რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ჩემი გოგონა არაერთხელ გამოვიტირე… მაგრამ, ექიმებმა საიქიოდან დააბრუნეს. “ვერ გადარჩება”, – პირველივე დღეებიდან ამბობდნენ ისინი, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად ფიქრობს. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ იცოცხლოს ჩემმა შვილმა.

ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა… ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია. დედის ტირილი და მოთქმა ცას წვდებოდა. „უშველეთ, გააცოცხლეთ!“ – კიოდა ის. – „დაეხმარეთ, ისევ ისუნთქოს ჩემმა ტანჯულმა გოგომ.“ ექიმები კი, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კვდებოდა გოგონა და რატომღაც, არ მიჰყავდათ რეანიმაციაში. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ხუთი თვე უგონოდ იწვა. წვეთოვნების ნემსებმა ვენები დაუზიანდა, სხეულზე ნაწოლები გაუჩნდა, პირში კი – სოკო.

შემოწირულია

₾12,560.96

დონორი

986

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

გთხოვთ, დამეხმარეთ სალომეს გადარჩენაში! ხუთი წლის გოგონა დღეში რამდენჯერმე კვდება და ცოცხლდება! მისი სიცოცხლე ჩვენს ხელთაა!

გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

შემოწირულია

₾16,939.86

დონორი

1339

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

„არ შემიძლია გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ვუყურო, როგორ კვდება ჩემი ვაჟი!“ დამეხმარეთ ერთადერთი შვილის გადარჩენაში!

„უკვე ვიცი, რა ელის ჩემს შვილს, მაგრამ ვერაფრით ვეგუები. უმოქმედოდ როგორ დავჯდე და ვუყურო, როგორ ჩამაკვდება ხელებში ჩემი ბიჭუნა?“ – ახალგაზრდა დედის, ნესტანის, ეს შემზარავი სიტყვები გულს აპობს. ნახევარი წლის წინ, თავისი გოგონა დაასაფლავა, რომელიც შეტევებით იტანჯებოდა და თვალსა და ხელს შუა ილეოდა. საბრალო ნესტანი 2019 წლიდან ცხოვრობს საავადმყოფოში, მუდამ რეანიმაციის ან პალატის კართან ზის.

შემოწირულია

₾37,756.58

დონორი

3140

დიახ! მსურს დახმარება!
133 - 136 of 136 items
1 21 22 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს … მალე მოკვდება, არა?“ – ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის პატარა გოგონა

სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის. მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია…“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში…

შემოწირულია

₾1,355.90

დონორი

91

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
133 - 138 of 937 items
1 21 22 23 24 25 157