რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, ვის ანაბარა დაგვტოვე?! დედის სიკვდილის შემდეგ სამი ბავშვი სრულიად მარტო დარჩა. მათი მამა ახლა ციხეშია. უნდა დავეხმაროთ ობლებს!

calendar ნოემბერი 22, 2023

ის ნაძირალა ციხეშია, მაგრამ ბავშვებს ეს მოსიყვარულე დედას ხომ, ვერ დაუბრუნებს?! ეკატერინეს 2 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – კიბო! მკერდი მოჰკვეთეს, ჩაუტარდა ქიმიო თერაპია. დაავადება ხან უკან იხევდა, ხან ბრუნდებოდა. ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯებოდა ეს საბრალო ქალი! რაოდენ მძიმეა, სიკვდილის წინ საყვარელ და მოსიყვარულე შვილებთან დამშვიდობება! მაგრამ ის, როგორც ეპყრობოდა თავისი ქმარი, კიბოსაც კი ვერ შეედრება. ისე გაამწარა, რომ ამის გამო ციხეშიც აღმოჩნა! ამ ნაძირალას ბავშვებზე არც უფიქრია… მასში ადამიანობა არაყმა ჩაკლა! შორენა (13 წლის): დედიკო ჩვენს დაცვას ცდილობდა და არ გვეუბნებოდა ბევრ რამეს! არავის ეწუწუნებოდა ისევე, როგორც ყველა ქართველი ქალი. მაგრამ მე, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაარტყა მამამ ოპერაციის მერე, მთვრალი იყო და ღრიალებდა: „როდის მოკვდები ბოლოს და ბოლოს?!“ როდესაც ვცადე დამეცვა, ხელი მკრა მეც. დედიკო ხშირად ტიროდა. იცოდა, რომ კიბო ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ითმენდა, გვუბნებოდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებდა, მაგრამ დაპირება ვერ შეასრულა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედიკო, ვის ანაბარა დაგვტოვე?! დედის სიკვდილის შემდეგ სამი ბავშვი სრულიად მარტო დარჩა. მათი მამა ახლა ციხეშია. უნდა დავეხმაროთ ობლებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

   „დედიკოს სანთლებს ვუნთებთ ყოველდღე, გვინდა იცოდეს, რომ მას არასოდეს დავივიწყებთ“

ის ნაძირალა ციხეშია, მაგრამ ბავშვებს ეს მოსიყვარულე დედას ხომ, ვერ დაუბრუნებს?!

ბორისი, 6 წლის: „დედიკოს საფლავზე რომ წამიყვანეს, იქ დარჩენა მინდოდა! შენ ისეთი ლამაზი და ალერსიანი ხარ, დედიკო! მე შენ არასოდეს დაგივიწყებ!“

ეკატერინეს 2 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – კიბო! მკერდი მოჰკვეთეს, ჩაუტარდა ქიმიო თერაპია. დაავადება ხან უკან იხევდა, ხან ბრუნდებოდა. ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯებოდა ეს საბრალო ქალი! რაოდენ მძიმეა, სიკვდილის წინ საყვარელ და მოსიყვარულე შვილებთან დამშვიდობება! მაგრამ ის, როგორც ეპყრობოდა თავისი ქმარი, კიბოსაც კი ვერ შეედრება. ისე გაამწარა, რომ ამის გამო ციხეშიც აღმოჩნა! ამ ნაძირალას ბავშვებზე არც უფიქრია… მასში ადამიანობა არაყმა ჩაკლა!

„მიყვარხარ, დედიკო!“

„სიკვდილის წინ, დედამ მითხრა, რომ ჩემს ძმებზე უნდა ვიზრუნო“

 შორენა (13 წლის): დედიკო ჩვენს დაცვას ცდილობდა და არ გვეუბნებოდა ბევრ რამეს! არავის ეწუწუნებოდა ისევე, როგორც ყველა ქართველი ქალი. მაგრამ მე, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაარტყა მამამ ოპერაციის მერე, მთვრალი იყო და ღრიალებდა: „როდის მოკვდები ბოლოს და ბოლოს?!“ როდესაც ვცადე დამეცვა, ხელი მკრა მეც. დედიკო ხშირად ტიროდა. იცოდა, რომ კიბო ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ითმენდა, გვუბნებოდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებდა, მაგრამ დაპირება ვერ შეასრულა. იმხელა იმედი მქონდა, რომ ჯერ კიდევ იცოცხლებდა.

