რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ანა-მარია (6 წლის): „ჩემი დედიკო ძალიან ავად არის, სადაცაა, დამბლა დაეცემა. როგორ მოვუვლი მარტო?.. ჯერ პატარა ვარ!.. დედას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!!!! ფული არ ჰყოფნის, მე კი, ამის არაფერი მესმის… გთხოვთ, დამეხმარეთ!“

შორენას კუჭის შემცირების ოპერაცია ესაჭიროება სასწრაფოდ. მისი ღირებულება კი, 12 500 ლარია. თანხის ნახევარს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ, დარჩენილი თანხა საიდან უნდა ჰქონდეს, როდესაც მხოლოდ სოციალური შემწეობით – 320 ლარით ცხოვრობს ოჯახი?

ანამარია: „კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, ჩემი დედიკო გადაარჩინეთ!“

როგორ შეიძლება, ექვსი წლის ბავშვს თხოვნაზე უარი ვუთხრათ, როდესაც მისი დედიკოს გადარჩენას ეხება საქმე? მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზის ვედრება შეისმინეთ! გოგონას ჩვენი დიდი იმედი აქვს!

შემოწირულია

₾15.00

დონორი

2

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

სასწრაფო

სრულიად უმწეო ვარ, შვილო, ორ ნაბიჯს გადავდგამ და ვეცემი. მერე კი, ვეღარ ვდგები. ცივ იატაკზე ვწევარ და ვყვირი: „მიშველეთ, ხალხო, მიშველეთ! ამაყენეთ!“ შვილო, ხანდახან, საათობით მიწევს ცივ იატაკზე ჯდომა ან წოლა, სანამ ვინმე ღვთისნიერი, ჩემს ყვირილს გაიგონებს. ძალიან მეშინია, შიში მკლავს იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდები, მეზობლები კი, კიდევ დიდხანს ვერ ნახავენ ჩემს ავადმყოფობით დატანჯულ და დასახიჩრებულ სხეულს!“

ანგელოზივით სათნო 84 წლის მერი ბებო უკვე ხუთი წელია, ამ სახლიდან ვერ გადის, სადაც სრულიად მარტო ცხოვრობს.
საბრალო, საბრალო მოხუცი, რამხელა სიკეთე ჩანს მის თვალებში! ჭიქა წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავს!

მერი ბებოს გული აწუხებს, მაგრამ, ექიმთან წასვლის საშუალება საიდან ექნება? თავისი პენსია კი, კომუნალურ გადასახადებსა და საკვებ პროდუქტებზე ძლივს ჰყოფნის. არადა, მას ხომ, ცხოვრების ბოლო წლების ადამიანურად გატარება ძალიან უნდა.

ძალიან სჭირდება ბიო ტუალეტი, რადგან ამჟამად, ბებო გარეთ ვერ გადის და იძულებულია, სათლი გამოიყენოს. ასეთი დეტალებისთვის ბოდიშს გიხდით.

დაბანაზე საუბარიც კი ზედმეტია. მოხუც ქალს უბრალოდ არ შეუძლია აბაზანამდე მისვლა.

შეხედეთ, რა მდგომარეობაშია მოხუცი ბებოს ხელჯოხი. გასაკვირი არ არის, ხანდაზმული ქალი ასე ხშირად რომ ეცემა. ახალი ხელჯოხი სასწრაფოდ სჭირდება!

საწოლს მიჯაჭვულ, ნატანჯ, მოხუცს წამლები, პამპერსი და თბილი ტანისამოსი სჭირდება.

შემოწირულია

₾908.46

დონორი

29

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

არამზადებმა ლაშას დანა პირდაპირ გულში გაუყარეს! მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია!

მეგობრებო, ამ ბიჭის მომავალი ბედი და სიცოცხლე ფულზეა დამოკიდებული. ასეთია სასტიკი სინამდვილე. ტანჯვისგან ღონემიხდილ ლაშას, მენჯ-ბარძაყის სახსარზე ორი რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, მოძრაობა რომ შეძლოს. ამჟამად, მისი სხეული პირდაპირი გაგებით, ერთ პოზაში არის გაშეშებული. საქართველოში, ერთი ფეხის ოპერაციის ღირებულება 18 000 ლარია. სამ თვეში კი, ასეთივე ოპერაცია მეორე ფეხზეც დასჭირდება. მერე, ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, თითოეული შემოწირული ლარი, ლაშას მკურნალობას მოხმარდება და პირდაპირ კლინიკაში გადაირიცხება. მთელი საქართველო ამ კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს!  თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს უამბეთ ლაშას შესახებ. ძალა ერთობაშია და ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ეს ბიჭი ფეხზე დავაყენოთ და სრულფასოვანი ცხოვრება ვაჩუქოთ მას. წარმოიდგინეთ, მას ხომ, ეს მთელი გულით სწადია!

შემოწირულია

₾6,013.86

დონორი

384

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთ ბავშვს არ დაემართება ასეთი საშინელება. თითქოს საქართველოს ბავშვები არ სჭირდებოდეს! საოცარი გოგონა, ლილიანა, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ოთხი წლის ასაკში მომაკვდინებელი ვირუსი დაემართა! საშინელებაა! ექვსი წლის ულამაზეს ლილიანას ოთხი წლის ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება აქვს. მისი წონა კი სულ რაღაც 14 კილოგრამია. სრულიად ჯანმრთელმა ბავშვმა საშინელი ვირუსი გადაიტანა, რომელმაც ეს საშინელება გამოიწვია. გოგონას გამოჯანმრთელების ერთადერთი შანსი საზღვარგარეთ მკურნალობაა, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მარტოხელა დედას ამის არანაირი საშუალება არ გააჩნია და მხოლოდ თქვენი იმედი აქვს, ღვთისნიერო ადამიანებო!

ეს ექვსი წლის ლილიანაა. გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მარტოხელა დედა ხარობდა მისით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს უჭირდა, სახლში მაინც ბედნიერება სუფევდა, რადგან ბავშვი ჯანმრთელი იყო. ამ ცხოვრებაში ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ჯანმრთელობაა. ლილიანას ოთხი წელი რომ შეუსრულდა, გაჭირვების მიუხედავად, დედამ შეძლო მაღაზიაში ტორტის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ყიდვა. საღამოს კი ბედნიერმა ლილიანამ სანთლები ჩააქრო… დიახ, ბავშვი ბედნიერი შეეგება მის ცხოვრებაში 4 წლის „მობრძანებას“. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სწორედ ის მეოთხე წელი გახდებოდა დიდი უბედურების მომტანი მათ ოჯახში.

ეს საშინელი ამბავი კი ასე დაიწყო: ერთ დილით ბავშვმა რომ გაიღვიძა, მაღალი სიცხე ჰქონდა, აკანკალებდა, ყელი ეწვოდა და იმდენად სუსტად იყო, რომ ლოგინიდან წამოდგომის ძალაც კი არ ჰქონდა. „ოჰ ეს საშინელი ვირუსი“, — თქვა ბავშვის დედამ და მოგროვებული კაპიკებით წავიდა აფთიაქში. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ეს საშინელი ვირუსიჯოჯოხეთად გადაიქცეოდა ბავშვისთვის. ანგელოზივით ლამაზ გოგონას რთულად კონტროლირებადი ეპილეფსია განუვითარდა.

შემოწირულია

₾7,206.52

დონორი

469

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ამქვეყნიური ჯოჯოხეთური ტანჯვა! მომაკვდინებელმა სქოლიოზმა ლამისაა მოკლას — დაახრჩოს ჯერ კიდევ ასეთი ნორჩი მარიამი! მძიმე შეტევის დროს მას არ შეუძლია სუნთქვა და ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის! სიცოცხლის გადასარჩენად გოგონას საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება!

სქოლიოზი ყოველდღე სულ უფრო მეტად აწვება ბავშვის ფილტვებს და ზოგჯერ საერთოდ უკეტავს ჟანგბადს! ტკივილები საბრალო გოგონას არც ძილის, არც ადგომის ან თუნდაც საწოლში გვერდის შეცვლის საშუალებას არ აძლევს!

მარიამის გულმკერდი სულ უფრო მეტად დეფორმირდება დღითი დღე და არავითარი ტკივილგამაყუჩებელი არ უმსუბუქებს ტანჯვას! ერთადერთი ხსნა მისი საზღვარგარეთ წაყვანა არის, რასაც მისი მშობლები მუხლმოდრეკილი გვევედრებიან! მაგრამ შეჭირვებულ ოჯახს ამხელა თანხა საიდან უნდა ჰქონდეს? მეგობრებო, დროს თუ დავკარგავთ, გარდაუვალია მისი სიკვდილი!

ლიკა, დედა (37 წლის): „უკვე 18 წელია, ჩემს გოგონას ვატარებ ხელით და სანამ ცოცხალი ვარ, ასე იქნება! მაგრამ მეც რომ მეწურება ძალა?!

გოგონა 18 წლისაა! ნებისმიერი გოგონასთვის ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! ხანდახან, მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ ზოგიერთი ჩვენგანი უფლისგან მივიწყებულია. მაგრამ მაშინვე ლოცვას ვიწყებ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ასე ფიქრი დიდი ცოდვაა! მეგობრებო, მე მჯერა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უფალი ყველას შანსს გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ და ეშმაკი დავამარცხოთ!

გოგონა დაბადებიდან მიკროცეფალიით იტანჯება, მისი თავის ქალა არასწორად ჩამოყალიბდა და ტვინის განვითარებისთვის უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა.

შემოწირულია

₾6,725.19

დონორი

472

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ექვსი წლის ულამაზესი ქართველი გოგონა, ნიტა, თითქმის უსინათლოა და ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, შავ-თეთრი სილუეტების გარდა, ვერაფერს ხედავს! ამ ლამაზ ქართულ თვალებს შეხედე, მეგობარო, შენ გჯერა ამის? მაგრამ დიდია უფალი! ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ამ ულამაზეს გოგონას ცნობილმა თურქულმა კლინიკამ სრული განკურნების გარანტია მისცა! რა ბედნიერებაა! მალე ოპერაცია ჩაუტარდება!.. მაგრამ… ფულია საჭირო! რა თქმა უნდა, ნიტას ამ პრობლემის პირისპირ მარტოს არ მივატოვებთ. მაგრამ ძალიან, ძალიან ცოტა დრო რჩება. ოპერაციის დრო მოახლოვდა!

ეს ანგელოზი 6 წლის ნიტაა. როდესაც გოგონა დაიბადა და თვალები პირველად გაახილა, ყველას თვალი მოსჭრა მისი ზღვისფერი თვალების სილამაზემ. მისი დიდრონი თვალები ისევე ლივლივებდნენ, როგორც ზაფხულის ზღვის ტალღები გარიჟრაჟზე. მაგრამ, ჰოი, მუხთალო ცხოვრებავ! ცოტა ხანში თავზარდამცემი ინფორმაცია შეიტყო ბავშვის ოჯახმა.

თვალის ნერვის თანდაყოლილი ატროფია აღმოაჩნდა ბავშვს. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ 0,02%-ია, მარჯვენაში კი – 0,04%. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! უფულობის გამო შეჭირვებულმა ოჯახმა ბავშვს ვერც სათანადო მკურნალობა, ვერც ოპერაცია ვერ ჩაუტარა. ეს ანგელოზი გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაშინვე საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში გადააფრენდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიტას არ გაუმართლა და მის მშობლებს უჭირთ.

ამ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, სხვის სახლში ცხოვრობენ დროებით. მაგრამ ნიტას ერთ რამეში გაუმართლა – ღირსეული ადამიანები არიან მისი დედ-მამა, პატიოსანი შრომით გამომუშავებული ფულით ჭამენ პურს და შვილებსაც ღირსეულ ადამიანებად ზრდიან. სამწუხაროდ, დღეს უკვე იშვიათია ადამიანის კეთილსინდისიერება. უბედურება ისაა, რომ ნიტა დღის სინათლეზე საერთოდ ვერაფერს ხედავს. მზის შუქზე თვალებიდან ცრემლები სდის და ბავშვს, არათუ რამის დანახვა, თვალების გახელაც კი არ შეუძლია. ეს ხომ ჯოჯოხეთური წამებაა!

ბავშვის საბრალო დედა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ იქნებ, სასწაული მოხდეს და ბავშვის მხედველობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს.

შემოწირულია

₾12,675.80

დონორი

1073

დიახ! მსურს დახმარება!
1 7

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

79 - 84 of 86 items
1 12 13 14 15