„წყნარად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო, არ იხმაურო, რეზიკო ძლივს დავამშვიდე. მთელი დღე ტიროდა. მგონი, ყელი სტკივა ან მუცელი. იმხელაა, ჩემზე დიდი, მაგრამ პატარა ბაიასავით იქცევა“ – ამ სიტყვებით შემომეგება საქმიანი გოგონა ლიზი და ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე, რეზიკოს რომ არაფერი ვატკინო და როგორ ვილაპარაკო, რომ არ იტიროს მისმა ძამიკომ.