ზაქრო ცოცხალი რომ არის, ნამდვილი სასწაულია! უზარმაზარი ანევრიზმის გასკდომის შემდეგ, რასაც ტვინში სისხლის ჩაქცევა მოჰყვა, ახალგაზრდა მამაკაცი ეტლში აღმოჩნდა. მან ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, ქირურგები იძულებული გახდნენ, ნახევარი თავის ქალა ამოეკვეთათ, მერე კი სპეციალური ბადე გადააკრეს თავის ტვინს. დიდი ხნის განმავლობაში ზაქრო კომაში იყო, მხოლოდ დედის ლოცვითა და უფლის წყალობით გადაურჩა სიკვდილს! გთხოვთ შეიბრალეთ დედა, რომელიც 12 წელია იტანჯება თავის მძიმედ დაავადებულ შვილთან ერთად! ის ევედრება უფალს, დღეები გაუხანგრძლივოს და ანახოს, მისი შვილი პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად როგორ გადადგამს! თუ წავა, ზაქრო მარტო დარჩება ამქვეყნად და არავინ ეყოლება, რომ ერთი ჭიქა წყალი მაინც მიაწოდოს! თუ პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, აუცილებლად დაეხმარეთ ამ ოჯახს! უბრალოდ შეუძლებელია არ დაეხმაროთ მას შემდეგ, რაც ამხელა ადამიანური უბედურების შესახებ გაიგებთ! ილოცეთ ზაქროს ჯანმრთელობისთვის! ღმერთო, გადაარჩინე და დაიფარე!