რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცრემლები და სასოწარკვეთა! ჩემსა და მკვდარს შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მიწაში არ ვწევარ!

calendar მარტი 9, 2023

„უკვე მკვდარი ვარ, მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ცივ საფლავში არ ვწევარ, შავი მიწა ჯერ არ დამაყარეს. 20 წელიწადზე მეტია, საწოლს ვარ მიჯაჭვული, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ძლივს ვამოძრავებ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე ასეთ მდგომარეობას! სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ დავდივარ, მდინარეში როგორ ვბანაობ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, მერე კი თვალებს ვახელ, ვცდილობ ხელ-ფეხის გამოძრავებას, მაგრამ არაფერი გამომდის… გულის ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ძალიან ვდარდობ, თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება ყელში და მახრჩობს. თითქოს ჩემივე სხეულის ტყვე ვარ“ – გვიამბობს 50 წლის მამუკა სოლომნიშვილი. კაცს თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, დამალვას ცდილობს, მაგრამ სასოწარკვეთილება მაინც ჟღერს მის თითოეულ სიტყვაში.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ცრემლები და სასოწარკვეთა! ჩემსა და მკვდარს შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მიწაში არ ვწევარ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „უკვე მკვდარი ვარ, მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ცივ საფლავში არ ვწევარ, შავი მიწა ჯერ არ დამაყარეს. 20 წელიწადზე მეტია, საწოლს ვარ მიჯაჭვული, ფეხები არ მემორჩილება, ხელებს ძლივს ვამოძრავებ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე ასეთ მდგომარეობას! სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ დავდივარ, მდინარეში როგორ ვბანაობ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, მერე კი თვალებს ვახელ, ვცდილობ ხელ-ფეხის გამოძრავებას, მაგრამ არაფერი გამომდის… გულის ტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ძალიან ვდარდობ, თითქოს უზარმაზარი ბურთი მეჩხირება ყელში და მახრჩობს. თითქოს ჩემივე სხეულის ტყვე ვარ“ – გვიამბობს 50 წლის მამუკა სოლომნიშვილი. კაცს თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, დამალვას ცდილობს, მაგრამ სასოწარკვეთილება მაინც ჟღერს მის თითოეულ სიტყვაში.

 „ოც წელიწადზე მეტია, ამ საწოლში, როგორც კუბოში ვწევარ“

 – მამუკა, ახლა 50 წლის ხართ, ამბობთ, რომ 20 წელიწადზე მეტია საწოლს ხართ მიჯაჭვული. ესე იგი, როდესაც ჩაწექით, ძალიან ახალგაზრდა იყავით. რა მოხდა?

 მამუკა: ხარივით ჯანმრთელი ვიყავი. სკოლის მერე, ვენახში ვმუშაობდი, მერე ჯარში გამიწვიეს. საბჭოთა ჯარის ბოლო ნაკადში მოვხვდი. 2 წელი ვიმსახურე ოდესაში. დიდი იმედებითა და გეგმებით დავბრუნდი სახლში. გურჯაანში ჩემი სკოლის სიყვარული მელოდებოდა. ნათია ერქვა. ოჰ, რა ლამაზი იყო! ძალიან ბევრს ვშრომობდი, თბილისში ბინის ყიდვა მინდოდა. ოჯახის შექმნას და დედაქალაქში ცხოვრებას ვაპირებდით. ორ ცვლაში ვმუშაობდი. ქარხანაში მტვირთავად,  მერე მეზობლებსაც ვეხმარებოდი ვენახში. მაგრამ, სულ რაღაცნაირად დაღლილი ვიყავი. მერე კისერი ამტკივდა. მაგრამ, იცით, ახალგაზრდა რომ ხარ და ჯან-ღონით სავსე, ასეთ „სისულელეებს“ არ აქცევ ყურადღებას.

 „ოდესღაც ფეხზე ვიდექი… აღარც მახსოვს, ეს როდის იყო.“

 – მაგრამ ხანდახან აღმოჩნდება ხოლმე, რომ „სისულელე“, სისულელე სულაც არ არის?

