გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, – გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის საყვარელ დედიკოს გული რომ გვატკინოს, – ძალიან გამიმართლა, გავიღვიძე და ჯერ არ წამერთვა თვალის ჩინი. მხედველობის ოცდაათი პროცენტი მაქვს შენარჩუნებული ერთ თვალში. საკუთარ ხელებს ვხედავ და ეს ნიშნავს იმას, რომ უბედნიერესი ბიჭი ვარ ამქვეყნად! პირს ვიბან, მერე კი დედას ვეხუტები! რა ლამაზია მისი სახე! როგორი თბილი და მოსიყვარულე ხელები აქვს!“ მაგრამ… უფალი დიდია! თურქეთში არის ექიმი, რომელიც 15 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ჩემს შვილს რქოვანას გადანერგვისა და მხედველობის მეტწილად აღდგენის გარანტიას იძლევა! წარმოგიდგენიათ?! საბას დაუბრუნდება მხედველობა! ის ხომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია! თანაც, რა ღიმილი აქვს! მას მთელი ქვეყანა შეიყვარებს! საკუთარი შრომით შეძლებს ამ ვალის გადახდას, სადაც არ უნდა იმუშაოს! ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია!