დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! 11 წლის ანანოს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება. ავთვიასებიან სიმსივნესთან ბრძოლის 7 ქიმიოთერაპიის და 12 რადიოთერაპიის კურსი უკვე გაიარა ჩვენმა მაგარმა გოგომ – სასიკვდილო გამოწვევები ხერხემლის სიმსივნესთან ბრძოლაში! ამ დღეებში მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი, საბედისწერო ბრძოლა იწყება! ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელია ბავშვის ფინანსურად შეიარაღება. ჩვენ შეგვიძლია მასთან ერთად გავიდეთ „ბრძოლის ველზე“, მაგრამ იჩქარეთ მისი შეიარაღება, მეგობრებო! „შიშველი ხელებით“ სასიკვდილო მტერს ვერ დავამარცხებთ!

შემოწირულია

₾11,249.80

დონორი

574

დიახ! მსურს დახმარება!
1 4

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

მარტოხელა მოხუცები

შენ დაეხმარე

ხანდაზმულ და ძალიან ავადმყოფ ადამიანს დიდი მწუხარება ეწვია: მარტოხელა, ბრმა და ხელმოკლე ქართველ მოხუც ქალს სახლის კედელი ჩამოენგრა! ჩვენ ყველა უწყებას მივწერეთ, მაგრამ ნაკლებად გვჯერა, რომ ეს უბედური ვინმეს სჭირდებოდეს ჩვენ გარდა. დაგვეხმარეთ თუნდაც რჩევით – ესეც მნიშვნელოვანია. სახლს ხომ ერთ დღეში ვერ ააშენებ. გუშინ თბილისიდან ერთ-ერთი საუკეთესო სამშენებლო ბრიგადა გამოვიძახეთ. ისინი ამბობენ, რომ ახალი სახლია საჭირო. მაგრამ დრო გადის… რამდენი დარჩა კიდევ მზია ბებიას ამ ქვეყანაზე – წლები, თვეები, დღეები, საათები, წუთები?.. ევროპაში ასეთ კატასტროფაზე ყველა გაზეთი და ტელევიზია ილაპარაკებდა. მაგრამ ჩვენ ევროპაში არ ვართ. ჩვენ გარდა, ამ მარტოხელა და უბედურ მოხუც ქალს არავის იმედი არ აქვს.

შემოწირულია

₾1,615.60

დონორი

112

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1237 - 1242 of 1259 items
1 205 206 207 208 209 210

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის