რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ წყეულმა დაავადებებმა ჩემი შვილები აირჩიეს!

calendar მარტი 25, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

“ნუ გეშინია, დედიკო, ყველაფერი კარგად იქნება“. – „ნუ გეშინია შვილო…“ – ამშვიდებს თავის პატარა გოგონას დარდით დაქანცული დედა. რვა წლის ხათუნას, ჯერ არ გადაუდგამს თავის პირველი ნაბიჯი, და არც პირველი სიტყვებით გაუხარებია მშობლების გული. რამდენი გამოუთქმელი გრძნობა დაგროვდა მის გულში, რამდენი გადაუდგმელი ნაბიჯი, შეუძენელი მეგობარი, არგადამხდარი თავგადასავალი და უამრავი სხვა რამ, რაც მის ცხოვრებას მეტ ხალისს შესძენდა. დედის გული კი, მეტს ვეღარ უძლებს. ხათოს ისტორიის ათვლა, ოპერაციიდან უნდა დაიწყოს, ყველაფერი მანამდელი კი, მხოლოდ ცუდ სიზმრად დარჩება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ამ წყეულმა დაავადებებმა ჩემი შვილები აირჩიეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „მისი სითბო მაძლევს სიცოცხლის სურვილს“
        “ნუ გეშინია, დედიკო, ყველაფერი კარგად იქნება“. – „ნუ გეშინია შვილო…“ – ამშვიდებს თავის პატარა გოგონას დარდით დაქანცული დედა. რვა წლის ხათუნას, ჯერ არ გადაუდგამს თავის პირველი ნაბიჯი, და არც პირველი სიტყვებით გაუხარებია მშობლების გული. რამდენი გამოუთქმელი გრძნობა დაგროვდა მის გულში, რამდენი გადაუდგმელი ნაბიჯი, შეუძენელი მეგობარი, არგადამხდარი თავგადასავალი და უამრავი სხვა რამ, რაც მის ცხოვრებას მეტ ხალისს შესძენდა. დედის გული კი, მეტს ვეღარ უძლებს. ხათოს ისტორიის ათვლა, ოპერაციიდან უნდა დაიწყოს, ყველაფერი მანამდელი კი, მხოლოდ ცუდ სიზმრად დარჩება.
         ტკივილი ტკივილს მიემატა, ცრემლი – ცრემლს. ღამეები ერთმანეთს მისდევდა. მაგრამ, არაფერი იცვლებოდა გარდა იმისა, რომ მშობლებს ღონე აკლდებოდათ და ასაკი ემატებოდათ. ისინი ნაკლებად ფიქრობენ საკუთარ თავზე. ოთხი სიცოცხლე ჰყავთ გასაზრდელი. 
        ბავშვების დედა ამბობს: „პირველად რომ ვითხოვე დახმარება, ბოროტი ადამიანები ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, რომ წავედი და მთელი ღამეები ვტიროდი“. ამის შემდეგ, ის დიდხანს იკავებდა თავს. გულში იკლავდა დარდსა და ვარამს, მაგრამ, მდგომარეობა გაუარესდა და ახლა, ყველა გზა მოჭრილი აქვთ, გარდა ჩვენი დახმარებისა. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ერთად, ყველაფერი შესაძლებელია და დავუბრუნოთ, ადამიანებისადმი დაკარგული რწმენა.

„მჯერა, რომ ჩემს მერაბის ბევრი რამ ესმის“
        – ოთხი შვილი გყავთ, ზინაიდა, ორი მათგანი, სერიოზულად ავად არის. რა დიაგნოზი აქვთ ბავშვებს? უამბეთ ყველაფერი ჩვენს მეგობრებს.
          ზინაიდა: დავიწყებ მერაბის დიაგნოზით. ტვინის იშემიით არის დაბადებული და მისი გონებრივი ჩამორჩენა, სწორედ ამან გამოიწვია. ხშირად ემართება გულყრა. დაბადებიდან წამლებს სვამს და ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მაგრამ, ტვინის იშემია, არის ურთულესი დაავადება. ძალიან დიდია ინსულტის რისკი,  მუდმივ ყურადღებას და ხშირ გადამოწმებას მოითხოვს.
         რაც შეეხება ხათოს, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ხათოს აქვს ცერებრალური დამბლა, მიკროცეფალია და ეპილეფსია. არ შეუძლია არც გადაადგილება, არც ლაპარაკი. უმძიმესია მისი მდგომარეობა. 24 საათის განმავლობაში, მეთვალყურეობა და მოვლა სჭირდება. პამპერსი მუდმივად აცვია, მისთვის ჭამაც პრობლემას წარმოადგენს. ურთულეს მდგომარეობაში ვართ. მეც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ძალიან მიჭირს ბავშვების მოვლა. კვანძოვანი ჩიყვი მაქვს. რა გითხრათ? არ მინდა, საკუთარ ავადმყოფობაზე დიდხანს რომ გელაპარაკოთ. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რა შესადარია? არ ვიცი, რატომ აირჩიეს ამ წყეულმა დაავადებებმა ჩემი შვილები? რატომ? (განიცდის, რომ ამ ყველაფრის მოყოლა უწევს.)

 „ხათუნას, წამლების მიღების სპეციალური განრიგი აქვს. მის დასაცავად, შუაღამისას გვიწევს ადგომა“

       – არავინ არ გეხმარებათ ბავშვების მოვლაში?
      ზინაიდა: ჩემი მეუღლე მეხმარება – მერაბი. ძირითადად,  მე ვარ ხოლმე ხათოსთან, მაგრამ, მისი აწევა არ შემიძლია და მერაბი მეხმარება. ის აბანავებს კიდეც, უცვლის, ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. როდესაც შეტევა ემართება,  მეც ცუდად ვხდები და პანიკაში ვვარდები. ორივეს გვჭირდება ხოლმე მერაბის შველა. თანაც, იმისთანა შეტევები აქვს… ერთიანად კანკალებს, საშინელი სანახავია. შეტევა შეიძლება ნებისმიერ წამს დაემართოს, ძილშიც კი. დროულად თუ ვერ მივუსწარით, შეიძლება კომაში ჩავარდეს. ერთი წამითაც ვერ მოადუნებ ყურადღებას.
         – ესე იგი, სახლშიც ბევრი საქმე აქვს ოჯახის უფროსს… ოჯახში არავინ არ მუშაობს? როგორ არსებობთ?
       ზინაიდა: ამჟამად, უკვე არავინ. სახლში რა გამაჩერებდა? მაგრამ, რა ვქნა? ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. ვერ შევძლებ მუშაობას. მეუღლე კი, ახლახან დარჩა უმუშევარი. იქნებ, რამე გამოჩნდეს მისთვის, როდესაც ამდენი ადამიანი წაიკითხავს ამ პოსტს? ამის დიდი იმედი მაქვს. სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. ერთადერთი შემოსვალი არის ხათოს პენსია – 250 ლარი, და თავად სჭირდება ეს თანხა, პამპერსსა და წამლებში. ექიმთან, მისი ერთი კონსულტაცია 160 ლარი ღირს. ამას დამატებული ჭამა, კომუნალური გადასახადები, ძალიან ბევრი რამ. წარმოიდგინეთ, ოთხი შვილი მყავს და თითოეულს სჭირდება ყურადღება.

