რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ჰოი, საშინელებავ! ორი წლის ციცქნა ლაზარეს ტერფმრუდობა აქვს. თუ არ დავეხმარებით, რომ ძვირადღირებული და რთული ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაუტარდეს, ეს ულამაზესი ბავშვი ხეიბრად დარჩება! „ხეიბარი“ კი, ალბათ, ყველაზე საშინელი სიტყვაა ამქვეყნად!

ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!

შემოწირულია

₾4,235.24

დონორი

257

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

წარმოიდგინეთ, მეგობრებო, თაბაშირისგან დამზადებულ აი ასეთ კორსეტს ატარებდა ჩვენი სტატიის გმირი, გაწამებული ანა 6 წლის ასაკიდან. ექვსი რთული ოპერაცია, „დიდი“ ქართველი პროფესორების ექვსი მტკიცე დაპირება. როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, პატარავ?! იცოდე, რომ ჩვენი გულები ნაწილ-ნაწილ იფლითება შენდამი თანაგრძნობით!

ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

₾12,418.48

დონორი

998

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

ძალიან ცოდონი არიან ეს პატარები: ისინი სოკოსა და ობის შხამს სუნთქავენ, სიცივესა და შიმშილში ცხოვრობენ, ნორმალური ტანსაცმელი არ აქვთ!!! ჩაიდანიც კი არ არის, მუდმივად გაყინულმა ბავშვებმა ცხელი წყალი მაინც რომ დალიონ! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ამ სახლში საერთოდ არაფერია… შეხედეთ ამ საშინელებას, მეგობრებო! მადლობა ღმერთს, საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ ამ საბრალო ადამიანებს… საქართველოს შვილები სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ! ნეტავ გადარჩნენ, ღმერთო! ფილტვების ხშირი ანთება ხომ, მოახლოებული ტუბერკულოზის ნიშანია!

პატარა სლავიკი შიმშილისგან ტირის. ბავშვი ისე ბჟირდება, ლამისაა დაიხრჩოს. საკვების საყიდელი ფული არ აქვს საბრალო დედას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ სოციალური შემწეობის თანხას არ მიიღებს, მათ სახლში ერთადერთი საკვები ხმელი პური იქნება.

მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა ოჯახი მიატოვა, დიანა მარტო დარჩა სამი პატარა შვილით. მას კი არც აინტერესებს ბავშვები ცოცხლები არიან თუ არა.

თავად დიანაც დედამ მიატოვა, ახალშობილი ჩააბარა ბავშვთა თავშესაფარში. ამას ხომ მტერსაც არ უსურვებ! მადლობა კეთილ ქალს, რომელმაც იშვილა. მაგრამ რამდენიმე წლის წინ ისიც გარდაიცვალა. ახლა დიანას არავინ ჰყავს ამქვეყნად.

სახლში გათბობა არ არის, ამიტომ ბავშვები ცივდებიან და მუდმივად ავადმყოფობენ. სულ ცოტა ხნის წინ ვასო საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც პნევმონიას მკურნალობდნენ, ახლა კი ისევ გაცივდა ბიჭი. სად უნდა იშოვოს საბრალო დედამ წამლების ფული, როცა სოციალური შემწეობით არსებობს და გადარჩენისთვის იბრძვის თავის პატარა ანგელოზებთან ერთად?!

შემოწირულია

₾3,093.27

დონორი

289

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ცხრა წლის ავადმყოფი ზაზა და თორმეტი წლის თათია ნაგვის ბუნკერში ეძებენ სამოსს. მათი სახლი კი, ნანგრევებია! რა საშინელებაა! ეს, ერთი ოჯახის დრამა არ არის. ეს, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა

ბოლოს, ამაზე უფრო შემზარავი რამ, როდის ნახეთ? ნაგვის ბუნკერში იქექებიან და-ძმა, ზაზა და თათია აბაზაშვილები. ზაზა ცხრა წლის არის, თათია კი – თორმეტის. დიახ… თავის წილ „სიხარულს“ ნაგავში ეძებენ ეს პატარა ანგელოზები. ეს ხომ, საშინელებაზე უარესია. ეს არ არის ერთი ოჯახის დრამა, ეს კაცობრიობის ტრაგედიაა.

თათია (12 წლის): ვცდილობ, ნაგავსაყრელზე ისეთ დროს გავიდე ხოლმე, ხალხმა რომ არ დამინახოს, რადგან მრცხვენია. თუმცა, სოფელ ჩუმლაყში, ისედაც ყველამ იცის, მე და ჩემი ძამიკო ბუნკერში რომ ვეძებთ ტანსაცმელს. სკოლაში, ზოგიერთი ბავშვი დამცინის. ხოლო, ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი გოგო, რომელიც მასწავლებელმა ჩემ გვერდით დასვა, სულ ჩხუბობს და ითხოვს, სხვა მერხთან  გადასვან: „არ მინდა შენ გვერდით ჯდომა, ნაგვის ბუნკერიდან ამოღებული ტანსაცმელი გაცვია.“

დღევანდელი დღე „წარმატებული“ აღმოჩნდა საბრალო ბავშვისთვის. იცით, გოგონას სიხარულის მიზეზი რა არის? აი, ეს დახეული ხალათი, რომელიც ვიღაცას სანაგვეზე გადაუგდია, ბავშვს კი, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა, თვალი რომ მოჰკრა მას. გაზაფხულისთვის ხომ, არაფერი ჰქონდა მოსაცმელი.

იქვე ჩაიცვა ბავშვმა ბუნკერთან ნაპოვნი ხალათი. ნუთუ, ის ამას იმსახურებს? ნუთუ, რომელიმე ბავშვი ასეთ ძაღლურ ცხოვრებას იმსახურებს?

შეხედეთ, ბუნკერიდან ნაგვის ცელოფნებს იღებს ბავშვი და შიგნით იქექება, იმის იმედით, რომ იქნებ, რაიმე „გამოსადეგი“ ნივთი აღმოაჩინოს. საშინელებაა! ნამდვილი საშინელება!

შემოწირულია

₾6,723.89

დონორი

380

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ცოცხალი მუმია! 40 წლის ულამაზესი შორენა 34 კილოგრამს იწონის… თანაც, ორი წლის შვილი არ შორდება გვერდიდან… მისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის, დედის მდგომარეობა როგორ უნდა გაიგოს პატარამ? საბრალო ქალი ჟანგბადის აპარატის ქირას ვერ იხდის. თუ არ დავეხმარებით შორენას, შესაძლოა, ათიოდე დღეში სულაც უკანასკნელად ჩაისუნთქოს ჰაერი… და ვეღარ ამოისუნთქოს… პატარა გოგონას გარდა, შორენას ჰყავს სამი შვილი და მეუღლე, რომელიც დღედაღამ მუშაობს კაპიკებზე! მათი ცოდვით, ქვებიც კი ატირდებოდნენ… დიდება უფალს, დასახმარებლად ამდენი კეთილი ადამიანი რომ გამოგზავნა…

40 წლის გმირმა დედამ, მეოთხე ანგელოზი, ბარბარე მოუვლინა სამყაროს და ჩვენს პატარა საქართველოს. სამწუხაროდ, მისი ბედნიერება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა კი, ორი წლის ბარბარე ასე უწევს მკერდზე მომაკვდავ ქალს. ღმერთო, ღმერთო…

გოგონას დაბადებიდან ძალიან მალე, შორენამ კატასტროფული სისწრაფით დაიწყო წონაში კლება. ექიმთან არ მიდიოდა, რადგან უკანასკნელ კაპიკებსაც კი შვილების კვებაში ხარჯავდა გმირი დედა. აი, საშინელი შედეგიც დადგა. ქალს ანორექსია დაუდგინდა და ფაქტობრივად, ჩონჩხად არის ქცეული.

შემოწირულია

₾18,840.51

დონორი

1025

დიახ! მსურს დახმარება!
1 22

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

1 170 171