ფოფოლა (ეკატერინეს დედა): ჩემი შვილის ქმარი კიბოზე უარესი გამოდგა! ძალიან ცდილობდა, ეკა რომ მომკვდარიყო! მხოლოდ ღმერთმა უწყის, რის გადატანა მოუხდა ჩემს საბრალო გოგოს. არც კი ვიცი, ამ ყველაფერს როგორ უძლებდა.

– როგორ შეიტყვეთ ამის შესახებ?


ფოფოლა:
ორი წლის წინ, ჩემს შვილს კიბო აღმოაჩნდა, ისიც შემთხვევით წამოსცდა, ტკივილები რომ აწუხებდა. ექიმთან წასვლაც არ უნდოდა, მე ვაიძულე. მკერდი მოჰკვეთეს, ჩაიტარა ქიმიო – სხივური თერაპია. თითქოს, უკან დაიხია დაავადებამ. მაგრამ, ჩემი შვილის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. ვამჩნევდი, რომ ხშირად დარდობდა და ტიროდა, ექიმების სასიკეთო პროგნოზების მიუხედავად. ერთი თვის წინ, ძალიან ცუდად გახდა, ვეღარ სუნთქავდა, ყველაფერი სტკიოდა, მუცელი გაებერა. საავადმყოფოში წაიყვანეს. გვითხრეს, რომ მთელს ორგანიზმს მოედო სიმსივნე. გვემუდარებოდა, სახლში წამოგვეყვანა. ბავშვების ნახვა უნდოდა. იცოდა, რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ეკა სახლში რომ წამოვიყვანეთ, გვთხოვა, მღვდელი რომ მიგვეყვანა. ძალიან მორწმუნე იყო და აღსარების თქმა უნდოდა. სწორედ მას უთხრა ეს ყველაფერი. მე კი ვუსმენდი და მწარედ ვტიროდი… უამბო, როგორ სცემდა ოპერაციის მერე, რა საშინელებებს ეუბნებოდა, როგორ ამწარებდა ბავშვებს… მაპატიეთ, ამაზე ლაპარაკი აღარ შემიძლია.

– ამის შესახებ, პოლიციაში არ განაცხადეთ?

ფოთოლა: რა თქმა უნდა! საშიში ადამიანია, ახლახან, მამამისი სცემა და ციხეშია ახლა. ვფიქრობ, ჩემი საბრალო გოგოს ცემისთვისაც უდა დაისაჯოს. მისი განთავისუფლება არ შეიძლება. შეუძლია, ბავშვებიც დაასახიჩროს!

„ეკატერინე ძალიან მორწმუნე იყო. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, მღვდლის მიყვანა და აღსარების თქმა ითხოვა. სწორედ მაშინ აღიარა, რომ მეუღლე მუდმივად სცემდა… ახლა, მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა.“

– ღმერთო, ამ ყველაფერს როგორ უძლებდა?


ფოფოლა:
ანგელოზი იყო ბუნებით. სიტყვას არ იტყოდა ზედმეტად. მშვიდი და ჩუმი. ბავშვებს ძალიან უყვარდათ. ძალიან უჭირთ მის გარეშე. მთელი დღე მის სურათთან სხედან. ხან სანთელს აანთებენ, ხან უყვებიან, როგორ სკოლაში ჩაიარა დღემ. ხატავენ, მერე კოცნიან. არც კი ვიცი, როგორ გაუმკლავდებიან ამ ტკივილს.


შორენა:
დედამ მთხოვა, ძლიერი ვიყო და ვიზრუნო ბებოსა და ჩემს ძმებზე. მითხრა, რომ უფროსად მტოვებს. და კიდევ ის, რომ ჩემი წყენინების უფლება არავის მივცე. მისი სიტყვები არასდროს დამავიწყდება.

„ჩვენი დედიკო იყო ანგელოზი. ახლა, ზეცაში წავიდა, ღმერთთან“

„აი, ეს ლამაზი 38 წლის ქალი, კიბომ კი არა, არამედ ძალადობამ მოკლა, მეუღლის მხრიდან“


მაგო (10 წლის):
მე მიყვარს დედიკო. შევპირდი, რომ ჩემს დას და ბებოს არ გავაბრაზებ, მაგრამ არ გამომდის. ათიანებზე სწავლაც არ გამომდის, არადა, ამასაც შევპირდი. ძალიან მენატრება.

„ტელევიზორს თუ გთხოვთ, მულტფილმებს რომ ვუყურო, დედას ხომ არ ეწყინება,?“

ბორისი (6 წლის): დედიკო ჩუმად ლაპარაკობდა, შორენა კი, ხანდახან გვიყვირის. დედიკოსთან მინდა. ძალიან კეთილი იყო. ახლა კი, ანგელოზად გადაიქცა. ბებო ამბობს, რომ აღარაფერი სტკივა და აღარ ტირის.


მაგო:
შეგვპირდა, რომ არ მოკვდებოდა, შეგვპირდა, რომ არასდროს მიგვატოვებდა, მაგრამ მოკვდა. რატომ კვდებიან დედები? ბავშვების მიტოვება ხომ, არ შეიძლება?

„ყოველდღე ვხატავ დედიკოს, მერე კი ვკოცნი. ძალიან მენატრება.“

ბორისი: ყოველდღე ვხატავ, მერე კი მის სურათთან ერთად დასაძინებლად მივდივარ. ძალიან ლამაზი იყო, მე კი ლამაზად ხატვა არ გამომდის.


– თქვენი დედიკო გიყურებთ და ძალიან გაუხარდება, ბებოს თუ დაუჯერებთ.


ფოფოლა:
ვაიმე, ხანდახან ისე ხმაურობენ, ვეუბნები რომ ზეცაშიც გაიგებს ეკა. რა უსამართლობაა, ღმერთო, მე რომ ცოცხალი ვარ, ჩემი შვილი კი, ცივ მიწაში წევს. ჩემი ტანჯული, ნაწამები! მინდა, ყველა დედას ვუთხრა: თქვენს გოგონებს გასაჭირში ნუ მიატოვებთ. ყოველთვის ჰკითხეთ, თავს როგორ გრძნობენ…

„მხოლოდ ამათთვის ვცოცხლობ. ისინი არიან ჩემი ფრთები და მაკავებენ ამ ცოდვილ მიწაზე“.

– ფოფოლა, როგორ დაგეხმაროთ ობლების აღზრდაში?


ფოფოლა:
არც კი ვიცი, რა გითხრათ. ჯერ 40 დღეც არ არის გასული, რაც ეკა გარდაიცვალა. ჯერ კიდევ შოკში ვარ. ჩვენი შემოსავალი არის პენსია. ახლა მინდა, ოფიციალურად გავაფორმო ბავშვების მეურვეობა, ნაძირალა მამამ ცხოვრება რომ არ დაუნგრიოს.

დალპეს ციხეში იმ ყველაფრის გამო, ჩემს გოგონას რაც დამართა.
მხოლოდ ბავშვებისთვის მჭირდება ყველაფერი: პროდუქტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათამაშოები, სასკოლო ნივთები. მაცივარიც კი არ გვაქვს.

„დედას ყოველდღე ვხატავთ, მერე კი მასთან ერთად მივდივართ დასაძინებლად.“

შორენა: შეიძლება, მეც გთხოვოთ რაღაც? ძალიან გვჭირდება ღუმელი. დედამ მასწავლა პურის ცხობა. ფული თუ არ გვექნება, ჩემი ძმებისთვის მოვამზადებდი რამეს. ღუმელს თუ მოგვიტანთ, ჩავთვლი, რომ დედიკომ მაჩუქა. კიდევ, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ პატარებს. თბილი საბნებიც არ გვაქვს, ხან რას ვიფარებთ, ხან რას.


მაგო:
როგორ ფიქრობთ, ტელევიზორი რომ გთხოვოთ, დედიკოს ხომ არ ეწყინება? ხომ გაუხარდება, მულტფილმებს რომ ვუყუროთ მე და ჩემმა ძმამ?


ბორის:
მე კი სათამაშოები მინდა, შეიძლება? სხვა არაფერი. მეტს არაფერს გთხოვთ!

დედის სიკვდილი არის ყველაზე მძიმე დანაკარგი, ყველაზე დიდი ტკივილი, რის გადატანაც შეიძლება მოუხდეთ ბავშვებს. ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში, ბავშვები ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ, უსახსროდ, იმ სითბოს და მზრუნველობის გარეშე, რომლის მიცემაც მხოლოდ დედას შეუძლია.

მოდით, ამ პატარებს ერთობლივი ძალებით ვაჩუქოთ ბედნიერი ბავშვობის, განათლების მიღების და ისეთი მომავლის შანსი, როგორსაც ისინი იმსახურებენ. გახსოვდეთ, რომ თქვენს თითოეულ კეთილ საქმეს, შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს ცხოვრება და დაგეხმარებათ, მიუახლოვდეთ უფალს.

მოდით, დავანახოთ ამ ობლებს, რომ ამ ქვეყნად ცხოვრობს უამრავი კეთილი და მზრუნველი ადამიანი, ვისაც შეუძლია, იმედი და სიყვარული აჩუქოს მათ. სწორედ ასეთი მომენტებისგან შედგება ადამიანური სიკეთის არსი.

თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, წერეთლის ქ. № 2, ბინა 8.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ფოფოლა გოჩიტაშვილი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 იან 04
ტელევიზორი და პურის საცხობი
1200.00₾
2024 იან 04
პროდუქტები
399.98₾
2024 იან 04
მაგიდა და სკამები
627.40₾
2024 იან 04
ლეპტოპი,ტელეფონი,პლანშეტი
1398.00₾
2024 იან 22
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1505.00₾
2024 იან 22
პროდუქტები
247.93₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
2835.00₾
2024 აპრ 20
პროდუქტები
398.62₾
2024 აპრ 20
თეთრეული
390.00₾
2024 აპრ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
135.00₾
13.06.2024
ავეჯი
1300.00₾
19.06.2024
საწოლი
450.00₾
04.07.2024
პროდუქტები
298.88₾
08.07.2024
სამზარეულოს ავეჯი
1150.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ნიკა სუჯაშვილი
16.07.2024 00:00:00
₾30.00
რეხვიაშვილი მარინა
05.06.2024 00:00:00
₾2.00
ბედინეიშვილი ნანა
01.06.2024 00:00:00
₾5.00
ჩხარტიშვილი მარიამ
01.05.2024 20:00:00
₾50.00
ანონიმი
26.04.2024 15:55:41
₾8.00
სადღობელაშვილი თათია
25.04.2024 20:00:00
₾20.00
ნანა ბედინეიშვილი
21.04.2024 20:00:00
₾10.00
გორისეველი ლაშა
19.04.2024 20:00:00
₾5.00
თიბილაშვილი ანჟელა
14.04.2024 20:00:00
₾7.00
სირანაშვილი სოფიკო
14.04.2024 20:00:00
₾20.00
დვალიშვილი გენადი
12.04.2024 20:00:00
₾9.00
მარიამ დარისპანაშვილი
09.04.2024 20:00:00
₾3.00
ი/მ ლილი მაისურაძე
07.04.2024 20:00:00
₾20.00
ეკატერინე ძიძიკაშვილი
06.04.2024 20:00:00
₾10.00
ანონიმი
06.04.2024 10:27:19
₾20.00
ჩემია ანა-მარია
05.04.2024 20:00:00
₾2.00
ტორაძე ბაქარი
05.04.2024 20:00:00
₾25.00
გლურჯიძე ელენე
04.04.2024 20:00:00
₾2.00
მაისურაძე გიორგი
03.04.2024 20:00:00
₾5.00
ოთარ მაღალდაძე
01.04.2024 20:00:00
₾40.00

შემოწირული:

₾14,938.26

1037 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾14,938.26

1037 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება