პატარა დუდა თავისი სახლის ნანგრევებშია დაკარგული!
2022 დეკემბერი 14
1442
ნინო ამ ნაგებობას „სასახლეს“ უწოდებს. როდესაც ორი წლის შვილი გყავს და არსად გაქვს წასასვლელი, უბრალოდ თავზე ჭერიც შენთვის არის სასახლეც და ციხე-სიმაგრეც. მერე რა, რომ აქ არ ცხოვრება შეუძლებელია. ნინოს საშინელი სიზმარივით ახსენდება, სახლიდან ჩვილთან ერთად როგორ წამოვიდა და მთელი ერთი წელი გაატარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში: „ყველას არ გამოსდის ისეთი ოჯახის შექმნა, როგორზეც ოცნებობენ. დროთა განმავლობაში კი, ოცნებებიც ქრება და თავში გიტრიალებს მხოლოდ ერთი აზრი: შვილს რა ვაჭამო“.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,963.02 ₾
(
141 დონორი )
სასახლე დუდასთვის
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დასანანია, მაგრამ თავშესაფარში ცხოვრება შეიძლება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩვენს პატარა საქართველოში უამრავი ქალია, ვისაც თავზე ჭერი არ გააჩნია. ბევრს წასასვლელი არ აქვს შვილებთან ერთად და თავშესაფარი გადარჩენის ერთადერთი გზა არის მათთვის.
ნინო: ერთი წელი გავატარე თავშესაფარში. მერე კი, წამოსვლა მომიწია. თელავის რაიონის ადმინისტრაციამ 100 ლარად ოთახი მიქირავა. პირობები ცუდი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ცხოვრება. რამდენიმე თვეში კი, წამოსვლა მოგვიწია იმის გამო, რომ პატრონმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა.

- მერე კი, ეს შენობა ნახეთ?
ნინო: ასე ვიტყოდი, ძალიან კეთილი ადამიანი შეგვხვდა და აქ სრულიად უფასოდ ცხოვრების უფლება მოგვცა. მოგვიტანა აუცილებელი ნივთები, საწოლი, ღუმელი, შეშა. მხარში დაგვიდგა ასეთ მძიმე ჟამს. თქვენც, მოგმართეთ სწორედ იმიტომ, რომ მჭირდება მხარდაჭერა. ახლა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.



- მხარდაჭერაში რას გულისხმობთ?
ნინო: ფეხზე დადგომა მინდა, მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი პატარა კუთხე, სადაც წყნარად ვიცხოვრებ, სიმშვიდესა და სიყვარულში ჩემს პატარა ბიჭთან ერთად. რა არის ჩემი ცხოვრება ახლა? საკუთარი არაფერი გამაჩნია, კოვზიც კი. ალბათ იფიქრებთ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ეს კედლები სასახლეზე ძვირფასია, ეს საჭმელი კი, მირჩევნია ნებისმიერ დელიკატესს. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ აქ თავს დაცულად ვგრძნობ. ყველა ქალს ვუსურვებ, გამონახოს საკუთარ თავში ძალა და წამოვიდეს იქიდან, სადაც მას ამცირებენ და ამწარებენ.
- სრულიად მარტონი, უსახსროდ როგორ ცხოვრობთ?
ნინო: ჩვენი საცხოვრებელი პირობები საპატიმროზე უარესია: ორნი ვარსებობთ თვეში 270 ლარით.

- რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?
ნინო: მერიდება საუბარი ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ ნამდვილად გვაქვს და ჩემი შვილისთვის მნიშვნელოვანია. სახლში არანაირი ტექნიკა არ გვაქვს. საერთოდ არაფერი! სანამ გარეთ ყინავს, პროდუქტი არ ფუჭდება. მაგრამ ვერც კი წარმომიდგენია, ზაფხულში რა უნდა ვქნათ.
მაცივრის გარეშე, კიდევ შეიძლება როგორღაც ცხოვრება. ამჟამად, ჩვენი მთავარი პრობლემა არის საწოლები და ტელევიზორი. ალბათ, იტყვით: „რა ტელევიზორი?“ მაგრამ, როდესაც, გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია, არ ჩანს არანაირი იმედის სხივი, ტელევიზორი გადარჩენის ერთადერთი ხერხია ჩემთვის და დუდასთვის! ცოტა ხნით მაინც, ყველა პრობლემას რომ მოვწყდეთ. კიდევ, საკმარისი საჭმელი არ გვაქვს. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ხანდახან, მშიერი ვრჩები, დუდას რომ ვაჭამო.

- რაზე გყოფნით თქვენი შემოსავალი?
ნინო: სოციალურ შემწეობას ვიღებთ. ჯამში 270 ლარი გამოდის. აი, მითხარით, როგორ უნდა გადავანაწილო ეს თანხა, ყველაფერზე რომ მეყოს? თავადაც გესმით, რომ ასეთ პირობებში შეიძლება არსებობა, მაგრამ არა ცხოვრება. ბავშვს სჭირდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი. მომავალ წელს ბაღში მინდა მისი მიყვანა, იქ, კარგად აჭმევენ მაინც. მართალი გითხრათ, ნერვები საერთოდ აღარ მივარგა! არ ვიცი, რა ვიღონო! ალბათ, ვიღაც მისაყვედურებს, ახალგაზრდა ქალია, წავიდეს და იმუშაოსო - იტყვის. სიამოვნებით წავალ, სამსახური რომ იყოს. მაგრამ, აქ არაფერი არ არის. სად წავიდე, სად ვიშოვნო სამსახური? ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავს, თან ხეიბარიც ვარ. ხომ ხედავთ, ჯოხით დავდივარ. 16 წლის ვიყავი, ავარიაში რომ მოვყევი და ინვალიდად ვიქეცი.

- ბავშვს რას აჭმევთ? რაზე უნდა გეყოთ ეს თანხა?
ნინო: წვნიანები, მაკარონი, წიწიბურა... ხანდახან, საერთოდ არაფერზე არ მყოფნის და მაღაზიიდან პროდუქტი ნისიად მომაქვს. ან კეთილი ადამიანები მეხმარებიან. უფალს არასდროს მივუტოვებივარ. აი, ახლაც მეგონა, რომ ამ ზამთარს ვერ გავუძლებდით, მაგრამ გამოჩნდა თქვენი ფონდი. ეს ჩემთვის უდიდესი იმედია! ვიცი, რომ ღვთის ადამიანები ხართ!
- იქნებ, ნათესავებიდან ან ახლობლებიდან გეხმარებათ ვინმე?
ნინო: მშობლები ცოცხალი აღარ მყავს. ნათელში ამყოფოს ღმერთმა. ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ამისთვის მადლობელი ვარ მათი. ახლაც, ყველაზე მძიმე დღეებში, ჩემს უღრუბლო ბავშვობას ვიხსენებ. მთელი გულით მინდა, რომ დუდასაც ასეთი მოგონებები დარჩეს... ყოფილი მეუღლის მხრიდან არავინ გვეხმარება, არავის მჭირდებით.
- ხელისუფლებას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ნინო: კი, მივმართე. როგორც უკვე გითხარით, ადმინისტრაციის უფროსმა, ვანტას სოფლის გამგებელმა შემიფარა. ეს ოთახი ისე მომიწყო, ცხოვრება რომ შეიძლებოდეს. მეხმარებიან, მაგრამ მარტო მე ხომ არ მიჭირს ამ ქვეყანაში.

- ხსნას რაში ხედავთ? ადამიანების სიკეთის გჯერათ?
ნინო: რა თქმა უნდა, მჯერა! ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს უამრავი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი. მჯერა, რომ თქვენი ფონდი და კეთილი ადამიანები დამეხმარებიან. იცით, თქვენი ფონდის გვერდზე იმდენი სულის შემძვრელი ისტორია წამიკითხავს! მიტირია კიდეც! ზოგიერთი ადამიანის გასაჭირთან შედარებით, ჩემი პრობლემები აღარ ჩანს იმდენად გლობალური. თქვენი ფონდი იმდენ შეჭირვებულს ეხმარება! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლობელი ვარ თქვენი, გვერდი რომ არ აუარეთ ჩემს პრობლემებს. ეს მომავლის იმედს მაძლევს.

- თქვენს შვილზე, მის გატაცებებზე. რა უყვარს?
ნინო: დუდა თავისებური ბიჭია. ხანდახან ჭირვეულობს, მე კი, სათამაშოებიც არ მაქვს, რომ გავართო. არ მაქვს ტელევიზორი, რამით რომ დავაინტერესო, ნახატიანი წიგნიც კი არ მაქვს.
- გვითხარით, რაზე ოცნებობთ?
ნინო: არ მაქვს ოცნება. ოცნება როგორია? არასდროს ვიცით, თუ აგვიხდება. მე მაქვს მიზანი! ჩემი მიზანია, როგორღაც უკეთესობისკენ შევცვალო ჩვენი მდგომარეობა, რომ მე და ჩემმა შვილმა კი არ ვიარსებოთ, ნამდვილი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ბავშვობის ლამაზი მოგონებები რომ „შევუქმნა“, ცოტა მაინც. სათქმელი რომ ჰქონდეს, როდესაც გაიზრდება: „დედას საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გამილამაზა ბავშვობა“.
***
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ნინო და მისი შვილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. გულგრილად გვერდს ვერ ავუვლით და აუცილებლად უნდა დავეხმაროთ! მათ სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ნებისმიერი საოჯახო წვრილმანი და ტანსაცმელი. მოდით, დავეხმაროთ, მივცეთ ფეხზე დადგომის და ნორმალურად ცხოვრების შანსი.
მოინახულეთ ნინო, გაიგეთ, რა სჭირდება, გაამხნევეთ, მხარში ამოუდექით და უთხარით, რომ მარტო არ არის და ჩვენ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვანტა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინო ზაალიშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003

ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000

ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000
მსგავსი პროექტები:
|