რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ანა-მარია (6 წლის): „ჩემი დედიკო ძალიან ავად არის, სადაცაა, დამბლა დაეცემა. როგორ მოვუვლი მარტო?.. ჯერ პატარა ვარ!.. დედას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!!!! ფული არ ჰყოფნის, მე კი, ამის არაფერი მესმის… გთხოვთ, დამეხმარეთ!“

შორენას კუჭის შემცირების ოპერაცია ესაჭიროება სასწრაფოდ. მისი ღირებულება კი, 12 500 ლარია. თანხის ნახევარს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ, დარჩენილი თანხა საიდან უნდა ჰქონდეს, როდესაც მხოლოდ სოციალური შემწეობით – 320 ლარით ცხოვრობს ოჯახი?

ანამარია: „კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, ჩემი დედიკო გადაარჩინეთ!“

როგორ შეიძლება, ექვსი წლის ბავშვს თხოვნაზე უარი ვუთხრათ, როდესაც მისი დედიკოს გადარჩენას ეხება საქმე? მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზის ვედრება შეისმინეთ! გოგონას ჩვენი დიდი იმედი აქვს!

შემოწირულია

₾15.00

დონორი

2

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

სასწრაფო

სრულიად უმწეო ვარ, შვილო, ორ ნაბიჯს გადავდგამ და ვეცემი. მერე კი, ვეღარ ვდგები. ცივ იატაკზე ვწევარ და ვყვირი: „მიშველეთ, ხალხო, მიშველეთ! ამაყენეთ!“ შვილო, ხანდახან, საათობით მიწევს ცივ იატაკზე ჯდომა ან წოლა, სანამ ვინმე ღვთისნიერი, ჩემს ყვირილს გაიგონებს. ძალიან მეშინია, შიში მკლავს იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდები, მეზობლები კი, კიდევ დიდხანს ვერ ნახავენ ჩემს ავადმყოფობით დატანჯულ და დასახიჩრებულ სხეულს!“

ანგელოზივით სათნო 84 წლის მერი ბებო უკვე ხუთი წელია, ამ სახლიდან ვერ გადის, სადაც სრულიად მარტო ცხოვრობს.
საბრალო, საბრალო მოხუცი, რამხელა სიკეთე ჩანს მის თვალებში! ჭიქა წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავს!

მერი ბებოს გული აწუხებს, მაგრამ, ექიმთან წასვლის საშუალება საიდან ექნება? თავისი პენსია კი, კომუნალურ გადასახადებსა და საკვებ პროდუქტებზე ძლივს ჰყოფნის. არადა, მას ხომ, ცხოვრების ბოლო წლების ადამიანურად გატარება ძალიან უნდა.

ძალიან სჭირდება ბიო ტუალეტი, რადგან ამჟამად, ბებო გარეთ ვერ გადის და იძულებულია, სათლი გამოიყენოს. ასეთი დეტალებისთვის ბოდიშს გიხდით.

დაბანაზე საუბარიც კი ზედმეტია. მოხუც ქალს უბრალოდ არ შეუძლია აბაზანამდე მისვლა.

შეხედეთ, რა მდგომარეობაშია მოხუცი ბებოს ხელჯოხი. გასაკვირი არ არის, ხანდაზმული ქალი ასე ხშირად რომ ეცემა. ახალი ხელჯოხი სასწრაფოდ სჭირდება!

საწოლს მიჯაჭვულ, ნატანჯ, მოხუცს წამლები, პამპერსი და თბილი ტანისამოსი სჭირდება.

შემოწირულია

₾881.46

დონორი

25

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

რამდენ თქვენგანს შეუძლია წარმოიდგინოს ბიჭუნას ტანჯვა, რომელსაც – ჰოი, საშინელებავ, საშინელებავ, საშინელებავ – ორი ენა აქვს – ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევაა საქართველოში! ერთ კვირაში, თხუთმეტი წლის ნიკოლოზს თურქეთში ურთულესი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ბავშვი პირველად შეძლებს ლაპარაკს! ნიკოლოზის ოპერაციამდე მხოლოდ ერთი კვირაღა რჩება! დავეხმაროთ, მეგობრებო!

