რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ახალგაზრდა ქალი მშობიარობას გადაჰყვა. მას დარჩა შესანიშნავი ბიჭი — საქართველოს სიამაყე, რომელიც 9 წლის ასაკში ავადმყოფ ბებიასა და ეზო-კარს უვლის! მაგრამ ბავშვი ვეღარ უმკლავდება საქმეს და დახმარებას გვთხოვს!

calendar დეკემბერი 26, 2023

„ულამაზესი ლიკა მშობიარობას გადაჰყვა. ის მხოლოდ 18 წლის იყო. არადა, მთელი გულით სურდა, გიორგის დედიკო ყოფილიყო!..ჩავიკრავდი და არასდროს გავუშვებდი! „ქურთუკს ნუ გაიხდი, ჩვენთან სიცივეა, – მიმართავს კორესპონდენტს. – გარეთ უფრო თბილა, ვიდრე ჩვენს სახლში. ზამთარში, მზიან ამინდში, მე და ბებო ხანდახან მზეზე ვთბებით. სახლში კი, ყველაფერი გვაცვია, რაც გვაქვს და საბანს ვიფარებთ!“ სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად, მოხუცი, ავადმყოფი ელზა ბებო და 9 წლის გიორგი. დედის დაღუპვის შემდეგ, მამამ დალევა დაიწყო, თავს იკლავდა, მერე კი სხვა ქალი გაიცნო და მეორედ დაოჯახდა! „ერთმანეთის გარდა საერთოდ არავინ გვყავს ამქვეყნად, მე ვარ მისთვის დედაც, მამაც და დაც.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ახალგაზრდა ქალი მშობიარობას გადაჰყვა. მას დარჩა შესანიშნავი ბიჭი — საქართველოს სიამაყე, რომელიც 9 წლის ასაკში ავადმყოფ ბებიასა და ეზო-კარს უვლის! მაგრამ ბავშვი ვეღარ უმკლავდება  საქმეს და დახმარებას გვთხოვს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ულამაზესი ლიკა მშობიარობას გადაჰყვა. ის მხოლოდ 18 წლის იყო. არადა, მთელი გულით სურდა, გიორგის დედიკო ყოფილიყო!..

 გიორგი (9 წლის): არც კი ვიცი, რას ნიშნავს „დედა“. ვიცი მხოლოდ ის, რომ გულში ჩავიკრავდი და არასდროს გავუშვებდი!

 „ქურთუკს ნუ გაიხდი, ჩვენთან სიცივეა, – მიმართავს კორესპონდენტს. – გარეთ უფრო თბილა, ვიდრე ჩვენს სახლში. ზამთარში, მზიან ამინდში, მე და ბებო ხანდახან მზეზე ვთბებით. სახლში კი, ყველაფერი გვაცვია, რაც გვაქვს და საბანს ვიფარებთ!“

 „მეშინია, მე ან ბებო ღამით არ გავიყინოთ. ამიტომაც, მარტო ვერ ვიძინებ.“

 სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად, მოხუცი, ავადმყოფი ელზა ბებო და 9 წლის გიორგი. დედის დაღუპვის შემდეგ, მამამ დალევა დაიწყო, თავს იკლავდა, მერე კი სხვა ქალი გაიცნო და მეორედ დაოჯახდა!

„ერთმანეთის გარდა საერთოდ არავინ გვყავს ამქვეყნად, მე ვარ მისთვის დედაც, მამაც და დაც.“

ელზა: 5 წუთის განმავლობაში გიორგი გარდაცვლილი დედის მუცელში იმყოფებოდა! ამხელა ტრაგედიის სიტყვიერად გადმოცემაც კი რთულია! ისეთი ბედნიერები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, შვილიშვილი რომ გვეყოლებოდა. ახლა კი, მარტო დავრჩით და ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, რომ ხანდახან, სახლში ერთი ნატეხი პურიც კი არ გვაქვს. რამდენჯერ მშიერი წასულა სკოლაში ჩემი საბრალო შვილიშვილი.

გიორგი: ერთხელ, სკოლაში ძალიან ცუდად გავხდი, ორი დღის მშიერი ვიყავი. სკოლის დირექტორმა მიყიდა ხაჭაპური. ის გულკეთილია, თან, კარგი მოსწავლე ვარ. ცუდი კი მხოლოდ ის არის, რომ ხშირად, ბავშვები დამცინიან! იმის გამო, რომ გოგოს ჩანთა მაქვს და დახეული ფეხსაცმელი რომ მაცვია. მაგრამ, ბებიაჩემს არ აქვს ფული. რასაც მჩუქნიან, იმას ვიცვამ!

 „აი, ამ ხვრელებიდან, ზაფხულში ვირთხები შემოდიან ჩვენთან… ზამთარში არ არიან ხოლმე, სცივათ აქ.“

ბებია: „ხანდახან, რატომ არიან ადამიანები ასეთი ბოროტები? როგორ შეიძლება ბავშვის დაცინვა მხოლოდ იმის გამო, რომ არ აქვს ახალი ფეხსაცმელი ან ჩანთა?“

ახლახან, საავადმყოფოშიც კი წამიყვანეს. ღმერთო, როგორ შემეშინდა გიორგის გამო! სასწრაფოში რეკავდა, ტიროდა და ყვიროდა: „ბებო მიკვდება! არავინ მყავს მის გარდა! გთხოვთ, გადამირჩინეთ!“ არ ვიცი, სიკვდილის უფლება არ მაქვს! არ მაქვს უფლება, ისედაც ობოლი, ხელმეორედ რომ დავაობლო! ვერ გადაიტანს ამას. 

 გიორგი: „მართლა ძალიან მეშინია, რომ სასწრაფო დაიგვიანებს და ბებო მოკვდება.“

– ესე იგი, მხოლოდ ერთმანეთი გყავთ ამქვეყნად!

ელზა: სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, არ გვიჭირდა ასე ძალიან. მაგრამ, ორი წლის წინ, ის კოვიდმა მოკლა. ვერ გეტყვით, რა გადავიტანეთ. ასე დავრჩით სულ მარტონი. ახლა კი, არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია. რამდენჯერ მშიერი წასულა სკოლაში ჩემი საბრალო შვილიშვილი, რამდენჯერ სახლში ერთი ნატეხი პურიც არ გვქონია.

 – ელზა, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ელზა: სითბო და პროდუქტი გვჭირდება! მთავარია, სიცივით და შიმშილით არ დავიხოცოთ. ჩემთვის კი არა, გიორგისთვის გთხოვთ. მე ისედაც სამარეში ვარ ცალი ფეხით.

გიორგი: ჩემთვის მთავარია, ბებო სულ გვერდით მყავდეს და არასოდეს მოკვდეს!

– რასაც შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ თქვენი ცხოვრება. სითბოს და პროდუქტის გარდა, იქნებ გჭირდებათ კიდევ რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?

ელზა: სულ გაფუჭებულია ჩვენი ტექნიკა: არ გვაქვს არც მაცივარი, არც ტელევიზორი. საწოლებიც საშინელ მდგომარეობაშია… ჩემს შვილიშვილს არ აქვს არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი.

გიორგი: შეიძლება, ნორმალური ბიჭური ზურგჩანთა რომ გთხოვოთ? და თბილი ფეხსაცმელი?

– იქნებ, სანუკვარი ოცნებაც გაქვს?

გიორგი: დიახ, პლანშეტზე ვოცნებობ. მაგრამ, განა მექნება ოდესმე? კიდევ, ხანდახან, ველოსიპედზე ვიოცნებო და სათამაშო პულტიან ვერტმფრენზე. მაგრამ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ გავიზრდები, მაშველი გამოვიდე და ადმიანებს ვუშველო ხოლმე. თუ ვინმეს გაუჭირდება, ყველა პრობლემას მოვუგვარებ.

 „ღმერთს დამხმარეები ჰყავს და იმ ადამიანებთან აგზავნის, ვინც შველას ითხოვს.“

– ოჰო, წარმოგიდგენია?! შენ თუ იცნობ ისეთ ადამიანებს, ვინც ყველას ეხმარება ხოლმე?

გიორგი: კი, ერთს ვიცნობ. მას ღმერთი ჰქვია! მე კი, მისი დამხმარე ვიქნები. მაგრამ ახლა, მე და ბებოს გვჭირდება დახმარება. ვიცი, ღმერთს ბევრი დამხმარე ჰყავს და გამოგვიგზავნის.

 სიკვდილის აჩრდილი ამ სახლის გარშემო დადის. აქ, არა მხოლოდ ადამიანები, არამედ იმედებიც კი იყინებიან. მაგრამ ამ ყინვაში, ერთი ბეწო იმედი ცოცხლობს. ამ ბიჭუნას და მის ბებოს დახმარების ხელს თუ გავუწვდით, ჩვენს გულსა და უფალს შორის ხიდს ავაშენებთ. ერთად, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ მათი ცხოვრების ახალი, სიყვარულის სინათლით, სითბოთი და მზრუნველობით აღსავსე თავი.

 „ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17). ჩვენ შეგვწევს ძალა, გიორგის და მისი ბებიის ცხოვრება შევცვალოთ. ამისთვის კი, საჭიროა სულ ცოტა: გაზის დავალიანების დაფარვა, გამათბობლის დაყენება, მაცივრის შეძენა და მისი პროდუქტით შევსება, ახალი საწოლები და თბილი საბნები. ასევე, გიორგის ყველა სურვილის ასრულება. იმდენი ტანჯვა აქვს გამოვლილი ამ ბავშვს, ჩვენ კი შეგვიძლია, ტკივილი შევუმსუბუქოთ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: გიორგი ფუტკარაძე).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 იან 17
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2429.00₾
2024 თებ 12
გამოკვლევა
837.00₾
2024 თებ 26
საწოლები
1400.00₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
3845.00₾
2024 აპრ 22
მედიკამენტები
871.75₾
2024 აპრ 30
გაზქურა
680.00₾
01.07.2024
ავეჯი
1720.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ბაბაშვილი გივი
02.07.2024 00:00:00
₾10.00
კვანტრიშვილი რამაზ
28.06.2024 00:00:00
₾30.00
ტაბიძე ზურაბი
29.06.2024 00:00:00
₾27.06
ანონიმი
18.06.2024 00:39:56
₾5.00
ცხელიშვილი რომან
09.06.2024 00:00:00
₾20.00
შუბლაძე ლევან
17.04.2024 20:00:00
₾25.00
გოგიჩაიშვილი ანა
15.04.2024 20:00:00
₾5.00
ქარჩავა ზაზა
13.04.2024 20:00:00
₾50.00
ბრეგვაძე გვანცა
10.04.2024 20:00:00
₾5.00
ჩემია ანა-მარია
05.04.2024 20:00:00
₾2.00
ჩემია ანა-მარია
05.04.2024 20:00:00
₾2.00
ობოლაძე თინათინ
03.04.2024 20:00:00
₾20.00
რუაძე თამთა
03.04.2024 20:00:00
₾5.00
მაზიაშვილი მარიამ
03.04.2024 20:00:00
₾9.00
არძენაძე ლერი
02.04.2024 20:00:00
₾56.98
შავაძე სალომე
02.04.2024 20:00:00
₾5.00
ზალუაშვილი ლალი
02.04.2024 20:00:00
₾5.00
ახალაძე მარიამ
02.04.2024 20:00:00
₾10.00
არჩვაძე ნიკო
02.04.2024 20:00:00
₾5.00
ლევან დათუკიშვილი
01.04.2024 20:00:00
₾10.00

შემოწირული:

₾19,595.82

1250 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾19,595.82

1250 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება