რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემი შვილის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავ! ჩემი ოცნებაა, მისგან მხოლოდ ორი სიტყვა რომ მოვისმინო: „მიყვარხარ, დედა!“

calendar სექტემბერი 8, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„უკვე ოცდაათი წელია ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება ჩემი ერთადერთი შვილი. გესმით ჩემი ტკივილი და ჩემი უმწეობა? არა, არ გესმით და უფალს ვთხოვ, არც არასდროს არცერთს ეს სიმწარე არ გაგაგებინოთ, არ გამოგაცდევინოთ! შვილის ტანჯვის ყურება ოცდაათი წელიწადის განმავლობაში… ეს… ეს ყველაზე მძიმე განაჩენია, მძიმე ჯვარი, რომლის ტარებაც მარტოს უკვე ძალიან მიჭირს. ამიტომ, მინდა ჩემი განწირული ვედრება თქვენც გაგაგონოთ… ხმამაღლა ამოთქმაც ისეთივე რთულია, როგორც თავად ეს ტანჯვა, მაგრამ ახლა თუ არ ამოვთქვი, თუ არ მომეხმარეთ, თუ არ შემეხიდეთ… ჩვენ დავიღუპებით!“ – ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ლალი კოპლატაძე და ისე გვიყვება თავისი უბედურების შესახებ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 ჩემი შვილის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავ! ჩემი ოცნებაა, მისგან მხოლოდ ორი სიტყვა რომ მოვისმინო: „მიყვარხარ, დედა!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! 

დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„მას არ შეუძლია დამიძახოს „დედა“, მაგრამ მის მზერაში ვკითხულობ ამ  სანატრელ სიტყვას!“
      „უკვე ოცდაათი წელია ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება ჩემი ერთადერთი შვილი. გესმით ჩემი ტკივილი და ჩემი უმწეობა? არა, არ გესმით და უფალს ვთხოვ, არც არასდროს არცერთს ეს სიმწარე არ გაგაგებინოთ, არ გამოგაცდევინოთ! შვილის ტანჯვის ყურება ოცდაათი წელიწადის განმავლობაში… ეს… ეს ყველაზე მძიმე განაჩენია, მძიმე ჯვარი, რომლის ტარებაც მარტოს უკვე ძალიან მიჭირს. ამიტომ, მინდა ჩემი განწირული ვედრება თქვენც გაგაგონოთ… ხმამაღლა ამოთქმაც ისეთივე რთულია, როგორც თავად ეს ტანჯვა, მაგრამ ახლა თუ არ ამოვთქვი, თუ არ მომეხმარეთ, თუ არ შემეხიდეთ… ჩვენ დავიღუპებით!“ – ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ლალი კოპლატაძე და ისე გვიყვება თავისი უბედურების შესახებ.
        დიახ, უბედურების, რადგან სხვა რა შეიძლება დაარქვა უმწეოდ, უგონოდ ლოგინად ჩავარდნილი შვილის ყოფას, რომელსაც უკვე 32 წელი შეუსრულდა, მას კი, დედის დაძახებაც კი არ შეუძლია! გულიანად გაღიმებაც კი! მისი თვალები უსასრულო სივრცეში იყურება, თითქოს იქიდან შველას ითხოვს. მხოლოდ დედა მოდის საშველად, გაუსაძლისი ტკივილების დასაამებლად…
       ლალის ძალიან გაუჭირდა ჩვენთან საუბარი. მაგრამ სხვა გზა არ იყო, ინტერვიუ მაინც ჩავწერეთ. აბა, როგორ მოგვეტანა მისი ამბავი თქვენამდე?!

„ის ისეთი გამხდარია, ძვლებს დაუთვლით…“

   – ლალი, მოგვიყევით მამუკას მდგომარეობის შესახებ.
        ლალი (64 წლის): ჩემი მამუკა ოცდათორმეტი წლისაა,  თითქმის ოცდაათი წელია, რაც  ამ მდგომარეობაში იმყოფება. არ შეუძლია ჯდომა, სიარული, მეტყველება. ერთი გვერდიდან, მეორე გვერდზე გადაბრუნებაც კი… დამოუკიდებლად ჭამაზე ხომ საუბარიც ზედმეტია… აქვს თავის ტვინის ქერქის ატროფია, ფილტვების, ხერხემლის, კუჭნაწლავის, საყლაპავი მილის, კბილების პრობლემები. განა არის რაიმე, რაც არ აწუხებს? ამ მდგომარეობაში, როდესაც ორგანიზმმა განვითარება ორნახევარი წლის ასაკში შეწყვიტა, მისთვის რთულია ბრძოლა სიცოცხლისათვის. ეპილეფსიური შეტევები დღეში ხან სამჯერ, ხან მეტჯერაც ემართება. მე სულ მის გვერდით უნდა ვიყო. ვერავის ვერ ვანდობ მის თავს. ის ხომ ჩემი ერთადერთი ვაჟია?! ასეთიც და ისეთიც, ქვეყნიერებას მირჩევნია. მას რომ რამე მოუვიდეს, ამას ვერ გადავიტან… ღმერთო, წარმოდგენაც არ მინდა… (ტირის.)

„ის ჩემი ერთადერთი ვაჟია და მე ის სიცოცხლეს მირჩევნია!“

         – ლალი,  მამუკას ეს დავადებები თანდაყოლილი ხომ არ არის, მერე დაემართა… მოგვიყევით, რა და როგორ მოხდა.
         ლალი: მამუკა არც ისე ადრეულ ასაკში შემეძინა. მის დაბადებას დიდხანს ველოდით. „ნანინანატრიო“ – ასე ვიცით თქმა ქართველებმა – სწორედ ამ შემთხვევისთვის გამოდგება ეს გამოთქმა. ის ძალიან ჯანმრთელი დაიბადა. 4,2 კგ-ს იწონიდა, 51 სმ სიგრძის გახლდა. განვითარებაც კარგი ჰქონდა 2,5 წლის ასაკამდე, უსწრებდა კიდეც თანატოლებს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებით. პატარა მამუკა ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ბავშვი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია… მას ძალიან უყვარდა სხვადასხვა ისტორიების მოსმენა. ისე არ დაიძინებდა, მისთვის ზღაპარი, ან ნოდარ დუმბაძის რომელიმე მოთხრობა რომ არ წაგვეკითხა. დიახ, მას ორი წლის ასაკში ვუკითხავდით ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს. 

„ამ დროს ვინ იფიქრებდა, რა ტანჯვა ელოდა ჩემს პატარა ბიჭს?!“

         მამუკას კარგად ჰქონდა განვითარებული მხედველობითი მეხსიერება. ერთ დღესაც, ის ბაბუასთან მივიდა და თითი დაუდო ზღაპარზე: „აი, ეს წამიკითხეო“. ბაბუა უსინათლო იყო, ვერ ხედავდა რაზე მიუთითებდა პატარა. ამიტომ, სულ სხვა ამბის მოყოლა დაიწყო, ვითომ, კითხულობდა. მამუკა კი გაბრაზდა და უთხრა ბაბუას, რომ ბავშვების მოტყუება არ შეიძლება. მატყუარები ცუდები არიან… ღმერთო, რა ბედნიერები ვიყავით მაშინ… სანამ, იმ ავბედითი 5 ნოემბრის სასტიკმა დილამ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა. მამუკას უჩვეულო შფოთვამ გამაღვიძა. ბავშვმა ბალიშზე თავი რამდენიმეჯერ უცნაურად გააშეშა. მაშინ, არაფერი ვიცოდი გულყრების შესახებ. თურმე ეს ყოფილა…
         გამოვიძახეთ სასწრაფო და გავიქეცით საავადმყოფოში. ეს ყველაფერი 90-იანების დროს ხდება, როდესაც გამართულად არაფერი არ მუშაობდა! გადაგვამისამართეს სხვა კლინიკაში, მერე, კიდევ სხვაში და ასე მკითხაობა-მარჩიელობაში კიდევ უფრო დამძიმდა მამუკას მდგომარეობა. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიჯექით, გული გაუჩერდა. გული გაუჩერდა კლინიკაშიც… ღმერთო, ეს რა საშინელება იყო… გახსენებაც კი მიჭირს. მერე სრული ექვსი თვე „ვიცხოვრეთ“ საავადმყოფოში. მართვით სუნთქვაზე იყო ჩემი ბიჭი.  ნელ-ნელა მდგომარეობა გაუმჯობესდა იმ კუთხით, რომ სიკვდილის საშიშროება აღარ იყო, თორემ… ეჰ, ეს მდგომარეობაც არ არის სახარბიელო… 

„ძნელია, როდესაც ვერ გეუბნება რა უნდა, მაგრამ მე თავად ვახერხებ მიხვედრას. დედა ხომ, შვილთან უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული…“

          – და რა დაუდგინდა, რა დიაგნოზი დაუსვეს?
         ლალი: მან გადაიტანა ტუბერკულოზური         მენინგოენცეფალიტი, ისე რომ ვერაფერი გავიგეთ. არ ჰქონია არც სიცხე, არც არაფერი ისეთი, რაც გვაგრძნობინებდა მოახლოებულ საშიშროებას. მერე, თავის ტვინის ქერქმა გადაგვარება დაიწყო. ბავშვის განვითარება კი, შეჩერდა. საავადმყოფოდან გაგვწერეს. ამის შემდეგ, საავადმყოფოს ხშირი სტუმრები ვართ. ამ 30 წლის განმავლობაში, ალბათ ნახევარი, მის კედლებში გვაქვს გატარებული, მაგრამ რას ვიზამთ? მთავარია, ჩემმა მამუკამ იცოცხლოს. 

„დედას ყველაზე მეტად უყვარხარ!“

       – მეუღლე და ოჯახის წევრები გედგნენ, ალბათ, გვერდში…
       ლალი: მეუღლემ ამხელა უბედურებას ვერ გაუძლო და ორ  წელიწადში გარდაიცვალა, მერე, მალევე დედაც, უფროსი ძმაც და… ასე აება ყველაფერი ერთმანეთს, როგორც ხდება ხოლმე: „გაჭირვებულ კაცს, ქვა რომ აღმართშიც დაეწევა.“  მამა უსინათლო მყავდა, მაინც მეხმარებოდა, თავისებურად. მერე იმანაც დაგვტოვა. ახლა უმცროსი ძმაღა დამრჩა, მაგრამ ისიც ავადაა, ტუბერკულოზი გადაიტანა ორჯერ, ძალიან სუსტადაა… მოკლედ, მეტი არავინ მყავს. მეც აღარ ვარ ახალგაზრდა, 64 წლის ვარ, პენსიონერი. წნევები მაწუხებს, ჩიყვი, მაგრამ ჩემს თავს არ ვჩივი. საერთოდ რატომ ვთქვი რამე?! უფალს მადლობა, რომ ჯერ ცოცხალი ვარ ჩემი შვილის იმედად, თორემ, მე რომ რამე დამემართოს, მამუკას ვინ მიხედავს?  იქ „დამთავრდება“ ჩემი ბიჭიც…

„ჩემს შვილს, ჩემს გარდა, ვინ ატარებს ხელში აყვანილს?“

        – ლალი, ასეთ მძიმე ავადმყოფს ბევრი რამ სჭირდება – გამოკვლევები, მედიკამენტები, პამპერსები, განსაკუთრებული კვება. თქვენ ვერ მუშაობთ, როგორ ახერხებთ არსებობას?
       ლალი: ეჰ, ამას არსებობაც აღარ ჰქვია… ჩვენი შემოსავალი ჩემი პენსია, მამუკას ინვალიდობის პენსია და სოციალური დახმარებაა. ახლანდელი ფასების პირობებში, მთელი ეს შემოსავალი, როგორ უნდა ვიმყოფინოთ? სოციალური სასადილოთი ვსარგებლობთ. რასაც იქ გვაძლევენ, მე იმას კი დავჯერდები, არც მინდა მეტი, მაგრამ მამუკა? მისთვის იქაური საკვები არაა მიზანშეწონილი. ამიტომ ვცდილობ, რაღაცნაირად „გავაკეთილშობილო“ იქიდან წამოღებული სადილი. არც ამის საშუალება მაქვს ყოველთვის. 

