რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ერთ საათზე მეტია, რაც ექვსი წლის გიორგი პირსახოცით ხელში დგას. მას ძალიან ეძინება, რადგან უკვე ღამის ათი საათია, მაგრამ ვერ იძინებს. „ველოდები. აბაზანაში ჩემს რიგს უნდა დაველოდო. ეს ხომ უსამართლობაა?! როცა საპირფარეშოში შესვლა ან ბანაობა გინდა, შენს რიგს შენც დიდხანს ელოდები?“ – მეკითხება ბიჭი და ჩემგან სერიოზულ პასუხს ელის.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ის ტვირთი კი არა, ჩვენი საყვარელი შვილია!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
„ჩვენი დახმარების გარეშე ლუკა მშიერი დარჩება!“
ერთ საათზე მეტია, რაც ექვსი წლის გიორგი პირსახოცით ხელში დგას. მას ძალიან ეძინება, რადგან უკვე ღამის ათი საათია, მაგრამ ვერ იძინებს. „ველოდები. აბაზანაში ჩემს რიგს უნდა დაველოდო. ეს ხომ უსამართლობაა?! როცა საპირფარეშოში შესვლა ან ბანაობა გინდა, შენს რიგს შენც დიდხანს ელოდები?“ – მეკითხება ბიჭი და ჩემგან სერიოზულ პასუხს ელის.
შხაპის მისაღებად რიგში დგომა თქვენც გიწევდათ? თავიდან ეს ბავშვური ფანტაზია ან რაღაც თამაში მეგონა… მაგრამ არა! ალანიების ოჯახს სულაც არ ეთამაშება. უკვე ექვსი წელია ისინი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობენ, სადაც ექვსი ოჯახი ერთი აბაზანით სარგებლობს. „დასაბანად“ რიგში დგომაც ამიტომ უწევთ. საკუთარი დიდი სახლი დაკარგეს, – ვალი დროულად ვერ დაფარეს და ექვსი კაცი ქუჩაში აღმოჩნდა. როცა სნეული შვილი გყავს და მისი მკურნალობის ფული არ გაქვს, სახლი კი არა, – ოჯახი მზადაა საკუთარი ცხოვრება დააგირაოს.
ლუკა სნეული დაიბადა. „ვერ გადარჩება“, – ამბობდნენ ექიმები. – „ის მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ“, – ბანს აძლევდნენ კეთილისმსურველები. ახალგაზრდა მშობლების მისამართით კიდევ იმდენი გულსატკენი სიტყვა ითქვა, რომ წყვილმა გადაწყვიტა: ლუკა მათი შვილია და მის გადასარჩენად ისინი საკუთარ სიცოცხლესაც დაიშურებდნენ!
ვიქტორია: უკვე 17 წელია მთელი ჩვენი ცხოვრება ლუკას გარშემო ტრიალებს. მხოლოდ იმისთვის ვარსებობთ, რომ ლუკას მყუდრო გარემო და პირობები შევუქმნათ. ნახეთ, როგორია: დამოუკიდებლად არაფრის კეთება შეუძლია, ცალკეული სიტყვებით თუ გვიხსნის, სად სტკივა. ის ამ დახმარებას იმსახურებს! მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, მის ძმებს, – დავითს და გიორგისაც კი ესმით, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ლუკას უნდა. როცა მას უნდა, მუსიკა ბოლო ხმაზე უნდა იყოს ჩართული, ხოლო როცა საყვარელ კულინარიულ შოუს უყურებს, ოთახში იდეალური სიჩუმე უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ლუკას უნდა.
„როცა ლუკა უყურებს, როგორ ამზადებენ საჭმელს გადაცემაში, მას ხელი არ უნდა შევუშალოთ.“
– მოგვიყევით მის შესახებ. დაბადებიდან ავადაა? რას გვეტყვით მასზე?
ვიქტორია: დიახ, შვიდი თვის დაიბადა. მაშინვე გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა სჭირდა. თავის ტვინი აქვს დაზიანებული. ათასნაირ საშინელ ამბავს გვიყვებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ თავს ვერ გავართმევდით, რომ ის ტანჯვისთვის იყო განწირული… მაგრამ, როგორც ხედავთ, გავუმკლავდით. ყველას უკვირს, როცა იგებენ, რომ მას ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ ეს როგორი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა, – ვერავინ გაიგებს…
– რაში გამოიხატება ლუკას დაავადება?
ვიქტორია: სიარული არ შეუძლია, მთელი დღე ეტლში ზის. გარდატეხის ასაკიდან გამომდინარე, ხასიათი ძალიან შეეცვალა: აგრესიული გახდა, შეუძლია ძმებს დაარტყას, რომლებსაც მასთან თამაში უნდათ. ზოგჯერ არაადამიანური ხმით ყვირის. ხან მუსიკა უყვარს, უსმენს, მღერის, ხან კი ეს ხმები უბრალოდ აღიზიანებს. ხან მანქანებით თამაში უნდა, ხან კი შეიძლება იგივე სათამაშოები სახეში ჩაგარტყას… რაღაც ასე, რა… ახლა სხედან და წყნარად თამაშობენ, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ლუკამ შეიძლება ყველა სათამაშო მიყარ-მოყაროს და ყვირილი დაიწყოს.
„ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ლუკას უნდა, მაგრამ შეიძლება სათამაშო თავში მაინც ჩაგარტყას. მტკივა, მაგრამ ვითმენ. ბოროტულად ხომ არ აკეთებს, არა?!“
– მისი დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება?
ვიქტორია: არა. დაბადებიდან იმდენს ვმკურნალობდით, რომ სიცოცხლის ნახევარი საავადმყოფოებში გაატარა. უარს არაფერზე ვამბობდით, როცა ვიგებდით, რომ რაღაცით მაინც შეიძლებოდა დახმარება. ოპერაციაც გავუკეთეთ – მყესები დავუგრძელეთ. ექიმებმა თქვეს, რომ ეს ოპერაცია მას სიარულის შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ოპერაციამდე ფეხზე დგომა მაინც შეეძლო, მას შემდეგ კი ეტლს მიეჯაჭვა. სულ ზის. წამოდგომაც კი არ შეუძლია. ჩემმა ქმარმა ჯანმრთელობა გაინადგურა: სანამ შეეძლო, მუშაობდა, მერე ლუკას აცმევდა და მესამე სართულიდან სასეირნოდ ჩაჰყავდა, – ხუმრობა საქმე არ გეგონოთ! ამის გამო ხერხემალი დაიზიანა. ექიმებმა სიმძიმის აწევა სასტიკად აუკრძალეს, ის კი ამბობს: „ეს სიმძიმე არაა, ეს ჩემი შვილია.“ თვითონ ვერ მკურნალობს, რადგან ყველაფერი, რაც გვაქვს – ლუკასთვისაა. რაც რჩება, – ჩვენთვის.
– და რა სახსრებით ცხოვრობთ?
ვიქტორია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ლუკას პენსიაა, მაგრამ პენსია ვალად წინასწარ გამოვიტანეთ, რადგან წამლები დაგვჭირდა და ახლა, 2024 წლამდე, ლუკას პენსიის ნაწილი ბანკს უნდა ვუხადოთ. როგორც გითხარით, ჩემი ქმარი, თეიმურაზი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. თან ლუკას მარტო ვერ გავუმკლავდები. მას ჩემი ქმარი აცმევს, აბანავებს, ასეირნებს… 17 წლის ბიჭის ხელში აყვანა და მესამე სართულიდან ჩაყვანა ძალიან რთულია… და აქ ცხოვრებაც ძალიან რთულია…
„ლუკას გასეირნება მხოლოდ მამას შეუძლია, მაგრამ ხელში აყვანას დანარჩენებიც ითხოვენ.“
– როგორც ვიცი, სახლი დაკარგეთ და ახლა ამ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობთ…
ვიქტორია: დიახ, სახლი 10 წლის წინ ჩავდეთ ბანკში, რომ ლუკასთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა, მაგრამ ვალის გადახდა ვეღარ შევძელით და გამოგვყარეს. მას შემდეგ უკვე 6 წელია, რაც თავშესაფარში ვცხოვრობთ, სადაც ექვს ოჯახს ერთი აბაზანა აქვს. ზაფხულში აქ აუტანელი სიცხეა, ზამთარში კი ვერაფრით ვთბებით. აი, გიორგი უკვე ერთი საათია ელოდება, როდის გათავისუფლდება აბაზანა, რომ იბანაოს.
გიორგი (6 წლის): აბა, ეს ცხოვრებაა? მითხარით!
– რა სერიოზული ხარ, გიორგი!
გიორგი: მიდი და ნუ იქნები! ყველგან საგიჟეთია!
„ჩემი ძმისთვის მზად ვარ ისიც კი გავაკეთო, რის გაკეთებაც არ მინდა.“
– და ეს საგიჟეთი სადაა?
გიორგი: სახლშიც და სკოლაშიც! კლასში ასეთი სერიოზული მარტო მე ვარ, დანარჩენები გიჟებივით დაქრიან. ბიჭებიც, გოგოებიც… უბრალოდ აუტანელია!
– ღმერთო, რა ცუდ დღეში ყოფილხარ!
გიორგი: არ თქვათ! უბრალოდ საშინელებაა! ეს გოგოები ისეთი არასერიოზულები არიან, ცოლსაც კი ვერ ვირჩევ!
– ცოლის არჩევა ცოტა ნაადრევი ხომ არაა?
გიორგი: პირიქით, დროულია! ხომ უნდა დააკვირდე და შეაფასო, საჭმელს როგორ ამზადებს, როგორ მღერის ან ცეკვავს, როგორ მუშაობს…
– დედა, როგორი მოთხოვნები გქონია!
გიორგი: აბა, რა! ნახეთ, რა კარგი ბიჭი ვარ! საუკეთესო ცოლი მეკუთვნის!
– და ოჯახის სარჩენად მუშაობას სად აპირებ?
