არ მინდა დედამ იტიროს, ამიტომ ვცდილობ ჩუმად ვიხოხო, როდესაც ვერ მხედავს... მაგრამ, სამყარო ხომ ისეთი საინტერესოა! რატომ უნდა ვიყო ეტლის ტყვე, როგორც ციხეში პატიმარი?! მე და დედას არაფერი დაგვიშავებია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

არ მინდა დედამ იტიროს, ამიტომ ვცდილობ ჩუმად ვიხოხო, როდესაც ვერ მხედავს... მაგრამ, სამყარო ხომ ისეთი საინტერესოა! რატომ უნდა ვიყო ეტლის ტყვე, როგორც ციხეში პატიმარი?! მე და დედას არაფერი დაგვიშავებია!

page info icon
2022 ნოემბერი 25
ბესო 15 წლისაა, მაგრამ დამოუკიდებლად ერთხელაც არ მდგარა ფეხზე. თუ ძალიან სტკივა და ეტლში ვეღარ ძლებს, სახლში დახოხავს ხოლმე. ადრე, როდესაც პატარა იყო, ტიროდა, მაგრამ ახლა, უკვე დიდი ბიჭია და არ უნდა დედიკოს შეშინება.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,622.6 ₾
( 127 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
არ მინდა დედამ იტიროს, ამიტომ ვცდილობ ჩუმად ვიხოხო, როდესაც ვერ მხედავს... მაგრამ, სამყარო ხომ ისეთი საინტერესოა! რატომ უნდა ვიყო ეტლის ტყვე, როგორც ციხეში პატიმარი?! მე და დედას არაფერი დაგვიშავებია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
     
   ბესო 15 წლისაა, მაგრამ დამოუკიდებლად ერთხელაც არ მდგარა ფეხზე. თუ ძალიან სტკივა და ეტლში ვეღარ ძლებს, სახლში დახოხავს ხოლმე. ადრე, როდესაც პატარა იყო, ტიროდა, მაგრამ ახლა, უკვე დიდი ბიჭია და არ უნდა დედიკოს შეშინება.
         „დედიკოს ეშინია ჩემი ცრემლების. თვითონაც ჩემთან ერთად იწყებს ტირილს. პატარა რომ ვიყავი, ტკივილს ვერ ვითმენდი. ახლა უკვე დიდი ვარ და ვითმენ, რომ მტკივა“ - ამბობს ბესო და ნაღვლიანი თვალებით უყურებს დედას. ბესომ ისწავლა ცრემლების შეკავება, დედამ კი - ვერა! ექიმები ეუბნებიან, რომ მისი შვილი ვერასდროს გაივლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედა მაინც  ელოდება სასწაულს.
„როდესაც ეტლში ჯდომისგან ზურგი სტკივა, ბესო ბეტონის იატაკზე დახოხავს, დედას კი გული უკვდება“
         ია: როგორ იტანჯება, ჩემი საბრალო ბიჭი! ჩემს ცრემლებს რომ ხედავს, მეუბნება: ნუ ტირი, თორემ რომ მოვკვდები, ვეღარც დამიტირებო. მკლავს ეს სიტყვები! ის ხომ სიკვდილს სიცოცხლის პირველი დღიდან გაურბის. 6-თვიანი დაიბადა, ძლივს გადაარჩინეს... უკვე სასწაულია მისი გაჩენა.
         - ასე რატომ ამბობთ?
         ია: ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა. მეუღლე ორსულს მცემდა. ამიტომ ბესო ვადაზე ადრე დაიბადა. ვითმენდი, მეგონა, რომ ასეც უნდა იყოს. დედაჩემსაც კი არ ვეუბნებოდი. მხოლოდ ჩემი დედამთილი მიცავდა, სანამ ცოცხალი იყო.
         - რას ამბობთ, ია! მოძალადე ქმართან რამდენ ხანს ცხოვრობდით?
         ია: მეგონა, ყველაფერი მოგვარდებოდა, უდიდესი ცოდვა მეგონა ოჯახის დანგრევა, ვითმენდი. მაგრამ, 4 წლის წინ, გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი. კი, ძალიან რთულია უნარშეზღუდული ბავშვის მოვლა, როცა მარტო ხარ. მაგრამ, ასე უფრო მშვიდად ვარ. არ გვინდა ამაზე საუბარი. ის ბესოს მამაა, ბესოს ის უყვარს. არ მაქვს მასზე ცუდის თქმის უფლება. ასეთი ადამიანია, რას იზამ?
„ჯერ ცოცხალი ვარ, დედა, ნუ ტირი!“
        - ანუ, მეუღლისგან წამოხვედით და აქ დასახლდით?
        ია: ქირით ვცხოვრობდით, მაგრამ გადახდის საშუალება ყოველთვის არ მქონდა. ქუჩაში გვყრიდნენ. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, როდესაც ავადმყოფი შვილი გყავს და არ გაქვს თავზე ჭერი. მე კი გავათევ ღამეს ქუჩაში, მაგრამ ბესო?
         ბესო: აქედან ხომ არ გაგვყრიან, დედა?
         ია: არ ვიცი, შვილო... ესეც ხომ არ არის ჩვენი.
„დედა, მცივა, ქუჩაში არ მინდა“
        - და ეს რა შენობაა?
        ია: ბესო დღის ცენტრში რომ დამყავდა, ამ შენობასთან გვიწევდა გავლა, აქ კარგი ასფალტია დაგებული და ეტლით ვასეირნებდი. მაშინ შევამჩნიე. კარებს ბოქლომი ედო, მეზობლებმა კი მითხრეს, რომ დიდი ხანია აღარავინ ცხოვრობს. ეს ოთახი არავის ეკუთვნის.
 „ამ მიტოვებულ შენობაში ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ამ საბრალო ადამიანებს არ აქვთ სხვა გამოსავალი“
         - აქ როგორ აღმოჩნდით?
         ია: აი, ერთხელაც ქირა რომ ვეღარ გადავიხადე და ქუჩაში დავრჩით, ეს ადგილი გამახსენდა და მოვედი აქ. ვტიროდი, მეზობლების დახმარებით, ბოქლომი გავტეხე და შემოვედი. პირველი თვეები იატაკზე გვეძინა, ტანსაცმელზე, მერე მეზობლებმა დაიწყეს ნივთების მოტანა, ვისაც რა ჰქონდა ზედმეტი. ახლა, აქ რასაც ხედავთ, არაფერი არ არის ჩვენი! საწოლი გვათხოვეს, ღუმელიც, საბნებიც. ისე მიჭირს, პურის მეტს ვერაფერს ვყიდულობ. გუშინ, ბესომ ჩაი მთხოვა, შაქარი კი არა, ძველი ჩაის ფერიც არ მქონდა სახლში! მეზობელმა  ჩემი ტირილი გაიგო და მაჩუქა 2 ცალი. ერთ კვირას ვიმყოფინებთ.
„ხანდახან, პურს ვხარშავ და ტომატის პასტით ვაზავებ“
        - დამხმარე არავინ გყავთ? 
        ია: მშობლები მყავს, მაგრამ იმათ თავად სჭირდებათ დახმარება. როგორ უნდა ვთხოვო რამე მოხუცებს? ნათესავები კი, ვინც დახმარებას შეძლებდა, არ მყავს. ჩემი ერთადერთი იმედი, უცხო ადამიანები არიან, ვისაც ესმის უფლის ხმა, და გაიგებენ ჩვენს ტკივილსაც! 
         - როგორც მივხვდი, შემწეობა თქვენი ერთადერთი შემოსავალია?
          ია: შემწეობა და ბესოს პენსია. არ ვიცი, რაზე უნდა ვიმყოფინოთ.
         - პირველ რიგში რას იყიდიდით, ფული რომ გქონდეთ?
         ია: სახურავს შევაკეთებდი, წვიმის დროს საპირფარეშოში ქოლგით დავდივართ. სკამიც კი არ მაქვს, დაჯდომა რომ შემოგთავაზოთ. არც საწოლები, არანაირი ავეჯი. მე გაზქურაზე და სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ, ბესოს კი ძალიან უნდა კომპიუტერი. ეჰ... რაღაა სალაპარაკო, როდესაც კუჭები უკვე გაგვიხმა, მშივრები ვართ... პროდუქტით დაგვეხმარეთ!
         - ბესო, რას გააკეთებდი, კომპიუტერი რომ გქონდეს?
         ბესო: „ფეისბუქს“ გავხსნიდი, მივწერდი ჩემნაირ ბავშვებს! ისინი ხომ გამიგებდნენ!
„მე კარგი ბიჭი ვარ, ვიმეგობროთ“
          - სხვებს არ ესმით?
          ბესო: არა, მე არ მყავს მეგობრები. ხეიბართან მეგობრობა არავის უნდა. ინტერნეტში კი, შეიძლება მეგობრობა, იქ ბევრი ხალხია! მე წერაც ვიცი და კითხვაც, შემიძლია ველაპარაკო. შევძლებ ყველაფრის კეთებას, რაც მაინტერესებს, ფილმების ყურებას, ფეხბურთის თამაშს... ყველაფერს! ახლა კი, მხოლოდ სახლში ხოხვა შემიძლია.
* * *
        მეგობრებო, ეს საბრალო ადამიანები სხვას ვერავის მიმართავენ დახმარებისთვის. მათი უკანასკნელი იმედი, სრულიად უცხო ადამიანები არიან. ია ძალიან დარდობს, ცუდი კვებისა და სიცივის გამო, მისი ავადმყოფი შვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
        ამ კეთილ ქართულ ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სამშენებლო მასალა, გაზქურა, სარეცხი მანქანა, საწოლები, მაგიდა და სკამები, თბილი საბნები. შესანიშნავი იქნება, თუ ბესოსთვის კომპიუტერის შეძენას მოვახერხებთ! ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ უამრავ ქართულ ოჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, ეს არის მათი მისამართი: ქუთაისი, სულხან-საბა ორბელიანის №5 შესახვევი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბესო მოისწრაფიშვილი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help