რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა – ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში. „სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ბავშვები დედას გაეზარდა. პატარებს დედის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მაგრამ ბავშვებს დედის გახსენებაც ეშინიათ. წიწილებივით სულ კუდში დამდევენ. ერთი მოვა, ჩამეხუტება და დანარჩენებიც მომიცუცქდებიან, ბებოენაცვალოთ. ნაბოლარა მარიამი კი სულ ხელში მყავს“- გვიყვება ბავშვების ბებია ქეთინო და თან ტირის.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა!დაიფარე ჩემი შვილიშვილები, ღმერთო!..
ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა – ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში. „სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ბავშვები დედას გაეზარდა. პატარებს დედის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მაგრამ ბავშვებს დედის გახსენებაც ეშინიათ. წიწილებივით სულ კუდში დამდევენ. ერთი მოვა, ჩამეხუტება და დანარჩენებიც მომიცუცქდებიან, ბებოენაცვალოთ. ნაბოლარა მარიამი კი სულ ხელში მყავს“- გვიყვება ბავშვების ბებია ქეთინო და თან ტირის.
მარიამი ყველაზე პატარაა და ჰგონია, რომ ბებო მხოლოდ მისია
«აი მე წერა არ ვიცი, მაგრამ აქ დავწერე, რომ მე ყველაზე კარგი ბებო მყავს და რომ ყველაზე ბევრი მე ჩამეხუტოს»
«თუ ღუმელს დროზე არ შევუკეთებ სახლი გაცივდება და გავიყინებით»
«ბებიას სახლის საქმეებში ვეხმარები, საწყალი მთელი დღე ჩვენს ტანსაცმელს რეცხავს ყინულივით ცივ წყალში»
«ჩვენ წიწილები ვართ. ბებო ასე გვეძახის»
«კლასში ყველა პრონცესებს ხატავენ, მე კი – ბებიას»
«როგორ ფიქრობთ, ყველა ბავშვი იმსახურებს საახალწლო საჩუქარს?“
«მართლა გვექნება საახალწლო ნაძვის ხე? მართლა მოვა ჩვენთანაც ახალი წელი?
ქეთი (9 წლის): “მხოლოდ ღმერთი თუ მაჩუქებდა ამდენ საჩუქარს!”
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
დედის გარეშე დარჩენილი ოთხი ბავშვის სახეზე ღიმილს რომ დაინახავთ, თუნდაც ერთ ბედნიერ დღეს რომ აჩუქებთ მათ, საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ სიკეთის კეთება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.
პატარების ღიმილი ყველა კანფეტზე უფრო ფერადი და ტკბილია!
გვინდა, კიდევ ერთი გადარჩენილი ოჯახის ისტორია გიამბოთ. ეს ადუაშვილების ოჯახია. აუცილებლად წაიკითხეთ ბოლომდე პოსტ-ანგარიში და ნახავთ, ჩვენს ერთიანობას და სიკეთეს რა შეუძლია!
ადუაშვილების ოჯახი საგარეჯოს რ-ნის სოფელ ქვემო ყანდაურაში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, მათ დიდი უბედურება შეემთხვა. ოთხი შვილის დედა თავს დაესხა ბავშვებს და… უფალმა დაიფარა პატარები. ბავშვები შეშლილ დედას სასწაულებრივად გადაურჩნენ. დედა სამკურნალო დაწესებულებაში განათავსეს? 9 წლის ქეთის, 8 წლის მათეს, 5 წლის ანასტასიას და 2 წლის მარიამს კი, ახლა ბებია ზრდის.
– ქეთევან, პოსტი თქვენი უბედურების შესახებ ჩვენმა ფონდმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და მას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიკავშირდებოდნენ და გეხმარებოდნენ უცნობი ადამიანები. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
ქეთევანი: არ მინდა, უკან მოვიხედო და კიდევ რამე ვთქვა იმ საშინელ წუთებზე, რაც მე და ჩემმა შვილიშვილებმა გადავიტანეთ. ახლა, მხოლოდ თქვენი სიკეთის შესახებ საუბარი მინდა. გამოჩნდით ისეთ დროს, როდესაც გვჭირდებოდით ყველაზე მეტად. გამოჩნდით იმედად, საყრდენად, ჩემი პატარების მფარველ ანგელოზებად. აბა, როგორ არ შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება? ახლა ხომ, თქვენ გვყავხართ, კეთილო ხალხო? თქვენს გვერდით, მე უკვე აღარაფრის მეშინია!
ქეთი (9 წლის): ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღეთ. არც კი მეგონა, ამდენი საჩუქრის ჩუქება თუ შეეძლო ვინმეს… მხოლოდ ღმერთს, ალბათ…
– სწორედ ღმერთმა გამოგიგზავნათ კეთილი ადამიანები. სწორად ფიქრობ, პატარავ! მხოლოდ უფალს შეუძლია აკეთოს ამდენი სიკეთე ადამიანების ხელით.
„ტელევიზორი და ტკბილეული ერთად! აი, ესაა ნამდვილი სამოთხე!“
ქეთი: მე მიყვარს ღმერთი! თქვენც მიყვარხართ!
ქეთევანი: თქვენი ფონდის წარმომადგენლებმა, ტელევიზორი რომ მოგვიტანეს, უნდა გენახათ, რა ჟრიამული ატეხეს ბავშვებმა. დიდი ხანი ვცხოვრობდით ტელევიზორის გარეშე… საღამოობით, დასხდებოდნენ ხოლმე ეს პატარა „მსახიობები“ და „ტელევიზორობანას“ თამაშობდნენ. ხან საინფორმაციოს წამყვანები იყვნენ და ხანაც კონცერტებს ატარებდნენ. მერე, უცებ მოიწყენდნენ ხოლმე. ქეთი სულ მეუბნებოდა: „ბებიკუნა, რა მოხდება, ერთი, თუნდაც ძველი, ტელევიზორი რომ გვქონდეს“. ახლა, აუხდათ ეს ოცნება, თქვენი წყალობით, ძველი კი არა, უახლესი მოდელის ტელევიზორი აქვთ. მე სარეცხმა მანქანამ გადამრია… არც ისე პატარა ვარ, რომ ყოველდღიურად ამდენი საქმის მოსწრება შევძლო. ოთხი ბავშვის მოვლა ძალიან მიჭირდა. არა ცხელი წყალი, არა გათბობა, არანაირი კომფორტი და ხელშეწყობა არ მქონდა აქამდე. ახლა, უცებ ასეთი სიხარული. სარეცხ მანქანასთან ერთად, წყლის გამათბობელიც… ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია.
„ახლა, უკვე ცხელი წყალიც გვექნება და აღარ გავცივდებით!“
მათე (8 წლის): ჩემთვის კი, ყველაზე დიდი საჩუქარი ველოსიპედია. განახო, როგორ დავგრიალებ? სწორედ ასეთზე ვოცნებობდი. ბიჭების ცხოვრება ძალიან მოსაწყენია ველოსიპედის გარეშე. თან, სხვა სათამაშოებიც არ მქონდა… ისეთი უბედური ვიყავი… როდესაც ძალიან მინდოდა შემწვარი კარტოფილი და არ გვქონდა, ჩავფიქრდებოდი ხოლმე.
რაზე ?
მათე: აი, ვფიქრობდი, ახლა ველოსიპედი რომ მქონდეს, დავჯდები, გავქანდები და კარტოფილზე აღარ ვიფიქრებ – მეთქი.
„ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!“
ანასტასია, შენ რა გაგიხარდა, პატარავ?
ანასტასია (5 წლის): ჩემი საჩუქარი ყველაზე კარგია. ახალი, ლამაზი თოჯინა მაქვს. ეს ოცნება თოვლის პაპას დავაბარე, ფანჯრიდან ვუყვიროდი – თოჯინა მომიტანე, თო-ჯი-ნა – მეთქი. გაუგონია… (კისკისებს.)
რა ჰქვია შენს ახალ თოჯინას?
ანასტასია: მარიამი, როგორც ჩემს პატარა დაიკოს. ახლა სახლში ორი მარიამი გვყავს და ორივე ძა-ა-ა-ალიან მიყვარს! ერთი ბებიკუნას შვილია, მეორე კი – ჩემი.
„ჩემს შვილს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საჭმელი! შიმშილი ძალიან ცუდია, მუცლის ტკივილი იცის!“
– ქეთევან, უცნობი ადამიანები თუ გირეკავდნენ და თუ გსტუმრობდნენ?
ქეთევანი: როგორც კი სტატია დაიდო, ერთი ლამაზი ოჯახი გვესტუმრა. გურჯაანიდან ჩამოვიდნენ 30 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, სამი ბავშვით. რა დამავიწყებს იმ დღეს… წყლის მიწოდება გვქონდა შეჩერებული, მე და მათე მოსატანად მივდიოდით. უცებ, მაქანა გაჩერდა და ერთმა ლამაზმა გოგომ გვკითხა: ადუაშვილები სად ცხოვრობენო? მეც ვუპასუხე: ჩვენ ვართ – მეთქი! ბავშვებმა თავები გამოყვეს მანქანის ფანჯრიდან და შემოგვძახეს: „ჩვენ თოვლის ბაბუები ვართ და თქვენთან მოვდივართო!“ მთელი საბარგული საჩუქრებით იყო სავსე. იმდენი პროდუქტი და ტანსაცმელი მოგვიტანეს… ახალი წელი მართლაც უჩვეულო დაგვიდგა: ხორციც გვქონდა, თბილი ტანსაცმელიც… მინდა, თქვენი სტატიის მეშვეობით, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს. ბავშვებიც თან რომ ჰყავდათ და სიკეთის კეთებას ასწავლიან, ეს ორჯერ მეტად დასაფასებელია.
მერე, ერთი მამაკაცი გვესტუმრა თბილისიდან, სახელი არ უთქვამს. მანაც მოგვიტანა პროდუქტი. ასევე მოგვიტანა ტკბილეული და სათამაშოები ჩემი პატარებისათვის, საბავშვო საწოლი მარიამისთვის. ო-ო-ო, როგორ გვჭირდებოდა პატარა საწოლი… ტანსაცმელიც ძალიან ბევრი მოგვიტანა, თითქმის ყველა სეზონის. ისე ლამაზად ჰქონდა ჩალაგებული… აი, გულიანად… ყველა კეთილ ადამიანს ვენაცვალე გულში!
ანასტასია: მე ტკბილეული მომეწონა. გემრიელი იყო. კანფეტები რომ მაქვს ბედნიერი ვარ ხოლმე!
„როცა კანფეტები მაქვს, ბედნიერი ვარ!“
– ბედნიერი რომ იყო, კანფეტები უნდა გქონდეს? უი, არ ვიცოდი…
ანასტასია: ბევრი კანფეტები, თოჯინები და ბებიკუნას კოცნები. კიდევ არის რაღაც ბედნიერება, მაგრამ ის ჯერ არ მაქვს.
„ამ ფერით აუზი დამიხატე, ოღონდ გაბერილი და შიგნით წყალიც დაუხატე, კარგი?“
რა ბედნიერებაა, ასეთი?
ანასტასია: გასაბერი აუზი, ზაფხულში თოვლის პაპა არ მოვა, რომ მომიტანოს და აბა, საიდან მექნება?
სამაგიეროდ, კეთილი ფერიები დადიან ზაფხულში…
ანასტასია: ჰა-ჰა-ჰა-ჰა, კეთილი ფერიები წიგნებში ხატია. კიდევ, ქეთი ხატავს ხოლმე იმ სახატავებით, თქვენ რომ მოუტანეთ… სინამდვილეში კი, კეთილი ბიძიები და დეიდები ცხოვრობენ… ზუსტად ისეთები, ჩვენთან რომ იყვნენ სტუმრად.
„ბებოსავით მეც ბევრი შვილი მეყოლება, ოღონდ მე დედა ვიქნები…“
– ქეთი, კეთილი ფერიების გარდა, კიდევ რას ხატავ?
ქეთი: ყვავილებს, მინდორს, ტყეს და ბებიკუნას. ბებიკუნა ჩვენი დედიკოცაა და კეთილი ფერიაც. ის რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა?!
– ქეთევან, ძალიან კარგი შვილიშვილები გყავთ, გამორჩეულები.
ქეთევანი: ყველა ბავშვი კარგი და გამორჩეულია. ჩემმა პატარებმა რაც გადაიტანეს, იმის მერე მძიმე პერიოდი დაგვიდგა. ფინანსურ გაჭირვებას სხვა პრობლემებიც დაემატა. ვცდილობ, მათთვის დედაც ვიყო, ბებიაც და კარგი ფსიქოლოგიც. მოფერებას არ ვაკლებ. მინდა, კარგ ადამიანებად აღვზარდო. ბევრი სიყვარული სჭირდებათ. ერთმანეთსაც დიდი ადამიანებივით უდგანან გვერდში. პატარებს დიდები ეხმარებიან…
აი, ერთ ამბავს გიამბობთ. ანასტასია 5 წლის ისე გახდა, მისთვის დაბადების დღე არასდროს გადაგვიხდია. ის 8 ნოემბერსაა დაბადებული. ვფიქრობდით, ეს 8 ნოემბერიც ჩვეულებრივი დღეების მსგავსად გაგვითენდებოდა და დაგვიღამდებოდა. არც კი გვითქვამს ბავშვისთვის, მისი დაბადების დღე რომ მოდიოდა. უფროსებმა – ქეთიმ და მათემ კი, სიურპრიზი გაუკეთეს. მთელი სამი თვე უგროვებიათ ბავშვებს 5-თეთრიანები. მერე წასულან მაღაზიაში, ორცხობილა, სანთელი, ფერადი ბუშტები და ფერადი ქაღალდები უყიდიათ. ღამით მალულად გაულამაზებიათ ოთახი. დილით უმღერეს კიდეც… ისეთი სანახავი იყო… ჩემმა გულმა ვერ გაუძლო და ცრემლები გადმომცვივდა. ორცხობილებში ჩარჭობილი სანთელი ახლაც მიდგას თვალწინ. არ ვიცი ანასტასიამ რა ჩაიფიქრა, მაგრამ თქვენც, მას შემდეგ გამოჩნდით…
ანასტასია: მე ბებიკუნას „სიცილები“ ჩავიფიქრე, თორემ სულ მოწყენილია…
– ქეთევან, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით?
ქეთევანი: თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მათაც მოგვიტანეს საახალწლო საჩუქრები. ამანათებში იყო პროდუქტი და ტკბილეული. ბავშვებს სათამაშოებიც გადასცეს სათითაოდ: ქეთის – ლეგო, მათეს – ბოულინგი, ანასტასიას – ბარბის სახლი, მარიამს – თოჯინის ეტლი. მადლობელი ვარ ამისთვის.
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით თქვენი ყოფა-ცხოვრება ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა, კიდევ დაგრჩათ გადასაჭრელი მნიშვნელოვანი პრობლემები. იქნებ გვითხრათ, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ქეთევანი: შეშა არ გვაქვს და ძალიან ვწვალობთ. ახლაც, მეზობელმა მოგვცა ერთი კვირის სამყოფი ნაფოტები. მერე, ალბათ, გამოიდარებს. დიდი იმედი მაქვს, დათბება, თორემ დამეყინებიან ჩემი პატარა შვილიშვილები. გაზქურა და გაზის გამათბობელი რომ გვქონდეს, კიდევ უფრო გაგვიმარტივდებოდა ცხოვრება.
„მადლობა, ბედნიერ ბიჭად რომ მაქციეთ! ყველას გიგზავნით გულთბილ სალამს და ბევრ სიყვარულს“
* * *
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ადუაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
3330.50₾დატოვა:
5.32₾