რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ბავშვები
ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!
შემოწირულია
₾3,968.43
დონორი
230
გაჭირვებულები
კახეთში, ჯავარაშვილების ოჯახში, დიდი უბედურება ტრიალებდა წლების განმავლობაში. ბნელ კედლებში სიკვდილი დააბიჯებდა და ცდილობდა, ანგელოზი დები წაეყვანა. სამი ლურჯთვალება გოგონა ავადმყოფობისა და შიმშილისგან ისე იყო დაუძლურებული, რომ სამარიდან ამოღებულს ჰგავდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბავშვების ბებომ თანასოფლელებს სთხოვა, რომ ჩერნოვეცკის ფონდთან დაეკავშირებინათ ის, რათა კეთილი ადამაინების ყურამდე მისულიყო ბავშვების გასაჭირი. თქვენ კი, კეთილო ადამიანებო, იმაზე ბევრად დიდი სასწაული მოახდინეთ, ვიდრე წარმოვიდგენდით. ახლა კი ფოტოებით გიამბობთ იმას, რასაც ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს. თავად დარწმუნდებით, რომ ბავშვების ბედნიერებას ჰორიზონტი არ აქვს.
₾8,720.67
572
მირაიდა მხოლოდ 14 წლისაა, მის ცხოვრებაში რთული განსაცდელები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ჯერ მამა დაეღუპა და დაობლდა. ახლა კი დაემართა ეს საშინელი დაავადება — კუჭის კიბო. მირაიდა მოთმინებით იტანს ყველაფერს: წვეთოვანი გადასხმები, ნემსები და უსიამოვნო გადახვევები. ნეტავ, სად აქვს ამ ტანჯულ სხეულში საბრძოლველად ამდენი ძალა?! გოგონას საქართველოში მკურნალობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, იქ უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი. გოგონა დაღლილია საავადმყოფოში წოლით და ოცნებობს, რომ ერთ დღესაც სხვა ბავშვებივით შეძლებს ცხოვრებას. მირაიდა იმდენად სუსტად არის, რომ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარიც კი ვერ შეძლო. აცრემლებულმა დედამ კი გვიამბო, რომ გოგონას რთულად გადააქვს ქიმიოთერაპია: ვერ ჭამს და ვერ სვამს.
₾10,213.25
649
ავადმყოფი ზრდასრულები
ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.
₾12,418.48
998
საბა მხოლოდ 4 წლისაა. ბიჭს აქვს ბადურის საშიში დაავადება — რეტინოპათია, რამაც შეიძლება სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ დააკარგვინოს მხედველობა. ამჟამად მხოლოდ ძალიან ახლო მანძილზე ხედავს. ირგვლივ კი ყველაფერი ბურუსით არის მოცული. მისი მხედველობა სწრაფად უარესდება და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. საბას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო ის დღე, როდესაც ქვეყანას მოევლინა. მაგრამ სამშობიაროში გაიჟღერა სიტყვებმა, რომლებმაც გული მოუკლა დედას: „თქვენი შვილი არ სუნთქავს“. რეანიმაცია, ექიმები და გადარჩენისთვის უმძიმესი ბრძოლა სიცოცხლის პირველივე წამებიდან. სასწაულებრივად გადარჩა საბა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვს თვალის თანდაყოლილი პრობლემა – ბადურის ჩამოშლა ჰქონდა. ბიჭუნამ მხედველობა დაკარგა.
₾4,990.44
368
„უკვე მკვდარი ვარ, მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ცივ საფლავში არ ვწევარ, შავი მიწა ჯერ არ დამაყარეს. 20 წელიწადზე მეტია, საწოლს ვარ მიჯაჭვული, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ძლივს ვამოძრავებ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე ასეთ მდგომარეობას! სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ დავდივარ, მდინარეში როგორ ვბანაობ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, მერე კი თვალებს ვახელ, ვცდილობ ხელ-ფეხის გამოძრავებას, მაგრამ არაფერი გამომდის… გულის ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ძალიან ვდარდობ, თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება ყელში და მახრჩობს. თითქოს ჩემივე სხეულის ტყვე ვარ“ – გვიამბობს 50 წლის მამუკა სოლომნიშვილი. კაცს თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, დამალვას ცდილობს, მაგრამ სასოწარკვეთილება მაინც ჟღერს მის თითოეულ სიტყვაში.
₾7,137.95
458
მრავალშვილიანი ოჯახები
ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა… და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, – თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები – ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!
₾4,922.96
314
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ყველაზე უფროს აღსაზრდელს – ამიკო ვერულიძეს, 11 აგვისტოს 15 წელი შეუსრულდება!
₾15.00
2
“დე-ე-ე-ე, ანდრიამ ისევ მთელი ჩვენი პური აიღო და ახლა სულ თვითონ შეჭამს, ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს”, – 6 წლის მარი დედას დასახმარებლად ეძახის, რადგან იცის, რომ ძმას მარტო ვერ გაუმკლავდება, – ბიჭი პურს თავისი ნებით არ დათმობს. მერე 9 წლის გიორგი, 6 წლის მარი და 5 წლის ალექსანდრე პურის გარეშე დარჩებიან; მხოლოდ 2 წლის ანდრია გამოძღება კარგად…
₾1,780.72
125
“ნუ გეშინია, დედიკო, ყველაფერი კარგად იქნება“. – „ნუ გეშინია შვილო…“ – ამშვიდებს თავის პატარა გოგონას დარდით დაქანცული დედა. რვა წლის ხათუნას, ჯერ არ გადაუდგამს თავის პირველი ნაბიჯი, და არც პირველი სიტყვებით გაუხარებია მშობლების გული. რამდენი გამოუთქმელი გრძნობა დაგროვდა მის გულში, რამდენი გადაუდგმელი ნაბიჯი, შეუძენელი მეგობარი, არგადამხდარი თავგადასავალი და უამრავი სხვა რამ, რაც მის ცხოვრებას მეტ ხალისს შესძენდა. დედის გული კი, მეტს ვეღარ უძლებს. ხათოს ისტორიის ათვლა, ოპერაციიდან უნდა დაიწყოს, ყველაფერი მანამდელი კი, მხოლოდ ცუდ სიზმრად დარჩება.
₾2,120.71
182
ჩემს დახმარებას არ გთხოვთ, ეს ხომ ცხოვრება არაა! რატომ უწევთ ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩემს გამო ასე ტანჯვის ატანა? ღმერთო შენ გვიშველე!!! როდესაც 46 წლის რამაზის გაუსაძლისი სულიერი ტკივილი ღრღნის, მხოლოდ მის უმცროს ძმას რევაზს შეუძლია ის დაამშვიდოს. უკვე 14 წელია რევაზი რამაზისთვის უბრალოდ ძმა კი არა, მისი ხელებიც, ფეხებიც და ერთადერთ საყრდენიც გახდა.
₾5,260.19
411
მას შემდეგ, რაც 6 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა და მეუღლე გარდაეცვალა, დედაჩემს აღარაფერი ახსოვს! იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ მის სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება, რადგან საკუთარმა ფსიქიკურად დაავადებულმა ვაჟმა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, შეიძლება დაარტყას ან დაახრჩოს, ქალიშვილმა თუ ვერ შეაჩერა… ეს ერთი და იგივე ადამიანი გახლავთ. თავს გაუფრთხილდით, მეგობრებო! აი, რა დღეში აგდებს ადამიანებს ავადმყოფობა და შიში, რომ საკუთარმა მძიმედ დაავადებულმა შვილმა არ მოკლას! შიზოფრენიული შეტევის დროს, ვაჟი საწოლს მიჯაჭვულ დედას ახრჩობს და არაადამიანური ხმით ყვირის! ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართველ ქალს ანა ჰქვია! ყოველდღიურად საკუთარ ცხოვრებას და ბედნიერებას თმობს იმისთვის, რომ თავის დედასა და ძმაზე იზრუნოს! თავის ტრავმამ ეს გულკეთილი და მშვიდი ახალგაზრდა მამაკაცი დაუნდობელ მხეცად აქცია. ის ხალხთან ერთად მიტინგზე იდგა პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდასაჭერად! ისე ურტყამდნენ თავში, რომ ახლა შიზოფრენიის მძიმე ფორმა აქვს.
₾1,809.14
128