ნიკოლოზი ამ საშინელი ანომალიით დაიბადა 15 წლის წინ და ამ წლების განმავლობაში, ბავშვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. ის ვერ მეტყველებს. მხოლოდ ცალკეული ბგერების წარმოთქმა შეუძლია. საბრალო ბავშვი პირის დახურვასაც კი ვერ ახერხებს. ხანდახან, დიდი წვალების შედეგად ხურავს პირს, მაგრამ ეს, მაქსიმუმ ორი წუთის განმავლობაში გრძელდება. ორი ენა პირის დახურვის საშუალებას არ აძლევს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია.

ორი ენის გარდა, ნიკოლოზს სხვა საშინელი დაავადებებიც აქვს. მის ზურგზე, თითქოს, „ბორცვი“ ამოსულა. ხერხემლის საშინელი ტკივილებით იტანჯება. ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს (მწვავე ფორმა).

პირველი ოპერაცია ჯერ კიდევ მაშინ გაუკეთდა, როდესაც ბიჭუნა ახალშობილი იყო. მეორე და მესამე ოპერაცია კი – ხუთი და შვიდი წლის ასაკში.

ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ნიკოლოზს წინაგულთაშუა ძგიდე არ აქვს და ოთხკამერიანის ნაცვლად, სამკამერიანია მისი გული. შესაბამისად, ჟანგბადი და ნახშირორჟანგი ერთმანეთს ერევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე კიდია ბავშვის სიცოცხლე და მისმა გულმა, ყოველ წუთს შეიძლება სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ოჰ… არა, ღმერთო… არ დაუშვა, ბერბერაშვილების ოჯახში ეს ტრაგედია რომ დატრიალდეს. მას სიარულიც ძალიან უჭირს. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მერე კი…. მერე…. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით, ჩვენო ძვირფასო მკითხველო.

შემოწირულია

₾8,955.51

დონორი

510

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

არამზადებმა ლაშას დანა პირდაპირ გულში გაუყარეს! მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია!

მეგობრებო, ამ ბიჭის მომავალი ბედი და სიცოცხლე ფულზეა დამოკიდებული. ასეთია სასტიკი სინამდვილე. ტანჯვისგან ღონემიხდილ ლაშას, მენჯ-ბარძაყის სახსარზე ორი რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, მოძრაობა რომ შეძლოს. ამჟამად, მისი სხეული პირდაპირი გაგებით, ერთ პოზაში არის გაშეშებული. საქართველოში, ერთი ფეხის ოპერაციის ღირებულება 18 000 ლარია. სამ თვეში კი, ასეთივე ოპერაცია მეორე ფეხზეც დასჭირდება. მერე, ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, თითოეული შემოწირული ლარი, ლაშას მკურნალობას მოხმარდება და პირდაპირ კლინიკაში გადაირიცხება. მთელი საქართველო ამ კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს!  თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს უამბეთ ლაშას შესახებ. ძალა ერთობაშია და ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ეს ბიჭი ფეხზე დავაყენოთ და სრულფასოვანი ცხოვრება ვაჩუქოთ მას. წარმოიდგინეთ, მას ხომ, ეს მთელი გულით სწადია!

შემოწირულია

₾6,013.86

დონორი

384

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ცხრა წლის ავადმყოფი ზაზა და თორმეტი წლის თათია ნაგვის ბუნკერში ეძებენ სამოსს. მათი სახლი კი, ნანგრევებია! რა საშინელებაა! ეს, ერთი ოჯახის დრამა არ არის. ეს, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა

ბოლოს, ამაზე უფრო შემზარავი რამ, როდის ნახეთ? ნაგვის ბუნკერში იქექებიან და-ძმა, ზაზა და თათია აბაზაშვილები. ზაზა ცხრა წლის არის, თათია კი – თორმეტის. დიახ… თავის წილ „სიხარულს“ ნაგავში ეძებენ ეს პატარა ანგელოზები. ეს ხომ, საშინელებაზე უარესია. ეს არ არის ერთი ოჯახის დრამა, ეს კაცობრიობის ტრაგედიაა.

თათია (12 წლის): ვცდილობ, ნაგავსაყრელზე ისეთ დროს გავიდე ხოლმე, ხალხმა რომ არ დამინახოს, რადგან მრცხვენია. თუმცა, სოფელ ჩუმლაყში, ისედაც ყველამ იცის, მე და ჩემი ძამიკო ბუნკერში რომ ვეძებთ ტანსაცმელს. სკოლაში, ზოგიერთი ბავშვი დამცინის. ხოლო, ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი გოგო, რომელიც მასწავლებელმა ჩემ გვერდით დასვა, სულ ჩხუბობს და ითხოვს, სხვა მერხთან  გადასვან: „არ მინდა შენ გვერდით ჯდომა, ნაგვის ბუნკერიდან ამოღებული ტანსაცმელი გაცვია.“

დღევანდელი დღე „წარმატებული“ აღმოჩნდა საბრალო ბავშვისთვის. იცით, გოგონას სიხარულის მიზეზი რა არის? აი, ეს დახეული ხალათი, რომელიც ვიღაცას სანაგვეზე გადაუგდია, ბავშვს კი, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა, თვალი რომ მოჰკრა მას. გაზაფხულისთვის ხომ, არაფერი ჰქონდა მოსაცმელი.

იქვე ჩაიცვა ბავშვმა ბუნკერთან ნაპოვნი ხალათი. ნუთუ, ის ამას იმსახურებს? ნუთუ, რომელიმე ბავშვი ასეთ ძაღლურ ცხოვრებას იმსახურებს?

შეხედეთ, ბუნკერიდან ნაგვის ცელოფნებს იღებს ბავშვი და შიგნით იქექება, იმის იმედით, რომ იქნებ, რაიმე „გამოსადეგი“ ნივთი აღმოაჩინოს. საშინელებაა! ნამდვილი საშინელება!

შემოწირულია

₾6,215.59

დონორი

362

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გიო (9 წლის): დედა რომ მოკვდეს, ჩვენ დავობლდებით! მას თავის ტვინის კიბო აქვს! მე და ჩემი ძმა ყოველდღე ვლოცულობთ და უფალს ვთხოვთ, დედა რომ გამოჯანმრთელდეს. გთხოვთ, დაეხმარეთ, რომ იმკურნალოს!

გიო (9 წლის): „თავის ტვინში უშველებელი სიმსივნის გამო, დედაჩემი ცალი თვალით დაბრმავდა და საერთოდ ვეღარაფერს ხედავს. ჩემი საბრალო დედიკო…“

გიო: „დედიკო, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ყველაფერს გაუძლებ, შენ ძლიერი ხარ, ჩვენი გულისთვის, კიბოს დაამარცხებ! შენ თუ არა, ვინ იზრუნებს ჩვენზე?

ასმათის ტვინში, ცენტრალურ ნერვთან ორი სიმსივნე არის „ჩამჯდარი“ და ახალგაზრდა ქალის ორგანიზმს ანადგურებს. შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს…

ასმათი (36 წლის): „ბიოფსიის შემდეგ, სასწაულებრივად გადავრჩი. ქირურგებმა თქვეს, რომ სიმსივნე ძნელად მისადგომ ადგილას არის. შეიძლებოდა, ექიმის ერთი შეცდომა,  სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა!“

მძიმედ დაავადებული ქალისთვის რომ მიეხედა, დავითი, ასმათის მეუღლე, იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. ამჟამად, მისი ხელ-ფეხი ის არის. მას შემდეგ, რაც მის ცოლს დამბლა დაეცა, არ შეუძლია დახმარების გარეშე არც დგომა, არც სიარული.

შემოწირულია

₾31,250.82

დონორი

1512

დიახ! მსურს დახმარება!
1 22

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

1009 - 1014 of 1020 items
1 167 168 169 170