ხათოს მთელი პენსია მის პამპერსსა და წამლებში მიდის.
         – ნათესავები, ან მეგობრები არ გეხმარებიან?
        ზინაიდა: არა, არავინ. მხოლოდ დედაჩემი, რომელიც სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ასეთ ასაკში, ქალს თვითონ სჭირდება დახმარება. მეგობრებიც არ შემომრჩა. ხომ გესმით… როდესაც არაფერი არ გაგაჩნია, არც არავის სჭირდები.
       – წარმოდგენაც კი მზარავს, სრულიად უსახსროდ დარჩენილებს, ყოველ წუთს შეიძლება, ექიმების დახმარება რომ დაგჭირდეთ. ამჟამად, ამის აუცილებლობა თუ არის?
        ზინაიდა: მერაბის შემთხვევაში, ოპერაცია არ არის საჭირო. მას მხოლოდ მკურნალიბა სჭირდება. ექიმთან დაგვყავს ხოლმე, და გონებრივ ვარჯიშებს აკეთებს. ხანდახან, ისე სწორად და კარგად აკეთებს ყველაფერს, მავიწყდება კიდეც, რომ ავად არის. ასეთი მომენტები ძალიან იშვიათია, მაგრამ, უზომოდ მაბედნიერებს. გარეგნულად, ჩვეულებრივი ბიჭივით გამოიყურება, მაგრამ…
ხათოს მდგომარეობა კი, სულ სხვანაირია. (ამოიოხრა.) ექიმები ამბობენ, რომ დაავადება  პროგრესირებს. წამლები და  მედიკამენტები მხოლოდ დროებით შველის. ხათოს აუცილებლად სჭირდება ოპერაცია. მაგრამ, ჩვენთვის წარმოუდგენელია ეს თანხა! ამაზე მეტად გადაუდებელი, არაფერია. თავზე ჭერი გვაქვს. სხვა ყველაფრის გარეშე გავძლებთ, ოღონდ, ჩვენს გოგონას ვუშველოთ. მთელი ოჯახი ასე ვფიქრობთ. უშველეთ ჩვენს გოგონას!
        ასეთ მდგომარეობაში მისი ყურება აღარ შემიძლია. (ცრემლს იწმენდს.) ჩემს სიზმრებში, ის ყოველთვის მყარად დგას ორივე ფეხზე და ლაპარაკობს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს მისთვის შეუძლებელია. ერთადერთი ოცნება დამრჩა და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილისთვის. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი გოგონა ფეხზე დავაყენო და კიდევ, რომ ილაპარაკოს. მეტი არაფერი… მხოლოდ ამას ვევედრები ღმერთს. ეს არის ჩემი უდიდესი ნატვრა.
– შენ რას იტყვი, მერაბ? დარდობ ხათოს გამო?
მერაბი: მე კარგად, ძია, ხათო კი – ცუდად. დედიკო და ხათო ავად არიან, ექიმი და წამლები სჭირდებათ. ცოდოა ხათო.
– და შენ მზად ხარ არ ჭამო, მოითმინო და ყველაფერზე თქვა უარი, იმისთვის, რომ დაიკოს დაეხმარო?
(მერაბი მიყურებს, მერე თავს მიქნევს.)
მერაბი: ხათო ძალიან ავად არის.
         – ძალიან კეთილი და თბილი ბიჭი ხარ, მერაბ. ნინო, შენ თუ დაამატებდი რამეს დედიკოს მონაყოლს?
          ნინო (17 წლის): უბრალოდ დააკვირდით ხათოს, რა ლამაზი ბავშვია! იმხელა სიკეთეა მის თვალებში. ხანდახან, მეჩვენება, რომ თვალებით მელაპარაკება. მთხოვს, რომ მოვეფერო და ვეთამაშო. ვერასდროს ვერ ვეუბნები უარს. ხშირად ვფიქრობ მის მომავალზე. არ მინდა ჩემმა დამ, მთელი ცხოვრება ეტლში რომ გაატაროს. ძალიან ვდარდობ. მინდა, რომ მასაც ისეთივე ბავშვობა ჰქონდეს როგორც სხვებს და ვფიქრობ, რომ ოპერაცია დაეხმარება ამაში.
როინი (5 წლის): მე ხათოს ვაკოცებ და ჩემს სათამაშო მივცემ.
– ყოჩაღ შენ!
როინი: მინდა, რომ მელაპარაკოს, ის კი, სულ ჩუმად არის. კიდევ მინდა, დაჭერობანა რომ მეთამაშოს. მაგრამ სუსტია. დახმარება სჭირდება.
– და როგორ ეხმარები?
როინი: სავარცხელი მომაქვს, დედიკო უვარცხნის თმას. ან პამპერსი მომაქვს, ან კოვზი…
როინი: „მე შემიძლია, ბუზების საკლავითაც რომ ვითამაშო. სათამაშო კი, ჩემს დაიკოს მივეცი“
ხათოს ნებისმერი ქმედება ღლის. მაგრამ, როგორც ნებისმიერ ბავშვს, სათამაშო უხარია
          – გაოცებული ვარ თქვენი ოჯახის ერთსულოვნებით და მჯერა, რომ ფონდის მეგობრებიც გულთან ახლოს მიიტანენ მშვენიერი, სნეული გოგონას ტანჯვას და ასევე თქვენს დარდს, შვილების გამო. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. მივმართოთ ჩვენს მკითხველებს, ზინაიდა.
        ზინაიდა: ყოველთვის მჯეროდა სიკეთის და იმის, რომ სრულიად უცხო ადამიანებს, შეუძლიათ ცხოვრების ურთულეს მომენტში გვერდში რომ დაგიდგნენ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც  გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ამბავს. დარწმუნებული ვარ, ღმერთი, სიკეთეს ყველას ათმაგად დაუბრუნებს.