„ჭამა სიამოვნებს და სახე უნათდება. მაგრამ ყლაპვა უჭირს…“

        რომ არ გავაგრძელო, ძალიან გვიჭირს. ისე ძალიან, რომ ტირილამდე მივდივარ. ჩემი ასაკის ქალისთვის, ეს ყველაზე მძიმე ყოფაა, რასაც ოდესმე წარმოვიდგენდი…

„ერთი ცალი მოხარშული კარტოფილი საუზმედ, სადილად და ვახშმად…“

         ადრე ვმუშაობდი, მამუკაც უფრო პატარა იყო, არც ამდენი დაავადება სჭირდა ერთად, ყველაფერი თანდათანობით გაუარესდა… ასე, თუ ისე, გაგვქონდა თავი. მერე სამსახურიც დავკარგე. ბინაც…
       – როგორ, ეს ბინა თქვენი არაა?
       ლალი: კერძო იპოთეკაშია, უკვე ჩვენი აღარაა. თაღლითობის მსხვერპლი გავხდი. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემნაირ დედას რომ ამას გაუკეთებს, რანაირი ადამიანი უნდა იყოს? გულქვა! ახლობელია, და არ მინდა ამაზე საუბარი… მას მაინც არ აქვს სირცხვილის გრძნობა! ჰოდა, ერთ „მშვენიერ“ დღესაც ალბათ აქედანაც გაგვასახლებენ. არ მინდა წარმოვიდგინო, რა გველის ღია ცის ქვეშ… სად უნდა წავიდეთ?! 

„წყალი ჩამოგვდის, მაგრამ მალე, შეიძლება საერთოდ ღია ცის ქვეშ მოგვიწიოს დარჩენა…“

          – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით?
          ლალი: ორჯერ დაგვიფინანსეს მედიკამენტები და მატერიალური დახმარება მივიღეთ ერთხელ ორასი ლარის ოდენობით. სულ ეს იყო. დამეთანხმებით, ეს მიზერულია, თუმცა, სულ არაფერს სჯობს! როცა შემეძლო, არავისთვის მითხოვია დახმარება, არც სახელმწიფოსთვის და არც ადამიანებისთვის. ვშრომობდი და ვწვალობდი ჩემი შვილისთვის. ეს ყველა დედის ვალია. მაგრამ ასაკი მომემატა, არც ფიზიკურად შემიძლია იმდენი და სულიერადაც მიჭირს.  მამუკას მდგომარეობის გაუარესებამ საერთოდ გამტეხა. ჩემი შვილის მდგომარეობა თანდათანობით მძიმდებოდა:  ჯერ ნაწოლი გაუჩნდა, ინფექცია წავიდა, მერე ყლაპვა გაუჭირდა და კუჭის პრობლემებიც დაეწყო, მერე ფილტვების დაავადებებმა იჩინეს თავი. კოვიდიც გადავიტანეთ. კოვიდმა საბოლოოდ გააუარესა მისი მდგომარეობა. აი, აგერ ხედავთ, ამოსახველებელ აპარატს, რომელსაც დღეში რამდენიმეჯერ ვიყენებთ. 

„ამ პროცედურის ჩატარება დღეში რამდენიმეჯერ გვიწევს…“

           ხედავთ  ჟანგბადის აპარატს, რომელიც სახელმწიფომ დაგვიფინანსა და რომლის გარეშეც, მამუკა აქამდე ვერ იცოცხლებდა… აი, ასეთი მძიმეა ჩვენი ყოველდღიური ყოფა! წამლები, აპარატები, პროცედურები და…  და საავადმყოფოები! ბოლო პერიოდში, კიდევ ორი დიდი პრობლემა დაგვემატა. ხერხემალი მარცხენა მხარეს გადაიღუნა, ბავშვის (ყოველთვის ასე მოიხსენიებს) მარჯვნივ გადაწვენა საერთოდ შეუძლებელი გახდა. ვიცი, ეს ძალიან საშიშია. გამოკვლევებზე ვერ მიმყავს, ამის არანაირი საშუალება აღარ მაქვს!

„ჩვენს უთვალავ პრობლემას, ხერხემლის გამრუდებაც დაემატა…“

          მეორე პრობლემა კი, კბილების პრობლემაა, ყოველ ღამით სტკივა, არ გვძინავს არცერთს. ტირის, ღმუის, ვერ ისვენებს. ო, ღმერთო, რა საშინელებაა კბილის ტკივილი! ასეთი ავადმყოფისათვის, ალბათ, კიდევ უფრო საშინელი… მისთვის კბილის ამოღება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, ვერც გადაიტანოს! ძალიან მეშინია, ამაზე ფიქრის… საერთოდ, ხვალინდელ დღეზე ფიქრის მეშინია. ჩვენთვის იქნება კი, ეს „ხვალ“? 
         – თქვენ ძლიერი ქალი და გმირი დედა ხართ, ლალი. უნდა გამაგრდეთ და კიდევ უფრო გაძლიერდეთ.
         ლალი: ალბათ, ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. უფლის ნებაა ყველაფერი. მაგრამ ახლა, ისე უმწეოდ ვგრძნობ თავს, ისე მარტო ვარ დარჩენილი, ყოველგვარი საყრდენის გარეშე… წინ ვეღარ ვიხედები… არ მინდა, რაიმე უფრო საშინელი დავინახო…

„ნუ გეშინია, ჩემო ბიჭო, დედა მუდამ შენთან იქნება!“

***
       გვინდოდა, უფრო მეტად გაგვემხნევებინა ეს შეუპოვარი ქალბატონი, გვეთქვა უამრავი სანუგეშო სიტყვა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ამას ჩვენი ერთად ქმნილი სიკეთე უფრო უკეთ გააკეთებდა, ჩვენო ერთგულო მკითხველო! ჰოდა, მოდით, კიდევ ერთ ადამიანს გავუწოდოთ სიკეთის ხელი და ყველაზე მძიმე წუთებში, ვიყოთ მისი მფარველი ანგელოზები.
         კოპლატაძეების ოჯახის მონახულება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, მეხუთე შესახვევი, მეექვსე კორპუსი, ბინა 70.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კოპლატაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 29
ანალიზები
85.00₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
545.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
320.00₾
2023 მარ 21
სარეცხი მანქანა
679.00₾
2023 მარ 21
ტელევიზორი
690.00₾
2023 მარ 28
ანალიზები
130.00₾
2023 აპრ 10
ანალიზები
80.00₾
2023 აპრ 19
ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასი
180.00₾
2023 ივლ 17
მობილური ტელეფონი
329.99₾
2023 აგვ 03
ანალიზები
90.00₾
2023 აგვ 08
მიკროტალღური ღუმელი
230.00₾
2023 სექ 09
ანალიზები
120.00₾
2023 ოქტ 14
მედიკამენტები
194.40₾
2024 იან 11
მედიკამენტები
183.92₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
188.20₾
2024 თებ 20
სამედიცინო საქონელი
256.50₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
352.14₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
216.92₾
11.07.2024
გაზის წყლის გამაცხელებელი
819.00₾
12.08.2024
მედიკამენტები
150.19₾

სულ ხარჯები:

6200.26₾

დარჩა:

167.63₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2024 21:13:12
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2024 21:13:04
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.08.2024 09:58:27
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2024 17:12:20
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2024 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.01.2024 20:00:00
₾1.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.01.2024 20:00:00
₾5.59
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.01.2024 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾6,367.89

479 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾6,367.89

479 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება