 წლის განმავლობაში ირმამ თანატოლებისგან იმდენი დაცინვა და შეურაცხყოფა აიტანა, რასაც ვერც ერთი ზრდასრული ადამიანი ვერ გაუძლებდა. უზრდელი ბავშვები რა სიტყვებით აღარ ამკობენ…

შემოწირული

₾3,161.40

დონორი

225

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

უსაზღვრო სიყვარულისა და ტკივილის ისტორია!

„როცა საფლავის ქვას ვეხუტები, ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ… აქ ჩემი ცხოვრების სიყვარული განისვენებს, ჩემი საყვარელი ცოლი, ტანიუშა“, – ცრემლებად იღვრება 75 წლის ჯუმბერი ბაბუა. – „წავიდა და ყველაფერი თან წაიყოლა: ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი გული და სული. დავბრმავდი. რაში მჭირდება თვალები, თუკი მას ვეღარასოდეს ვიხილავ?“
მან ყველა ახლობელი დამარხა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია: მშობლები, დები, ძმები და რომელიღაც დისშვილებს თუ ძმისშვილებს შორისაც კი. საშინელებაა! მაგრამ საყვარელი მეუღლის დაკარგვა მისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რის შემდეგაც ფეხზე უკვე ვეღარ წამოდგა.

შემოწირული

₾859.00

დონორი

69

პროექტი დასრულდა
1 - 3 of 3 items