რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

11 წლის ულამაზეს გოგონას ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს სწორი ნაწლავი. მუცელთან ამოსულ წანაზარდებს კი ბავშვი პოლიეთილენის პარკით იხვევს, რადგან საბრალო დედას სამედიცინო სტიკერის საყიდლადაც კი არ აქვს ფული. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!..

ეს 11 წლის ანგელინაა, ანგელოზივით ნაზი და ლამაზი. მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, თუ როგორ იტანჯება. ბავშვს ორი ოპერაცია გაუკეთდა. სწორი ნაწლავი ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვს ისევ ესაჭიროება ოპერაცია, რომ მოცილდეს ის საშინელი წანაზარდი, რასაც მის მუცელზე ხედავთ. ერთი წანაზარდი უკვე მოკვეთეს. კეთილო ადამიანებო, თუ გავერთიანდებით, მაშინ ეს პატარა ანგელოზები ზამთრის ყინვაში საწყლად მობუზულები აღარ ისხდებიან ცივ და ბნელ ოთახში. დიახ, მალე ზამთარი მოვა და მზის სხივები ვეღარ გაათბობს საბრალო დებს. კეთილო ადამიანებო, არ მივატოვოთ ავადმყოფი ანგელინა და მისი პატარა დაიკოები ასეთ გაჭირვებაში. 

შემოწირულია

₾1,459.44

დონორი

112

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

შვილების გარდა, ამქვეყნად არავინ დამრჩა! ყველაფერი გავყიდე, ჩემი ვაჟებისთვის რომ მემკურნალა! გთხოვთ, ჩემი ბიჭები გადაარჩინეთ! ეპილეფსიის მართვის წამლები სჭირდებათ!

11 წლის ნიკას საშინელი ეპილეფსიური შეტევები ემართება. ყოველი მათგანი პატარა სიკვდილს ჰგავს. თუკი ადრე ძლიერი კრუნჩხვები თვეში ერთხელ ემართებოდა, ახლა ყოველ მეორე დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ისწავლა ამასთან გამკლავება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს იმის გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ოჯახს არც წამლების, არც პამპერსის საყიდლად ფული არ აქვს. სასიცოცხლო მნიშვნელობის აბების გარეშე ბავშვების დატოვება კი მათ ტანჯვისთვის გაწირვას ნიშნავს! ანდრია, ნიკა და ანა ბედნიერ ცხოვრებას, სამყაროს შესწავლის შესაძლებლობასა და უდარდელ ბავშვობას იმსახურებენ სხვა ბავშვებივით. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. დახმარება ახლავე სჭირდებათ, სანამ გვიანი არ არის!

შემოწირულია

₾3,705.45

დონორი

203

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

7 წლის ალინას კაცობრიობის ყველაზე ვერაგი დაავადება – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. კიბო ცოცხლად ჭამს ბავშვს. გოგონა, რომელსაც დიდი და ლამაზი თვალები აქვს, ვერ დადის, ვერ საუბრობს, მაგრამ თვალებით ითხოვს შველას.

ეს 7 წლის ალინაა. შეხედეთ ამ ფოტოებს და მაშინვე მიხვდებით, რომ პატარა ანგელოზი ვერაგ სიკვდილს უკანასკნელი ძალებით ებრძვის. გოგონა არ ნებდება, მაგრამ მისი პატარა გული ვეღარ უძლებს ამდენს. მას მეტად აღარ შეუძლია ამის მოთმენა. და ვინ იცის, შეიძლება ერთ დღესაც სამუდამოდ დანებდეს სიკვდილს. არა!!! არა!!! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! პატარა გოგონა სიკვდილთან პირისპირ მარტო არ უნდა დავტოვოთ, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. ალინას კეთილი გული გვაპატიებს, მაგრამ საკუთარი სინდისი არასდროს, არასდროს გვაპატიებს. კეთილო ადამიანებო, ილოცეთ ალინასთვის. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ვისაც შეგიძლიათ, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამბარცუმიანების ოჯახს, ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. პატარა ალინამ უნდა იცოცხლოს! გოგონას ჩამქრალი თვალები უწინდებურად უნდა გაბრწყინდეს!

შემოწირულია

₾3,285.72

დონორი

47

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

უბედურება! უბედურება! 14 წლის ანა-მარიას მოკვეთილი ფეხიდან ძვალი უჩანს. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, ქვრივი ქალი კი შვილს ვერაფრით ეხმარება. საავადმყოფოში მისულ დედას 60 ლარი არ აღმოაჩნდა საფულეში. ნუთუ ბავშვი ისევ ცოცხლად უნდა დალპეს? საშინელებაა!

შეხედეთ, ამ ანგელოზს, როგორი ლამაზია. მისი თვალები კი ისეთი ღრმაა, ისეთი მეტყველი… საკმარისია, მხოლოდ ერთხელ ჩახედოთ ანა-მარიას თვალებში და მაშინვე დარწმუნდებით, რომ მისი პატარა გული მხოლოდ სიკეთით არის სავსე. ვერაგ სიკვდილს კი სურს, რომ ამ კეთილმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ეს არ უნდა დავუშვათ! არა! კეთილო ადამიანებო, გარდა იმისა, რომ უფულობის გამო ოპერაციის დაგეგმვა ვერ მოხერხდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას ანა-მარიას დედა. ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო საბუთების შესაგროვებლად რომ კლინიკაში მივიდეს, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს. შენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ, თუ ხარ დამწყები ექთანი, თუნდაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და, რაც მთავარია, თუ გაქვს გული, მხოლოდ რამდენიმე საათი გამონახე ანა-მარიასთვის. ეს სიკეთე ცხოვრების გზაზე ყველაზე რთულ პერიოდში დაგიბრუნდება უკან. სიკეთე ხომ უკვალოდ არასდროს იკარგება, არასდროს!

შემოწირულია

₾13,418.08

დონორი

781

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ქავთარაძეების ოჯახში ორი მძიმედ დაავადებული ბავშვი იზრდება: 14 წლის ნიკუშას ცერებრული დამბლა აქვს, 7 წლის სანდროს კი — კიბო! მხარში ამოუდექით საბრალო მშობლებს, რომლებმაც ყველაფერი გაყიდეს, რაც გააჩნდათ! დაეხმარეთ!

ჩვენი დახმარებით შესაძლებელია სასწაული მოხდეს დედ-მამისთვის, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება შვილის გარეშე რამდენი ტანჯვა დაატყდა თავს ქავთარაძეების ოჯახს! ნიკუშას მამა მეორე ჯგუფის შშმ პირია. თვალი დაკარგა ოთხი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო. დედას კი ანევრიზმა აქვს. ხშირად კარგავს გონებას და თავი

შემოწირულია

₾3,205.11

დონორი

222

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

წყეულმა კიბომ ყოველ წამს შეიძლება მოკლას 14 წლის მირაიდა! ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა! თორემ ეს საშინელი ისტორია სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება! ჩვენი მიზანი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაა. გოგონას ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!

მირაიდა მხოლოდ 14 წლისაა, მის ცხოვრებაში რთული განსაცდელები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ჯერ მამა დაეღუპა და დაობლდა. ახლა კი დაემართა ეს საშინელი დაავადება — კუჭის კიბო. მირაიდა მოთმინებით იტანს ყველაფერს: წვეთოვანი გადასხმები, ნემსები და უსიამოვნო გადახვევები. ნეტავ, სად აქვს ამ ტანჯულ სხეულში საბრძოლველად ამდენი ძალა?! გოგონას საქართველოში მკურნალობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, იქ უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი. გოგონა დაღლილია საავადმყოფოში წოლით და ოცნებობს, რომ ერთ დღესაც სხვა ბავშვებივით შეძლებს ცხოვრებას. მირაიდა იმდენად სუსტად არის, რომ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარიც კი ვერ შეძლო. აცრემლებულმა დედამ კი გვიამბო, რომ გოგონას რთულად გადააქვს ქიმიოთერაპია: ვერ ჭამს და ვერ სვამს.

შემოწირულია

₾10,078.25

დონორი

637

დიახ! მსურს დახმარება!
1 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!

ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ… მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ მოკვდე… იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს… ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.

შემოწირულია

₾9,572.45

დონორი

704

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

გულში ასი ნემსი მაქვს

მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები.
მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე… ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს…

შემოწირულია

₾4,193.01

დონორი

203

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს…

გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი…

შემოწირულია

₾3,865.75

დონორი

220

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
61 - 66 of 192 items
1 9 10 11 12 13 32