 მამუკა: სამწუხაროდ, ექიმთან რომ მივედი, უკვე გვიანი იყო. დიაგნოზი დამისვეს – ხერხემლის მრავალმხრივი ოსტეოქონდროზი. მითხრეს, რომ შეიძლება შეუქცევადი შედეგი დადგეს. არ დავიჯერე, ყურადღებას არ ვაქცევდი, სათანადოდ არ ვმკურნალობდი. და აი, ნელ-ნელა ფეხები წამერთვა, ჯოხის დახმარებით ძლივს დავდიოდი, მერე საერთოდ, დამბლა დამეცა. ნერვიულობამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. ჯერ ერთი ძმა დამეღუპა, მერე მამა, მერე, ინფარქტით მეორე ძმაც. ღმერთო, რა დღეების გადატანა მოგვიხდა მე და დედაჩემს… გახსენებაც კი არ მინდა. საბოლოოდ მარტონი დავრჩით… დედას ისედაც იმდენი რამე აწუხებს და მეც ცოცხალ-მკვდარი ვარ, ვუმატებ საზრუნავს.

 – ოჯახი არ შეგიქმნიათ?

 მამუკა: არა, ვის რაში ვჭირდები დაავადებული და უმწეო? ნათია სხვას გაჰყვა, ჩემი ოცნებები დიდ ოჯახზე კი, ჩემს ჯანმრთელობასთან ერთად დავმარხე. მრავალი წლის განმავლობაში ვდარდობდი, ვფიქრობდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება, მერე კი შევეგუე ბედს… დროის სვლასაც არ ვაქცევ ყურადღებას. ვერ გეტყვით, დღეს რა დღეა, რომელი წლის რომელი თვეა… 25 წლის წინ გარდავიცვალე, როდესაც საწოლიდან წამოდგომა პირველად გამიჭირდა. 

 დედა მუდამ მის გვერდითაა, ერთი წამითაც არ ტოვებს მძიმედ ავადმყოფ შვილს.

– ფეხზე საერთოდ ვერ დგებით? მოხუცი დედა როგორ ახერხებს თქვენს მოვლას?

 მამუკა: არა. საერთოდ ვერ ვდგები. არ ვიცი, დედა სად ნახულობს ძალებს. როგორც იტყვიან, ყველა დედა ანგელოზია თავის შვილისთვის. ის მაჭმევს, ტაშტით წყალი მოაქვს ლოგინში, პირი რომ დამბანოს, არ გეტყვით, როგორ მიცვლის, ძალიან დამამცირებელია. მეუბნება, რომ ისევ ის მამუკა ვარ, რომელსაც პატარაობაში უვლიდა.

 ასე გამოიყურებიან ნამდვილი ანგელოზები, მათ დედის სახე აქვთ!

 – ტკივილები თუ გაწუხებთ?

 მამუკა: ხანდახან, ძალიან ცუდად ვარ… პერიოდულად ისეთი ტკივილები მაქვს, ლამისაა კედლებზე გავიდე! გაუსაძლისი! კიდურები მეწვის, მაგრამ ყველაზე საშინელი არის საკუთარი უმწეობის გააზრება. ხანდახან, ტკივილგამაყუჩებელსაც ვერ ვყიდულობ. რომელ წამლებზეა ლაპარაკი, როდესაც საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს!

 – თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 მამუკა: ჩვენი შემოსავალი არის პენსია და სოციალური შემწეობა. დღეს ყველაფერი ისეთი ძვირია, ხანდახან, მხოლოდ პურს ვჭამთ რამდენიმე დღე. ყველა ნივთი, აქ რასაც ხედავთ, თავისით იშლება, იმდენად ძველია.

მამუკა ძლივს ამოძრავებს ხელებს მაგრამ დედამისის ჯანმრთელობისთვის, მამისა და ძმების სულებისთვის მაინც ლოცულობს ყოველდღე.

 – ეს სახლი თქვენი საკუთრებაა?

 მამუკა: რთულია, სახლი დაარქვა ამას. ერთი ოთახია, მე და დედაჩემი კი, ორნი ვართ აქ. მაგრამ, მივეჩვიეთ. მართალია, ხანდახან მგონია, რომ უკვე კუბოში ვწევარ. მხოლოდ ამ პატარა ტელევიზორს მოვყავარ აზრზე, მაგრძნობინებს, რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ. ერთმა კაცმა მოგვიტანა. ნახა, როგორ ვცხოვრობთ არ გამოგვართვა ფული, დედაჩემმაც ვერ უთხრა უარი. მგონია, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა ის კაცი.

 ეს ჩემი ხატებია, ხშირად ვლოცულობ ხოლმე, ლოცვები არ მახსოვს, მაგრამ ჩემი სიტყვებით მივმართავ უფალს, ვევედრები, ძალა და ჯანმრთელობა მისცეს ჩემს საბრალო დედას. მე მას წნევასაც კი ვერ ვუზომავ… მეზობელთან გადადის, საწყალი, რომ გაიგოს, დასალევი აქვს წამალი, თუ არა. სმენაც ძალიან დაუქვეითდა, სულ ჩემს საწოლთან ზის, ეშინია, რომ დავუძახო და ვერ გაიგოს. ხალხო, გაუფრთხილდით დედებს! ცუდად თუ გახდით, მათ გარდა არავინ მოგხედავთ, არავის სჭირდებით.

ამ ადამიანებს ცოცხალი აღარ ჰგონიათ თავი და ამ სახლის გარემოც, ბეტონის იატაკით „ხელს უწყობს“ ამას.

 – მამუკა, თქვენთვის და თქვენი დედისთვის რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ და მთელ საქართველოს? ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება?

 მამუკა: უპირველეს ყოვლისა, წნევის საზომი აპარატი გვჭირდება, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, ვინმე ახალ, დიდ ტელევიზორს თუ გვაჩუქებს. კიდევ, საწოლი დედაჩემისთვის. ეს საწოლები დედაჩემს მზითვებში მოჰყვა. პირის საპარსიც მჭირდება. შემომხედეთ, რას ვგავარ, დედა კი, პირს ვეღარ მპარსავს. ამიტომ, წვერსაპარსი ოცნებად მექცა. პროდუქტიც… მედიკამენტებიც… მგონი, ძალიან ბევრს ვითხოვ, ბოდიში. ვამბობდი, რომ მკვდარი ვარ. არადა, სიცოცხლე მინდა!

***

 მეგობრებო, ეს ახალგაზრდა მამაკაცი გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდა. საშინელმა სენმა საწოლს მიაჯაჭვა, გატეხა, წაართვა გადაადგილების და ნორმალურად ცხოვრების უნარი. მას დახმარება სჭირდება! მამუკას სჯერა, რომ არ მიატოვებთ, არ დარჩებით გულგრილნი! გულთან მიიტანთ საბრალო დედა-შვილის გასაჭირს!

 მამუკას ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი და მედიკამენტები. მისი ერთადერთი ოცნებაა, ტელევიზორი და საწოლები. წნევის საზომი აპარატი და წვერსაპარსი კი, ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

 შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ მამუკა და დედამისი. მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაზისუბანი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

 #GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

 (დანიშნულება: სოლომნიშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

ეს ღიმილი უდრის 100 მილიონ ლარს! თუმცა არა, ის ფასდაუდებელია! „25 წელია, ავადმყოფობის გამო, ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ფეხები მაქვს წართმეული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ თქვენ გამოიჩინეთ ჩემს მიმართ ინტერესი და დამეხმარეთ! – მიმართავს მამუკა ფონდის ქველმოქმედებს. – თქვენ პირველები ხართ, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში დაგვეხმარა! გენაცვალეთ! უფალი გფარავდეთ!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ავადმყოფობის გამო, მამუკას მოწყენილობა ჩვევად ექცა. თქვენ კი, ყველაფერი გააკეთეთ, ეს ჩვევა ღიმილს რომ  ჩაენაცვლა.

 „ოცდახუთი წელია ლოგინად ვარ ჩავარდნილი, დაავადებული, წართმეული მაქვს ფეხები და მთელი ამ ხნის განმავლობაში, თქვენ პირველები ხართ, ვინც ჩემით დაინტერესდა და დამეხმარა“, – ამბობს მამუკა. – „ადგომა რომ შემეძლოს, გულში ჩავიკრავდი, გადავკოცნიდი და ხელს ჩამოვართმევდი თითოეულ თქვენგანს. მაგრამ, რადგან ამის ძალა არ შემწევს, უბრალოდ გეტყვით: გენაცვალეთ! უფალი გფარავდეთ ყველას!“

მამუკას მოხუცი დედაც, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გაჭირვებით უვლიდა შვილს, სიხარულს გვიზიარებს: „თქვენს გარდა, არავის არაფერი უჩუქებია ჩვენთვის. მამუკა მართალს ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა. ყველაფერი მომეწონა, ყელაფერი გამიხარდა: წნევის საზომი აპარატიც, მაცივარიც, ვენტილატორიც, ტელევიზორიც და საწოლიც… ე-ე-ეჰ , სახელმწიფო როდის გვაღირსებდა ამ ყველაფერს?“

ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, 81 წლის დედას, ნანის საჩუქრები როგორ უხარია! „თქვენ მას იმედი აჩუქეთ, ძალა შეჰმატეთ, ძალიან გაყოჩაღდა“, – ამბობს მამუკა

მამუკა: პირველ რიგში, მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ ასე გაახარეთ დედაჩემი. მოხუცს ხომ, ყოველი წვრილმანი აბედნიერებს. თქვენ კი, ამდენი საჭირო ნივთით გაავსეთ სახლი. დედა სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობს. 81 წლის კი არის, მაგრამ ძალიან ყოჩაღი მყავს, სულ შრომობს. ძალიან მოსწონს, ახლა, ასეთი წესრიგი რომ გვაქვს. ოთახის შუაში მაგიდა და სკამები გვიდგას. ვინმე თუ გვესტუმრა, შეგვიძლია ადამიანურად მივიღოთ, როგორც შეეფერება კახეთში ოჯახს. ახლა, ჩემს საწოლთან ჩამოჯდომა თუ მოისურვა, საზურგიანი სკამი აქვს და აღარ იღლება ისე, როგორც იმ პატარა ტაბურეტზე. მაცივარიც ძალიან მოსწონს, აღარ უწევს სახლში გრილი ადგილის ძებნა პროდუქტის შესანახად. ზაფხულშიც ისეთი კარგი იყო ცივი წყლის დალევა. ახალმა ვენტილატორმა კი, ზაფხულის ცხელ დღეებში სიცხე გადაგვატანინა.

 „ვენტილატორმა და მაცივარმა ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები გადაგვატანინეს.“

„სადილის და პროდუქტის შესანახად, აღარ მომიწევს სახლში გრილი ადგილის ძებნა. ახლა, მაცივარშია „გამწესებული“.

დედაჩემი ჰიპერტონიკია, ხშირად აწუხებს მაღალი წნევა. მაგრამ, ტონომეტრი არ გვქონდა და ამას, მხოლოდ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე თუ გავიგებდით, თავბრუ თუ ეხვეოდა ან სუსტად იყო. რა კარგია, წნევის საზომი აპარატი რომ აჩუქეთ, უფრო მშვიდად ვარ ახლა. დედა წნევას ყოველდღე თვითონ იზომავს და აკონტროლებს.

ნანი (დედა): ჩემზე ლაპარაკობ, მამუკა?

მამუკა: კი, დედა, შენზე. აი, შემთხვევით მოჰკრა ყური (მე მიხსნის.), დედა ნაწილ-ნაწილ თუ გაიგებს ლაპარაკს.

ნანი: არ ვიცი, შვილო, რა იკითხე. შეიძლება ახლა სულ სხვა პასუხი გაგცე. მაგრამ, არ მინდა შემთხვევა გავუშვა ხელიდან და კეთილ ადამიანებს არ ვუთხრა მადლობა. ღმერთმა გაშოროთ ცუდი დღეები და ავადმყოფობა, ბედნიერება და კეთილდღეობა მოგცეთ! დახმარებისთვის დიდ მადლობას გიხდით!

  დედა, თქვი, ხომ კარგად გძინავს ახალ საწოლზე?

ნანი: ძალიან თბილად და გემრიელად. თქვენი ნაჩუქარი  ახალი თეთრეული გადავაკარი. ძალიან მიჭირდა ძველ, რკინის საწოლზე დაძინება. აქ, ბევრად უკეთესია და ხელიც აღარ მტკივა. ყველაფერი, რაც გვაჩუქეთ ძალიან კარგია, შვილო!

 „აქ, ბევრად უკეთესია ძილი, ვიდრე ძველ რკინის საწოლზე, რბილია და მოსახერხებელი.“

ახალი პლაზმური ტელევიზორი მამუკას ძალიან მოეწონა: „გამოსახულება შესანიშნავია და თვალებიც აღარ მეღლება.“

ელექტრო საპარსი კი, ჯერ ვერ გამოიყენა. ალბათ, ერთხელაც გადაწყვეტს, რომ წვერს დაემშვიდობოს და კვლავ დაინახავს საკუთარ ახალგაზრდობას

– მამუკა, თქვენ ამბობდით, რომ მარტოსულად გრძნობთ თავს. ახლა თუ მეგობრობთ ვინმესთან? ვინმე თუ გესტუმრათ პროექტის მსვლელობის დროს? 

მამუკა: ძველმა მეგობრებმა მომინახულეს, ვისთან ერთადაც გავიზარდე. სახლი დაგვილაგეს. მითხრეს, რომ აღარ დავიკარგებით. ახლა, უკვე ტელეფონიც მაქვს და მეც შემიძლია, ვინმეს რომ დავურეკო. ინტერნეტი და კიდევ რაღაც-რაღაცეები ტელეფონში ჯერ ვერ ავითვისე, პატარა ბიჭებს უფრო უადვილდებათ ეს. მაგრამ, რაც მთავარია, ზარებისა და შეტყობინებების ფუნქციას ვიყენებ, რომელიც მინდოდა.

 „ახლა, მეც შემიძლია  ვისაც მინდა, იმას დავურეკო. აქამდე, მოწყვეტილი ვიყავი ადამიანებს.“

– თქვენც ახალგაზრდა ხართ და ინტერნეტის ათვისებაც შეგიძლიათ.

მამუკა: კარგით რა. უკვე ბებერი ვარ ინტერნეტისთვის.

– შეხედეთ დედათქვენს. 81 წლისაა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის. სასწაულია! იმედის თვალით უყურებს ცხოვრებას.

მამუკა: კი, ნამდვილად გაუტეხელია დედაჩემი. თქვენც ძალა და იმედი შეჰმატეთ და ძალიან გაყოჩაღდა. კარგი იქნებოდა, ჰქონოდა სმენის აპარატი, თორემ ძალიან წვალობს. ათჯერ კითხულობს ხოლმე, თუ ვერ გაარჩია, რას ეუბნებიან.

– ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სახელმწიფომ თუ მიიღო რაიმე მონაწილეობა თქვენი პრობლემების მოგვარებაში?

