რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ბავშვები
თუ არ დავეხმარებით, ციცი ნელი სიკვდილით მოკვდება. მისი პატარა ძმა ნიკოლოზი კი, უფლის შექმნილ სამყაროს ვერასდროს ნახავს! ეს თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს. ნიკოლოზი ვერასდროს გაიგებს რა ლამაზი დედა და დაიკოები ჰყავს. ვერ დაინახავს იმ გაჭირვებასაც, რომელშიც ცხოვრობს. ვერ დაინახავს, რა საშინელი გულის შეტევები ემართება მის საყვარელ მამას, როგორ ეცემა მიწაზე და სუნთქვა ეკვრის. ვერ დაინახავს, რა საშინელი ნაწიბური აქვს დარჩენილი სახეზე ოპერაციის შემდეგ მის დას, რომელსაც ორი წლის წინ უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს თავის ტვინიდან.
ღმერთო! როგორ უმკლავდებიან ეს საბრალო ადამიანები ამდენ განსაცდელს? როგორ ახერხებენ იმას, რომ არ გაბოროტდნენ და ადამიანობა შეინარჩუნონ? ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ლიას ადგილზე. რამდენ ხანს გაუძლებდით ამას და არ შეიშლებოდით ჭკუიდან?
შემოწირულია
₾38,305.76
დონორი
2595
ერთი წლის წინ ამ ქვეყანას მოევლინა გოგონა, სიკეთისგან გაბრწყინებული, დიდი, ქართულ ზღვასავით ლურჯი თვალებით! ბოროტმა ძალებმა ვერ აიტანეს ანგელოზის დაბადება და გადაწყვიტეს, რომ გოგონა ნელი და მტკივნეული სიკვდილით მომკვდარიყო: ბავშვს აქვს ჰიდროცეფალია, შოკი, გულის უკმარისობა, ეპილეფსია და თავის ტვინის მძიმე დაზიანება! ნუცა სიცოცხლისთვის იბრძვის! მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ბავშვის სიკვდილი გარდაუვალია
ნუცა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და ასე გრძელდებოდა პირველი თვე. დედა ყოველთვის ამ ლამაზი გოგოს გვერდით იყო! დღეს კი დარწმუნებულია, რომ დაბადების შემდეგ ის ექიმებს საავადმყოფოში ხელიდან დაუვარდათ. მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ახალგაზრდა დედა ადამიანობას ინარჩუნებს და არავის ადანაშაულებს. ოღონდ ნუცა ცოცხალი ჰყავდეს! ოღონდ მან თავი უკეთ იგრძნოს! და არაფერი ეტკინოს!
₾19,996.00
1871
გაჭირვებულები
ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.
₾1,794.71
111
ამდენი უიმედოდ უბედური, ავადმყოფი და საწყალი ადამიანი ერთ ოჯახში ერთად ჯერ არ მინახავს! ცოტა ხნის წინ ოჯახმა უკვე დაასაფლავა პატარა ლაზარე. ახლა კი მეორე ბავშვსაც კარგავენ… ელენეს D ვიტამინის კრიტიკული მაჩვენებელი აქვს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო არ შეუძლია მისი ექიმთან წაყვანა. თუმცა, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა მთავარი უნდა გითხრათ. ბავშვს იმიტომ აქვს სევდიანი თვალები, რომ ფიქრობს, მისი და ბარბარე ისევე მოკვდება, როგორ მისი ძამიკო ლაზარე მოკვდა. ელენეს საკუთარ თავზე მეტად უყვარს უფროსი და. „დეიდა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ წამლებს ვერ ვყიდულობთ და შენ უნდა დაგვეხმარო? გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე“, – ასეთი სიტყვები მითხრა ბავშვმა და ცისფერი თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. გოგონების დედა ყოველღე მუხლებზე დაჩოქილი ევედრება ღმერთს, რომ სიკვდილმა კიდევ არ წაართვას შვილი ლაზარეს მსგავსად! გამწარებულ დედას, მეგობრებო, ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გადაარჩენენ მის ბარბარეს. ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება გენეტიკური ანალიზი გერმანიაში. სოხუმიდან დევნილ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არა აქვს, რომ გაყიდოს. მათ საერთოდ, საერთოდ არაფერი არა აქვთ საკუთარი.
₾2,571.21
200
ეს 15 წლის იოსებია. დაუდევარი ექიმების გამო ბავშვმა მშობიარობის ტრავმა მიიღო. როგორც ყოველთვის, დასახიჩრებული სიცოცხლისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ! ბავშვი კი, რომელსაც ახლა შეეძლო ჩვენს შვილებთან ეთამაშა ფეხბურთი, გაეხარა ჯანმრთელობითა და ახალგაზრდობით, სრულიად პარალიზებული გახდა. რა საშინელებაა! უკვე 15 წელია იოსები ვერ დადის, ვერ მეტყვველებს და ეპილეფსიური შეტევებით იტანჯება. სანამ ბავშვს სახსრების სარეაბილიტაციო ოპერაცია გაუკეთდებოდა, წვალებით მაინც ახერხებდა ფეხით გადაადგილებას. ოპერაციის შემდეგ კი ბიჭის მდგომარეობა გაუარესდა, ეპილეფსიური კრუნჩხვები გაუმწვავდა. შეხედეთ ბავშვის ხელს, შეხედეთ მის სამაჯურზე წარწერას – „აჩუქე სიცოცხლე“ – ეს პაწაწინა ხელი იოსებმა ფონდის კორესპონდენტს გაუწოდა და თვალებით ევედრებოდა შველას. თითქოს, გული უგრძნობდა, რომ „უცნობი დეიდა“ იმიტომ მივიდა საავადმყოფოში მის პალატაში, რომ მთელი საქართველოსთვის ეთქვა: „აჩუქეთ, იოსებს სიცოცხლე“.
₾7,329.61
438
ავადმყოფი ზრდასრულები
უჰაერობის ყოველი მორიგი შეტევის დროს, გელა სიცოცხლეს ემშვიდობება. ხომ შეიძლება ერთ დღესაც სასწრაფომ მისი გადარჩენა ვერ მოასწროს?! ის იხრჩობა, არც ჩასუნთქვა შეუძლია, არც ამოსუთქვა. ჟანგბადის კონცენტრატორი გელას გადარჩენის ერთადერთი გზა არის! მაგრამ კაცს მისი ყიდვის საშუალება არ გააჩნია. შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობის 30 ლარი წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნის და ამიტომ ყოველი შეტევის შემდეგ გელას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ასულიერებს. მეგობრებო, გელას ბავშვობიდან ერთი ბედნიერი დღეც კი არ ახსოვს. მეოთხე კლასში იყო, ავად რომ გაუხდა დედა და მას დააწვა მხრებზე ოჯახზე ზრუნვა. ძროხის წველა და საჭმლის მომზადება პატარა ბიჭს მოუწია. რთული გზა გამოიარა. მშვიდი სიბერე და ელემენტარული კომფორტი ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენ გარდა, მას ვერავინ დაეხმარება! ჩვენ შეგვიძლია, სიცოცხლის შანსი ვაჩუქოთ გელას!
₾2,696.71
182
– ამბობს დამხმარე ეტლს მიჯაჭვული ლამაზი გოგონა, რომელიც მოდელობაზე ოცნებობს. „შემიძლია საათობით ვუყურო, მოდელები პოდიუმზე როგორ დადიან; როგორი ბედნიერები არიან, რომ სიარული შეუძლიათ… მეც მინდა, ძალიან მინდა… გინახავთ მათ ტაშს როგორ უკრავენ; როგორ უღებენ ფოტოებს ყველა მხრიდან? უჰ, რა კარგია! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიარულს აუცილებლად ვისწავლი, ზოგჯერ კი ვუყურებ ამ… ამ… ეტლს და ძლიერი სევდა მეუფლება. ვაითუ მთელი ცხოვრების გატარება ბორბლებზე მომიწიოს?“
₾1,806.50
136
მრავალშვილიანი ოჯახები
მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის – მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება…
₾2,117.30
113
„ადამიანების ცხოვრება, თეთრი და შავი ზოლებისგან შედგება. ჩემი ცხოვრება კი, ერთიანად შავია. ეპილეფსიით დაავადებული შვილი, წლების წინ, მშობელმა დედამ სახლიდან გამომაგდო. ამის შემდეგ, მარტო ვებრძვი გაჭირვებას, ავადმყოფობას, შიმშილს! ეპილეფსიასთან ერთად, სხვა უამრავი დაავადებაც დამემართა. სოციალური დახმარება, ჩემი ერთადერთი შემოსავალია, რომელიც ექიმთან მხოლოდ ერთ ვიზიტს არ ჰყოფნის“ – გვეუბნება ქალბატონი კარინა. „როგორ? ნუთუ, თქვენს ცხოვრებაში ერთი პატარა გამონათებაც კი არ ყოფილა?“ – მინდა, რომ რაიმე კარგი გვიამბოს. „კი, როგორ არა… ეს გამონათება, მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უფალმა გამომიგზავნა… რომელთა წყალობითაც გადავრჩი… აი, თქვენი თავიც უფალმა გამომიგზავნა – მე მჯერა ამის!
₾1,711.00
91
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მეგობრებო, სულ მალე ჩვენი მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელს ელენიკო ქელეხსაშვილს 13 წელი შეუსრულდება!
₾172.00
22
დედა – მძიმედ არის ავად, მაგრამ ყველა საშინელ ტკივილს, გულყრას და სხეულის დაზიანებას ივიწყებს და მხოლოდ თავისი პატარა გოგონასთვის ლოცულობს
₾1,442.04
121
2 წლის იყო როცა მის საყვარელ დედიკომ ინსულტი გადაიტანა. მას ახსოვს როგორ გახდა დედა ცუდად და როგორ ებრძოდა სიკვდილს.
₾3,145.94
183