ამ პატარა, უსუსურ გოგონას, ძალას ჰმატებს მისი ოჯახის სიყვარული. ახლა, ბევრად მეტი სიყვარული იქნება! გავაერთიანოთ ძალები ხათოს დასახმარებლად!

        ***
         ბანეთიშვილების ოჯახი აღმოჩნდა ურთულესი მდგომარეობაში. მრავალშვილიან ოჯახში ავადმყოფობამ და გაჭირვებამ დაიდო ბინა. არ გვაქვს მორალური უფლება, ამ ადამიანებს არ დავეხმაროთ.
        ბანეთიშვილების ოჯახისთვის, წამლები და პამპერსი -ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს. ასევე, ძალიან სჭირდებათ პროდუქტი.
        მათი სანუკვარი ოცნება კი, ის არის, რომ ფეხზე დააყენონ და ლაპარაკი ასწავლონ პატარა ხათოს. და მე მჯერა, რომ ჩერნივეცკის ფონდის მეგობრები, შეიტანენ წვლილს ამ ოცნების ახდენაში.
         შეგიძლიათ ეს ოჯახი თავად მოინახულოთ. მისამართი: თბილისი, ლილოს დასახლება, მეორე მიკრორაიონი, კორპუსი 4, ბინა 113 .
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ბანეთიშვილების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მაი 18
სამედიცინო მომსახურება
220.00₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
335.00₾
2022 ივლ 26
პროდუქტები
200.21₾
2022 აგვ 12
დივანი
600.00₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
65.00₾
2022 ოქტ 18
საწოლი
700.00₾

სულ ხარჯები:

2120.21₾

დატოვა:

0.50₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ნუგზარიშვილი მერაბ
16.10.2022 20:00:00
₾3.00
ოქროჯანაშვილი ნიკოლოზი
16.10.2022 20:00:00
₾1.00
კიკნაძე მურმან
14.10.2022 20:00:00
₾100.00
კუბლაშვილი ირმა
12.10.2022 20:00:00
₾20.00
ნინო თუთბერიძე
11.07.2022 20:00:00
₾50.00
თამარ მორჩილაძე
11.07.2022 20:00:00
₾50.00
ელგუჯა ლობჯანიძე
11.07.2022 20:00:00
₾50.00
ნანა არეშიძე
15.06.2022 20:00:00
₾10.00
დავით ზაბახიძე
15.06.2022 20:00:00
₾2.00
ზარიაშვილი დალი
15.06.2022 20:00:00
₾1.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
15.06.2022 20:00:00
₾0.50
ბეჟანიშვილი გვანცა
14.06.2022 20:00:00
₾7.00
თოფურია თამარ
14.06.2022 20:00:00
₾7.00
ლეკვეიშვილი თორნიკე
14.06.2022 20:00:00
₾6.34
ძირკვაძე მანუჩარ
14.06.2022 20:00:00
₾5.00
თოდუა თორნიკე
13.06.2022 20:00:00
₾7.87
მერაბიანი მარინა
12.06.2022 20:00:00
₾5.00
მარი ბაიაშვილი
12.06.2022 20:00:00
₾5.00
სევერიან გუბელიძე
12.06.2022 20:00:00
₾10.00
თავაძე ანი
11.06.2022 20:00:00
₾4.00

შემოწირულია:

₾2,120.71

182 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,120.71

182 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება