ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ცამეტი წლის მარიამს არც ლაპარაკი შეუძლია, არც მოძრაობა. დიდება უფალს, ბავშვმა არ იცის, რომ ყოველი დღე, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის! მარიამის სრულად განკურნება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, თუმცა, საქართველოში რა ვიცით მედიცინის უახლესი მიღწევების შესახებ? და ახლა, ჩვენ ფონდში, ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ სასწაული! ეს ულამაზესი გოგონა კი, უბედურმა შემთხვევამ რომ არ შეიწიროს, სახლში მრავალი უბრალო საყოფაცხოვრებო მოწყობილობა და ნივთია საჭირო. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ცამეტი წლის მარიამისთვის, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ყოველი დღე.
ყოველ დილით ახალგაზრდა დედა, მედეა უპირველეს ყოვლისა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ მისი შვილი ცოცხალია. მის საწოლთან მიდის და რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებს მას. მის სუნთქვას აკვირდება.
მარიამის გულმკერდის ოდნავი მოძრაობა იმის ნიშანია, რომ ღამემ კრუნჩხვების გარეშე ჩაიარა.
მარიამი ცამეტი წლისაა. მისი სამყარო პატარაა, მშვიდი, უსიცოცხლო, ტანჯვითა და რაღაც შეუქცევადის მოლოდინით აღსავსე! როგორც კი თვალები გაახილა, იმ წუთიდან, მთლიანად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული ამ ულამაზესი გოგონას სიცოცხლე. მას თავის ტვინის დაზიანება და გულის თანდაყოლილი მანკი აქვს.
მედეას მთავარი ოცნებაა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, სიტყვა „დედა“ რომ გაიგოს შვილისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, საბრალო დედის ოცნება, მხოლოდ სიზმარში თუ ახდება… გამოღვიძების შემდეგ კი, კვლავ უბრუნდება საშინელ რეალობას… ღმერთო, რამხელა ტკივილია!
დედამ ისწავლა იმის დანახვა, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება: ოდნავი შეკრთომა, სუნთქვის ცვლილება, ძლივს შესამჩნევი ელფერი… ის რეაგირებს იმაზე ადრე, ვიდრე ვინმე სხვა მიხვდებოდა, რომ რაღაც ხდება.
„ბავშვი კრთება და ვხვდები, რომ „ეს“ იწყება “, – ამბობს მედეა. – „ვიჭერ და ვლოცულობ, რომ მალე დამთარდეს. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე აზრი მიტრიალებს თავში: დამიბრუნდება, თუ არა ჩემი შვილი?“
მათი დღეების უმეტესი ნაწილი ერთფეროვანი და მძიმეა: ჭამა, ხელში აყვანა, დაბანა, გადაბრუნება, ძვლები რომ არ ეტკინოს.
დედამ მთელი თავისი ახალგაზრდობა მიუძღვნა შვილს. მედეას თანაკურსელები და მეგობრები დღესასწაულების აღსანიშნავად სადმე რომ მიდიოდნენ, საბრალო გოგონა მათთან ერთად წასვლას ვერასდროს ახერხებდა, რადგან მარიამის მარტო დატოვება ნახევარი საათითაც კი არ შეიძლება. დედა, მედეა „მუდმივი მომვლელი და ექთანია“! გმირი დედა! ასე უწოდებდნენ მას, სადმე აშშ-ში, ინგლისში ან…ოდესმე კი, ასეთი დედების ძეგლებს პარკებსა და სკვერებში ვიხილავთ! მათ შესახებ ინფორმაციას, მხოლოდ ჩვენ ვფლობთ და ძალიან ვუფრთხილდებით! აი, ასეთი გმირი დედები ცხოვრობენ ჩვენს პატარა სამშობლოში.
დედა თითიეულ ლუკმას აკვირდება, გოგონას რომ არ გადასცდეს. ღამით იღვიძებს, რომ შეამოწმოს, თუ სუნთქავს. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება უბედურების მიზეზი გახდეს.
მაგრამ, არის მომენტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად სტკენს დედას გულს.
როდესაც მარიამი თითების გამოძრავებას ცდილობს, მაგრამ არ ემორჩილება. როდესაც მისი მზერა დედას ეძებს, მაგრამ პირი ერთ ბგერასაც კი ვერ წარმოთქვამს. როდესაც სხეული არ ემორჩილება და მის შიგნით ჩაკეტილი რჩება გოგონა.
„მას ყველაფერი ესმის“, – ჩუმად ამბობს მედეა. „უბრალოდ, ვერ მაგებინებს. აი, ყველაზე გულსატკენი რა არის“.
ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობს. მამა ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, სოფელში რაც გამოჩნდება. დედა კი, ერთი წუთითაც ვერ გადის სახლიდან.
მათი შემოსავალი მინიმალურია. შშმ პირის პენსია და მცირედი სოციალური შემწეობა. თანხა ძლივს ჰყოფნით. ხანდახან საკვებსა და წამლებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.
მარწყვის სეზონზე, მოსავალს ყიდიან, რაც მიწის პატარა ნაკვეთზე მოჰყავთ, მაგრამ ამით, მდგომარეობა არ იცვლება.
არ არსებობს ისეთი მკურნალობა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა მარიამის მდგომარეობას. მაგრამ პამპერსი, საკვები პროდუქტები ცხოვრებას გაუადვილებს… ეს, უმარტივესია. ოჯახმა ადგილობრივ ადმინისტრაციას მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უარი მიიღო, ამიტომაც ახლა, მათი იმედი ჩვენ ვართ. ოჯახის თხოვნა ძალიან უბრალოა: პროდუქტები, პამპერსი, ტანსაცმლის კარადა ბავშვისთვის, გაზქურა.
„ძალიან დავიღალეთ“, – გამოგვიტყდა მედეა. – „მაგრამ, არ ვნებდებით. უბრალოდ, დახმარება გვჭირდება, კვლავაც რომ გავუმკლავდეთ“.
ეს რეალობაა, ყოველგვარი შელამაზებისა და გაზვიადების გარეშე.
დედა დღედაღამ უვლის მარიამს, რადგან უბრალო სიცხემაც კი, შეიძლება მას შვილი წაართვას. გოგონა ცხოვრობს სხეულში, რომელიც არ ემორჩილება. მისი ოჯახი კი, ყველაზე საბაზისო ნივთებისთვის იბრძვის.
ეს რაიმე განსაკუთრებული თხოვნა არ არის. ეს არის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობის თხოვნა. თქვენი დახმარებით, შესაძლებელია ამ ოჯახის უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც სჭირდებათ.
„აი, ჩემი დარდი გაგიზიარეთ და გულზე მომეშვა კიდეც… ძნელია თხოვნა, მაგრამ ვიტყვი: პროდუქტები, გაზქურა, ტანსაცმლის კარადა, თანამედროვე მოსახერხებელი საწოლი ძალიან გვჭირდება. თუ შესაძლებელი იქნება, მარიამის სტომატოლოგთან წაყვანა, კბილების მკურნალობა სჭირდება“, – ამბობს მედეა.
თქვენს თანადგომას შეუძლია, ბევრად უფრო უსაფრთხო გახადოს მარიამის ცხოვრება. თქვენს სიკეთეს შეუძლია უმძიმესი ტვირთი შეუმსუბუქოს დედას.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისპირი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: დათულიშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
4766.62₾დარჩა:
0.43₾