მამუკა: ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, განა მწოლიარე, უნარშეზღუდული ადამიანის სახლში, წყალი უნდა ჩამოდიოდეს სახურავიდან? მითხარით? წვიმის დროს, ჩემი მოხუცი დედა იძულებულია ტაშტებში დაგროვილი წყალი ხშირად გადააქციოს, მალ-მალე ივსება, ისე ჩამოდის სახურავიდან წყალი. ასეთი მთავრობა რომ არსებობდეს, განა ზამთრისთვის შეშის შესაძენად დამეხარჯებოდა მთლიანი პენსია ისე, რომ საჭმლის ფულიც აღარ მრჩებოდეს? დიახაც, გაუხარდათ თქვენ რომ მოაგვარეთ ჩვენი ამდენი პრობლემა. მთავარია, მათი მოსაგვარებელი რომ არ იყოს. მართალი გითხრათ, ის უფრო მოსალოდნელია, რომ რამე წამართვან, ვიდრე მომცენ, მათი იმედი საერთოდ არ მაქვს. სახურავს კი, შეკეთება უნდა, სულ რომ ვიშიმშილოთ, პენსიიდან უნდა გადავდოთ თანხა…

საქართველოში, სახურავის შესაკეთებლად ან დედისთვის სმენის აპარატის შესაძენად, პენსია ნამდვილად არ არის საკმარისი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე თვის განმავლობაში იშიმშილებს ადამიანი. მაგრამ, ისიც მართალია, რომ ეს ოჯახი მხარდაჭერის გარეშე არ დატოვეს კეთილმა ადამიანებმა – უფალმა ძალიან კარგი მეგობრები აჩუქა მათ! ახლაც ვიცით, რომ არ დატოვებენ. თქვენს შორის, აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები, ვინც გამოეხმაურება და ორი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში, სახურავის შეკეთებასა და სმენის აპარატის შეძენაში დაეხმარება მათ. ისინი მხოლოდ ასე თუ გადარჩებიან, მხოლოდ ასე თუ გადაარჩენენ ერთმანეთს ქართველები, უსმენენ რა, რასაც უფალი ჰკარნახობთ და მოყვასის მიმართ თანაგრძნობას არ ივიწყებენ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სოლომნიშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 აპრ 10
თეთრეული
290.00₾
2023 აპრ 10
საწოლი
1200.00₾
2023 აპრ 12
მაცივარი
639.00₾
2023 აპრ 12
ტრანსპორტირება
80.00₾
2023 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1310.00₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები,წნევის აპარატი
192.49₾
2023 ივლ 28
მაგიდა
290.00₾
2023 ივლ 28
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
839.00₾
2023 აგვ 08
სკამები
410.00₾
2023 აგვ 22
საპარსი მანქანა
205.00₾
2023 ოქტ 04
მობილური ტელეფონი
400.00₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
85.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ანონიმი
18.05.2024 17:14:17
₾100.00
რევაზ დოლიძე
16.05.2024 20:00:00
₾20.00
შაინიძე მიხეილ
25.03.2024 20:00:00
₾5.00
პაპიაშვილი ნინო
15.01.2024 20:00:00
₾5.00
ყველიაშვილი ირინე
29.11.2023 20:00:00
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
25.11.2023 20:00:00
₾1.00
მებონია თემურ
23.11.2023 20:00:00
₾10.00
ცოტნიაშვილი გიორგი
19.11.2023 20:00:00
₾15.00
სოფიო ხუციშვილი
18.11.2023 20:00:00
₾200.00
კოლხიტაშვილი ბექა
17.11.2023 20:00:00
₾1.00
მეტონიძე დავით
16.11.2023 20:00:00
₾5.00
იაგო გუზიტაშვილი
16.11.2023 20:00:00
₾5.00
ანონიმი
17.07.2023 16:53:39
₾15.00
'გიორგი თურმანიძე
16.07.2023 20:00:00
₾10.00
'გიორგი თურმანიძე
16.07.2023 20:00:00
₾10.00
ოდიკაძე მირანდა
02.07.2023 20:00:00
₾0.50
'მანანა ბეჟიტაშვილი
24.06.2023 20:00:00
₾10.00
კეკელიძე ეკატერინე
23.06.2023 20:00:00
₾2.00
'ალექსანდრე ცაგარელი
23.06.2023 20:00:00
₾50.00
'გიგა გიგაური
15.06.2023 20:00:00
₾50.00

შემოწირული:

₾7,107.95

454 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾7,107.95

454 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება