დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! 11 წლის ანანოს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება. ავთვიასებიან სიმსივნესთან ბრძოლის 7 ქიმიოთერაპიის და 12 რადიოთერაპიის კურსი უკვე გაიარა ჩვენმა მაგარმა გოგომ – სასიკვდილო გამოწვევები ხერხემლის სიმსივნესთან ბრძოლაში! ამ დღეებში მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი, საბედისწერო ბრძოლა იწყება! ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელია ბავშვის ფინანსურად შეიარაღება. ჩვენ შეგვიძლია მასთან ერთად გავიდეთ „ბრძოლის ველზე“, მაგრამ იჩქარეთ მისი შეიარაღება, მეგობრებო! „შიშველი ხელებით“ სასიკვდილო მტერს ვერ დავამარცხებთ!

შემოწირულია

₾11,249.80

დონორი

574

დიახ! მსურს დახმარება!
1 10

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ბედნიერება რა ღირს?ის ფასდაუდებელია! მხოლოდ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს შეეძლოთ, ასეთი ძვირფასი საჩუქრის გაკეთება! გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო სპონსორებო! „სახლი შეძენილია ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიერ“ – სწორედ ამ ჯადოსნურმა სიტყვებმა გაიჟღერა, ამჯერად გიგაურების ოჯახში. პატარა ავრორას და მის მძიმედ დაავადებულ დაიკოს, ღია ცის ქვეშ ძილი აღარ მოუწევთ. ფონდის მეგობრებო, აღდგომის დღესასწაულზე თქვენი წილი სასწაული მოახდინეთ დედამიწაზე. თქვენ ნამდვილად უფლის შვილები ხართ!

შემოწირულია

₾7,953.08

დონორი

534

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

გაიცანით, მეგობრებო, საქართველოს ორი გმირი: ანა, დედა, რომელმაც საკუთარი სილამაზე, ახალგაზრდობა და ბედნიერება ოჯახის ბედნიერებასა და ერთგულებას შესწირა. მეუღლემ კი, სრულიად პარალიზებული ვაჟის, მათეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო მიატოვა საბრალო ქალი. მათეს ლაპარაკიც კი არ შეუძლია და მხოლოდ თვალებით დახმარების თხოვნა ისწავლა! ღმერთო, ღმერთო, ბიჭს ყოველი დღე უთენდება და უღამდება დაჟანგებულ ეტლში, რომელსაც თავის მისაყუდებელიც კი არ აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება მათე. ამას ხომ, მტერსაც არ უსურვებ!

შემოწირულია

₾3,220.23

დონორი

217

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
79 - 84 of 286 items
1 12 13 14 15 16 48

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის