რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

უდიდესი ადამიანური ტკივილი! სიტყვებით აღუწერელია რვა წლის ასმიკის ტანჯვა! გოგონა ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. მძიმედ დაავადებული გოგონა მამამ მიატოვა, დედას კი წამლების, პამპერსისა და საკვების საყიდელი ფული არ აქვს.

მტკივნეული პროცედურები და მედიკამენტების მიღება ასმიკის ყოველდღიურობაა. მან არც კი იცის, როგორია, როდესაც, უბრალოდ, ტანჯვის გარეშე იღვიძებს და ახალი დღე უხარია ადამიანს. გოგონა რვა წლის არის და დღემდე პამპერსი სჭირდება.

მარინა, დედა (32 წლის): „როდესაც ჩემი გოგონა 7 თვის იყო, შევამჩნიე, რომ მას არც ჯდომა, არც თავის დაჭერა არ შეეძლო. გამოკვლევების შემდეგ შოკში ჩამაგდეს ექიმებმა: ბავშვს ტვინის დაზიანება აღმოაჩნდა. ტვინის ერთი ნახევარსფერო საერთოდ უმოქმედოა სანახევროდ, მეორე კი, ექიმების თქმით, მხოლოდ 20 პროცენტით მუშაობს. ჩემს პატარა ანგელოზს ასეთი საშინელი ბედი რატომ ხვდა წილად?“

გოგონა ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს. ასმიკს დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯება ეს პატარა ანგელოზი!

მარინა: „ყოველი კვება ტირილით მთავრდება, რადგან ბავშვს არ შეუძლია მყარი საკვების ჭამა. მე კი ბლენდერი არ მაქვს, რომ წვნიანები და პიურეები მოვუმზადო“.

თითქოს ასმიკის სხეულში მაღალი ძაბვის დენი გადის მუდმივად. ყველა კუნთი დაძაბული აქვს და წამითაც არ შეუძლია ბავშვს მოდუნდება. ეს მას საშინელ ტკივილს აყენებს. გოგონა გამუდმებით კივის და ტირის, მისი გულის გამგმირავი კივილი მთელ სოფელს ესმის.

შემოწირულია

₾7,248.69

დონორი

494

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

მერაბი, 12 წლის: „დეიდა, გააგებინე ყველას, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან მინდა! ყოველდღე ვოცნებობ იმაზე, რომ ფეხზე დავდგე! გემუდარებით, დამეხმარეთ, ისე შევძლო სიარული, როგორც სხვა ქართულ ოჯახებში დადიან ბავშვები! აუხსენით მათ, რომ საკუთარი ფეხები უნდა დააფასონ და რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც უნარშეზღუდული არ ხარ“

ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯება მერაბის დედა უკვე 12 წელია! მე მისი სულიერი ტკივილის სიტყვებით გამოხატვაც კი გამიჭირდა! მის შვილსაც ოცნება აქვს! თურქეთის ექიმები ჰპირდებიან, რომ შეუმსუბუქებენ მას და მერაბს ტანჯვას!

მერაბი სხვა ბავშვებივით იზრდება და მალე ეზოშიც ვეღარ გაიყვანს, ბავშვები რომ ნახოს და ელაპარაკოს მაინც! მერაბს დამოუკიდებლად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია.

მერაბი (12 წლის): „ფეხები ძალიან მტკივა, ძალიან. წამლები არ მშველის! ჩემს მშობლებს კი ფული არ აქვთ, რომ სამკურნალოდ თურქეთში წამიყვანონ. ასე რომ არ იყოს, დედას არ ვთხოვდი უცხო ადამიანების შეწუხებას! დაგვეხმარეთ მეც და დედასაც! გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ისე ვოცნებობ, რომ ფეხზე დავდგე და მეგობრებთან ერთად ნელ-ნელა სიარული მაინც შევძლო! თორემ მთელი ცხოვრება მომიწევს, მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურო სხვების თამაშს! სიცოცხლე ძალიან მინდა!“

როდესაც დედა ორსულად იყო და მერაბს ელოდებოდა, ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვს ტვინის დაზიანება ჰქონდა და ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ყველა საშინელი პროგნოზის მიუხედავად, ბავშვი გადარჩა და ეს ღვთის სასწაულია!

შემოწირულია

₾5,705.85

დონორი

465

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ექვსი წლის ულამაზესი ქართველი გოგონა, ნიტა, თითქმის უსინათლოა და ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, შავ-თეთრი სილუეტების გარდა, ვერაფერს ხედავს! ამ ლამაზ ქართულ თვალებს შეხედე, მეგობარო, შენ გჯერა ამის? მაგრამ დიდია უფალი! ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ამ ულამაზეს გოგონას ცნობილმა თურქულმა კლინიკამ სრული განკურნების გარანტია მისცა! რა ბედნიერებაა! მალე ოპერაცია ჩაუტარდება!.. მაგრამ… ფულია საჭირო! რა თქმა უნდა, ნიტას ამ პრობლემის პირისპირ მარტოს არ მივატოვებთ. მაგრამ ძალიან, ძალიან ცოტა დრო რჩება. ოპერაციის დრო მოახლოვდა!

ეს ანგელოზი 6 წლის ნიტაა. როდესაც გოგონა დაიბადა და თვალები პირველად გაახილა, ყველას თვალი მოსჭრა მისი ზღვისფერი თვალების სილამაზემ. მისი დიდრონი თვალები ისევე ლივლივებდნენ, როგორც ზაფხულის ზღვის ტალღები გარიჟრაჟზე. მაგრამ, ჰოი, მუხთალო ცხოვრებავ! ცოტა ხანში თავზარდამცემი ინფორმაცია შეიტყო ბავშვის ოჯახმა.

თვალის ნერვის თანდაყოლილი ატროფია აღმოაჩნდა ბავშვს. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ 0,02%-ია, მარჯვენაში კი – 0,04%. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! უფულობის გამო შეჭირვებულმა ოჯახმა ბავშვს ვერც სათანადო მკურნალობა, ვერც ოპერაცია ვერ ჩაუტარა. ეს ანგელოზი გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაშინვე საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში გადააფრენდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიტას არ გაუმართლა და მის მშობლებს უჭირთ.

ამ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, სხვის სახლში ცხოვრობენ დროებით. მაგრამ ნიტას ერთ რამეში გაუმართლა – ღირსეული ადამიანები არიან მისი დედ-მამა, პატიოსანი შრომით გამომუშავებული ფულით ჭამენ პურს და შვილებსაც ღირსეულ ადამიანებად ზრდიან. სამწუხაროდ, დღეს უკვე იშვიათია ადამიანის კეთილსინდისიერება. უბედურება ისაა, რომ ნიტა დღის სინათლეზე საერთოდ ვერაფერს ხედავს. მზის შუქზე თვალებიდან ცრემლები სდის და ბავშვს, არათუ რამის დანახვა, თვალების გახელაც კი არ შეუძლია. ეს ხომ ჯოჯოხეთური წამებაა!

ბავშვის საბრალო დედა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ იქნებ, სასწაული მოხდეს და ბავშვის მხედველობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს.

შემოწირულია

₾14,138.74

დონორი

1171

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ბავშვი, რომელიც 500 გრამი დაიბადა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, გაიზარდა და სიმპათიური ბიჭი დადგა. თუმცა 6 წლის დავითისთვის ახლა გადაწყდება, ფეხზე გაივლის თუ მთელი ცხოვრება ეტლს იქნება მიჯაჭვული. ღვთისნიერო ადამიანებო, დრო მხოლოდ 13 მარტამდე გვაქვს. ბავშვის მომავალი თქვენს ხელშია. არ გასწიროთ თქვენს იმედად მყოფი პატარა ანგელოზი.

დავითმა დედის მუცელში მხოლოდ 5 თვე დაჰყო… როდესაც ბავშვი დაიბადა, მისი წონა მხოლოდ 500 გრამს შეადგენდა. ექიმები გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ საბრალო დედას.
უფალმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და ბიჭუნას ამქვეყნად სიცოცხლე შეუნარჩუნა
გადიოდა კვირები, თვეები, წლები, ბიჭუნა იზრდებოდა და მისი გამომეტყველება სულ უფრო მეტად სათნო ხდებოდა. საკმარისი იყო, ერთხელ შეგეხედათ ბავშვისთვის და მაშინვე მიხვდებოდით, რომ მის გადარჩენაში უფლის და დედა ღვთისმშობლის ხელი ერია. თუმცა ნაადრევად დაბადებამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო და ბიჭუნას სიარული არ შეეძლო. ორივე ფეხზე მყესები ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ მუხლში გაშლაც კი არ შეეძლო.
საბრალო ბავშვი 6 წლის განმავლობაში მხოლოდ იატაკზე დახოხავდა და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა
ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სრულიად დააფინანსა ბავშვის ძვირადღირებული ოპერაცია. ბიჭუნა სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მაგრამ ახლა რეაბილიტაცია ესაჭიროება.

შემოწირულია

₾13,657.33

დონორი

996

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! SOS! ამჟამად, პატარა დემეტრე თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება და სიკვდილს ებრძვის! მეგობრებო, ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, გადარჩება ეს პატარა ანგელოზი, თუ არა! ბავშვს დაზიანებული აქვს თავის ტვინი! ნუთუ მართლა დავუშვებთ იმას, რომ ქართველი ბიჭუნა უცხო მიწაზე დაიღუპოს?!

ღმერთო, რა ლამაზი, რა ტკბილი ბიჭიანუ დაუშვებ, რომ მოკვდეს! სწორედ ამ წუთებში პატარა დემეტრე სიკვდილს ებრძვის! ამჟამად, ბავშვი თურქეთის ერთერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოეხმაურებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან ბავშვს მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მკურნალობაში.

ნატო, დემეტრეს დედა (31 წლის):დემეტრე ერთი წლის და 8 თვის არის. სულ სძინავს, ტირილიც არ შეუძლია. ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვის გეგმიურ აცრას მოჰყვა ასეთი გართულება, რაც უიშვიათესი შემთხვევა არისმილიონი ბავშვიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს ასეთი რეაქცია. საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომ ჩვენი შვილი დაუყოვნებლივ თურქეთში წავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ფინანსური რესურსი ამოვწურეთ, რაც გვქონდა. ჩვენი ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანები არიან, ვინც დაეხმარება ჩვენს ბიჭს“.

აღმოჩნდა, რომ ბიჭუნას ტვინის დაზიანება ჰქონდა. გარდა ამისა, ერთი ფილტვი გაუჩერდა, ამიტომაც სასწრაფოდ შეაერთეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე

შემოწირულია

₾32,895.68

დონორი

2129

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ბავშვების დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვებს ქართველმა ექიმმა დაუზიანა თავის ტვინი! ჩვენ კი მისი სიტყვების გვჯერა. მეგობრებო, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სიცოცხლეს ჩუქნით იმ პატარებს, ვინც ექიმებმა დაასახიჩრეს, რაზეც პასუხს არავინ აგებს! გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მათი მკურნალობის დაფინანსებაზე უარს ამბობს. ღვთისნიერო ადამიანებო, ახლა საბრალო ბავშვების ბედი მხოლოდ თქვენს ხელთაა!

ტყუპებზე ორსულობა გაურთულდა საბრალო დედას, რადგან ჰიდრონეფროზი (თირკმელების დაავადება) აღმოაჩნდა. ახალგაზრდა ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იყო, როდესაც რთული ოპერაცია ჩაუტარდა და თირკმელში სტენტი ჩაუდგეს. შეჭირვებული ქალი ახალციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში წვალებით მოგროვებული თანხით მივიდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თირკმელში ჩადგმული სტენტის გამო, მხოლოდ საკეისრო კვეთით უნდა მომხდარიყო მისი მშობიარობა და არა ფიზიოლოგიურად, რადგან ეს ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ბავშვების საბრალო დედამ ვერ შეძლო მშობიარობამდე დარჩენილი ხანმოკლე პერიოდი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაეტარებინა. იცით, რატომ? წყეული უფულობის გამო. ამიტომ იძულებული გახდა, ახალციხეში დაბრუნებულიყო. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჯოჯოხეთი ქალისთვის და საბრალო ტყუპებისთვის.

ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფიზიოლოგიურად მშობიარობა და ორი ბავშვის გაჩენა შეეძლო ქალს, რომელსაც სტენტი ჰქონდა ჩადგმული თირკმელში. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით… დიახ, გართულებული მშობიარობის გამო, ბავშვებს ასფიქსია განუვითარდათ და თავის ტვინი დაუზიანდათ. უპასუხისმგებლო ექიმს კი იმ ღამით მშვიდად ეძინა სახლში. მეორე დღეს კი პრეტენზიები გამოთქვა დედის მიმართ: „რა გატირებს, შენი შვილები ავადმყოფები დაიბადნენ, ასეთი ბავშვები რაში გჭირდებაო?“ დიახ, სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმა გაბედა გამწარებულ დედასთან ექიმმა. იმ ექიმმა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის.

შემოწირულია

₾6,594.53

დონორი

482

დიახ! მსურს დახმარება!
7 - 12 of 52 items
1 2 3 4 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

„სიცილისგან და სიხარულისგან ლოყები გვტკივა! დღეს მთელ ჩემს ოჯახს სურათებს გადავუღებ და დიდხანს მემახსოვრება ეს დღე!“

ტყუპები, ლაზარე და გიო, გოგონებთან ერთად არიან ყველგან! არ იფიქროთ, რომ პატარები არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის რამე! აბა, ჭიშკართან მიუშვით, უნდა ნახონ, ახალი გაზქურა როგორ შემოაქვთ ბიძიებს სახლში, თორემ ახლა ეზოს კივილით აიკლებენ! ტყუპები რომ ყველა ახალ ნივთს ხელით შეეხონ და ყველაფერს მისწვდნენ, ხელში აყვანა და ტარება უნდათ. გასაგებია?! „ახალ მაცივართან!“ – თითს იშვერს ლაზარე, დები კი აიტაცებენ ხელში და მიჰყავთ. „ახალ კარადასთან!“ – ითხოვს გიო და ყველაფერს აჩვენებენ, თან კარადაში ცოტა ხნით ჩაჯდომის უფლებასაც აძლევენ. ფონდისგან საჩუქრების მიღების დღეს, ასე, ხელით ატარებდნენ მთელი დღის განმავლობაში ძამიკოებს მარიამი, შორენა, ხატია, ბარბარე და ანი, ყველაფერს აჩვენებდნენ მათ და მთელი გულით უხაროდათ.

შემოწირულია

₾6,323.99

დონორი

443

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

9 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!

ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.

შემოწირულია

₾34,889.88

დონორი

1757

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც!

ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს,  მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ  „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს.  გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია.

შემოწირულია

₾3,744.34

დონორი

227

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

„აჩუქე სიცოცხლე“ — ეს სიტყვები აწერია პალატაში მწოლიარე ბავშვს სამაჯურზე და სწორედ ამ ხელს უწვდის ის მნახველებს, თვალებით კი შველას სთხოვს. გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო! მისი გამოხედვა სულით ხორცამდე შეგძრავთ!

ეს 15 წლის იოსებია. დაუდევარი ექიმების გამო ბავშვმა მშობიარობის ტრავმა მიიღო. როგორც ყოველთვის, დასახიჩრებული სიცოცხლისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ! ბავშვი კი, რომელსაც ახლა შეეძლო ჩვენს შვილებთან ეთამაშა ფეხბურთი, გაეხარა ჯანმრთელობითა და ახალგაზრდობით, სრულიად პარალიზებული გახდა. რა საშინელებაა! უკვე 15 წელია იოსები ვერ დადის, ვერ მეტყვველებს და ეპილეფსიური შეტევებით იტანჯება. სანამ ბავშვს სახსრების სარეაბილიტაციო ოპერაცია გაუკეთდებოდა, წვალებით მაინც ახერხებდა ფეხით გადაადგილებას. ოპერაციის შემდეგ კი ბიჭის მდგომარეობა გაუარესდა, ეპილეფსიური კრუნჩხვები გაუმწვავდა. შეხედეთ ბავშვის ხელს, შეხედეთ მის სამაჯურზე წარწერას – „აჩუქე სიცოცხლე“ – ეს პაწაწინა ხელი იოსებმა ფონდის კორესპონდენტს გაუწოდა და თვალებით ევედრებოდა შველას. თითქოს, გული უგრძნობდა, რომ „უცნობი დეიდა“ იმიტომ მივიდა საავადმყოფოში მის პალატაში, რომ მთელი საქართველოსთვის ეთქვა: „აჩუქეთ, იოსებს სიცოცხლე“. 

შემოწირულია

₾7,820.65

დონორი

482

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

მეგობრებო, უბედურება ხდება!!! 15 წლის გიგის ტანჯვა არის სიტყვებით აღუწერელი! მისი განკურნება მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი! მაგრამ, როგორ?

ეს 15 წლის გიგია. ბავშვს დაბადებიდან ცერებრული დამბლა  აქვს.  ვერ დადის, წამითაც კი არ შეუძლია ფეხზე დადგომა. საწყალი ბავშვი მუხლებით დახოხავს ძირს.  ვერც მეტყველებს. მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს.  იტანჯება პატარა  ბიჭი და თვალებით ითხოვს შველას. ბავშვის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს მიკროცეფალია – ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება. ბავშვი პირველი ჯგუფის შშმ პირია. ექიმების თქმით, შესაბამისი მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, ბავშვი გადაადგილებას და ლაპარაკს შეძლებს. ჩვენ სასწაულის მოხდენის შანსი გვაქვს! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი საუკეთესო ადამიანური თვისებები შეგვიძლია ღმერთს დავანახოთ!

შემოწირულია

₾3,842.57

დონორი

225

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

„გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე! თორემ მარტო მეღა დავრჩები დედას. ხომ იცი, რომ ჩემი ძამიკო უკვე მოკვდა?“

ამდენი უიმედოდ უბედური, ავადმყოფი და საწყალი ადამიანი ერთ ოჯახში ერთად ჯერ არ მინახავს! ცოტა ხნის წინ ოჯახმა უკვე დაასაფლავა პატარა ლაზარე. ახლა კი მეორე ბავშვსაც კარგავენ… ელენეს D ვიტამინის კრიტიკული მაჩვენებელი აქვს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო არ შეუძლია მისი ექიმთან წაყვანა. თუმცა, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა მთავარი უნდა გითხრათ. ბავშვს იმიტომ აქვს სევდიანი თვალები, რომ ფიქრობს, მისი და ბარბარე ისევე მოკვდება, როგორ მისი ძამიკო ლაზარე მოკვდა. ელენეს საკუთარ თავზე მეტად უყვარს უფროსი და. „დეიდა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ წამლებს ვერ ვყიდულობთ და შენ უნდა დაგვეხმარო? გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე“, – ასეთი სიტყვები მითხრა ბავშვმა და ცისფერი თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. გოგონების დედა ყოველღე მუხლებზე დაჩოქილი ევედრება ღმერთს, რომ სიკვდილმა  კიდევ არ წაართვას შვილი ლაზარეს მსგავსად! გამწარებულ დედას, მეგობრებო, ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გადაარჩენენ მის ბარბარეს. ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება გენეტიკური ანალიზი გერმანიაში. სოხუმიდან დევნილ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არა აქვს, რომ გაყიდოს. მათ საერთოდ, საერთოდ არაფერი არა აქვთ საკუთარი.

შემოწირულია

₾2,571.21

დონორი

200

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
7 - 12 of 212 items
1 2 3 4 36