რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ლევანი, რომელსაც სამი შესანიშნავი პატარა ჰყავს, სასწაულით გადარჩა საშინელ ავარიაში, მაგრამ მრავლობითი დაზიანება მიიღო! ის მთელი ძალებით ცდილობდა, შვილებისთვის ზედმეტი თეთრის გამომუშავებას… მაგრამ მეოთხე და ყველაზე უბედური შვილი გახდა საყვარელი ცოლისთვის, რომელიც არამხოლოდ ქმრის გარეშე დარჩა, არამედ საყვარელი ადამიანისგან ფულისა და დახმარების გარეშეც!

მეგობრებო, უფალი სცდის ჩვენ გულებს აღდგომის დღესასწაულზე და შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დახმარების ხელი გავუწოდოთ ლევანს ამ უდიდესი ადამიანური განსაცდელის დროს! ასეთ დიდებულ დღეებში ჩვენ გვწამს, რომ ადამიანთა გულები იხსნება და სასწაული ხდება! მეგობრებო, ყოველდღე სამი პატარა ევედრება ღმერთს, რომ მამიკო გამოჯანმრთელდეს. ის, რაც ჩვენთვის შეუძლებელი ჩანს, უფლისთვის შესაძლებელია და ოჯახი სასწაულის მოლოდინშია. მაგრამ ის რომ მოხდეს, თქვენი დახმარებაა საჭირო! გამოკვლევების გარდა, ლევანს რეაბილიტაციის, ფიზიოთერაპიისა და მასაჟის ხანგრძლივი კურსი ესაჭიროება. ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას ჩვენ გარეშე! სულ მცირე თანხამაც კი, რომელსაც თქვენ გაიღებთ ლევანის გამოსაჯანმრთელებლად, შეიძლება მისი სიცოცხლე გადაარჩინოს!

შემოწირულია

₾272.48

დონორი

6

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

SOS! SOS! 26 წლის გურამ ხაჩიძე, ჯან-ღონით სავსე ბიჭი, ახლა უგონო მდგომარეობაშია და კლინიკებიც კი არ იღებენ. წმინდა ბარბარეს დღესასწაული საბედისწერო აღმოჩნდა გურამისთვის. მისი სასოწარკვეთილი დედა მუხლმოდრეკილი გევედრებათ, ღვთისნიერო ადამიანებო, რომ შვილის გადარჩენაში დაეხმაროთ.

4 თვის წინ, 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს დღესასწაული საბედისწერო აღმოჩნდა გურამისთვის. ბიჭმა დღესასწაული აღნიშნა. ყველამ, როგორც საქართველოშია მიღებული, სვეს, ჭამეს, მაგრამ სტუმრებიდან მხოლოდ გურამი მოიწამლა. ღრმად ჩაეძინა, ღამე კი ღებინება დაეწყო! თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ნერწყვმა სასუნთქი გზები გადაუკეტა. ჟანგბადი ტვინს აღარ მიეწოდებოდა და საბრალო ბიჭი კომაში ჩავარდა.

მოსიყვარულე დედა დღეებისა და საათების განმავლობაში ასე ეფერება საყვარელ შვილს. სახლიდან უკვე ყველაფერი დიდი ხანია გაყიდეს! უკანასკნელი ფულით კი დედა 6 600 ლარს იხდის თვეში მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად!

მეგობრებო, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ბიჭის ფეხზე დაყენების იმედი. ეს არის იმპლანტი, რომელიც ტვინის განსაკურნად გამოიყენება! მაგრამ ის 3 000 დოლარი ღირს, რაც ოჯახს არ აქვს! დღეს ეს ბიჭის სიცოცხლის საფასურია! ნუ დაივიწყებთ!

შემოწირულია

₾627.64

დონორი

15

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ანა-მარია (6 წლის): „ჩემი დედიკო ძალიან ავად არის, სადაცაა, დამბლა დაეცემა. როგორ მოვუვლი მარტო?.. ჯერ პატარა ვარ!.. დედას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!!!! ფული არ ჰყოფნის, მე კი, ამის არაფერი მესმის… გთხოვთ, დამეხმარეთ!“

შორენას კუჭის შემცირების ოპერაცია ესაჭიროება სასწრაფოდ. მისი ღირებულება კი, 12 500 ლარია. თანხის ნახევარს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ, დარჩენილი თანხა საიდან უნდა ჰქონდეს, როდესაც მხოლოდ სოციალური შემწეობით – 320 ლარით ცხოვრობს ოჯახი?

ანამარია: „კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, ჩემი დედიკო გადაარჩინეთ!“

როგორ შეიძლება, ექვსი წლის ბავშვს თხოვნაზე უარი ვუთხრათ, როდესაც მისი დედიკოს გადარჩენას ეხება საქმე? მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზის ვედრება შეისმინეთ! გოგონას ჩვენი დიდი იმედი აქვს!

შემოწირულია

₾5,753.05

დონორი

308

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

სასწრაფო

სრულიად უმწეო ვარ, შვილო, ორ ნაბიჯს გადავდგამ და ვეცემი. მერე კი, ვეღარ ვდგები. ცივ იატაკზე ვწევარ და ვყვირი: „მიშველეთ, ხალხო, მიშველეთ! ამაყენეთ!“ შვილო, ხანდახან, საათობით მიწევს ცივ იატაკზე ჯდომა ან წოლა, სანამ ვინმე ღვთისნიერი, ჩემს ყვირილს გაიგონებს. ძალიან მეშინია, შიში მკლავს იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდები, მეზობლები კი, კიდევ დიდხანს ვერ ნახავენ ჩემს ავადმყოფობით დატანჯულ და დასახიჩრებულ სხეულს!“

ანგელოზივით სათნო 84 წლის მერი ბებო უკვე ხუთი წელია, ამ სახლიდან ვერ გადის, სადაც სრულიად მარტო ცხოვრობს.
საბრალო, საბრალო მოხუცი, რამხელა სიკეთე ჩანს მის თვალებში! ჭიქა წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავს!

მერი ბებოს გული აწუხებს, მაგრამ, ექიმთან წასვლის საშუალება საიდან ექნება? თავისი პენსია კი, კომუნალურ გადასახადებსა და საკვებ პროდუქტებზე ძლივს ჰყოფნის. არადა, მას ხომ, ცხოვრების ბოლო წლების ადამიანურად გატარება ძალიან უნდა.

ძალიან სჭირდება ბიო ტუალეტი, რადგან ამჟამად, ბებო გარეთ ვერ გადის და იძულებულია, სათლი გამოიყენოს. ასეთი დეტალებისთვის ბოდიშს გიხდით.

დაბანაზე საუბარიც კი ზედმეტია. მოხუც ქალს უბრალოდ არ შეუძლია აბაზანამდე მისვლა.

შეხედეთ, რა მდგომარეობაშია მოხუცი ბებოს ხელჯოხი. გასაკვირი არ არის, ხანდაზმული ქალი ასე ხშირად რომ ეცემა. ახალი ხელჯოხი სასწრაფოდ სჭირდება!

საწოლს მიჯაჭვულ, ნატანჯ, მოხუცს წამლები, პამპერსი და თბილი ტანისამოსი სჭირდება.

შემოწირულია

₾5,161.32

დონორი

370

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

არამზადებმა ლაშას დანა პირდაპირ გულში გაუყარეს! მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია!

მეგობრებო, ამ ბიჭის მომავალი ბედი და სიცოცხლე ფულზეა დამოკიდებული. ასეთია სასტიკი სინამდვილე. ტანჯვისგან ღონემიხდილ ლაშას, მენჯ-ბარძაყის სახსარზე ორი რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, მოძრაობა რომ შეძლოს. ამჟამად, მისი სხეული პირდაპირი გაგებით, ერთ პოზაში არის გაშეშებული. საქართველოში, ერთი ფეხის ოპერაციის ღირებულება 18 000 ლარია. სამ თვეში კი, ასეთივე ოპერაცია მეორე ფეხზეც დასჭირდება. მერე, ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, თითოეული შემოწირული ლარი, ლაშას მკურნალობას მოხმარდება და პირდაპირ კლინიკაში გადაირიცხება. მთელი საქართველო ამ კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს!  თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს უამბეთ ლაშას შესახებ. ძალა ერთობაშია და ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ეს ბიჭი ფეხზე დავაყენოთ და სრულფასოვანი ცხოვრება ვაჩუქოთ მას. წარმოიდგინეთ, მას ხომ, ეს მთელი გულით სწადია!

შემოწირულია

₾8,052.84

დონორი

535

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთ ბავშვს არ დაემართება ასეთი საშინელება. თითქოს საქართველოს ბავშვები არ სჭირდებოდეს! საოცარი გოგონა, ლილიანა, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ოთხი წლის ასაკში მომაკვდინებელი ვირუსი დაემართა! საშინელებაა! ექვსი წლის ულამაზეს ლილიანას ოთხი წლის ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება აქვს. მისი წონა კი სულ რაღაც 14 კილოგრამია. სრულიად ჯანმრთელმა ბავშვმა საშინელი ვირუსი გადაიტანა, რომელმაც ეს საშინელება გამოიწვია. გოგონას გამოჯანმრთელების ერთადერთი შანსი საზღვარგარეთ მკურნალობაა, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მარტოხელა დედას ამის არანაირი საშუალება არ გააჩნია და მხოლოდ თქვენი იმედი აქვს, ღვთისნიერო ადამიანებო!

ეს ექვსი წლის ლილიანაა. გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მარტოხელა დედა ხარობდა მისით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს უჭირდა, სახლში მაინც ბედნიერება სუფევდა, რადგან ბავშვი ჯანმრთელი იყო. ამ ცხოვრებაში ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ჯანმრთელობაა. ლილიანას ოთხი წელი რომ შეუსრულდა, გაჭირვების მიუხედავად, დედამ შეძლო მაღაზიაში ტორტის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ყიდვა. საღამოს კი ბედნიერმა ლილიანამ სანთლები ჩააქრო… დიახ, ბავშვი ბედნიერი შეეგება მის ცხოვრებაში 4 წლის „მობრძანებას“. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სწორედ ის მეოთხე წელი გახდებოდა დიდი უბედურების მომტანი მათ ოჯახში.

ეს საშინელი ამბავი კი ასე დაიწყო: ერთ დილით ბავშვმა რომ გაიღვიძა, მაღალი სიცხე ჰქონდა, აკანკალებდა, ყელი ეწვოდა და იმდენად სუსტად იყო, რომ ლოგინიდან წამოდგომის ძალაც კი არ ჰქონდა. „ოჰ ეს საშინელი ვირუსი“, — თქვა ბავშვის დედამ და მოგროვებული კაპიკებით წავიდა აფთიაქში. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ეს საშინელი ვირუსიჯოჯოხეთად გადაიქცეოდა ბავშვისთვის. ანგელოზივით ლამაზ გოგონას რთულად კონტროლირებადი ეპილეფსია განუვითარდა.

შემოწირულია

₾7,229.52

დონორი

472

დიახ! მსურს დახმარება!
1 7

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

85 - 88 of 88 items
1 13 14 15