გიორგი: ჩემთვის მუშაობა არ შეიძლება, მე ხომ პატარა ვარ?! აი, ჩემი ძმა გაიზრდება, იმუშავებს და ნაირ-ნაირი ტკბილეულისთვის 200 ლარს მომცემს. იცით, ტკბილეული როგორ მიყვარს? შემდეგში რომ მოხვალთ, კანფეტები მომიტანეთ.
„შეხედე, რა კარგი ვარ! ჰოდა, ყველაზე ლამაზი ცოლი მეყოლება!
– დავით, შენც შენი ძმასავით სერიოზული ხარ?
დავითი (11 წლის): არა, ჩვენ შორის ყველაზე მაგარი ისაა!
– ცოლს შენც ხომ არ ეძებ?
დავითი: არა, მაგრამ წინასწარ ვიცი, როგორი უნდა იყოს. ჭკვიანზე ჭკვიანი და ცოტა ლამაზიც! წიგნების კითხვა რომ უყვარდეს და მასთან კოსმოსზე საუბარი რომ შემეძლოს. ახალი რაღაცების სწავლა ძალიან მომწონს და ერთად უფრო საინტერესო იქნება!
– ანუ კოსმოსს სწავლობ?
დავითი: დიახ! ეგ თემა ძალიან მაინტერესებს. ტელესკოპზე ვოცნებობ. პლანეტებს ვუყურებდი… მაგრამ ვიცი, რომ ეს ოცნება ჯერ არ ამიხდება.
– ასე რატომ გგონია?
დავითი: მარტო ხომ არ ვცხოვრობ, არა? ყველა ჩვენგანისთვის ლუკას ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია! მას საფენები, წამლები და ნორმალური საჭმელი სჭირდება. რა დროს ტელესკოპია? აი, მე თვითონ რომ დავიწყებ მუშაობას, მერე ვიყიდი.
„ნუ გეშინია, ძმაო, გავიზრდები და ხელში აყვანილს გატარებ!“
– პროფესია უკვე შეარჩიე?
დავითი: დიახ! მინდა მეზღვაური გავხდე. აქ, ბათუმში, საზღვაო აკადემიაა. საბუთებს შევიტან და მეზღვაური გავხდები. შეიძლება კაპიტნის წოდებაც მივიღო. აი, მაშინ კი ჩემს ოჯახს აღარასდროს ეცოდინება, რა არის მწუხარება და დარდი! იცით მათ რამხელა ხელფასები აქვთ?
– და პირველ რიგში რას იყიდი?
დავითი: ლუკას ვუმკურნალებ! ყველაზე საუკეთესო ექიმებთან წავიყვან! სხვა დანარჩენი მერე: ტელესკოპიც, მანქანაც და ბინაც… მაგრამ ჯერ ლუკა!
ლუკა (17 წლის): ლუკასაც უნდა თქმა!
– ლუკა, არ დამვიწყებიხარ, არ იდარდო. შენი სურვილების შესახებ გინდა გვითხრა?
ლუკა: ლუკა ტელევიზორი, ყველა სიმღერას უსმინოს! და ნამცხვარი გამოაცხოს…
– ნამცხვარს შენ თვითონ გამოაცხობ?
ლუკა (17 წლის): დედას დახმარება… ბზიუ-უ-უ…
ვიქტორია: მიქსერს გულისხმობს. გიჟდება, როცა რაღაცას ვაცხობ და მიყურებს. მიქსერს უყურებს და ზოგჯერ მთხოვს, რომ ისე, უბრალოდ ჩავრთო. ალბათ ხმა მოსწონს.
– ვიქტორია, მოდი საუბარი გავაგრძელოთ. გვითხარით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად.
ვიქტორია: სურსათი, კარადები, გაზქურა, გასაშლელი დივანი, მაგიდა… სულ ესაა, რის თხოვნაც ახლა შემიძლია. ბავშვებს არც ტანსაცმელი აქვთ, მაგრამ როგორღაც იოლად გავდივართ. არც საკმარისი საკვები გვაქვს, მაგრამ მაგასაც შევეჩვიეთ. არც კი ვიცი, ახლა ვის ულხინს, რომ მე დამეხმარონ?! მაგრამ უანგარო დახმარების შესახებ თქვენს გვერდზე არაერთი ამბავი წამიკითხავს…
გიორგი: და ყველაზე გემრიელი ბიჭისთვის გემრიელობებიც მოგვიტანეთ! ტკბილეული ძალიან მიყვარს! საკმარისი თუ იქნება, თქვენც გაგიმასპინძლდებით.
***
ძვირფასო მეგობრებო, ამ კეთილ და ტკბილ ქართულ ოჯახს ხომ დავეხმარებით, არა? ამ მშვენიერ ხალხს ხომ არ მივატოვებთ? მოდი ყველა ერთად დავეხმაროთ, რადგან მათ თქვენი ყურადღება და მზრუნველობა მართლა ძალიან სჭირდებათ! მოდი დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ მოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების საშუალება მივცეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან.
ალანიების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი დახმარება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია ამ უბედურს ისევე დავეხმაროთ, როგორც ათასობით სხვა ოჯახს საქართველოში, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ.
მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ბათუმი, მამია ვარშანიძის ქ. 74ა
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!
მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ალანიების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
964.87₾დატოვა:
0₾